imedi  /  26 ნოემბერი 2020, 17:50 / სანდო წყარო

უკრაინის შს მინისტრი: ქვეყანაში სულ მცირე 3-4 კვირით ლოკდაუნი უნდა დაწესდეს

არსენ ავაკოვი

არსენ ავაკოვი

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, არსენ ავაკოვმა განაცხადა, რომ ქვეყანაში სულ მცირე 3-4 კვირით ლოკდაუნი უნდა დაწესდეს.

„ჩემი აზრით, ლოკდაუნი რაც შეიძლება მალე უნდა დავაწესოთ. ლოკდაუნის ხანგრძლივობა 3 ან 4 კვირა უნდა იყოს. არ არის საჭირო პოლიტიკური ლოზუნგების მიღმა დამალვა, ვინაიდან საუბარია ჩვენი ხალხის ჯანმრთელობისთვის ძალიან დიდ სისტემურ რისკებზე. როგორც კი მზად ვიქნებით, ვიმედოვნებ, რომ ეს უახლოეს დღეებში მოხდება, საჭიროა კომპენსაციის იმ პროგრამის დეტალური ფორმულირება, რომელზეც პრეზიდენტი საუბრობდა. ლოკდაუნი დაუყოვნებლივ უნდა დაწესდეს. ინფექციის ჯაჭვი უნდა გავწყვიტოთ და იმ სიტუაციას უნდა გავცდეთ, როდესაც ყოველდღიურად ორასზე მეტი მოქალაქე იღუპება“, - აღნიშნა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში კორონავირუსის 677 189 შემთხვევა დადასტურდა, 11 717 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 317 395 გამოჯანმრთელდა.

ყველა სიახლე

ჯო ბაიდენი

22 იანვარი 2021, 11:04

COVID19

ბაიდენი აცხადებს, რომ მომდევნო თვეში, აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა ნახევარ მილიონს გადააჭარბებს

აშშ-ს ახალი პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით, ქვეყანას წინ რთული დღეები ელის. ბაიდენი ვარაუდობს, რომ თებერვალში ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 500 000-ს გადააჭრბებს.

22 იანვარი 2021, 11:00

COVID19

ამ ეტაპზე საქართველოში 733 მძიმე პაციენტია

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 733 პირი, მათ შორის, თბილისში - 317, აჭარაში - 55, იმერეთში - 185, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

22 იანვარი 2021, 10:58

სამართალი

შსს-მ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 769 ფაქტი გამოავლინა

სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 769 ფაქტი გამოვლინდა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

22 იანვარი 2021, 10:56

სპორტი

,,ლივერპული” 2017 წლის აპრილის შემდეგ ,,ენფილდზე” პირველად დამარცხდა

„ლივერპულმა“ საკუთარ მოედანზე 68-მატჩიანი წაუგებელი სერია დაასრულა და 2017 წლის აპრილის შემდეგ „ენფილდ როუდზე“ პირველად დამარცხდა. იურგენ კლოპის მომზადებული გუნდის მეტოქე პრემიერ ლიგის მე-19 ტურში „ბარნლი“ იყო, რომელმაც მასპინძლებს 1:0 მოუგო. ერთადერთი ბურთი 83-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი დარტყმით ეშლი ბარნსმა გაიტანა.

22 იანვარი 2021, 10:55

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 469 თბილისში, 107 იმერეთში, 52 კი აჭარაში გამოვლინდა

„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 903 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 469 შემთხვევა, აჭარა - 52, იმერეთი - 107, ქვემო ქართლი - 44, შიდა ქართლი - 51, გურია - 12, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 73, კახეთი - 47, მცხეთა-მთიანეთი - 18, სამცხე-ჯავახეთი -24, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

22 იანვარი 2021, 10:54

COVID19

ბოლო 24 საათში საქართველოში 24 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში საქართველოში 24 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 251 974 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 238 737-ს შეადგენს. გარდაიცვალა 3 022 მოქალაქე.

კორონავირუსი

22 იანვარი 2021, 10:52

COVID19

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 903 ადამიანს დაუდასტურდა, 636 კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 903 ადამიანს დაუდასტურდა, 636 კი გამოჯანმრთელდა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

22 იანვარი 2021, 10:46

ეკონომიკა

ევროკავშირის და FAO-ს მხარდაჭერით ქართველი ფერმერები შემოსავლებს და წარმოებას ზრდიან

2020 წელს, საქართველოში, 700-ზე მეტმა ფერმერმა მიიღო მონაწილეობა ევროკავშირის მხარდაჭერით გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში ორგანიზებულ ტრენინგებში. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, FAO-ს ადგილობრივებმა და საერთაშორისო აგრონომებმა პრაქტიკული განათლების მეთოდზე დაფუძნებული ტრენინგები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ჩაატარეს.

22 იანვარი 2021, 10:42

საზოგადოება

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ განახლებული კლიმატური ცნობარი მოამზადა

ცნობარი შედგენილია მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (World Meteorological Organization) მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად და მოიცავს საქართველოს მეტეოროლოგიური სადგურებიდან მიღებულ მრავალწლიან მონაცემებს და მათი ანალიზის საფუძველზე მომზადებულ ინფორმაციას.

22 იანვარი 2021, 10:24

ეკონომიკა

უსაფრთხოების ბალიშების პრობლემის გამო, Ford-ი ბაზრიდან 3 მილიონ ავტომობილს გაიწვევს

კომპანია Ford Motor-ის განცხადების თანახმად, უსაფრთხოების ბალიშების პრობლემის გამო, ბაზრიდან $610 მილიონის ღირებულების ავტომობილებს გაიწვევს. დეფექტი საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნულმა ადმინისტრაციამ დაადგონა. არსებული ინფორმაციით, ზოგიერთ შემთხევაში, მძღოლის გვერდით მგზავრისთვის განკუთვნილი ბალიშის ინფლატორები (ტივტივა კომპენსატორის გასაბერი აპარატი) სკდება და შესაძლოა, ლითონის ფრაგმენტების გამოტყორცნა გამოიწვიოს.

22 იანვარი 2021, 10:09

COVID19

გერმანიაში ლეტალური შემთხვევების რიცხვმა 50,000-ს გადააჭარბა

ბოლო 24 საათის განმავლობაში გერმანიაში ახალი კორონავირუსის დიაგნოზი კიდევ 17,862 ადამიანს დაუდგინეს, 859 ინფიცირებული კი ვირუსს ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს. სულ ქვეყანაში კოვიდინფიცირების 2,106,262 შემთხვევა გამოვლინდა, 50,642 ადამიანი გარდაიცვალა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

22 იანვარი 2021, 09:40

სამართალი

ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი ამხილეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიმა ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტი გამოავლინა. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება - გასაღების ფაქტზე, ერთი პირი ამხილეს.

კახეთი

22 იანვარი 2021, 09:30

სამართალი

კახეთში მკვლელობასა და მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული დააკავეს

გამოძიებით დადგინდა, რომ ჯ.ა.-მ ურთიერთშელაპარაკების შემდეგ თავის ნაცნობს, კაცს - 1984 წელს დაბადებულ ხ.ე.-ს და ამ უკანასკნელის თანმხლებ ქალს - 1992 წელს დაბადებულ დ.ფ.-ს არაერთი ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში, დაშავებული ქალი კი მიღებული ჭრილობების შედეგად შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

22 იანვარი 2021, 09:17

COVID19

Reuters-ის ინფორმაციით, Pfizer-ი და BioNtech-ი COVAX-ის პროგრამას შეუერთდნენ

გარიგების დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა Reuters-ის ინფორმაციით, მხარეები ოფიციალურ განცხადებას სავარაუდოდ დღის ბოლომდე გააკეთებენ. COVAX-ის პროგრამა მიზნად დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებში ვაქცინაციის ხელშეწყობას ისახავს. პროექტი მსოფლიოს 92 ქვეყნისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 2 მილიარდამდე დოზის მიწოდებას ითვალისწინებს.

იოზეფ ბლატერი

22 იანვარი 2021, 09:13

მსოფლიო

იოზეფ ბლატერის მდგომარეობა სტაბილურია

FIFA-ს ყოფილი პრეზიდენტი, იოზეფ ბლატერი ერთი კვირაა, ხელოვნურ კომაში იმყოფებოდა. ამის შესახებ მისმა ქალიშვილმა განაცხადა. „მამა ერთი კვირა ხელოვნურ კომაში იყო. ექიმები მისი ამჟამინდელი მდგომარეობით კმაყოფილნი არიან, მაგრამ გამოჯანმრთელებამდე ჯერ კიდევ შორი გზა გვაქვს გასავლელი“, - აღნიშნა კორინ ბლატერ ანდენმატენმა.

ბაღდადი

22 იანვარი 2021, 09:08

მსოფლიო

ბაღდადში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ISIS-მა აიღო

აფეთქება ალ-ტაირანის მოედანზე ორმათვითმკვლელმა ტერორისმა მოაწყო, რასაც ბოლო მონაცემებით, 32 ადამიანი ემსხვერპლა, 100-მდე კი დაშავდა. რამდენიმე დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა, რის გამოც მსხვერპლი შესაძლოა გაიზარდოს.

ამინდი

22 იანვარი 2021, 08:39

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

სინოპტიკოსები 22 იანვარს ქუთაისში მზიან დღეს და +11 გრადუსს პროგნოზირებენ. ღამით კი -1 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც +11 გრადუსი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი, ღამით კი -1 გრადუსი იქნება. ბათუმში +12 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. ფოთში +11, ღამით კი +3 გრადუსია მოსალოდნელი.

ურსულა ფონ დერ ლაიენი

22 იანვარი 2021, 08:28

COVID19

ევროკომისიის პრეზიდენტი: კორონავირუსის გავრცელების შესამცირებლად არააუცილებელი მგზავრობის შეჩერება საჭიროა

„შეუფერხებელი გადაადგილება უზრუნველყოფილი უნდა იყოს მათთვის, ვინც მეზობელ სახელმწიფოში მუშაობს, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისთვის და ტვირთების გადასაზიდად, მაგრამ კორონავირუსის გავრცელების შესამცირებლად არააუცილებელი მგზავრობის შეჩერება საჭიროა“, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

ურსულა ფონ დერ ლაიენი

22 იანვარი 2021, 08:18

COVID19

ევროკომისიის პრეზიდენტი: მე გამოვედი ინიციატივით, ვაქცინის გაზიარება მოხდეს, ვიდრე COVAX-ი ვაქცინის დიდი დოზით ღარიბ ქვეყნებს მოამარაგებს

„პანდემია გლობალურია. რამდენიმე თვეში ევროკავშირში გვექნება COVID19-ის საწინააღმდგო ვაქცინის იმდენი დოზა, ვიდრე ჩვენ გვჭირდება“, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

ალეკო ელისაშვილი

22 იანვარი 2021, 08:18

სამართალი

როდის გაიმართება ალეკო ელისაშვილსა და მმართველ გუნდს შორის შეხვედრა, ჯერჯერობით უცნობია

სახელისუფლებო გუნდი მზადაა, შეხვდეს კონსტუქციულად განწყობილ ყველა ოპოზიციურ ძალას და ასევე მზად არის, პასუხისმგებლობისთვისაც იმ საკითხებზე, რაზეც დახურულ თუ ღია შეხვედრებზე უკვე ისაუბრეს. ელისაშვილი „ქართულ ოცნებასთან“ საჯარო შეხვედრისთვის მზადაა. მისი თქმით, შეხვედრის მიზანი, პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის პერსპექტივაზე საუბარია.