imedi /  24 ნოემბერი 2020, 13:15 / სანდო წყარო

მაია ცქიტიშვილი არ გამორიცხავს, რომ გარკვეული დღეების განმავლობაში შემცირდეს სამუშაო საათები, შეიზღუდოს ზოგიერთი საქმიანობა

მაია ცქიტიშვილი

მაია ცქიტიშვილი

როდესაც წერტილოვან შეზღუდვებზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, ჩვენ ახალს ვერაფერს გამოვიგონებთ. მთელ მსოფლიოში ეპიდემიოლოგები თანხმდებიან, რომ ვირუსის გავრცელების შენელების ერთადერთი, ყველაზე ეფექტური საშუალება არის მობილობის დაგდება, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„სწორედ მობილობის შემცირებისკენ არის მიმართული დამატებითი შესაძლო შეზღუდვები, რომელიც, ერთი მხრივ, შეიძლება იყოს გადაადგილების შეზღუდვის საათების გაზრდა; მეორე მხრივ, ეს შეიძლება იყოს წერტილოვანი შეზღუდვები კონკრეტული სამუშაო დღეების ან არასამუშაო დღეების განმავლობაში გარკვეული სავაჭრო ობიექტების სამუშაოების შეჩერებასთან დაკავშირებით ან ისევ მათი საათების რეგულირების თვალსაზრისით.

ამ ზომების კომბინაციაც არის შესაძლებელი და ეს არის სწორედ ის, რასაც მთელი მსოფლიო იყენებს, ამას ვხედავთ ჩვენ ძალიან აქტიურად მათ შორის მედია საშუალებების გაშუქებითაც, თუ რა შეზღუდვები მოქმედებს სხვადასხვა ქვეყანაში და რა თქმა უნდა, ჩვენც ამ შეზღუდვებიდან, ერთ დაავადებაზე ვსაუბრობთ, მსოფლიოში ერთი და იგივე პრინციპებია. შესაბამისად, ჩვენც ამ შეზღუდვებიდან უნდა ავირჩიოთ ისეთი შეზღუდვები, რომლებიც, კიდევ ერთხელ გავიმეორებ ერთი მხრივ იქნება ქმედითი, იქნება ორიენტირებული გადაცემის ჯაჭვების გაწყვეტასა და გავრცელების შენელებაზე და მეორე მხრივ, იქნება ისეთი შეზღუდვები, რომლებიც ნაკლებად დააზიანებს ჩვენს ეკონომიკას“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ყველა სიახლე

14 მაისი 2021, 10:17

COVID19

ინდოეთში კორონავირუსის 343,144 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ინდოეთში ბოლო 24 საათში COVID-19-მა 4,000-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. ბოლო მონაცემებით ქვეყანაში 24 მილიონზე მეტი ადამიანია ინფიცირებული. მედიის ცნობით, ქვეყანაში ინფიცირების ახალი 343,144 შემთხვევა დაფიქსირდა. ინდოეთი კოვიდინფიცირებულთა რაოდენობით მეორე ადგილზეა. სულ გარდაცვლილია 262,317 ათასი ადამიანი.

14 მაისი 2021, 10:10

რეგიონი

ბათუმში 2 გარდაცვლილი იპოვეს

ბათუმში კობალაძის ქუჩაზე 2 გარდაცვლილი იპოვეს. ადგილობრივების ინფორმაციით კაცი სავარაუდოდ მე-19 სართულიდან გადმოხტა, ქალის ცხედარი კი საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში იპოვეს. როგორც ადგილობრივი მცხოვრებლები ვარაუდობენ, კაცმა ჯერ ქალი მოკლა, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. პირველადი ინფორმაციით გარდაცვლილები უცხო ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ.

14 მაისი 2021, 10:05

COVID19

მანდატურის სამსახურის უფროსი „სინოფარმით“ აიცრა

„ვაქცინაცია სწორი არჩევანია, რათა დავიცვათ საკუთარი თავი, ჩვენი ახლობლები და ჩვენ გარშემო მყოფი ადამიანები COVID-19-სგან. ვაქცინაციით და პრევენციული ღონისძიებებით - ნიღბის ტარებით, საჭირო დისტანციის დაცვით, შევძლებთ პანდემიის დამარცხებას და დავუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულ რიტმს,“ - აღნიშნა მანდატურის სამსახურის უფროსმა.

14 მაისი 2021, 09:58

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

ფოთში დღისით +32 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსი. ზუგდიდში დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +35 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +13 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით +29 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +16 გრადუსი იქნება.

14 მაისი 2021, 09:47

თავდაცვა

Trojan Footprint-ის წვრთნები კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-სა და საქართველოს შორის არსებულ ძლიერ კავშირს უსაფრთხოებისა და თავდაცვის კუთხით

წვრთნების მიზანია ნატოს მოკავშირეებს შორის თავსებადობის გაზრდა, სპეციალური ოპერაციების ძალების შესაძლებლობების გაზრდა რიგ საფრთხეებთან გამკლავებაში და შეიარაღებულ ძალებთან ინტეგრაციის გაღრმავება.

14 მაისი 2021, 09:38

სამართალი

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში ერთი ადამიანი დააკავეს

სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

14 მაისი 2021, 09:23

კულტურა

თეა წულუკიანი ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმს ეწვია

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ ორგანიზაციებთან შეხვედრების ფარგლებში მინისტრმა შეხვედრა გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში გამართა.

ირაკლი ღარიბაშვილი

14 მაისი 2021, 09:10

რეგიონი

პრემიერ-მინისტრი დღეს გურიას ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს გურიის რეგიონს ეწვევა. მთავრობის მეთაური, 13:30 საათზე, სოფელ ზედა ბახვის საჯარო სკოლაში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასა და მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორ სებასტიან მოლინეუსთან ერთად, ინტერნეტიზაციის პროექტის პრეზენტაციას გახსნის.

14 მაისი 2021, 09:08

რეგიონი

ხიხანის ციხემდე ასასვლელი ბილიკის კეთილმოწყობა იწყება

ზღვის დონიდან 2236 მეტრზე მდებარე ხიხანის ციხე ერთ-ერთი ყველაზე კარგად შემონახული და რთულად მისასვლელი ციხე-სიმაგრეა აჭარაში. ციხე უნიკალურია, როგორც თავისი ადგილმდებარეობით და იერსახით, ისე გარშემორტყმული ლანდშაპტით.

14 მაისი 2021, 08:59

COVID19

საქართველოში „სინოვაკით“ ვაქცინაციის დაწყება მომავალ კვირაში იგეგმება

„სინოვაკი“ „სინოფარმის“ მსგავსად, ტრადიციულ მეთოდოლოგიაზე დამყარებული ვაქცინაა და მას სხვა კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინებთან შედარებით ნაკლები გვერდითი მოვლენები აქვს. როგორც ცნობილია, ჩინეთმა საქართველოს სინოვაკის 100 ათასი დოზა აჩუქა.

14 მაისი 2021, 08:48

მსოფლიო

აშშ-მა ისრაელიდან პენტაგონის 120-მდე თანამშრომელი გაიყვანა

პენტაგონის პრესმდივნის, ჯონ კირბიმ განაცხადებთ, ამერიკულმა პერსონალმა ისრაელი 13 მაისს დატოვა. მისივე განმარტებით, პენტაგონის წარმომადგენლები ისრაელში მომავალი ორმხრივი წვრთნების დასაგეგმად იმყოფებოდნენ.

14 მაისი 2021, 08:34

მსოფლიო

ღაზის სექტორში ავიადარტყმების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 100-ს გადააჭარბა

პალესტინური სააგენტოს ცნობით, ბეით ლაჰიაში მაშველებმა ერთ-ერთი სახლის ნანგრევებში მამაკაცის, 4 ბავშვისა და ორსული ქალის ცხედრები იპოვეს. განადგურებულია 500-მდე საცხოვრებელი სახლი, მათ შორის, 4 მაღალსართულიანი კორპუსი.

14 მაისი 2021, 08:23

მსოფლიო

გაეროს უშიშროების საბჭო ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის საკითხს 16 მაისს განიხილავს

გაეროს უშიშროების საბჭო ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის საკითხს 16 მაისს განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.

14 მაისი 2021, 08:02

პოლიტიკა

დღეს პარლამენტში საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით მორიგი შეხვედრა გაიმართება

ისინი საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტებისა და წინასაარჩევნო აგიტაციის წესებზე იმსჯელებენ. მხარეები აცხადებენ, რომ ამ საკითხებზე პოზიციების დაახლოება შესაძლებელია. კანონპროექტს მეორე მოსმენით პლენარულ სესიაზე ვენეციის კომისიის დასკვნის შემდეგ გაიტანენ.

ემანუელ მაკრონი

14 მაისი 2021, 02:42

მსოფლიო

ემანუელ მაკრონი აზერბაიჯანს მოუწოდებს, სომხეთის ტერიტორიიდან შეიარაღებული ძალები დაუყოვნებლივ გაიყვანოს

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი აზერბაიჯანს მოუწოდებს, სომხეთის ტერიტორიიდან შეიარაღებული ძალები დაუყოვნებლივ გაიყვანოს.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

14 მაისი 2021, 02:30

მსოფლიო

ისრაელის პრემიერი: ღაზის სექტორში ოპერაცია მანამ გაგრძელდება, სანამ ისრაელში მშვიდობა და უსაფრთხოება არ აღდგება

ღაზის სექტორში ოპერაცია მანამ გაგრძელდება, სანამ ისრაელში მშვიდობა და უსაფრთხოება არ აღდგება, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

14 მაისი 2021, 02:15

საზოგადოება

საქართველოს საელჩო ისრაელში: ღაზის სექტორის მიმდებარედ 4 კილომეტრის მანძილზე მცხოვრები მოსახლეობა მთელი ღამის განმავლობაში სავალდებულოდ უნდა დარჩეს თავშესაფრებში

ისრაელში საქართველოს საელჩო საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

14 მაისი 2021, 02:10

მსოფლიო

ისრაელის არმიის საჰაერო და სახმელეთო ძალებმა ღაზის სექტორის მიმართულებით მასიური შეტევა დაიწყეს

ისრაელის არმიის საჰაერო და სახმელეთო ძალებმა ღაზის სექტორის მიმართულებით მასიური შეტევა დაიწყეს. ინფორმაციას ამის შსახებ ისრაელის თავდაცვითი ძალების პრესსამსახური ავრცელებს.

მიხეილ სააკაშვილი

14 მაისი 2021, 01:56

პოლიტიკა

უკრაინელი ჟურნალისტები: უკრაინელი ხალხი მიხეილ სააკაშვილის კერძო ინტერესების მძევალი გახდა

მიხეილ სააკაშვილის უკრაინის რეფორმების ტახტზე აყვანამ ჩვენს ქვეყანას სასარგებლო ცვლილებების ბოლო იმედი წაართვა, - აცხადებს Obozrevatel TV-ს გამომძიებელი ჟურნალისტი, ვალერი ტოვმაჩი გადაცემაში „სააკაშვილი - უკრაინაში რეფორმების მთავარი უბედურება“.

შალვა ნათელაშვილი

14 მაისი 2021, 00:23

პოლიტიკა

შალვა ნათელაშვილი: ქართველი ხალხის ნებას უნდა ასრულებდეს ქართველი პოლიტიკოსი და არა შარლ მიშელი, დიკაპრიო, ანგელა მერკელი და კელი დეგნანი

„ისინი მეგობრები და სტრატეგიული მოკავშირეები არიან, მაგრამ თავის სამსახურებრივი მოვალეობა და გეოპოლიტიკური ინტერესები აქვთ. ჩვენ, ქართველმა პოლიტიკოსებმა უნდა შევასრულოთ ქართველი ხალხის ნება. უნდა ქართველ ხალხს, რომ არ შევიდეთ პარლამენტში, არ უნდა შევიდეთ, მტკვარში უნდათ რომ გადავხტეთ - გადავხტეთ, უნდათ წავიდეთ პოლიტიკიდან - წავიდეთ“, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.