imedi /  26 ნოემბერი 2020, 15:32 / სანდო წყარო

გიორგი გახარია: საქართველოს მთავრობა გამოხატვის თავისუფლებას არ შეზღუდავს, დავიცვათ დისტანცია და ისე გამოვხატოთ

გიორგი გახარია

გიორგი გახარია

არავინ არავის არ უკრძალავს და არ უზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას, დისტანცია დავიცვათ და ისე გამოვხატოთ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„საქართველო და საქართველოს მთავრობა გამოხატვის თავისუფლებას არ შეზღუდავს, ეს არის პირდაპირი პასუხისმგებლობის საკითხი თითოეული იმ პოლიტიკოსისთვის, რომელსაც დღეს რატომღაც სწყინს, როდესაც ეპიდემიოლოგების მხრიდან შედარება ხდება სხვადასხვა მიზეზის გამო, ყრილობების დაუშვებლობის. არ ვიცი, რა სხვაობაა ქორწილს, ქელეხს, ან აქციას შორის. გავრცელების თვალსაზრისით არანაირი სხვაობა არ არის. ან წინასაარჩევნოდ 600-კაციანი სუფრების, არაფერი სხვაობა არ არის. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ეპიდემიის ყველაზე დიდი რისკი გახლავთ ის, რომ ის ძალიან სწრაფად და მარტივად ვრცელდება. არსებობს მარტივი გამოსავალი - პირბადე, წესების დაცვა, ელემენტარული დისტანცია, არავინ არავის არ უკრძალავს და არ უზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას, დისტანცია დავიცვათ და ისე გამოვხატოთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ყველა სიახლე

20 იანვარი 2021, 11:58

COVID19

ნატალი საბანაძე: ევროკავშირის ინტერესია, რომ ქვეყნებმა მიიღონ ვაქცინა იმის მიუხედავათ თუ როგორ იყოჩაღებენ და რა მოცულობის შემოსავალი აქვთ

2020 წელს პანდემია გახდა მთავარი გამოწვევა, რომელმაც პრიორიტეტები შეცვალა, თუნდაც ევროკავშირის დახმარების კუთხით, რადგან დახმარებისთვის განკუთვნილი თანხის გადანაწილება მოხდა ჯანდაცვის სექტორში. ამიტომ რა ვითარება იქნება 2021 წელს ძნელია ამის განსაზღვრა რთულია, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში „ქრონიკასთან“ საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰეცოგოში და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა ნატალი საბანაძემ ბრიუსელში სალომე ზურაბიშვილის ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.

ტაქსები

20 იანვარი 2021, 11:54

საზოგადოება

„თბილისის ტაქსის“ მძღოლები ორ კვირაში ერთხელ სავალდებულო PCR ტესტირებას გაივლიან

ტაქსის ნებისმიერი კატეგორიის მძღოლი ორ კვირაში ერთხელ სავალდებულო PCR ტესტირებას დაექვემდებარება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, „თბილისის ტაქსის“, როგორც A, ისე B კატეგორიის მძღოლების ტექსტირება მოხდება.

ზაალ უდუმაშვილი

20 იანვარი 2021, 11:51

პოლიტიკა

ზაალ უდუმაშვილი: პოლიტიკური პროცესები ქუჩაში გადაინაცვლებს

„თებერვლიდან ოპოზიცია აქტიურ რეჟიმში გადავა. ბუნებრივია, როცა ჩვენ უარს ვამბობთ საპარლამენტო მანდატებზე ეს ნიშნავს, რომ ძალიან აქტიური იქნება ქუჩა, პოლიტიკური პროცესები ქუჩაში გადაინაცვლებს“, - აცხადებს ზაალ უდუმაშვილი.

ზაალ უდუმაშვილი

20 იანვარი 2021, 11:48

პოლიტიკა

ზაალ უდუმაშვილი: რაც უფრო ნაკლებად ვისაუბრებთ ოპოზიციის წარმომადგენლები, მით უკეთესი იქნება

„ეს ყველაზე მეტად ხელს აძლევს „ქართულ ოცნებას“, რომ საზოგადოებას დაანახოს, რომ ოპოზიცია ვერ რიგდება ერთმანეთში. მათ შორის პარლამენტში შესვლა - არ შესვლასთან დაკავშირებით. ეს ასე არ არის, ოპოზიცია ჩამოყალიბებულია თავის გადაწყვეტილებაში. ასე რომ, რაც უფრო ნაკლებად ვისაუბრებთ ოპოზიციის წარმომადგენლები, მით უკეთესი იქნება. ძალიან მნიშვნელოვანი საქმეები გვაქვს გასაკეთებელი.

ნატალი საბანაძე

20 იანვარი 2021, 11:43

პოლიტიკა

ნატალი საბანაძე: ჩვენი სურვილია ევროკავშირში სრული ინტეგრაცია და სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი ბრიუსელში, გვაძლევს საშუალებას, ეს ხედვა პარტნიორებს გავუზიაროთ

გრძელვადიან და საშუალოვადიან პერიოდში ევროკავშირთან მიმართებით, ჩვენი ხედვა ნათელია და პრეზიდენტის ვიზიტი ბრიუსელში, გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ეს ხედვა გავუზიაროთ ჩვენს პარტნიორებს, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში „ქრონიკაში“ საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰეცოგოში და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა ნატალი საბანაძემ ბრიუსელში სალომე ზურაბიშვილის ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.

კახა კალაძე

20 იანვარი 2021, 11:40

საზოგადოება

კახა კალაძე: დავიწყეთ ახალი გზის მშენებლობა, რომელიც მაჭავარიანის ქუჩას მარშალ გელოვანთან დააკავშირებს

დავიწყეთ ახალი გზის მშენებლობა, რომელიც მაჭავარიანის ქუჩას მარშალ გელოვანთან დააკავშირებს. ზოგადად ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია ძალიან განვითარდა ბოლო წლების განმავლობაში, ბევრი ადამიანი ცხოვრობს უკვე, რაც რა თქმა უნდა მისასალმებელია, თუმცა მისასვლელი გზები გარკვეულ პრობლემას წარმოადგენს, - ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, დაახლოებით 2 კილომეტრის სიგრძის გზა 4-ზოლიანი იქნება, საიდანაც 2 ამსვლელი, 2 კი ჩამომსვლელი იქნება.

კახა კალაძე

20 იანვარი 2021, 11:34

საზოგადოება

კახა კალაძე: მაქსიმალურად ვითვალისწინებთ კერძო მესაკუთრის ინტერესებს ისე, რომ ქალაქის ინტერესები არ დავარღვიოთ

იმ მოქალაქეებს, რომლებსაც გენგეგმის მიღების შედეგად გაუუარესდათ მიწის ნაკვეთის სტატუსი, შეუძლიათ მოგვმართონ და ჩვენ ვიმოქმედებთ ისე, როგორც ამას ითვალისწინებს გენგეგმა. ურბანული და არქიტექტურული სამსახურები შეისწავლიან ამ მიწის ნაკვეთის სტატუსს, რა იყო გენგეგმის მიღებამდე და შესაძლებელია თუ არა ძველი სტატუსის დაბრუნება. თუ ძველი სტატუსის დაბრუნება დააზიანებს გენგეგმისა და ქალაქის ინტერესებს, ჩვენ მზად ვართ, ადგილმონაცვლეობის პრინციპით დავაკმაყოფილოთ ასეთი მოთხოვნები, - ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

თამარ ტალიაშვილი

20 იანვარი 2021, 11:33

პოლიტიკა

თამარ ტალიაშვილი: ოპოზიციის ამომრჩევლის დაკვეთა არ არის საბოტაჟი, რაც ჩანს საპროტესტო აქციებზე მისულ და არჩევნებზე მათთვის ხმის მიმცემ ადამიანთა რაოდენობას შორის უზარმაზარ განსხვავებაში

„9 პოლიტიკური სუბიექტი შევიდა პარლამენტში და შესაბამისად პარლამენტი შედგა, როგორც მრავალ პარტიული, დანარჩენი უკვე ოპოზიციონერთა პოლიტიკური არჩევანია, როგორ გამოიყენებენ ამ მანდატებს - გამოიყენებენ საბოტაჟისთვის, ბოიკოტისთვის თუ მსოფლიო კრიზისის პერიოდში, თავის გამოცდილებას მოახმარენ საქმის კეთებას. ოპოზიციის ნაწილის მიზანია საბოტაჟი და რევოლუციური სცენარი და ეს ძალიან სამწუხაროა“, - განაცხადა ტალიაშვილმა.

კახა კალაძე

20 იანვარი 2021, 11:29

საზოგადოება

კახა კალაძე: მომავალი წლების მთავარი საზრუნავი იქნება, რაც შეიძლება ნაკლები სოციალურად შეჭირვებული და გაჭირვებული ოჯახი გვყავდეს

320 მილიონი ჯანდაცვის და სოციალური მიმართულებით დაიხარჯა, ეს არის ის კონკრეტული, სადაც ერთი ლარი არ მოგვიკლია, რადგან ჩვენ კარგად გვესმის ადამიანების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და ძალიან ბევრ ადამიანს დავეხმარეთ, ძალიან ბევრ ოჯახს გვერდით დავუდექით, ბევრი სიცოცხლე გადავარჩინეთ. ჩვენი ამით არ ვტრაბახობთ, ეს ჩვენი ვალდებულება და მოვალეობაა, მაგრამ მთავარი საზრუნავი იქნება, რომ მომდევნო წლების განმავლობაში რაც შეიძლება ნაკლები სოციალურად შეჭირვებული და ნაკლებად გაჭირვებული ოჯახი გვყავდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძე

20 იანვარი 2021, 11:28

საზოგადოება

კახა კალაძემ 2021 წელს თბილისის მერიის პრიორიტეტული მიმართულებები დაასახელა

„კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ძირითადი პრიორიტეტები არის არსებული სოციალური, ეკონომიკური მდგომარეობის მიმართულებით მხარდაჭერა და თანადგომა. 350 მილიონი გამოიყოფა ამ მიმართულებით და 440 მილიონი იქნება მიმართული ინფრასტრუქტურული მიმართულებით. თუმცა ხაზი მინდა გავუსვა ჩვენს მთავარ პრიორიტეტებს. იცით, რომ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა გვაქვს დაწყებული, სატრანსპორტო პოლიტიკა მაქვს მხედველობაში, რომელიც ბევრი მნიშვნელოვანი კომპონენტისგან შედგება. ეს , რა თქმა უნდა, 2021 წელს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი იქნება. ასევე ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორება“, - აღნიშნა კალაძემ.

ჯეიმს აპატურაი

20 იანვარი 2021, 11:13

პოლიტიკა

ჯეიმს აპატურაი: ჩვენ მოუთმენლად ველოდებით საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტს და საუბარს ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე

2021 წელს საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის პირველი ვიზიტი ბრიუსელში და შეხვედრები ნატოსა და ევროკავშირში მართლაც პოზიტიური გზავნილია საქართველოს მხრიდან და ჩვენი ურთიერთობების სიმტკიცეზე მიუთითებს, - ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ, „ქრონიკასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

მამუკა ხაზარაძე

20 იანვარი 2021, 11:01

პოლიტიკა

მამუკა ხაზარაძე: პოლიტიკა ბინძური იქნება იქამდე, ვიდრე ეს ველი არ გაიწმინდება

არჩევნების გაყალბება პოლიტიკის გაყალბების ბრალია, პოლიტიკაში დამკვიდრებული სიცრუის, სიტყვის გატეხვის და ღალატის ბრალი. ამიტომ ვიდრე პოლიტიკაზე ან რამე საქმეზე დავიწყებთ საუბარს და გეგმებს დავაწყობთ, ჯერ წესებზე უნდა შევთანხმდეთ. ასე გამოეხმაურა „ლელოს“ თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე „მოქალაქეების“ ლიდერ, ალეკო ელისაშვილთან დაპირისპირების ფაქტს სოციალურ ქსელში.

20 იანვარი 2021, 10:59

სამართალი

შსს-მ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 103 ფაქტი გამოავლინა

სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 103 ფაქტი გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 114 ფიზიკური პირი დააჯარიმა.

20 იანვარი 2021, 10:59

COVID19

ამ ეტაპზე საქართველოში 745 მძიმე პაციენტია

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 745 პირი, მათ შორის, თბილისში - 340, აჭარაში-52, იმერეთში-179. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კორონავირუსი

20 იანვარი 2021, 10:57

COVID19

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 469 ადამიანს დაუდასტურდა, 1 792 კი გამოჯანმრთელდა

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

20 იანვარი 2021, 10:57

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 212 თბილისში, 61 იმერეთში, 33 კი აჭარაში გამოვლინდა

„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 469 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 212 შემთხვევა, აჭარა-33, იმერეთი-61, ქვემო ქართლი-31, შიდა ქართლი-34, გურია-12, სამეგრელო - ზემო სვანეთი-32, კახეთი-25, მცხეთა-მთიანეთი-20, სამცხე-ჯავახეთი-8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-1“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

კორონავირუსი

20 იანვარი 2021, 10:56

COVID19

ბოლო 24 საათში საქართველოში 14 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

დონალდ ტრამპი

20 იანვარი 2021, 10:40

მსოფლიო

WSJ: ტრამპი ახალი პოლიტიკური პარტიის შესაძლებლობას განიხილავდა

აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომლის უფლებამოსილების ვადაც დღეს იწურება, ბოლო კვირების განმავლობაში თავის თანამოაზრეებთან ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნის საკითხს განიხილავდა. ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი წერს.

20 იანვარი 2021, 10:36

COVID19

ბრაზილიაში კორონავირუსის 62,094 შემთხვევა გამოვლინდა

ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 62,094 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1,192 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ბრაზილიაში კორონავირუსის 8,573,864 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 211,491 ადამიანი გარდაიცვალა.

სტივ ბენონი

20 იანვარი 2021, 10:33

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა თავისი ყოფილი მრჩეველი, სტივ ბენონი შეიწყალა

ტრამპმა ეს თავისი შემცვლელის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციამდე რამდენიმე საათით ადრე გააკეთა. თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბენონი „კონსერვატიული მოძრაობის მნიშვნელოვანი ლიდერი იყო“, მისთვის ბრალდების წარდგენა კი ბენონის პოლიტიკურ პროექტში ჩართულობას უკავშირდება.