imediთამარ გაბუნია /  25 ნოემბერი 2020, 00:19 / სანდო წყარო

თამარ გაბუნია სთხოვს მოსახლეობას, ნუ შეეცდებიან თავიანთი გზებით საავადმყოფოში მოხვედრას

თამარ გაბუნია

თამარ გაბუნია

გვინდა მოსახლეობას ვთხოვოთ, რომ ნუ შეეცდებიან თავიანთი გზებით საავადმყოფოში მოხვედრას და დაელოდონ ექიმის გადაწყვეტილებას. ყველას შეიძლება ჰყავდეს ნაცნობი ექიმი და ადამიანი უფრო მშვიდად გრძნობს თავს, თუ საავადმყოფოში იქნება, და ვერც ეს ექიმი ეუბნება უარს, მაგრამ ასე ჩვენ ვიკავებთ ადგილს, რომელიც უფრო მძიმე პაციენტს სჭირდება. ამიტომ რაღაც პერიოდი დაგვჭირდება, რათა ნაკადები უფრო ეფექტურად იყოს მართული, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

„ზოგადად საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ცნობილია იმით, რომ მოსახლეობასთან მიმართებაში გვაქვს იმაზე მეტი რაოდენობის საწოლი, ვიდრე ჩვენს მეზობელ ქვეყნებს. ამაზე ხშირად გვაკრიტიკებდნენ, მაგრამ ახლა ეს საწოლები გამოგვადგა. ინფრასტრუქტურულად საწოლების რაოდენობა დღეს ნაკლებ პრობლემას წარმოადგენს, ვიდრე ის რომ თითოეულ ამ საწოლზე მიმაგრებული იყოს შესაბამისი კვალიფიკაციის პერსონალი. მეორე ტალღის დასაწყისში დაინფიცირდა ძალიან ბევრი მედიკოსი. საბედნიეროდ, ისინი უკვე უბრუნდებიან სამუშაო ადგილებს, მაგრამ ისინი მაინც ყველა დიდი რისკის ქვეშ არიან. რაც შეეხება საწოლფონდს, არის 70-მდე კლინიკა, რომელიც სრულად ან ნაწილობრივაა ჩართული პროცესში და გვაქვს 7000-მდე საწოლი. გარდა ამისა, შეგვიძლია ეს რიცხვი 8000-9000 საწოლამდე გავზარდოთ. სულ გვაქვს 12 000 მწვავე მოვლის საწოლი, მაგრამ ნაწილი უნდა დავტოვოთ სხვა პრობლემებისთვის. ოპტიმიზაციის სივრცე კიდევ არსებობს. ის, რომ პაციენტების დიდი რიცხვი დღეს მაინც სტაციონარში მკურნალობს, უნდა შემცირდეს და დანარჩენი პაციენტები დარჩნენ ბინაზე ან განთავსდნენ კოვიდ-სასტუმროში. ნაკადების მართვა არაა მარტივი. ყოველდღიურად დაახლოებით 1000 პაციენტი ხვდება კლინიკაში და 800-1000 ეწერება. ამ ნაკადის ნაწილი მოდის სასწრაფო დახმარების მანქანით, მაგრამ ნაწილი მიდის თვითდინებით და კლინიკის დონეზე რთულია იმის განსაზღვრა, ვინ არის უფრო მძიმე და ვინ შეიძლება დაყოვნდეს ცოტახნით სასტუმროში. ამიტომ გვინდა მოსახლეობას ვთხოვოთ, რომ ნუ შეეცდებიან თავიანთი გზებით საავადმყოფოში მოხვედრას და დაელოდონ ექიმის გადაწყვეტილებას. ყველას შეიძლება ჰყავდეს ნაცნობი ექიმი და ადამიანი უფრო მშვიდად გრძნობს თავს, თუ საავადმყოფოში იქნება, და ვერც ეს ექიმი ეუბნება უარს, მაგრამ ასე ჩვენ ვიკავებთ ადგილს, რომელიც უფრო მძიმე პაციენტს სჭირდება. ამიტომ რაღაც პერიოდი დაგვჭირდება, რათა ნაკადები უფრო ეფექტურად იყოს მართული“ - განაცხადა გაბუნიამ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 111 818 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 92 215-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1 051 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

მამუკა მდინარაძე

06 მარტი 2021, 15:11

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ეუთო/ოდირის დღევანდელმა დასკვნამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ საქართველოში არჩევნები კონკურენტულ პირობებში და ძირითადი თავისუფლებების დაცვით შედგა

„ამ ყველაფერს წინ უძღოდა ის სპექტაკლები, რომელიც ჩვენმა ოპოზიციამ დადგა და რომლითაც ჩვენს ქვეყანას მიაყენეს ზიანი. საზოგადოებამ ყველაფერი ნათლად დაინახა. სამწუხაროა, როცა კონკრეტული ადამიანები თუ პოლიტიკური სუბიექტები სიმართლის წინააღმდეგ იბრძვიან. ეუთო/ოდირის დღევანდელმა დასკვნამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ საქართველოში კონკურენტულ პირობებში და ძირითადი თავისუფლებების დაცვით შედგა არჩევნები“ - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

06 მარტი 2021, 15:10

ეკონომიკა

შემოსავლების სამსახურის ორგანიზებით ჟურნალისტებისთვის მედია სემინარი გაიმართა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ორგანიზებით, ეკონომიკური პროფილის მქონე გადაცემების ჟურნალისტებისთვის მედია სემინარი გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სემინარის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ, მამუკა ბარათაშვილმა ჟურნალისტებს, 2021 წელს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული სიახლეებისა და დაგეგმილი რეფორმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

06 მარტი 2021, 15:02

თემა

როდიდან გრძნობს ტკივილს ემბრიონი? მართალია თუ არა, რომ აბორტი უნაყოფობასა და კიბოს იწვევს?

რატომ შეიძლება ქალმა ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღოს, ამაზე განსხვავებული პასუხები არსებობს. ზოგიერთი აბორტს ცხოვრებისეული გეგმების მოტივით ხსნის, სხვისთვის ის მძიმე ფინანსურ და სოციალურ მდგომარეობას უკავშირდება. არის შემთხვევა, როდესაც აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი ბავშვისადმი მამის არასტაბილური დამოკიდებულება ხდება. ზოგიერთი ქალი კი აბორტს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების, ახლობელთა ზეწოლის ან მასზე სექსუალური ძალადობის გამო იკეთებს. მოკლედ, მიზეზი ბევრია, შედეგი კი - ერთი.

06 მარტი 2021, 14:55

COVID19

დალაი ლამა „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრა

85 წლის დალაი ლამამ კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა. გავრცელებული ინფორმაციით, ტიბეტელ ბუდისტთა სულიერმა ლიდერმა „ასტრაზენეკას“ ვაქცინა ინდოეთის ქალაქ დჰარამსალას ჰოსპიტალში გაიკეთა. ამჟამად ის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

თენგიზ ცერცვაძე

06 მარტი 2021, 14:50

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: ამ ეტაპისთვის მიღწეულია კარგი სტაბილიზაცია

2-3 კვირიანი დაგვიანების ეპიზოდი უბრალოდ დარჩება არასასიამოვნო მოგონებად, მაგრამ არ მოახდენს სერიოზულ გავლენას ქვეყანაში პანდემიის დინამიკაზე, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. მისი თქმით, ამ ეტაპისთვის მიღწეულია კარგი სტაბილიზაცია.

გიორგი ვაშაძე, გრიგოლ გეგელია, შალვა პაპუაშვილი და გიორგი ვოლსკი

06 მარტი 2021, 14:50

პოლიტიკა

პოლიტიკური დიალოგი - ვინ რა კომპრომისზე შეიძლება წავიდეს

საქართველო - ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომამდე ათი დღე რჩება. პოლიტიკურად დაპირისპირებულმა მხარეებმა სასურველია შეთანხმებას სწორედ ამ ვადაში მიაღწიონ. 16 მარტს ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში პრემიერ-მინისტრს ელოდებიან - ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს კონკრეტული შეთანხმებით უნდა შეხვდეს. მანამდე კი, მხარეებს შორის დიალოგი უნდა შედგეს, თუმცა მოლაპარაკებების გამართვის კონკრეტული თარიღი ამ დრომდე არ დასახელებულა.

გოგა მაისურაძე

06 მარტი 2021, 14:48

საზოგადოება

„ლოპოტა სპა რეზორტოს“ დამფუძნებელი დღეს კომპლექსის ტერიტორიაზე დაკრძალეს

„ლოპოტა სპა რეზორტოს“ დამფუძნებელი დღეს კომპლექსის ტერიტორიაზე დაკრძალეს. გოგა მაისურაძის სამოქალაქო პანაშვიდი დღეს ალავერდის მამათა მონასტერში გაიმართა. ოჯახს სამძიმარი გამოუცხადეს დეპუტატებმა, სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელმა პირებმა და საზოგადოებისთვის ცნობილმა ადამიანებმა.

შსს

06 მარტი 2021, 14:29

სამართალი

შსს-მ პოლიცელეზე თავდასხმის ბრალდებით ვანში 1 პირი დააკავა

„სანადირო თოფით შეიარაღებულმა გ.მ.-მ., რომელიც თავის მოკვლას აპირებდა, პოლიციელების დანახვისთანავე, მათი მიმართულებით რამდენიმე გასროლა განახორციელა, რის შედეგადაც დაიჭრა ვანის რაიონული სამმართველოს თანამშრომელი. დაჭრილი პოლიციელი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მას შესაბამისი დახმარება აღმოუჩინეს. სამართალდამცველის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. პოლიციამ ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავა, დანაშაულის ჩადენის იარაღი კი ნივთმტკიცებად ამოიღო“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შალვა პაპუაშვილი

06 მარტი 2021, 14:23

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ეუთო/ოდირის დასკვნაში წარმოდგენილი ყველა მნიშვნელოვანი რეკომენდაცია წინსწრებით უკვე ასახულია ინიცირებულ კანონპროექტში

ანგარიშში კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის შეფასებას, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში და ყველა ფუნდამენტური უფლებების დაცვით ჩატარდა, ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა ჩვენი ოპონენტების მიერ, უკვე 4 თვის განმავლობაში წარმოებული ე.წ. გაყალბებული არჩევნების კამპანიის უსაფუძვლობა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

გრიგოლ გეგელია

06 მარტი 2021, 14:21

პოლიტიკა

გრიგოლ გეგელია: ამ ქვეყანაში ფარული ჩანაწერების კულტურა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს

ამ ქვეყანაში ფარული ჩანაწერების კულტურა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს. ვფიქრობ, ამაზე ყველა მორალური პოლიტიკოსი თანადროულად თანხმდება, - აცხადებს „ლელო საქართველოსთვის“ წევრი, გრიგოლ გეგელია. „ფარული ჩანაწერების ფორმით, პოლიტიკის წარმოება ნამდვილად ვერ იქნება წინსვლის გზა. ფაზაში, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით, გვჭირდება ახალი მორალური სტანდარტი ქართულ პოლიტიკაში“ - აცხადებს გრიგოლ გეგელია.

ზურაბ ქადაგიძე

06 მარტი 2021, 14:19

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე: „ნაციონალურ მოძრაობას“ და განსაკუთრებით მიხეილ სააკაშვილს შეთანხმება და კონსტრუქციული პოლიტიკური წესრიგის შექმნა ქვეყანაში არ სჭირდება

„აქ არის მთავარი პოლიტიკური საკითხი - როგორ იყენებს „ნაციონალური მოძრაობა“ დამონტაჟებულ, ფარულ კადრებს, რასაც მთელი 9 წლის განმავლობაში, მათი მმართველობის განმავლობაში ვხედავდით. დაიწყეს უკვე შეტევა. და რატომ? პასუხი ამაზე ცალსახაა. იმიტომ რომ რეალურად ხდებოდა პოლიტიკური ე.წ. დუღილის ჩაქრობა, რაც ბატონი მიშელის ვიზიტმა გამოიწვია. არანაირად არ ესაჭიროება „ნაციონალურ მოძრაობას“ და განსაკუთრებით მიხეილ სააკაშვილს აქ რაიმე შეთანხმება და კონსტრუქციული პოლიტიკური წესრიგის შექმნა ქვეყანაში.

ნიკოლოზ მჭედლიშვილი

06 მარტი 2021, 14:17

პოლიტიკა

ნიკოლოზ მჭედლიშვილი: გახსნეს ფარული ჩანაწერების ის შავი ყუთი, რომელიც წლების განმავლობაში ჰქონდათ გაკეთებული

გახსნეს ფარული ჩანაწერების ის შავი ყუთი, რომელიც წლების განმავლობაში ჰქონდათ გაკეთებული, - ასე გამოეხმაურა გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს ექსპერტი, ნიკოლოზ მჭედლიშვილი. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა ამბის გაზიარებით, აშკარად ჩანს, ეს იყო სწორედ მისი ნებართვით.

გიორგი ვაშაძე

06 მარტი 2021, 14:14

პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე გავრცელებულ ჩანაწერზე: უნდა იყოს დეტალური გამოძიება და ექსპერტიზამ დაადგინოს ჩანაწერის ავთენტურობა

„რა თქმა უნდა, შემაძრწუნებელი და შემაშფოთებელია აუდიოჩანაწერების შინაარსი, მაგრამ, ისევე, როგორც სხვა ჩანაწერებთან დაკავშირებით, უნდა ვთქვა, რომ უნდა იყოს დეტალური გამოძიება და ექსპერტიზამ ამ ჩანაწერის ავთენტურობა უნდა დაადგინოს. ამ შემთხვევაში, საერთაშორისო ექსპერტიზა უნდა გაკეთდეს, რადგან მასში მაღალი თანამდებობის პირები არიან ჩართულნი. საქართველოში არაფერს აღარ აქვს ნდობა და თუ ეს ფაქტი დადასტურდა, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც უნდა იყოს“.

შალვა ნათელაშვილი

06 მარტი 2021, 13:56

პოლიტიკა

შალვა ნათელაშვილი: ეუთო/ოდირის დაღუპულია საქართველო, მათი კომისიები ფულის საკეთებლად ჩამოდიან

„საერთოდ, ეუთო/ოდირის დაღუპულია საქართველო. მათი კომისიები 30 წელია, დაკავებული არიან კორუფციით, აქ ჩამოდიან ფულის საკეთებლად. ამას აკეთებდნენ შევარდნაძესთან, ამას აკეთებდნენ სააკაშვილთან და ამას აკეთებენ სუპერ მასშტაბში უკვე ივანიშვილთან. მათ საერთოდ ფეხებზე ჰკიდიათ საქართველოში დემოკრატიის განვითარება და წერენ ისეთივე დასკვნებს, რასაც ადგენენ აზერბაიჯანში, სომხეთში, ყაზახეთში, სამარცხვინოა“, - განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა.

პელე

06 მარტი 2021, 13:47

სპორტი

პელემ ფეხბურთში თავისი მემკვიდრე დაასახელა

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა პელემ ის ფეხბურთელი დაასახელა, რომელსაც თავის მემკვიდრედ თვლის. ამის შესახებ ინფორმაციას Marca ავრცელებს. მისი რჩეული „პარი სენ-ჟერმენის 22 წლის ფორვარდი კილიან მბაპეა. „როდესაც ვამბობ, რომ მბაპეს ჩემს მემკვიდრედ მივიჩნევ, არ ვხუმრობ. ის ისეთივე სწრაფია დრიბლინგში, როგორიც მე ვიყავი. მან წინასწარ იცის, რას გააკეთებს, როდესაც ბურთს იღებს და საუკეთესო გადაწყვეტილებებს მომენტალურად იღებს“, - აცხადებს „ფეხბურთის მეფე.

06 მარტი 2021, 13:35

თავდაცვა

პირველმა მოდერნიზებულმა Su-25-მა საგამოცდო ფრენა წარმატებით განახორციელა. ვიდეო

თავდაცვის ძალების კუთვნილმა პირველმა მოდერნიზებულმა თვითმფრინავმა, SU-25-მა რემონტის შემდგომი საგამოცდო ფრენა წარმატებით განახორციელა. SU–25 ტიპის თვითმფრინავის აღდგენა-მოდერნიზაცია სააქციო საზოგადოება „თამ“ თბილავიამშენისა და სსსტც „დელტა“-ს ერთობლივი თანამშრომლობით, თავდაცვის სამინისტროს ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის ჩართულობითა და ზედამხედველობით განხორციელდა.

06 მარტი 2021, 13:30

COVID19

რუსეთში კორონავირუსის 11,385 შემთხვევა გამოვლინდა

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 11,385 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 475 პაციენტი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, რუსეთში კორონავირუსის 4,312,181 შემთხვევა გამოვლინდა, 88,726 ადამიანი კი გარდაიცვალა.

პროკურატურა

06 მარტი 2021, 13:28

სამართალი

13 წლის გოგოს მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტზე დაკავებულს ბრალი დაუმძიმდა

ზ.მ.-ს ბრალდება 5 მარტს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 4 მაისიდან 2020 წლის 17 მარტამდე მოქმედი რედაქცია) და 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც ოჯახის წევრის მიმართ, წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის გაუპატიურებას და არასრულწლოვნის მიმართ ოჯახურ ძალადობას გულისხმობს და სასჯელის სახედ და ზომად 15-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

ალი ას-სისტანი და პაპი ფრანცისკე

06 მარტი 2021, 13:18

მსოფლიო

რომის პაპმა შიიტების სულიერ ლიდერთან ერაყელი ქრისტიანების უსაფრთხოების საკითხი განიხილა

თავის მხრივ, ფრანცისკემ ას-სისტანის მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ მან ყველაზე მოწყვლადების დასაცავად ხმა აიმაღლა და აღნიშნა, რომ აიათოლას გზავნილმა ადამიანის სიცოცხლის სიწმინდესა და ერაყელი ხალხის ერთობლიობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

06 მარტი 2021, 13:14

ტაბლოიდი

ნიკოლას ქეიჯმა მეხუთედ იქორწინა

ცნობილმა ამერიკელმა მსახიობმა ნიკოლას ქეიჯმა მეხუთედ იქორწინა. 56 წლის მსახიობის რჩეული 26 წლის რიკო შიბატუ გახდა, რომელიც ქეიჯის უფროს ვაჟზე 4 წლით უმცროსია. გავრცელებული ინფორმაციით, წყვილმა ქორწილი ლას ვეგასის Wynn-ის სასტუმროში 16 თებერვალს გადაიხადა.