ევროკავშირმა საქართველოს 100 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყო

ფოტო: Shutterstock.com
ევროკავშირი საქართველოსთვის 100 მილიონი ევროს ოდენობის დახმარებას გამოყოფს, რომლის უმეტესი ნაწილი კოვიდ-19 პანდემიასთან გასამკლავებადაა მიმართული, - ამის შესახებ აღნიშნულია ევროკავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
განცხადების თანახმად, დღეს ევროკავშირმა მაკროფინანსური დახმარების პროგრამების ფარგლებში, საქართველოს მისი საგადამხდელო ბალანსის მხარდასაჭერად და საბიუჯეტო საფინანსო საჭიროებების შესამსუბუქებლად, 100 მილიონი ევროს ოდენობის ტრანში გადმოურიცხა.
მაკროფინანსური დახმარების პროგრამა მიზნად ისახავს მდგრადი საგარეო საფინანსო მდგომარეობის აღდგენას და იგი საერთაშორისო სავალუტო ფონდის დაფინანსების თანმდევია. 2008 წლიდან ევროკავშირმა საქართველოში მაკროფინანსური დახმარების ოთხი ოპერაცია განახორციელა.
ამ დახმარების შემდგენელი ნაწილებია: 75 მილიონი ევრო 2020 წლის აპრილში გამოცხადებული მაკროფინანსური დახმარების ახალი პროგრამიდან, რომელიც მიზნად ისახავდა კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური შედეგების შერბილებას; 25 მილიონი ევრო არის ბოლო ტრანში 2018 წლის აპრილში დამტკიცებულ წინა მაკროფინანსური დახმარების პროგრამიდან. საერთო ჯამში, 95 მილიონი ევრო ხელსაყრელი პირობების მქონე სესხების, ხოლო დანარჩენი 5 მილიონი ევრო - გრანტის სახით გაიცემა.
75 მილიონი ევროს ოდენობის ტრანში კოვიდ-19 პანდემიასთან გასამკლავებლად მიმართული მაკროფინანსური დახმარების პროგრამიდან ევროკავშირის საქართველოს მთავრობასთან რეფორმების განხორციელებასთან დაკავშირებულ შეთანხმებას მოჰყვება. რეფორმები სახელმწიფო ფინანსების მართვის, მმართველობის (განსაკუთრებით მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულებისა და ხარისხის ასამაღლებლად), ენერგეტიკის სექტორისა და შრომის ბაზართან დაკავშირებული პოლიტიკის სფეროებში უნდა განხორცილდეს. თუ მთავრობამ ეს შეთანხმებული რეფორმები გაატარა, 2021 წლის დასაწყისში შესაძლებელი იქნება ამ მაკროფინანსური დახმარების პროგრამის ფარგლებში დამატებით 75 მილიონი ევროს გამოყოფა.
2018 წლის აპრილში დამტკიცებული მაკროფინანსური დახმარების პროგრამის ტრანშის მეორე ნაწილი (25 მილიონი ევრო) სესხების (20 მლნ ევრო) და გრანტის (5 მლნ ევრო) სახით გასაცემი თანხებისგან შედგება. პოლიტიკის სფეროში არსებული კონკრეტული შეთანხმებული პირობების შესრულებამ ამ მეორე ტრანშისთვის შესაძლებელი გახდა რეფორმების გატარება სახელმწიფო ფინანსების მართვის, ფინანსური სექტორის, სოციალური და შრომის ბაზართან დაკავშირებული პოლიტიკისა და ბიზნეს გარემოს სფეროებში.
„ევროკავშირი აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას კოვიდ-19 პანდემიასთან ბრძოლის დროს. ვამაყობთ, რომ ამ თანხებს გამოვყოფთ, რაც ქვეყნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობას უზრუნველყოფს, რათა მთავრობამ თავისი მოქალაქეებისა და კომპანიების საუკეთესო მხარდაჭერაზე ყურადღების გამახვილება შეძლოს. ეს არის ევროკავშირის საქართველოსთვის კოვიდ-19 პანდემიასთან გასამკლავებლად მიმართული უფრო ფართო 1.5 მილიარდი ლარის ოდენობის დახმარების პაკეტის ნაწილი. ასევე მიგვაჩნია, რომ ამ განსაკუთრებულ დახმარებასთან დაკავშირებული შეთანხმებული რეფორმები ხელს შეუწყობს საქართველოს ევროპულ სტანდარტებთან შემდგომი დაახლოვების გრძელვადიან პერსპექტივას და საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება კონკრეტული სარგებელს მომტანი ისეთ ასპექტებში, როგორიცაა მართლმსაჯულება, შრომის უსაფრთხოება და პენსიები”, - აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა.
ყველა სიახლე

16 იანვარი 2021, 00:12
პოლიტიკა
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი და კომიტეტის წევრები გელათში იმყოფებოდნენ
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი და კომიტეტის წევრები გელათში ვიზიტით იმყოფებოდნენ.

16 იანვარი 2021, 00:08
COVID19
ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 709 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 709 865 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 15 407 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

16 იანვარი 2021, 00:02
პოლიტიკა
თენგიზ ცერცვაძე: ბიძინა ივანიშვილმა დაამკვიდრა უპრეცედენტო მასშტაბის ქველმოქმედება
ბიძინა ივანიშვილმა დაამკვიდრა უპრეცედენტო მასშტაბის ქველმოქმედება, თუმცა ტენდენციური ადამიანები ამბობენ, რომ ეს იყო დაკავშირებული მის პოლიტიკურ ამბიციებთან. ვერ დავიჯერებ, რომ 90-იან წლებში, როცა ივანიშვილი გაღატაკებულ საქართველოში ახორციელებდა ქველმოქმედებას, მაშინ პოლიტიკაზე ფიქრობდა. ეს გამორიცხულია, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ POSTV-ს ეთერში განაცხადა.

16 იანვარი 2021, 00:00
მსოფლიო
The Hill: მაიკ პენსმა კამალა ჰარისს ვიცე-პრეზიდენტად არჩევა მიულოცა
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა თავის მემკვიდრესთან, კამალა ჰარისთან სატელეფონო საუბარი გამარტა და ინაუგურაციის საკითხებში თავისი დახმარება შესთავაზა. ამის შესახებ თავის წყაროზე დაყრდნობით გამოცემა The Hill-ი წერს.

16 იანვარი 2021, 00:00
COVID19
აზერბაიჯანში კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინით აცრები მომდევნო კვირას დაიწყება
აზერბაიჯანში კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინით აცრები მომდევნო კვირას დაიწყება. ამის შესახებ აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, იბრაჰიმ მამედოვმა განაცხადა.

15 იანვარი 2021, 23:51
COVID19
ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდინფიცირების 127 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 6 პაციენტი კი გარდაიცვალა
ბოლო 24 საათში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 491 ადამიანს ჩაუტარდა, საიდანაც 127-ს ინფექცია აღმოაჩნდა, 6 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.

15 იანვარი 2021, 23:42
მსოფლიო
Associated Press: 6 იანვარს ვაშინგტონში არეულობებში მონაწილე პირები არჩეული თანამდებობის პირების მოკვლას გეგმავდნენ
6 იანვარს ვაშინგტონში არეულობებში მონაწილე პირები აშშ-ის არჩეული თანამდებობის პირების მოკვლას გეგმავდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Associated Press-ი ფედერალურ პროკურორებზე დაყრდნობით ავრცელებს.

15 იანვარი 2021, 23:40
პოლიტიკა
თენგიზ ცერცვაძე: ბიძინა ივანიშვილმა ჯანდაცვა გახადა პოლიტიკური პრიორიტეტი, ეს მანამდე არავის გაუკეთებია
პირად, რასაც ყველაზე მეტად ვაფასებ, ისაა, რომ ბიძინა ივანიშვილმა ჯანდაცვა გახდა პოლიტიკური პრიორიტეტი, ეს მანამდე არავის გაუკეთებია, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ POSTV-ს ეთერში განაცხადა.

15 იანვარი 2021, 23:38
COVID19
„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარ მწვრთნელს კორონავირუსი დაუდასტურდა
„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარ მწვრთნელს, მაურისიო პოჩეტინოს კორონავირუსი დაუდასტურდა. კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, არგენტინელი სპეციალისტი სამედიცინო პროტოკოლის მიხედვით მოქმედებს და იზოლაციაში იმყოფება.

15 იანვარი 2021, 23:26
სამართალი
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეგაანში კაცმა 3 თანასოფლელი დაჭრა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეგაანში სამი ადამიანი დაჭრეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. imedinews-ის ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით მეზობელმა სამი თანასოფლელი დაჭრა, რომლებიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალსის“ საავადმყოფოში მოათავსა.

15 იანვარი 2021, 23:12
პოლიტიკა
ვლადიმერ ბოჟაძე: „ქართულ ოცნებას“ „ნაცმოძრაობისგან“ განსხვავებით ამომრჩეველი არ მოუტყუებია, რომ პრემიერი ბიძინა ივანიშვილი იქნებოდა
ანალიტიკოსის, ლადო ბოჟაძის განცხადებით, „ქართული ოცნებიდან“ ბიძინა ივანიშვილის წასვლა ყველაზე დიდ გამოწვევად თავად “ქართული ოცნებისთვის“ რჩება. ამის შესახებ მან „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა. ლადო ბოჟაძემ „ევროპული საქართველოს” პოლიტსაბჭოს წევრს, ირაკლი კიკნაველიძეს მიმართა და თვითმმართველობის არჩევნების შესახებ ისაუბრა.

15 იანვარი 2021, 23:05
პოლიტიკა
თენგიზ ცერცვაძე: C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაზე ბიძინა ივანიშვილმა ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო
დღემდე არ ვიცი ეს იყო ბედნიერი დამთხვევა თუ კიდევ ერთი გამოვლენა, მისი სერიოზული ნიჭისა და უნარის მოვლენების წინასწარ განჭვრეტის, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ POSTV-ს ეთერში C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამაში ბიძინა ივანიშვილის როლზე საუბრისას განაცხადა.

15 იანვარი 2021, 22:51
COVID19
ჯანმო არ გამორიცხავს, რომ კორონავირუსის ნულოვანი პაციენტის დადგენა შეუძლებელი იქნება
ჯანმოს COVID-19-თან ბრძოლის ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი, მარია ვან კერკხოვე არ გამორიცხავს, რომ კორონავირუსის ნულოვანი პაციენტის დადგენა შეუძლებელი იქნება.

15 იანვარი 2021, 22:40
პოლიტიკა
სალომე სამადაშვილი: თუ არ მივაღწევთ შეთანხმებას, ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას აზრი არ ექნება
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, თუ ოპოზიცია ხელისუფლებასთან შეთანხმებას ვერ მიაღწევს, მათ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას აზრი არ ექნება. ამის შესახებ სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

15 იანვარი 2021, 22:16
COVID19
შვედეთის მეფემ და დედოფალმა კორონავირუსის ვაქცინა გაიკეთეს
შვედეთის 74 წლის მეფემ, კარლ გუსტავ XVI-მ და 77 წლის დედოფალმა, სილვიამ კორონავირუსის ვაქცინა გაიკეთეს. ამის შესახებ გამოცემა The Local-ი წერს.

15 იანვარი 2021, 22:15
COVID19
კორონავირუსის ახალი ვარიანტის გავრცელების გამო, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ქვეყანაში შესვლის წესები გაამკაცრა
კორონავირუსის ახალი ვარიანტის გავრცელების გამო, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ქვეყანაში შესვლის წესები გაამკაცრა.

15 იანვარი 2021, 22:14
პოლიტიკა
თენგიზ ცერცვაძე: ივანიშვილთან პირველი შეხვედრა იყო მოულოდნელი, ის ეწეოდა ქველმოქმედებას, არ ჩანდა და მას არავინ იცნობდა
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ბიძინა ივანიშვილთან პირველი შეხვედრა გაიხსენა. ამის შესახებ მან POSTV-ს ეთერში ილაპარაკა. ცერცვაძე ივანიშვილს პირველად 2005 წელს შეხვდა.

15 იანვარი 2021, 22:08
სპორტი
უეინ რუნიმ საფეხბურთო კარიერა დაასრულა
უეინ რუნიმ საფეხბურთო კარიერა დაასრულა. 35 წლის ლეგენდარული ინგლისელი ფეხბურთელი ბოლო პერიოდში „დერბი ქაუნთის“ მოთამაშე-მწვრთნელი იყო, ამიერიდან კი გუნდის მთავარი მწვრთნელი იქნება და ხელშეკრულების თანახმად ამ პოსტზე 2023 წლის ზაფხულამდე იმუშავებს.

15 იანვარი 2021, 21:59
პოლიტიკა
იაგო ხვიჩია „გირჩის“ ინიციატივაზე: ჯერჯერობით ვერ მოვისმინე ვერცერთი არგუმენტირებული მოსაზრება, რატომ არ გამოვა
მიუხედავად იმისა, რომ ორი დღეა ამ იდეის კრიტიკას ვისმენთ, ჯერჯერობით ვერ მოვისმინე ვერცერთი არგუმენტირებული მოსაზრება, რატომ არ გამოვა,- ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

15 იანვარი 2021, 21:51
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილი პარტიის ხვალინდელ ყრილობას არ დაესწრება
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ პარტიია ხვალინდელ ყრილობას ბიძინა ივანიშვილი არ დაესწრება. როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამის მიზეზი ისაა, რომ ბიძინა ივანიშვილმა უკვე გააკეთა საჯარო განცხადება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თანამდებობის დატოვების შესახებ.