imedi /  23 ნოემბერი 2020, 11:08 / სანდო წყარო

დავით გადელია: გადადეთ ყოველგვარი ხალხმრავალი თავყრილობა, კიდევ ასჯერ გაგაფრთხილებდით და შეგევედრებოდით, მაგრამ ცოტა ხანში ამ გაფრთხილებას აზრი და მნიშვნელობა არ ექნება

დავით გადელია

დავით გადელია

კიდევ ასჯერ გაგაფრთხილებდით და შეგევედრებოდით, მაგრამ ცოტა ხანში ამ გაფრთხილებას რაიმე აზრი და მნიშვნელობა არ ექნება, - ამის შესახებ ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ექიმი ამბობს, აუცილებელია ყველა ხალმხრავალი თავყრილობის გადადება.

„ჩვენ ერს ბევრად უფრო მძიმე განსაცდელისთვის გაუძლია; თუმცა, ჩემი ცხოვრების 60 წლის განმავლობაში, არ მოვიტყუები, ასეთი რამ ჯერ არ ყოფილა. ამ პანდემიას არც 90-იანების ომი და გასაჭირი შეედრება და არც უფრო ადრე გავრცელებული ქოლერის ეპიდემია. ჩემი უახლოესი ადამიანები, ოჯახის წევრები არიან ავად და ვცდილობ ოჯახის, ან კოვიდ-სასტუმროს პირობებში ვმართო. კლინიკაში ვინმეს მოთავსების არანაირი რესურსი არ მაქვს და სანამ დაავადებულს შესაძლებლობა აქვს, კიდევაც ჯობს სახლის ან სასტუმროს პირობებში იმკურნალოს, ვიდრე კლინიკაში 3-4 კაცთან იყოს პალატაში. ეს რაოდენობა, რა თქმა უნდა, არანორმალურია პალატისთვის, მაგრამ სახელმწიფომ კანონით დართო ნება კლინიკებს, პანდემიის დროს არ მიაქციონ ყურადღება სალიცენზიო პირობებს. ამას ერთი ახსნა აქვს - სხვა შესაძლებლობა არაა და შემდეგი აუცილებელი ნაბიჯი იქნება სპორტულ დარბაზებში საწოლების და ჟანგბადის ბალონების ჩადგმა ისევე, როგორც მოხდა ევროპის ბევრ ქვეყანაში. ამ დროს კი საერთოდ რა პირობებზე იქნება საუბარი... გაფრთხილებთ, ჩემო საყვარელო მოქალაქეებო, უკანასკნელად! უკანასკნელად არა იმიტომ, რომ ამაყი ვარ და ეს არ მომცემს უფლებას შემდეგაც გაგაფრთხილოთ - არა, რა თქმა უნდა! კიდევ ასჯერ გაგაფრთხილებდით და შეგევედრებოდით, მაგრამ ცოტა ხანში ამ გაფრთხილებას რაიმე აზრი და მნიშვნელობა არ ექნება:

1.გადადეთ დაგეგმილი ყოველგვარი ხალხმრავალი თავყრილობა! არცერთი პარტიის აქტიური მიმდევარი არ გახლავარ, მაგრამ ეს კი ვიცი, რომ ვერანაირი პოლიტიკური ამბიცია ვერ მივა ერის ფიზიკური გადარჩენის საკითხთან. ყოველგვარი ისტერიის და პანიკის გარეშე ვიმოქმედოთ მშვიდად, რაციონალურად და ნუ გავახარებთ გარეშე მტერს. ერთმანეთში მერეც გავარკვევთ ურთიერთობებს. არ მინდა გავამწვავო ისედაც დაძაბულობა და დაპირისპირება, ამიტომ ძალიან რბილად ვიტყვი: ყოველგვარი თავყრილობა აჩენს დაავადების გეომეტრიული პროგრესიით გაზრდის რისკს.

2.მოერიდეთ ყოველგვარ "ფართებს", სუფრებს, ქეიფებს მაშინაც კი, როცა წინა დღეს გაიტესტეთ და უარყოფითი ამოგივიდათ! ეს არ ნიშნავს, რომ მეორე დღეს არ დაავადდებით! შეიკავეთ თავი მეგობრებთან, ნათესავებთან სიარულისგან!

3.ძალიან რთული, უცნაური თხოვნა მაქვს ყველასთან: ოჯახის წევრებთანაც კი დაიცავით თავი და დაიცავით ისინი თქვენგან! მასიური გადადებები სწორედ ოჯახის წევრებისგან და ერთად სუფრაზე ყოფნისას ხდება! ამიტომ, გაფრთხილებთ ყველას:
მუდმივად ატარეთ პირბადე!! მესმის ყველას უსასოობა, ვინც მიცნობს იცის, რომ მუდმივად მორალურ სტრესში ვარ იმის გამო, რომ ვერ გეხმარებით ყველას, რადგან არანაირი თავისუფალი საწოლი დიდი ხანია კლინიკაში არ გვაქვს და პირველივე განთავისუფლებულში ვათავსებთ მას, ვისაც იმ წუთას სჭირდება - ყოველგვარი "ჩაწყობის" გარეშე.
დავიცვათ ერთად რეგულაციები,
გავწყვიტოთ ერთად ვირუსული გადაცემების ეს ჯაჭვი, რომ ისეთივე მშვიდ გარემოში შევძლოთ ავადმყოფთა მართვა, როგორიც გაზაფხულზე გვქონდა“, - წერს დავით გადელია.

ყველა სიახლე

15 მაისი 2021, 00:15

ტაბლოიდი

ლატარიის ბილეთი, რომელმაც 26 მილიონი დოლარი მოიგო, ქალმა სარეცხ მანქანაში გარეცხა

ამერიკაში, კალიფორნიის შტატში, ქალმა ხელიდან გაუშვა შანსი მილიონერი გამხდარიყო. აღმოჩნდა, რომ მან 26 მილიონი დოლარი მოიგო, თუმცა ბილეთი სარეცხ მანქანაში გარეცხა. თანხა 14 ნოემბერს გათამაშდა და მოთხოვნის ბოლო ვადა გუშინ, ხუთშაბათს ამოიწურა. „ქალმა თქვა, რომ ბილეთი ყიდვის შემდეგ ჯიბეში ჩაიდო შარვალი კი გარეცხა. ქაღალდი მცირე ნაწილაკებად დაიშალა და ის ცდილობდა აღდგენაც, მაგრამ ვერ შეძლო“, - ყვებიან იმ მაღაზიის თანამშრომლები, სადაც მომგებიანი ბილეთი გაიყიდა.

15 მაისი 2021, 00:01

ტაბლოიდი

რომის მახლობლად ტახებმა ქალს სუპერმარკეტში ნაყიდი პროდუქტები წაართვეს. ვიდეო

იტალიის დედაქალაქ რომის მახლობლად, სოფელ ლე რუგში ტახებმა სუპერმარკეტიდან გამოსულ ქალს პროდუქტები წაართვეს. შემთხვევის ამსახველი ვიდეო Facebook-ზე გავრცელდა.

ამირან გამყრელიძე

14 მაისი 2021, 23:46

COVID19

ამირან გამყრელიძე: მაღალი აქტივობის გამო, ვაქცინის ჯავშნების პორტალზე შეფერხება იყო, თუმცა ბაზა გასწორდა და სისტემა გამართულად მუშაობს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინის ჯავშნების პორტალზე ტექნიკური ხარვეზები იყო, თუმცა ამ დროისთვის აღმოფხვრილია. „იმუნიზაციის ბაზა ერთ-ერთი დიდი ბაზაა. იქ მარტო კოვიდი არ არის, ბავშვთა იმუნიზაციაც შედის. როდესაც ჩვენ დაავაანონსეთ გახსნა „სინოფარმის“ მეორე დოზისთვის რეგისტრაციის გასავლელად, ასევე 45 წლამდე დაიწია ასაკმა „ასტრაზენეკას“ აცრებზე, ბაზას შეექმნა პრობლემები. იმუნიზაციის ბაზიდან ასევე პრობლემა

14 მაისი 2021, 23:30

მსოფლიო

ისრაელისადმი სოლიდარობის ნიშნად, ჩეხეთის პრეზიდენტის სასახლეში ისრაელის დროშა აღიმართა

ისრაელისადმი სოლიდარობის ნიშნად, ჩეხეთის პრეზიდენტის სასახლეში ისრაელის დროშა აღიმართა.

ანრი ოხანაშვილი

14 მაისი 2021, 23:27

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი გიორგი გახარიაზე: მერყევი ადამიანის ადგილი პოლიტიკაში არ არის - მისი გუნდი არანაირი „ქართული ოცნება 2“ არ არის

მერყევი ადამიანის ადგილი პოლიტიკაში არ არის და გახარიას გუნდი არანაირი ქართული ოცნება 2“ არ არის, -. ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

14 მაისი 2021, 23:19

პოლიტიკა

მთავრობის სტრატკომი: სიცრუეა მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ პროექტში „განახლებული რეგიონები“ კორუფციული სქემებია

მთავრობის სტრატკომი მედიაში პროექტ „განახლებული რეგიონები“ შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. „გვსურს, გამოვეხმაუროთ მორიგ დეზინფორმაციას და „ფეიკნიუსს“, რომელიც პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული უპრეცედენტო პროექტის „განახლებული რეგიონები“ დისკრედიტაციას ემსახურება. კონკრეტული მედიასაშუალებები მთელი დღის განმავლობაში ავრცელებდნენ ცრუ ინფორმაციას ჩაშლილ ტენდერებზე და თითქოსდა პროგრამაში არსებულ კორუფციულ სქემებზე“, ნათქვამია სტრატკომის განცხადებაში.

14 მაისი 2021, 23:04

მსოფლიო

სირიის ტერიტორიიდან ისრაელის მიმართულებით სამი რაკეტა გაუშვეს

სირიის ტერიტორიიდან ისრაელის მიმართულებით სამი რაკეტა გაუშვეს. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელის არმია ავრცელებს.

ნიკოლ ფაშინიანი

14 მაისი 2021, 22:58

მსოფლიო

ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სიუნიქში განვითარებული მოვლენების ფონზე, რუსეთს სამხედრო დახმარების თხოვნით მიმართა

სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სიუნიქში განვითარებული მოვლენების ფონზე, რუსეთს სამხედრო დახმარების გაწევის თხოვნით მიმართა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

14 მაისი 2021, 22:45

მსოფლიო

უკრაინამ 557 ე.წ. „კანონიერი ქურდის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა

უკრაინის ეროვნული ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ 557 ე.წ. „კანონიერი ქურდის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

14 მაისი 2021, 22:29

მსოფლიო

რუსეთის მთავრობამ რუსეთისადმი არამეგობრულად განწყობილი სახელმწიფოების სია დაამტკიცა

რუსეთის მთავრობამ რუსეთისადმი არამეგობრულად განწყობილი სახელმწიფოების სია დაამტკიცა. ოფიციალურმა მოსკოვმა აღნიშნულ სიაში აშშ და ჩეხეთი შეიყვანა.

14 მაისი 2021, 22:22

COVID19

ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 717 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 717 513 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 13 043 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

ზაალ უდუმაშვილი

14 მაისი 2021, 22:16

პოლიტიკა

ზაალ უდუმაშვილი: ჩვენ თუ პარლამენტში შევედით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ უარს ვამბობთ საერთოდ ქუჩის აქციებზე - ერთდროულად ვიქნებით როგორც საპარლამენტო, ასევე ქუჩის ოპოზიცია

ჩვენ თუ პარლამენტში შევედით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ საერთოდ უარს ვამბობთ ქუჩის აქციებზე, პირიქით. ქუჩის აქციები იქნება და საპროტესტო მუხტიც იქნება. ჩვენ პარლამენტის ტრიბუნა სწორედ იმისთვისაც უნდა გამოვიყენოთ, რომ ეს საპროტესტო მუხტი კიდევ უფრო გაიზარდოს ქვეყანაში და მისი მობილიზაცია მოვახდინოთ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

ანდრიუს კუბილიუსი

14 მაისი 2021, 22:08

პოლიტიკა

ანდრიუს კუბილიუსი: მკაცრად უნდა მივუდგეთ ღირებულებების მიმართ ქვეყნების ერთგულებას, როდესაც საქმე ევროკავშირის გაფართოებას ეხება

ქართველმა პოლიტიკოსებმა ძალიან დიდი ყურადღება უნდა მიაქციონ კოპენჰაგენის კრიტერიუმებს, რომელიც 1993 წელს დამტკიცდა. ეს არის ძირითადი ღირებულებების მიმართ ერთგულებაზე. ეს კრიტერიუმები იყო უმთავრესი, როდესაც ჩვენ, ცენტრალური ევროპის ქვეყნები ევროკავშირში გავწევრიანდით, - ამის შესახებ „ქრონიკას“ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა განუცხადა.

მარინა კალიურანდი

14 მაისი 2021, 21:53

პოლიტიკა

მარინა კალიურანდი: ჩემი რჩევაა გავიხედოთ წინ, მომავლისკენ და პარტიებმა ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ ითანამშრომლონ

მე არასდროს გამომიყენებია ტერმინი პოლიტპატიმარი. დიახ, არის კითხვები მართლმსაჯულების დამოუკიდებლობასა და თავისუფლებაზე, - ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრმა, მარინა კალიურანდმა „ქრონიკას“ განუცხადა

14 მაისი 2021, 21:44

ეკონომიკა

კარაგანდაში შპს „ქაზ კარბონის“ კუთვნილი ახალი ნახშირის გამამდიდრებელი ფაბრიკა გაიხსნა

2021 წლის 12 მაისს ქალაქ კარაგანდაში წარმოებაში ოფიციალურად ჩაეშვა ახალი ნახშირგამამდიდრებელი ფაბრიკა რომელსაც დსთ-ს მასშტაბით ანალოგი არ აქვს. გახსნის საზეიმო ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრის მოადგილემ რომან სკლიარმა. ინოვაციური საწარმო აშენდა „ყაზახეთის განვითარების ბანკის“ ფინანსური მხარდაჭერით. უნიკალური ტექნოლოგიების გამოყენებით, რომელიც საშუალებას იძლევა მაქსიმალურად გამოარჩიოს სასარგებლო მინერალები ნედლეულის მთლიანი ქანების მასისაგან. საწარმო საშუალებას იძლევა ნედლი ქვანახშირში ნაცრის შემცველობა 15%-დან გამდიდრების შედეგად დაიყვანოს 2-3%-მდე.

ანდრიუს კუბილიუსი

14 მაისი 2021, 21:39

პოლიტიკა

ანდრიუს კუბილიუსი: პოლიტიკური კრიზისის დასრულებასთან ერთად საჭიროა, რომ კრიზისში ყოფნის განწყობაც წარსულს ჩაბარდეს

მე და ჩემმა კოლეგებმა მხარი დავუჭირეთ და მოვუწონეთ მმართველ გუნდს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ქვეყანამ 2024 წელს ევროკავშირში მომავალ წევრობაზე ოფიციალური განაცხადი უნდა გააკეთოს. ეს არ უნდა იყოს პროპაგანდა. მზადებას რეფორმები და ბევრი მუშაობა სჭირდება. ეს არის საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი, - ამის შესახებ „ქრონიკას“ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა განუცხადა.

ანდრიუს კუბილიუსი

14 მაისი 2021, 21:29

პოლიტიკა

ანდრიუს კუბილიუსი: ვერ ვხედავ რაციონალურ მიზეზს, თუ რატომ არ უნდა შევიდნენ პარლამენტში ოპოზიცური პოლიტიკური ძალები

მე ვერ ვხედავ რაციონალურ მიზეზს, თუ რატომ არ უნდა შევიდნენ პარლამენტში ის პოლიტიკური ძალები ოპოზიციიდან, რომლებმაც ოქტომბრის არჩევნებზე მანდატები მიიღეს. ეს არის პოლიტიკური პარტიების პასუხისმგებლობა და ვალდებულება. ხალხის მიერ არჩეულმა კანონმდებლებმა კანონებზე ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში უნდა იმუშაონ, - ამის შესახებ „ქრონიკას“ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა განუცხადა.

მარინა კალიურანდი

14 მაისი 2021, 21:17

პოლიტიკა

მარინა კალიურანდი: ვფიქრობ ბოიკოტს წერტილი უნდა დაესვას, უკვე მერამდენედ მოვუწოდებ ოპოზიციურ პარტიებს, რომ მოაწერონ ხელი შეთანხმებას და შევიდნენ პარლამენტში

ნიკა მელიას გათავისუფლება კიდევ ერთი მაგალითია, რომ მმართველი პარტია ასრულებს დანაპირებს და შეთანხმებით გათვალისწინებულ პირობებს, - ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრმა, მარინა კალიურანდმა „ქრონიკას“ განუცხადა

ბენიამინ ნეთანიაჰუ

14 მაისი 2021, 21:08

მსოფლიო

ისრაელის პრემიერი: „ჰამასის“ ლიდერები ფიქრობდნენ, რომ გაიქცეოდნენ, მაგრამ ვერ გაიქცნენ - ჩვენ მათ ყველგან მივაგნებთ

მე ვთქვი, რომ „ჰამასსა“ და სხვა ტერორისტულ ჯგუფებს მნიშვნელოვან დარტყმას მივაყენებდით და ასეც ხდება, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

მარინა კალიურანდი

14 მაისი 2021, 21:08

პოლიტიკა

მარინა კალიურანდი: ველოდები კახა კუჭავასთან, საქართველოს პარლამენტის ახალ სპიკერთან შეხვედრას

ველოდები კახა კუჭავასთან, საქართველოს პარლამენტის ახალ სპიკერთან შეხვედრას. საქართველოს ისევ უმნიშვნელოვანესი პერიოდი აქვს წინ. არის ადგილობრივი არჩევნები. ახლა სიწყნარეა, მაგრამ მაინც არის რისკი ახალი პოლიტიკური პროვოკაციების, კრიზისისა და პრობლემების, - ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრმა, მარინა კალიურანდმა „ქრონიკას“ განუცხადა.