imedi /  25 ნოემბერი 2020, 23:37 / სანდო წყარო

მაია ცქიტიშვილი: მთავრობა მუშაობს სოციალური დახმარების პაკეტზე, რომელიც საჭირო იქნება იმ ადამიანებისთვის, რომლებიც თუნდაც ამ 2 თვის განმავლობაში დაკარგავენ ან შეუმცირდებათ შემოსავალი

მაია ცქიტიშვილი

მაია ცქიტიშვილი

ჩვენ ვისმენთ ბიზნესიდან, თუ რა სჭირდებათ იმისთვის, რომ შეინარჩუნონ პირველ რიგში სამუშაო ადგილები და ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ეს ბიზნესები დიდი რაოდენობით ადამიანების დამსაქმებლები არიან. ამიტომ ჩვენი მხრიდან, ჩვენ ვმუშაობთ იმ სოციალური დახმარების პაკეტზე, რომელიც საჭირო იქნება იმ ადამიანებისთვის, რომლებიც თუნდაც ამ 2 თვის განმავლობაში დაკარგავენ ან შეუმცირდებათ შემოსავალი- ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ამასთან, მთავრობა უნდა დაეხმაროს ბიზნეს, რათა ბიზნესმა პირველ რიგში სამუშაო ადგილები შეინარჩუნოს.

ყველა სიახლე

21 იანვარი 2021, 17:23

პოლიტიკა

პარლამენტის ნდობის ჯგუფში საქართველოს დაზვერვის სამსახურის წლიური ანგარიში მოისმინეს

პარლამენტის ნდობის ჯგუფმა საქართველოს დაზვერვის სამსახურის საიდუმლო საქმიანობისა და სპეციალური პროგრამების 2020 წლის ანგარიში მოისმინა. სხდომას თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია უძღვებოდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ნდობის ჯგუფის მხრიდან სხდომას პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე, დაზვერვის სამსახურის მხრიდან კი, სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი შალვა ლომიძე და სამსახურის უფროსის მოადგილე გიგი ლილუაშვილი ესწრებოდნენ.

21 იანვარი 2021, 17:11

COVID19

ჯანმო: პანიკა საჭირო არ არის, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას ყველა მიიღებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის მოადგილის, მარიანჟელა სიმაუს განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე წვდომასთან დაკავშირებით პანიკა საჭირო არ არის.

ბაღდადი აფეთქება

21 იანვარი 2021, 17:01

მსოფლიო

ბაღდადში მომხდარი ორი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 28-მდე გაიზარდა

ერაყში, ბაღდადის ერთ-ერთ აგრარულ ბაზარზე მომხდარი ორი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 28-მდე, დაშავებულთა კი 73-ს შეადგენს. ამის შესახებ ტელეკომპანია Al Jazeera იტყობინება.

21 იანვარი 2021, 16:59

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი საქართველოში საუდის არაბეთის სამეფოს ელჩს შეხვდა

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის დღის წესრიგში არსებული საკითხები და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები. ხაზი გაესვა ბოლო წლების განმავლობაში ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მზარდ დინამიკას. გამოითქვა იმედი, რომ პანდემიის დასრულების შემდეგ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გამყარდება და განმტკიცდება.

მამუკა მდინარაძე

21 იანვარი 2021, 16:59

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: საბედნიეროდ ეს არის კრიზისი, რომელიც შალვა ნათელაშვილის ფანჩატურს ვერ გასცდა

„ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი მუშაობს გამართულად. თუ პოლიტიკურ პრობლემებზე ვილაპარაკებთ, პრობლემაა, რომ პარლამენტში ოპოზიცია ძალიან მწირადაა წარმოდგენილი. ძალიან კარგი იქნება, თუ პარლამენტში იქნებიან სხვა ოპოზიციური პარტიებიც, რომლებიც მათ მიმართ დაკვეთას შეასრულებენ”, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ვახტანგ მახარობლიშვილი

21 იანვარი 2021, 16:56

პოლიტიკა

ვახტანგ მახარობლიშვილი: ევროკავშირს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაცია მივაწოდეთ

„შევეხეთ ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციას, აღმოსავლეთ პარტნიორობის თემატიკას. საქართველოს პრეზიდენტმა მიაწოდა ევროპულ მახარეს ინფორმაცია სტრასბურგში მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც მართლაც ისტორიული გადაწყვეტილებაა და გარკვეული მოლოდინი დაფიქსირდა ქართული მხრიდან, რომ ევროკავშირი აღნიშნულ საკითხს გაითვალისწინებს და შესაბამის რეაგირებასაც მოახდენს. პრეზიდენტ მიშელმა დააფიქსირა მზაობა, რომ აღნიშნულ საკითხზე ის ისაუბრებს თავის კოლეგებთან სამიტის ფარგლებში, რომელიც დღეს საღამოს იმართება და ზოგადად ევროკავშირმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს“, - გააცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.

ირაკლი კობახიძე

21 იანვარი 2021, 16:54

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: სტრასბურგის ეს ისტორიული გადაწყვეტილება უმნიშვნელოვანესი ბერკეტია საქართველოსთვის საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით კონფლიქტების მოწესრიგებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის

გილოცავთ, დღეს ისტორიული დღეა - ჩვენი საერთო გამარჯვების დღე, სტრასბურგის სასამართლომ 2008 წლის ომის საქმეზე გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ მიიღო, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ირაკლი ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

თეა წულუკიანი

21 იანვარი 2021, 16:47

თავდაცვა

თეა წულუკიანი: მინდა, თითოეულ ჯარისკაცს, ვინც აგვისტოს ომი გამოიარა, ეს გამარჯვება მივულოცო

„მინდა, თითოეულ ჯარისკაცს, ვინც აგვისტოს ომი გამოიარა და დღეს ცოცხალია, ეს გამარჯვება მივულოცო. ასევე ვინც აგვისტოს ომში, ტერიტორიული მთლიანობისთვის ოჯახის წევრი, ჩვენი გმირები დაკარგეს, მინდა, გამარჯვება მივულოცო, ვანუგეშო და ვუთხრა, რომ ჩვენ ამ გადაწყვეტილებით ჩვენს გმირებს პატივს მივაგებთ და ვამბობთ, რომ მათი ინტერესებისა და ღირსებისთვის სამართლებრივი ბრძოლა მომავალშიც გაგრძელდება საქართველოს სრულ დეოკუპაციამდე“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

21 იანვარი 2021, 16:41

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: 2021 წელს კომიტეტი და სამინისტრო შეჯერებული სამოქმედო გეგმით ვიმუშავებთ

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა და კომიტეტის წევრებმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან და მის მოადგილეებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს 2021 წლის სამოქმედო გეგმის თაობაზე, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

21 იანვარი 2021, 16:37

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკი ელჩს შეხვდა

დღეს გაიმართა საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის შეხვედრა საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, დესისლავა ივანოვასთან, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ელჩმა მინისტრს ბულგარელი კოლეგის მისალოცი წერილი გადასცა თანამდებობაზე ხელახალ დანიშვნასთან დაკავშირებით.

დავით ზალკალიანი

21 იანვარი 2021, 16:36

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: ​სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის ჩვენი ქვეყნის - სახელმწიფო ინსტიტუტებისა და სამოქალაქო საზოგადოების 12 წლიანი ძალისხმევის შედეგი

მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის პირველი საერთაშორისო სამართლებრივი შეფასებაა, რომელმაც იურიდიულად დაადასტურა რუსეთის ბრალეულობა მის მიერ ჩადენილ დანაშაულებებზე

შარლ მიშელი და სალომე ზურაბიშვილი

21 იანვარი 2021, 16:27

პოლიტიკა

შარლ მიშელი სალომე ზურაბიშვილს: მოდით, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი პარტნიორობა

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ბრიუსელში საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა.

21 იანვარი 2021, 16:26

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ანდრიუს კალინდრას შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოსა და ლიეტუვას შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობაზე ისაუბრეს და ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი განიხილეს.

მამუკა მდინარაძე

21 იანვარი 2021, 16:24

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: მათ ეშინიათ სატელევიზიო ბულინგის

„ისინი ხომ უშვებენ ერთპროცენტიან, თეორიულ შანსს, რომ ნაცმოძრაობა მოვიდეს ხელისუფლებაში. ზუსტად იციან რასაც უზამენ. ჩვენც ხომ ვიცით. ჩვენც ხომ ვიცით რას მათგან განსხვავებული აზრის დაფიქსირებისთვის. ამიტომ, ამ შიშსაც ექვემდებარებიან. რომ გეუბნება „ქართული ოცნება“, 1%–იანი გადაცდომა ჩემს სასარგებლოდ შენ გამოიძიე და რასაც გინდა, იმას გავაკეთებ, პოლიტიკიდან წავალო ირაკლი კობახიძე ამბობს და თუ გნებავთ შევუერთდები, ამას რომ გეუბნები და ბოლოს უკვე არგუმენტებით არაფერი რომ აღარ გრჩება და რწმუნდები, რომ არ გაყალბებულა, იმის თქმის თავიც უნდა გქონდეს, თუ ბულინგის არ გეშინია რეალურად, თუ მათი შიში არ გაქვს, რომ თქვა, იყო ხარვეზები, რაც ყოველთვის არის, ახლაც კი, მაგას ვერცერთი ბედავს რომ თქვას, არადა თითქმის ყველა დარწმუნებულია, რომ არჩევნები ნამდვილად არ გაყალბებულა. ეს იციან, მაგრამ ასე არ უნდა ილაპარაკონ”, - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი.

ნატალია ილიჩოვა

21 იანვარი 2021, 16:20

სამართალი

პროკურატურამ დავით გარეჯის საქმეზე ნატალია ილიჩოვას საუბრის ფარული აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა

გენერალური პროკურატურა უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე მტკიცებულების სახით მოპოვებულ ნ.ი.-ს საუბრის ფარულ აუდიოჩანაწერს აქვეყნებს.

თეა წულუკიანი

21 იანვარი 2021, 16:17

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: დადგა ის დღე, როდესაც შეგვიძლია ვთქვათ - რუსეთმა ამიერიდან რაც უნდა ის ილაპარაკოს

„ჩვენ ვიცოდით, რომ რუსეთი ოკუპანტია, მაგრამ ხელში სამართლებრივი დოკუმენტი არ გვქონდა, ჩვენ დღემდე გვქონდა მხოლოდ ძალიან დიდი შრომის ფასად მოპოვებული არაღიარების პოლიტიკის პოლიტიკური რეზოლუციები, მაგრამ არცერთი სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა იმ სიმართლეს, რომ საქართველო აგვისტოს ომის საქმეში და ოკუპაციის თემაზე, რა თქმა უნდა, რუსეთთან არის მართალი“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ირაკლი ჩიქოვანი

21 იანვარი 2021, 16:16

პოლიტიკა

ირაკლი ჩიქოვანი: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო სამართლის პრინციპების გამოყენებით, მშვიდობიანად, ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად

საქართველოს პარლამენტის წევრი და ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი, ირაკლი ჩიქოვანი ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ საქმეზე საქართველო-რუსეთის წინააღმდეგ, დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას ისტორიულს უწოდებს და საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ამ გამარჯვებას ულოცავს. მისი თქმით, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამარლოს გადაწყვეტილება უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნისთვის საერთაშორისო ასპარეზზე პოზიციების გასამყარებლად და საერთაშორისო სამართლის პრინციპების გამოყენებით, მშვიდობიანად, ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად.

თეა წულუკიანი

21 იანვარი 2021, 16:13

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით ჩვენს გმირებს მივაგებთ პატივს და ბრძოლა მომავალშიც, საქართველოს სრულ დეოკუპაციამდე გაგრძელდება

ამჟამად ჰააგაში აგვისტოს ომის გამოძიების საქმე მიმდინარეობს და ჩვენ ყოველთვის ვიმედოვნებდით და მე მუდამ მიფიქრია ამაზე, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ჰააგის ვერდიქტამდე გამოსულიყო, რაც საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესში იქნებოდა და დღეს ასეც მოხდა და რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება ჰააგის სასამართლოში მიმდინარე გამოძიებისას მხედველობაში ექნებათ, - ამის შესახებ იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა.

თეა წულუკიანი

21 იანვარი 2021, 16:02

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: რუსეთმა განახორციელა ქართველების ეთნიკური წმენდა, გაძარცვა და გადაწვა ქართველების საკუთრება და სახლები

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ რუსეთმა ჩვენი სამოქალაქო პირებისა და სამხედრო ტყვეების არაადამიანური მოპყრობა და წამება ჩაიდინა, ასევე ნათქვამია, რომ რუსეთმა განახორციელა ქართველების ეთნიკური წმენდა, გაძარცვა და გადაწვა ქართველების საკუთრება და სახლები, - ამის შესახებ იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა განაცხადა. მისივე თქმით, ეთნიკური წმენდის შემდეგ დევნილად დარჩენილი ადამიანების დაბრუნების ხელშეშლას სწორედ რუსეთი ახორციელებს და არა რომელიმე თვითაღიარებული და არაღიარებული წარმონაქმნი.

მამუკა მდინარაძე

21 იანვარი 2021, 15:59

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით არანაირი შეთანხმება არ იქნება, ვინაიდან საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ

პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით არანაირი შეთანხმება არ იქნება, ვინაიდან საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.