imedi /  25 ნოემბერი 2020, 23:41 / სანდო წყარო

მაია ცქიტიშვილი: ჩვენი ამოცანაა არ დავუშვათ ვირუსის გავრცელების ასეთი მზარდი დინამიკა

მაია ცქიტიშვილი

მაია ცქიტიშვილი

ჩვენი ამოცანა ამ ეტაპზე არის, არ დავუშვათ ვირუსის გავრცელების ასეთი მზარდი დინამიკა, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა „ღია ეთერში“ განაცხადა.

მისი თქმით, ჩვენ დაგვჭირდება ღონისძიებების ერთობლიობა, რომელიც დაგვეხმარება ვირუსის გავრცელების შენელებაში.

„კომპლექსური ზომები უნდა მივიღოთ, ეს იქნება წერტილოვანი შეზღუდვები, თუმცა მის ფარგლებში რა თქმა უნდა, ჩვენ დაგვჭირდება ღონისძიებების ერთობლიობა, რომელიც ჩვენ დაგვეხმარება ვირუსის გავრცელების შენელებაში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ყველას კარგად გვესმოდეს, რა არის ჩვენი ამოცანა ამ ეტაპზე. ამ შეზღუდვებით არ უნდა ველოდოთ ვირუსის ნულამდე დაყვანას, ან ძალიან მნიშვნელოვან შემცირებას. სამწუხარო რეალობა არის ის, რომ დღეის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში დარეგისტრირებულია 115 ათასი შემთხვევა. საქმე იმაშია, რომ მხოლოდ ბოლო ერთი თვის განმავლობაში ამ 115 ათასი შემთხვევიდან 85 ათასი შემთხვევაა დაფიქსირებული და მხოლოდ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 25 ათასი ახალი შემთხვევაა გამოვლენილი. ეს არის ის რიცხვები, რაც გვაჩვენებს, რამდენად სწრაფად ვრცელდება ვირუსი. სწორედ ამაზე საუბრობენ სპეციალისტები და ეპიდემიოლოგები, როდესაც ამბობენ, რომ საქართველო სამწუხაროდ, ერთ-ერთ პირველ ადგილს იკავებს ვირუსის გავრცელების სისწრაფით. არა რაოდენობით, არამედ ვირუსის გავრცელების ტემპით. ჩვენი ამოცანაა პირველ ეტაპზე არის ამ ტემპის შემცირება. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ წერტილოვან შეზღუდვებზე და არა სრულ ჩაკეტვაზე, არ ვსაუბრობთ იმ სისტემაზე, როდესაც სახლიდან გასვლა არის აკრძალული და კარგად ვიცით, რომ ძალიან ბევრი ევროპულ, ძალიან ძლიერი ჯანდაცვის სისტემის მქონე ქვეყანაში ასეთი ლოკდაუნია ახლა, როდესაც ადამიანებს ეკრძალებათ სახლიდან გასვლა და შესაძლებელია გასვლა მხოლოდ აუცილებელი მიზნით. ამ შემთხვევაში ჩვენ ამას არ ვაკეთებთ, ვერ ვაკეთებთ, რადგან ჩვენი ქვეყანა ნამდვილად შორს არის იმ ეკონომიკური მდგომარეობიდან, რომელიც ჩვენ საშუალებას მოგვცემს ასეთი ტიპის ძალიან მკაცრი შეზღუდვების. ამიტომ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ წერტილოვანი შეზღუდვების ამოქმედებაზე, ბუნებრივია, რომ ჩვენ არ უნდა ველოდოთ შემთხვევების ძალიან სწრაფ შემცირებას, ჩვენი ამოცანა ამ ეტაპზე არის არ დავუშვათ ვირუსის გავრცელების ასეთი მზარდი დინამიკა“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ყველა სიახლე

ეკატერინე ტიკარაძე

17 იანვარი 2021, 23:04

საზოგადოება

ჯანდაცვის მინისტრი: საქართველოს ნამდვილად არ სჭირდება ამდენი კლინიკა

„როდესაც მსოფლიში ყველგან მიღებული არის, რომ საწოლფონდის ერთეულებით დაითვალოს საჭიროება 100 000 მოსახლეზე, ჩვენ ამ კლინიკების რაოდენობით შეგვიძლია უკვე კლინიკები დავთვალოთ 100 000 მოსახლეზე. აქედან გამომდინარე, ამ კლინიკებში შეუძლებელია მიღწეული იყოს პაციენტის მომსახურების ჯაჭვი, როდესაც პაციენტი მიღების მომენტიდან გაწერის მომენტამდე მიიღებს უსაფრთხო სერვისს. სწორედ აქედან გამომდინარე ახლა ჯანდაცვის სამინისტროში მიმდინარეობს სტრატეგიის შემუშავება, სადაც პირველი მახასიათებელი არის პაციენტისთვის უსაფრთხო და ხარისხიანი სერვისის მიწოდება და ასევე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა“, - განაცხადა ტიკარაძემ.

„იმედი“

17 იანვარი 2021, 22:55

საზოგადოება

ნიკა ლალიაშვილი: „იმედის“ პროგრამებს ახალი პოლიტიკური გადაცემა „იმედის ფაქტორი“ დაემატება

„იმედი“ ქართულ სატელევიზიო სივრცეში უპირობო ლიდერია, როგორც რეიტინგების, ასევე ნდობის თვალსაზრისით. რეიტინგებს ჩვენ ყოველდღიურად მთვლელების ანგარიშებში ვამოწმებთ, ხოლო, რაც შეეხება საზოგადოების ნდობას, ამ უმაღლეს ნიშნულზე მეტყველებს 2020 წელს საქართველოში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის ყველა კვლევა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი სარედაქციო პოლიტიკა არის სწორი და მისაღები ქართველი მაყურებლების უმრავლესობისთვის.

ეკატერინე ტიკარაძე

17 იანვარი 2021, 22:50

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე კერძო კლინიკებზე: დღევანდელი მდგომარეობა არის ნამდვილად საომარი და ბიზნესზე საუბარი, ვთვლი, რომ უხერხული უნდა იყოს

„მაშინ როცა პირობითად ერთ კლინიკას ჰქონდა 200 საწოლი, ის ჩვენ გვაძლევდა მხოლოდ 80 საწოლს კოვიდისთვის და დანარჩენ 120 საწოლს იყენებდა სხვა, როგორც ისინი თვლიდნენ, მეტად უფრო მომგებიანი მიმართულებისთვის და ეს, რა თქმა უნდა, იყო რთული კომუნიკაცია. როგორც ბიზნესთან ისე გვქონდა საუბარი. დღევანდელი მდგომარეობა არის ნამდვილად საომარი მდგომარეობა და აქედან გამომდინარე, ბიზნესზე საუბარი, მე ვთვლი, რომ უხერხული უნდა იყოს. თუმცა აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ის ანაზღაურება, რომელსაც კლინიკები იღებენ კოვიდ-მართვისთვის ნამდვილად არის მათთვის საკმაოდ სარფიანი და მომგებიანი, ვინაიდან ჩვენთვის მიდგომა, რომ რომელიმე ბიზნესის ბენეფიტებზე და ფინანსურ მოგებაზე მოვახდინოთ რადიკალურად ნეგატიური ჩარევა, ეს მიზანი არ არის“, - განაცხადა მინისტრმა.

ეკატერინე ტიკარაძე

17 იანვარი 2021, 22:25

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: შესაძლოა საქართველოს მოსახლეობის ვაქცინაცია 3 ან 4 ეტაპად დაიყოს

„დღეს მთავარ გამოწვევად რჩება ვაქცინების მოცულობა, რომელიც შეიძლება აწარმოონ მწარმოებლებმა. სხვა კუთხით ჩვენ გვაქვს საკმარისი დრო და ასევე გამოცდილება, იმისთვის რომ შევძლოთ ჩვენი მოსახლეობის აცრა. ერთ ჯერზე ჩვენ ვერ და არ მივიღებთ 3 და 4 მილიონ მოსახლეზე საჭირო ვაქცინაციას. შეიძლება საქართველოს მოსახლეობის ვაქცინაცია დაიყოს 3 ან მაქსიმუმ 4 ეტაპად“, - აღნიშნა მინისტრმა.

ალექსეი ნავალნი

17 იანვარი 2021, 22:15

მსოფლიო

ალექსეი ნავალნი შერემეტიევოს აეროპორტში დააკავეს

​მანამდე ნავალნიმ აეროპორტში ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ ბოლო 5 თვის განმავლობაში ეს მის ცხოვრებაში საუკეთესო დღეა. მან აღნიშნა, რომ რუსეთში დაბრუნება უხარია, დაპატიმრების პერსპექტივა კი არ აშინებს.

კორონავივრუსი ვაქცინა

17 იანვარი 2021, 22:00

COVID19

რას ითვალისწინებს ვაქცინაციის სამოქმედო გეგმა

სპეციალური საბჭო მთავრობის წევრების, ექსპერტების, პროფესიული და საფინანსო ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით, შეთანხმდა, რომ ქვეყნის გასახსნელად, ჩვეული ეკონომიკური რეჟიმის აღსადგენად, მოზრდილი მოსახლეობის 60% უნდა აიცრას. სასურველია წლის ბოლომდე, რასაც შესაძლოა 164 მილიონამდე ლარი დასჭირდეს.

პარტია „ქართული ოცნების“ ოფისი

17 იანვარი 2021, 22:00

პოლიტიკა

როგორი იქნება ,,ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის გარეშე - „იმედის კვირის“ სიუჟეტი

განახლდა და გაფართოვდა პოლიტსაბჭო. მმართველი პარტიის პოლიტიკური საბჭო ახლა 21 წევრისგან შედგება. მასში შედიან როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები. საზოგადოების ინტერესი დიდია, როგორი იქნება ,,ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის გარეშე, რადგან წასვლისას „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა თქვა, რომ პოლიტიკაში აღარ დაბრუნდება და აღარც რჩევებისთვის უნდა დაურეკონ.

ბუკნარი დაპირისპირება

17 იანვარი 2021, 21:56

რეგიონი

ვინ არის ფირუზ წულუკიძე, რომელიც სოფელ ბუკნარში განვითარებულ მოვლენებში მონაწილეობდა

ფირუზ წულუკიძე 2013 წელს მაშინ დააკავეს, როცა ის ბათუმში კონსპირაციულ ბინაში უცხო ქვეყნის მოქალაქეს, მკვლელობაში ბრალდებულს მალავდა. იუსუფ ლაკაევს, რომლის ასაყვანად მისულ სამართალდამცველებსაც ლაკაევმა ცეცხლი გაუხსნა.

ბიძინა ივანიშვილი

17 იანვარი 2021, 21:40

საზოგადოება

რა საქველმოქმედო პროექტები განახორციელა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ფონდმა

2004 წელს ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით „საქართველოს ისტორიული ძეგლების დაცვისა და გადარჩენის ფონდი“ შეიქმნა. „ქართუს“ ქველმოქმედების დახმარებით, ევროპის საზოგადოების რჩეული გახდა მუცო, აღდგა „ჩაჟა“, უშგულში.

ბიძინა ივანიშვილი

17 იანვარი 2021, 21:20

პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ქველმოქმედება - „იმედის კვირის“ რეპორტაჟი

ბიძინა ივანიშვილმა, როგორც ბოლო წლების ქართული პოლიტიკის ცენტრალურმა ფიგურამ, პროცესი ნებაყოფლობით დატოვა. რადიკალურ ოპოზიციას პოლიტიკური ლექსიკიდან ფრაზის ,,ერთი კაცის მმართველობა“ ამოღება მოუწევს. მმართველ პარტიას კი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ფაქტორიდან გამომდინარე, საზოგადებაში მაღალი ნდობით სარგებლობს, ამ ნდობის განმტკიცებაზე ზრუნვა უკვე დამოუკიდებლად მოუწევს, რაც მარტივი პროცესი არ არის.

ალექსეი ნავალნი

17 იანვარი 2021, 21:15

მსოფლიო

ალექსეი ნავალნი ცოლთან ერთად რუსეთში დაბრუნდა

ვნუკოვოს აეროპორტის ნაცვლად მისი თვითმფრინავი შერემეტიევოში დაჯდა. ამის მიზეზად ვნუკოვოს ადმინისტრაციამ აეროპორტში ტექნიკური პრობლემები დაასახელა. ვნუკოვიში შეკრებილ ნავალნის მომხრეებს კი აკავებენ.

ფილ სპექტორი

17 იანვარი 2021, 20:23

კულტურა

ცნობილი მუსიკალური პროდიუსერი ფილ სპექტორი გარდაიცვალა

ის ციხეში დაიღუპა, სადაც მკვლელობისთვის სასჯელს იხდიდა. 2009 წელს 69 წლის მუსიკოსს მსახიობ ლანა კლარქსონის მკვლელობისთივს19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მისი გარდაცვალების მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

ავსტრია ლოკდაუნი

17 იანვარი 2021, 19:53

COVID19

ავსტრიაში ლოკდაუნი 7 თებერვლამდე გახანგრძლივდა

ამ ეტაპზე ავსტრიაში 24-საათიანი კომენდანტის საათი მოქმედებს. სახლიდან გასვლა მხოლოდ საპატიო მიზეზით შეიძლება, რომელთა შორის პროდუქტების შეძენა, სამსახურში წასვლა, ავადმყოფის მოვლა ან გასეირნებაა. მოსახლეობის ნაწილი ასეთ მკაცრს ზომებს აპროტესტებს.

გიორგი ვოლსკი

17 იანვარი 2021, 19:51

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ოპოზიციდან უნდა გამოჩნდნენ სუბიექტები, რომლებიც სააკაშვილის რევოლუციური სცენარის მძევლებად არ დარჩებიან

დარწმუნებული ვარ, რომ პოლიტიკურ ასპარეზზე, ოპოზიციური სპექტრიდან უნდა გამოჩნდნენ პოლიტიკური სუბიექტები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ უპირველეს ყოვლისა ქვეყნის ინტერესებია გასათვალისწინებელი და სააკაშვილის რევოლუციური სცენარის მძევლებად არ დარჩებიან, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლების ქმედება არა ბოიკოტი, არამედ საბოტაჟია, რითაც ისინი ქვეყნის სტაბილურობას უპირისპირდებიან.

17 იანვარი 2021, 19:21

COVID19

CNN-ი: ბრიტანეთში ვაქცინა უკვე 3,5 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო

ბრიტანეთში ვაქცინის პირველი დოზა 3,5 მილიონზე მეტმა ადამიანმა უკვე მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული მაჩვენებელი, ბრიტანეთში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობას აჭარბებს, რაც დაახლოებით 3,600,000-ია. ინგლისის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის უფროსის განცხადებით, ვაქცინის ნახევარზე მეტი 80 წლისა და 80 წელს ზემოთ ადამიანებმა მიიღეს, მისივე განცხადებით ვაქცინაციის ტემპი უახლოეს კვირებში გაიზრდება.

ნიკოლოზ სიმონიშვილი

17 იანვარი 2021, 19:13

საზოგადოება

საია-ს თავმჯდომარე ნიკოლოზ სიმონიშვილი გახდა

ნიკოლოზი იყო და დღემდე აგრძელებს თანამშრომლობას საერთაშორისო ორგანიზაციებთან მოწვეული ექსპერტის რანგში, კანონმდებლობის რეფორმისა და ინსტიტუციური საჭიროებების კვლევის საკითხებში. ნიკოლოზს საიაში აქვს საადვოკატო საქმიანობის გამოცდილებაც. 2013 წლის იანვრიდან ის იყო იურიდიული დახმარების ცენტრის სტაჟიორი, ამავე წლის ოქტომბერში გახდა იურისტ-კონსულტანტი, ხოლო 2015 წლის მარტიდან ადვოკატი სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით. მას წარმატებით ნაწარმოები აქვს საიას არაერთი სტრატეგიული საქმე. 2015 წლის მარტიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი“, - ნათქვამია საიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ლევან იოსელიანი

17 იანვარი 2021, 18:50

პოლიტიკა

ლევან იოსელიანი: ჩვენ გვინდა, თვითმმართველობის არჩევნებს შესაბამისი კანონმდებლობითა და რეფორმით მომზადებული შევხვდეთ

ველოდებით, როგორ დასრულდება მოლაპარაკებები. შემდეგ გაირკვევა, ვისი უფლებამოსილება შეწყდება და ვისი – არა, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ წარმომადგენელმა ლევან იოსელიანის განაცხადა. მისივე თქმით, მანდატების შეწყვეტასთან დაკავშირებით ოფიციალურად მის პარტიას პარლამენტისთვის ჯერ არ მიუმართავს, რადგან მოლაპარაკებების დასრულებას ელოდებიან.

ლევან იოსელიანი

17 იანვარი 2021, 18:47

პოლიტიკა

ლევან იოსელიანი: „გირჩთან“ ერთად გვაქვს ინიციატივა, თვითმმართველობის არჩევნები განვიხილოთ ერთგვარ პლებისციტად, ვაპირებთ, ამ ინიციატივით შევხვდეთ გიორგი ვაშაძეს და სხვა პარტიებსაც

„პოლიტიკურ მხარეებს შორის მოლაპარაკებები ფაქტობრივად ჩიხშია შესული და მეხუთე რაუნდი გაურკვეველი ვადით გადაიდო, რადგან მხარეები პოზიციების დაახლოებას ვერ ახერხებენ“, - პარტია „მოქალაქეების“ წარმომადგენლის, ლევან იოსელიანის განცხადებით, ახლა „მოქალაქეებს“ „გირჩთან“ ერთად აქვს ინიციატივა, რომ თვითმმართველობის არჩევნები განიხილონ ერთგვარ პლებისციტად და თუ „ქართული ოცნება“ ამ არჩევნებში დამარცხდება, აიღოს ვალდებულება ვადამდელი არჩევნების დანიშვნაზე.

გიორგი ვოლსკი

17 იანვარი 2021, 18:40

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: თუ საუბარია ვადამდელ, ან განმეორებით არჩევნებზე, ამას სამართლებრივი საფუძველი უნდა ჰქონდეს

„მანდატების გაუქმება გარდაუვალი იქნება, ვინაიდან ამას ითვალისწინებს რეგლამენტი. აქედან გამომდინარე, ის გადაწყვეტილება, რომ გაგრძელებულიყო კიდევ ამ თემაზე ბჭობა, გამოწვეულია იმ რეალობიდან, რასაც საქართველოს ინტერესები ჰქვია და რომელსაც გაცილებით უფრო კარგად ხედავენ, უფრო მეტს საუბრობენ და უფრო ითვალისწინებენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, რომლებიც კვლავ გველიან მოლაპარაკების მაგიდასთან, ვიდრე ის სუბიექტები, ვინც გადაწყვიტეს, რომ დესტაბილიზაცია არის მთავარი ამოცანა“, - განაცხადა ვოლსკიმ.

კალიფორნია სახლი აუქციონი

17 იანვარი 2021, 18:30

ეკონომიკა

კალიფორნიაში $160 მილიონად შეფასებული სასახლე აუქციონზე გატანილი უძვირესი სახლი გახდა

სასახლე ბევერლი ჰილსში მდებარეობს, სადაც ისეთი ვარსკვლავები ცხოვრობენ, როგორც როდ სტიუარტი, დენზელ ვაშინგტონი და სილვესტრ სტალონე. სასახლის ტერიტორიაზე განლაგებულია 3 სასტუმრო სახლი, აუზი, ჯაკუზი, სახლი აუზთან, ჩოგბურთის კორტი და პარკინგი, რომელიც 30 ავტომობილზეა გათვლილი. სასახლის პროექტის ავტორი არქიტექტორი უილიამ ხაბლინსკია.