imedi /  25 ნოემბერი 2020, 10:56 / სანდო წყარო

ინდოეთში კორონავირუსის 44,376 შემთხვევა გამოვლინდა

ინდოეთში კორონავირუსის 44,376 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ კი 9,222,216-ს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლო 24 საათში, ინდოეთში 481 პაციენტი გარდაიცვალა, მსხვერპლთა საერთო რაოდენობა 134,699-ს აღწევს, ჯამში 8,6 მილიონზე მეტი ინფიცირებული გამოჯანმრთელდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

18 იანვარი 2021, 05:17

მსოფლიო

ბალტიისპირეთის ქვეყნები: თუ ნავალნის არ გაათავისუფლებენ, ევროკავშირმა რუსეთისთვის სანქციების დაწესება უნდა განიხილოს

ლიეტუვას, ლატვიისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები „შერემეტიევოს“ აეროპორტში ალექსეი ნავალნის დაკავებას ეხმაურებიან.

შარლ მიშელი

18 იანვარი 2021, 05:07

მსოფლიო

შარლ მიშელი: ალექსეი ნავალნის დაკავება მიუღებელია

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი „შერემეტიევოს“ აეროპორტში ალექსეი ნავალნის დაკავებას გამოეხმაურა.

18 იანვარი 2021, 04:59

COVID19

ბრაზილიის მარეგულირებელმა Sinovac-ისა და AstraZeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები დაამტკიცა

ბრაზილიის ჯანდაცვის მარეგულირებელმა Sinovac-ისა და AstraZeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები საგანგებო გამოყენებისთვის დაამტკიცა.

მაიკ პომპეო

18 იანვარი 2021, 04:37

მსოფლიო

მაიკ პომპეო: ალექსეი ნავალნის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას მოვითხოვთ

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო „შერემეტიევოს“ აეროპორტში ალექსეი ნავალნის დაკავებას გამოეხმაურა.

კამალა ჰარისი

18 იანვარი 2021, 04:26

მსოფლიო

18 იანვარს აშშ-ის არჩეული ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი სენატორის მანდატს ოფიციალურად დატოვებს

18 იანვარს აშშ-ის არჩეული ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი სენატორის მანდატს ოფიციალურად დატოვებს. ამის შესახებ კამალა ჰარისის პრესსამსახურში განაცხადეს.

მარტა ტემიდუ

18 იანვარი 2021, 04:03

COVID19

მარტა ტემიდუ: პორტუგალიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემა კოლაფსის ზღვარზეა

პორტუგალიის ჯანდაცვის მინისტრის, მარტა ტემიდუს განცხადებით, ქვეყნის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემა კოლაფსის ზღვარზეა.

18 იანვარი 2021, 03:35

COVID19

ბოლო 24 საათში ბრაზილიაში კორონავირუსის 26 400 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 26 400 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 518 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

ჯო ბაიდენი

18 იანვარი 2021, 03:29

მსოფლიო

ჯო ბაიდენის შტაბი: ალექსეი ნავალნი დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის შტაბი „შერემეტიევოს“ აეროპორტში ალექსეი ნავალნის დაკავებას გამოეხმაურა.

18 იანვარი 2021, 03:06

COVID19

ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 683 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 683 378 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 12 893 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

ჟოზეპ ბორელი

18 იანვარი 2021, 03:01

მსოფლიო

ჟოზეპ ბორელი: რუსეთის ხელისუფლებამ ალექსეი ნავალნი დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეპ ბორელი „შერემეტიევოს“ აეროპორტში ალექსეი ნავალნის დაკავებას გამოეხმაურა.

Cardi B

18 იანვარი 2021, 00:54

კულტურა

Cardi B კინოში პირველ მთავარ როლს შეასრულებს

კომედიაში Cardi კრიმინალ ემბერის როლს შეასრულებს, რომელსაც ძარცვის მცდელობის შემდეგ მოხუცებულთა თავშესაფარში უწევს დამალვა, სადაც მისი ბებია ცხოვრობს. ამასთან, ის მოხუცებული ქალის გრიმს ატარებს.

ხმალი პოლიცია

18 იანვარი 2021, 00:34

ტაბლოიდი

ლონდონში მასობრივი ჩხუბის მონაწილეები დააკავეს, რომლებიც ხმლებით იყვნენ შეიარაღებულები⚔️

ჩხუბის მონაწილეები ხმლებითა და ბოთლებით იყვნენ შეიარაღებულები. სამართალდამცველებმა 2 მათგანი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ბრალდებით დააკავეს.

ეკატერინე ტიკარაძე

18 იანვარი 2021, 00:33

საზოგადოება

ეკატერინე ტიკარაძე: ინფექციური საავადმყოფოსთვის შენობა შეძენილია და წლის ბოლოსთვის ბატონი თენგიზი პაციენტების მიღებას შეძლებს

ინფექციური საავადმყოფოსთვის შენობა-ნაგებობა შეძენილია და იმედი მაქვს, წლის ბოლოსთვის ის იქნება ისე აღჭურვილი, რომ ბატონი თენგიზ ცერცვაძე პაციენტების ახალ შენობაში მიღებას შეძლებს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ „იმედის“ გადაცემაში „რა დროს ძილია?!“ განაცხადა.

ალქაჯი კოცონზე დაწვა

18 იანვარი 2021, 00:09

მსოფლიო

ბელგიაში მე-16 საუკუნეში უკანასკნელი „ალქაჯის“ კოცონზე დაწვის გამო ოფიციალურად ბოდიშს მოიხდიან

კატელინი „ლირის უკანასკნელი ალქაჯი“ გახდა. ქალაქი მთავრობამ ბოდიშის მოხდა იმისთვის გადაწყვიტა, რომ აჩვენოს რამდენ სახიფათოა ხელისუფლება, რომელიც ჭორებით ხელმძღვანელობს. ადმინისტრაციაში ასევე უნდა ხაზი გაუსვან იმას თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ერთი ადამიანის სიმამაცეს: კატელინმა წამების შემდეგაც უარი თქვა საკუთარი თავის გადასარჩენად სხვა „ალქაჯების“ დასახელებაზე.

ვაქცინაცია

17 იანვარი 2021, 23:35

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: გარანტირებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში ვაქცინა თებერვლის ბოლოს იქნება და დავიწყებთ ვაქცინაციას

თებერვლის ბოლო ეს იქნება ის პერიოდი, როდესაც გარანტირებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში ვაქცინა ადგილზე იქნება და ჩვენ დავიწყებთ მოსახლეობის ვაქცინაციას, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ „იმედის“ გადაცემაში „რა დროს ძილია?!“ განაცხადა. მისივე თქმით, ყველაფერს გააკეთებს, რათა საქართველოში ხარისხიანი ვაქცინა შემოვიდეს.

ეკატერინე ტიკარაძე

17 იანვარი 2021, 23:04

საზოგადოება

ჯანდაცვის მინისტრი: საქართველოს ნამდვილად არ სჭირდება ამდენი კლინიკა

„როდესაც მსოფლიში ყველგან მიღებული არის, რომ საწოლფონდის ერთეულებით დაითვალოს საჭიროება 100 000 მოსახლეზე, ჩვენ ამ კლინიკების რაოდენობით შეგვიძლია უკვე კლინიკები დავთვალოთ 100 000 მოსახლეზე. აქედან გამომდინარე, ამ კლინიკებში შეუძლებელია მიღწეული იყოს პაციენტის მომსახურების ჯაჭვი, როდესაც პაციენტი მიღების მომენტიდან გაწერის მომენტამდე მიიღებს უსაფრთხო სერვისს. სწორედ აქედან გამომდინარე ახლა ჯანდაცვის სამინისტროში მიმდინარეობს სტრატეგიის შემუშავება, სადაც პირველი მახასიათებელი არის პაციენტისთვის უსაფრთხო და ხარისხიანი სერვისის მიწოდება და ასევე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა“, - განაცხადა ტიკარაძემ.

„იმედი“

17 იანვარი 2021, 22:55

საზოგადოება

ნიკა ლალიაშვილი: „იმედის“ პროგრამებს ახალი პოლიტიკური გადაცემა „იმედის ფაქტორი“ დაემატება

„იმედი“ ქართულ სატელევიზიო სივრცეში უპირობო ლიდერია, როგორც რეიტინგების, ასევე ნდობის თვალსაზრისით. რეიტინგებს ჩვენ ყოველდღიურად მთვლელების ანგარიშებში ვამოწმებთ, ხოლო, რაც შეეხება საზოგადოების ნდობას, ამ უმაღლეს ნიშნულზე მეტყველებს 2020 წელს საქართველოში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის ყველა კვლევა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი სარედაქციო პოლიტიკა არის სწორი და მისაღები ქართველი მაყურებლების უმრავლესობისთვის.

ეკატერინე ტიკარაძე

17 იანვარი 2021, 22:50

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე კერძო კლინიკებზე: დღევანდელი მდგომარეობა არის ნამდვილად საომარი და ბიზნესზე საუბარი, ვთვლი, რომ უხერხული უნდა იყოს

„მაშინ როცა პირობითად ერთ კლინიკას ჰქონდა 200 საწოლი, ის ჩვენ გვაძლევდა მხოლოდ 80 საწოლს კოვიდისთვის და დანარჩენ 120 საწოლს იყენებდა სხვა, როგორც ისინი თვლიდნენ, მეტად უფრო მომგებიანი მიმართულებისთვის და ეს, რა თქმა უნდა, იყო რთული კომუნიკაცია. როგორც ბიზნესთან ისე გვქონდა საუბარი. დღევანდელი მდგომარეობა არის ნამდვილად საომარი მდგომარეობა და აქედან გამომდინარე, ბიზნესზე საუბარი, მე ვთვლი, რომ უხერხული უნდა იყოს. თუმცა აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ის ანაზღაურება, რომელსაც კლინიკები იღებენ კოვიდ-მართვისთვის ნამდვილად არის მათთვის საკმაოდ სარფიანი და მომგებიანი, ვინაიდან ჩვენთვის მიდგომა, რომ რომელიმე ბიზნესის ბენეფიტებზე და ფინანსურ მოგებაზე მოვახდინოთ რადიკალურად ნეგატიური ჩარევა, ეს მიზანი არ არის“, - განაცხადა მინისტრმა.

ეკატერინე ტიკარაძე

17 იანვარი 2021, 22:25

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: შესაძლოა საქართველოს მოსახლეობის ვაქცინაცია 3 ან 4 ეტაპად დაიყოს

„დღეს მთავარ გამოწვევად რჩება ვაქცინების მოცულობა, რომელიც შეიძლება აწარმოონ მწარმოებლებმა. სხვა კუთხით ჩვენ გვაქვს საკმარისი დრო და ასევე გამოცდილება, იმისთვის რომ შევძლოთ ჩვენი მოსახლეობის აცრა. ერთ ჯერზე ჩვენ ვერ და არ მივიღებთ 3 და 4 მილიონ მოსახლეზე საჭირო ვაქცინაციას. შეიძლება საქართველოს მოსახლეობის ვაქცინაცია დაიყოს 3 ან მაქსიმუმ 4 ეტაპად“, - აღნიშნა მინისტრმა.

ალექსეი ნავალნი

17 იანვარი 2021, 22:15

მსოფლიო

ალექსეი ნავალნი შერემეტიევოს აეროპორტში დააკავეს

​მანამდე ნავალნიმ აეროპორტში ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ ბოლო 5 თვის განმავლობაში ეს მის ცხოვრებაში საუკეთესო დღეა. მან აღნიშნა, რომ რუსეთში დაბრუნება უხარია, დაპატიმრების პერსპექტივა კი არ აშინებს.