imedi /  23 ნოემბერი 2020, 09:14 / სანდო წყარო

ევროკავშირს ბელგიისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 25 მილიონი დოზა აქვს დარეზერვებული

ევროკავშირს ბელგიისთვის კოვიდ-19-ის წინააღმდეგ მომავალი ვაქცინის 25 მილიონი დოზა დარეზერვებული აქვს. ევროკომისია ყველა წევრი ქვეყნისთვის კომპანიებთან კონტრაქტებს წინასწარ აფორმებს და სახელმწიფოებს ინფრასტრუქტურის მოსამზადებლად რეკომენდაციებს აძლევს.

ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თუ პრობლემები არ წარმოიშვება, მაშინ ევროპის მედიკამენტების სააგენტო დეკემბრის მეორე ნახევარში „ფაიზერისა„ და „მოდერნას“ ვაქცინებისთვის ავტორიზაციის მინიჭებას შეძლებს. ბელგიამ Pfizer/BioNTech-თან ვაქცინის 200 მილიონი დოზის მისაღებად შეთანხმებას მიაღწია და Moderna-ს ვაქცინის 80 მილიონი დოზის დისტრიბუციაზე მოლაპარაკებების დასკვნით ფაზაზეა.

ქვეყნის პრემიერ- მინისტრმა განაცხადა, რომ მომდევნო თვეებში მნიშვნელოვანი იქნება იმუნიზაციის შესახებ კამპანია, რათა მოსახლეობას ყველა ნიუანსზე ზუსტი და სრულყოფილი ინფორმაცია ჰქონდეს.

„სიფრთხილე გვმართებს იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბელგიაში ვაქცინის დისტრიბუცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყება. დადასტურებულად შემიძლია გითხრათ, რომ სტრატეგია იმუნიზაციის მზად გვაქვს და გეგმას მივყვებით. გვირაბის ბოლოს სინათლე არის, მაგრამ ეს პანდემიის დასრულებას ჯერ არ ნიშნავს. რამდენიმე თვე ყურადღებით მოგვიწევს ყოფნა და ისევ პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ წესებს, რათა ვირუსის გავრცელება შევამციროთ. ხელისუფლების მიზანია ვირუსის სწრაფი გავრცელების მაქსიმალურად შემცირება, და შემდეგ მისი კონტროლი.რისკების სათანადოდ შეფასევა და მათი მენეჯმენტი საშულებად მოგვცემს ერთად გადავლახოთ სირთულეები, “- განაცხადა ალექსანდრე დე კრომ.

ბელგიის მთავრობის მეთაურმა განმარტა, რომ თავდაპირველად მომავალი ვაქცინის ლიმიტირებული მოცულობა იქნება და პრიოროტეტი სამედიცინო პერსონალს მიენიჭება. დე კრომ ფართომასშტაბიანი ვაქცინაციის დაწყების ვადებიც დაასახელა.

„კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას წლის ბოლომდე მივიღებთ. ერთ თვეში ავცრით ექიმებს, ექთნებს, 65 წელს ზევით და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს. ვაქცინის გაცილებით დიდ მოცულობას ბელგია 2021 წლის მეორე და მესამე კვარტალში მიიღებს. ცხოვრების ნორმალურ რიტმს ჯერ ვერ დავუბრუნდებით, მაგრამ ვაქცინაციის დაწყება პოზიტიურ ტენდენციას მოგვცემს და ყველაზე მოწყვლად ჯგუფს დაიცავს. ეს შეამცირებს ყოველდღიურ შემთხვევებსაც და სიკვდილიანობასაც, რაც ბელგიაში დღემდე საკმაოდ მაღალია,”- განაცხდა ალექსანდრე დე კრომ.

ბელგიაში, სადაც მეორე ტალღის პიკი 22 ოქტომბერს დასახელდა ლოკდაუნის რეჟიმზეა და კომენდანტის საათი მოქმედებს. საკოორდინაციო საბჭოს ეპიდემიოლოგიურ-სანიტარული საგანგებო მდგომარეობა აქვს გამოცხადებული და მონიტორინგის შედეგების შეჯამებას 27 ნოემბერს აპირებს. სპეციალისტები ამბობენ, რომ მესამე ტალღის რისკი შობას და ახალი წლის დღეებს უკავშირდება.

„მე ძალიან მინდა მესამე ტალღა თავიდან ავირიდოთ და დარწმუნებული ვარ ეს არის თქვენი სურვილიც. ჩვენ ვიცით , რომ ძალიან ბევრი ადამიანისთვის მესამე ტალღა წინა ორ ტალღაზე უფრო მძიმე იქნება. პარასკევს მაგიდაზე რამდენიმე სცენარს განვიხილავთ და მათ შორისაა საშობაოდ მუზეუმებისა და მაღაზიების გახსნაც. შეზღუდვების თუნდაც ეტაპობრივად მოხსნაზე ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების წინ ჩვენ საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ, გვაძლევს თუ არა მონაცემები ამის შესაძლებლობას. სადღესასწაულო დღეები იქნება გადამწყვეტი. ჩვენ განვაახლებთ უსიმპტომო და წითელი ზონიდან ჩამოსული ადამიანების კოვიდ19 -ზე შემოწმებას, რაც მეორე ტალღის დროს სირთულეების წარმოშობამ შეაჩერდა და 2021 წელს სწრაფი ტესტირებას ინტენსიურად დავიწყებთ. ეს საშუალებას მოგცემს უფრო ფართო სურათი მივიღოთ”, - განაცხადა ბელგიის პრემიერმა.

ბოლო 24 საათში ბელგიაში კორონავირუსით 170 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა რიცხვმა 15 522 შეადგინა. 22 ნოემბერს დაფიქსირდა კორონავირუსის 3224 ახალი შემთხვევა და ინფიცირებულთა რიცხმა პანდემიის დაწყებიდან 556 904 -ს მიაღწია.

ყველა სიახლე

ირაკლი ქადაგიშვილი

28 იანვარი 2021, 11:28

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: ამომრჩეველმა აირჩია პოლიტიკური პარტიები და პარლამენტარები იმისთვის, რომ პარლამენტში შევიდნენ და თავისი სამუშაო შეასრულონ

ამომრჩეველმა აირჩია პოლიტიკური პარტიები და პარლამენტარები იმისთვის, რომ პარლამენტში შევიდნენ და თავისი სამუშაო შეასრულონ, ის სამუშაო, რომელიც ამომრჩევლმა დააკისრა, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

გიორგი გახარია

28 იანვარი 2021, 11:13

COVID19

მთავრობა შეზღუდვების დაგეგმილზე ადრე მოხსნის საკითხზე მსჯელობას დღეს დაიწყებს

„როგორც ჩანს, დღევანდელი ტენდენციები გვაძლევს ფრთხილი ოპტიმიზმის საშუალებას. ამიტომ დღეს უნდა დავიწყოთ მსჯელობა იმაზე, რომ თუ მსგავსი ტენდენცია შევინარჩუნეთ უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში, ისე როგორც გავაკეთეთ ზაფხულში, ეტაპობრივი გახსნა ცოტა უფრო ადრე დავიწყოთ. ეს ეხება პირველ რიგში თბილისს, ქუთაისსა და რუსთავს. პირველ რიგში ეს ეხება საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომ მივცეთ ჩვენს ბავშვებს შესაძლებლობა კლასებში დაიწყონ სწავლა. რა თქმა უნდა, ამას თან ერთვის მუნიციპალური ტრანსპორტის ამოქმედებაც და ამაზე უნდა ვიმსჯელოთ ეტაპობრივად ისე, რომ რისკის ქვეშ არ დავაყენოთ ეპიდემიის მართვის ის მიღწევა, რომელიც როგორც ფაქტი დღეს ჩვენ გვაქვს ბოლო ორი თვის შრომის და მუშაობის შედეგად. და, რაც მთავარია, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს მიღწევა სტაბილურად შევინარჩუნოთ, სანამ ეტაპობრივად და უფრო აქტიურად არ დავიწყებთ სრულად ტურიზმის გახსნას“, - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გახარია

28 იანვარი 2021, 11:08

ეკონომიკა

გიორგი გახარია: ეკონომიკის გახსნა უნდა იყოს მდგრადი, გონივრული და დაცული

ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით ეკონომიკური გუნდი რამდენიმე დღეა ხვდება სხვადასხვა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს. ამ შეხვედრების მიზანია, რომ ეკონომიკის გახსნა უნდა იყოს მდგრადი, გონივრული და, რაც მთავარია, დაცული, - ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

გიორგი გახარია

28 იანვარი 2021, 11:05

პოლიტიკა

ახალგაზრდობის სააგენტო, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის ქვეშ ფუნქციონირებდა, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს ნაწილი გახდება

საქართველოს მთავრობის სტრუქტურაში გარკვეული ცვლილებების შეტანაზე მთავრობის დღევანდელ სხდომაზე იმსჯელებენ. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. მისი თქმით, ახალგაზრდობის სააგენტო, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის ქვეშ ფუნქციონირებდა, დადგენილების შემდეგ გახდება კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს ნაწილი.

28 იანვარი 2021, 11:02

სამართალი

შსს-მ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 637 ფაქტი გამოავლინა

სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 637 ფაქტი გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 98 ფიზიკური პირი დააჯარიმა.

გურამ მაჭარაშვილი

28 იანვარი 2021, 10:54

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციის მანდატებზე: დავიცავთ რეგლამენტს, მაგრამ პოლიტიკურ პროცესსაც ვითვალისწინებთ

მაქსიმალურად დავიცავთ რეგლამენტის მოთხოვნებს და ვადებში ჩავეტევით, მაგრამ მეორე მხრივ, პოლიტიკურ პროცესს ვითვალისწინებთ. არ გვინდა, რომ ეს პროცესი დაზიანდეს, რადგან ოპონენტებისგან განსხვავებით მეტი პასუხისმგებლობა გვაქვს, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

28 იანვარი 2021, 10:54

COVID19

ამ ეტაპზე საქართველოში 662 მძიმე პაციენტია

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 662 პირი, მათ შორის, თბილისში - 311, აჭარაში - 49, იმერეთში - 163. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

28 იანვარი 2021, 10:51

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 321 თბილისში, 121 იმერეთში, 78 კი სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი თბილისში გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

კორონავირუსი

28 იანვარი 2021, 10:49

COVID19

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 723 ადამიანს დაუდასტურდა, 932 კი გამოჯანმრთელდა

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

კორონავირუსი

28 იანვარი 2021, 10:48

COVID19

საქართველოში კიდევ 19 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 19 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 127 პირი ემსხვერპლა.

პერსონალურ მონაცემთა დაცვა

28 იანვარი 2021, 10:42

საზოგადოება

ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა ხელს უწყობენ საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მექანიზმების გაძლიერებას

პანდემიის შედეგად განათლებასთან, ჯანდაცვასა და სხვა სფეროებთან დაკავშირებული სერვისების ნაწილი ონლაინ ფორმატში გადავიდა. შედეგად, პერსონალურ მონაცემთა დიდი რაოდენობა ციფრულ სივრცეში აღმოჩნდა, ხოლო მოქალაქეთა პირადი ინფორმაციის უსაფრთხოების დაცვამ განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა.

სინგაპური დაკავება ტერაქტი

28 იანვარი 2021, 10:40

მსოფლიო

სინგაპურში 16 წლის ბიჭი დააკავეს, რომელიც მეჩეთებზე თავდასხმას გეგმავდა

დაკავებული ვინაობა არ საჯაროვდება, თუმცა ცნობილია, რომ ის ეთნიკურად ინდოელი პროტესტანტი ქრისტიანია, რომელსაც ისლამისადმი ანტიპატია და ძალადობისკენ მიდრეკილება ახასიათებს. დაკავებული ქვეყანაში შიდა უშიშროების აქტის საფუძველზე ყველა ახალგაზრდა პირია. აქტი ადამიანის სასამართლოს გარეშე პატიმრობას ითვალისწინებს.

Apple

28 იანვარი 2021, 10:23

ეკონომიკა

Apple-მა 2021 წლის პირველ კვარტალში რეკორდული მოგება მიიღო

კორპორაცია Apple-მა 2021 წლის პირველ ფინანსურ კვარტალში 111,4 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა, რაც აბსულუტურ რეკორდად შეიძლება ჩაითვალოს. ინფორმაციას ამის შესახებ CNBC News-ი ავრცელებს.

28 იანვარი 2021, 10:20

სამართალი

2020 წლის კორუფციის აღქმის ინდექსით საქართველო რეგიონში კვლავ პირველია

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წლის კორუფციის აღქმის ინდექსით საქართველო რეგიონში კვლავ პირველია. ამის შესახებ საერთაშორისო გამჭვირვალობის 2020 წლის კვლევაშია ნათქვამი, რომელიც დღეს გამოქვეყნდა. საერთაშორისო გამჭვირვალობის კორუფციის აღქმის ინდექსის (CPI) თანახმად, საქართველო კვლავ ინარჩუნებს მოწინავე პოზიციებს და წელსაც პირველ ადგილზეა აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალური აზიის რეგიონში; მსოფლიო მასშტაბით კი, საქართველო 180 ქვეყანას შორის 45-ე ადგილს იკავებს და ბოლო 5 წელია, ინარჩუნებს პოზიციას საუკეთესო ქვეყნების 25%-ში.

კორონავირუსი

28 იანვარი 2021, 10:18

რეგიონი

მალხაზ თორია: ფონდ „ქართუს“ დახმარებით ზუგდიდში შენდება სარაგბო ბაზა, რომელიც ყველა თანამედროვე სტანდარტს დააკმაყოფილებს

„ზუგდიდის რაგბის სტადიონის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო, ფონდ „ქართუს“ დახმარებით ჩვენ გვექნება სარაგბო ბაზა, რომელიც დააკმაყოფილებს საერთაშორისო მოთხოვნებს. ზუგდიდის რაგბის სტადიონს ექნება, როგორც ბუნებრივსაფრიანი ასევე ხელოვნურსაფრიანი მოედანი. სტადიონი საერთო ჯამში გათვლილია 5000-ზე მეტი მაყურებლისთვის. მინდა მადლობა გადავუხადო ფონდ „ქართუს“, რომელიც ჩვენს რეგიონში რაგბის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანეს პროექტს ახორციელებს“, - განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ.

მოჰამედ ჯავად ზარიფი

28 იანვარი 2021, 10:17

პოლიტიკა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ეწვია

28 იანვარს, ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი მუჰამედ ჯავად ზარიფი რეგიონული სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ესტუმრა. თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

28 იანვარი 2021, 10:07

რეგიონი

ყვარლის მუნიციპალიტეტში ავარიას ქვეითად მოსიარულე ემსხვერპლა

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში ავარიას ქვეითად მოსიარულე ემსხვერპლა. Imedinews-ის ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი სოფლეში ფეხით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მას მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებების გამო, კაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე, ადგილზე გარდაიცვალა.

შსს

28 იანვარი 2021, 09:56

სამართალი

პოლიციამ რუსთავში ყაჩაღობის ფაქტზე 2 პირი დააკავა

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 15 იანვარს, ქალაქ რუსთავში მდებარე სუპერმარკეტ "ლიბრეში", კონსულტანტებს ცივი იარაღის მუქარით თანხა მოსთხოვეს, თუმცა მათ წინააღმდეგობა გაუწიეს. თავდამსხმელებმა ერთ-ერთ კონსულტანტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ბრალდებულებმა სუპერმარკეტიდან 162 ლარის ღირებულების სიგარეტი გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

28 იანვარი 2021, 09:45

სამართალი

პოლიციამ „ნიკორას“ თანამშრომლის დაჭრის ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავა

„გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა 2021 წლის 25 იანვარს, დიღმის მასივში მდებარე სუპერმარკეტ „ნიკორასთან“, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ამავე მაღაზიის თანამშრომელს ცივი იარაღით გულმკერდის არეში ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი გადაყვანილია საავადმყოფოში, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დენ ჰეიჰერსტი და პამელა ანდერსონი

28 იანვარი 2021, 09:38

ტაბლოიდი

პამელა ანდერსონი ისევ გათხოვდა

„ზუსტად იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო. მე ვარ ძლიერი კაცის ხელში, რომელსაც ძალიან ვუყვარვარ“, - აცხადებს 53 წლის მსახიობი.