IMEDI /  26 ნოემბერი 2020, 19:32 / სანდო წყარო

მიხეილ დაუშვილი: შეზღუდვები წერტილოვანია და საუბარი არ არის სისტემურ ლოქდაუნზე

მიხეილ დაუშვილი

მიხეილ დაუშვილი

შეზღუდვები წერტილოვანია და საუბარი არ არის სისტემურ ლოქდაუნზე - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა მიხეილ დაუშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლების მთავარი ამოცანა მოქალაქეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე, ასევე ეკონომიკასა და ბიზნესზე ზრუნვაა.

„დღეს ჩვენ ვდგავართ ორი უმნიშვნელოვანესი ამოცანის წინაშე - ვიზრუნოთ ჩვენს მოქალქეებზე, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე და ამასთანავე ვიზრუნოთ ეკონომიკასა და ბიზნესზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეების დასაქმებისთვის, თითოეული სამუშაო ადგილი უკიდურესად მნიშვნელოვანია. რაც შეეხება შეზღუდვებს, ეს არის წერტილოვანი და საუბარი არ გვაქვს სისტემურ ლოქდაუნზე. ამასთანავე, მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომ წლის დასაწყისისგან განსხვავებით, დღეს გვაქვს ორთვიანი შეზღუდვა, რომლის მიზანი ვირუსის გავრცელების შემცირებაა. შეზღუდვებთან ერთად, ხელისუფლებამ ბიზნესთან კომუნიკაციის შედეგად შეიმუშავა ბიზნეს მხარდაჭერის ღონისძიებები, რომელიც ბიზნესს ამ ტვირთის შემსუბუქებაში დაეხმარება. ცხადია, გვესმის, რომ თითოეული ეს შეზღუდვა მძიმეა სხვადასხვა ბიზნეს სექტორისთვის, როგორც საცალო ვაჭრობის, ისე სავაჭრო ცენტრებისთვის და ბაზრობისთვის, ასევე ტურიზმის ცენტრებისთვის, მაგრამ ისიც კარგად გვესმის, რომ დღეს ვირუსის შეჩერებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს“, - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

რაც შეეხება მხარდაჭერის პაკეტებს, მიხეილ დაუშვილის თქმით, წელს ძალიან კარგად იმუშავა 6 თვის განმავლობაში საშემოსავლო გადასახადის შეღავათმა.

„ბიზნესთან კომუნიკაციის შედეგად ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ეს მხარდაჭერა კიდევ 6 თვით, დეკემბრიდან მაისის ჩათვლით გაგრძელდება. პროგრამის ბენეფიციარი იქნება 30 000-ზე მეტი კომპანია და 400 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი. ამასთანავე, ტურიზმის სექტორისთვის განსაკუთრებით სასტუმროებისთვის და რესტორნებისთვის უმნიშვნელოვანესი იქნება 2021 წელს ქონების გადასახადისგან გათავისუფლება. უნდა აღინიშნოს, რომ წელს 4 თვიანი საშემოსავლო გადასახადის გადავადება, რომელიც შეეხო ტურიზმის და სხვა სექტორებს, მოხდება მისი ჩამოწერა, გათავისუფლება მიმდინარე წლის ბოლომდე. ამასთანავე მნიშვნელოვანია, რომ საბანკო სესხების სუბსიდირება, რომელიც დღეს მოქმედებს სასტუმროებთან დაკავშირებით, თითქმის ანალოგიური პროექტი განხორციელდება 6 თვის ვადით რესტორნებისთვისაც. კარგად გვესმის, რომ დღეს რესტორნებს ისევე, როგორც სასტუმროებს და ტურიზმის სხვა სექტორს კრიზისი უდგას და ამ კრიზისში მათ სახელმწიფოს დახმარება სჭირდებათ“ - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

მისივე თქმით, გაგრძელდება საკრედიტო საგარანტიო ფონდის მუშაობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ათეულობით და ასეულობით ბიზნესი შეძლებს განახორციელოს სესხის რესტრუქტურიზაცია სახელმწიფოს მხარდაჭერით და ამასთანავე მოიზიდოს ახალი სესხები ახალი ბიზნეს პროექტების განსახორციელებლად.

„ეს გეგმა წლის დასაწყისში არსებული პროცესებისგან ძალიან მნიშვნელოვნად განსხვავებულია იმით, რომ საკმაოდ მკაფიოდ განსაზღვრულია დროში. ჩვენი ამოცანა და გეგმაა ორი თვის თავზე ბიზნესს გაცილებით ნაკლები შეზღუდვა ჰქონდეს და გაცილებით უფრო თავისუფლად ოპერირებდეს“ - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

ყველა სიახლე

იაგო ხვიჩია

28 თებერვალი 2021, 22:58

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: შარლ მიშელის ვიზიტი კონფლიქტის განსამუხტად მნიშვნელოვანია

„თავისთავად მნიშვნელოვანია, რომ ასეთი რანგის სტუმარი ჩამოდის ქვეყანაში კრიზის დროს. წინასწარვე არსებობს მოლოდინები, რომ საუბარი შეეხება იმ მთავარ კრიზისს, რომელიც ქართულ პოლიტიკაში ახლა არსებობს, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

დავით ზალკალიანი და შარლ მიშელი

28 თებერვალი 2021, 22:53

პოლიტიკა

დავით ზალკალიანმა და შარლ მიშელმა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობა, რეგიონში არსებული ვითარება და პანდემიასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს

აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, მსოფლიოსა და რეგიონში როგორც პანდემიასთან დაკავშირებული რთული გარემოს, ასევე უსაფრთხოების მიმართულებით არსებული გამოწვევების ფონზე, მხარეებმა მიმართონ ძალისხმევას საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების კონსტრუქციულ, დიალოგის რეჟიმში წარმართვისთვის. რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით, ხაზი გაესვა ევროკავშირის აქტიური და ქმედითი ჩართულობის მნიშვნელობას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების და ადგილზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში.

დავით ზალკალიანი

28 თებერვალი 2021, 22:50

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: შარლ მიშელს ექნება შესაძლებლობა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდეს, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა ამ ვითარებიდან გამოსავალი მოიძებნოს

საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტი მნიშვნელოვანია რეგიონში განვითარებული მოვლენების ფონზე, განსაკუთრებით გეოპოლიტიკური სიტუაციის შეფასების თვალსაზრისით, ასევე მჭიდრო კოორდინაციის მიმართულებით,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.

28 თებერვალი 2021, 22:38

საზოგადოება

შატილის ტრაგედიის საქმე - რას ჰყვებიან გადარჩენილები და დაღუპულთა ახლობლები

23 აგვისტოს ჟინვალი-ბარისახო- შატილის საავმტომობილო გზის 64-ე კილომეტრი საბედისწერო აღმოჩნდა. 20 მგზავრიდან -17 ადგილზე დაიღუპა. მათ შორის, ასაკით ყველაზე ახალგაზრდა 19-ის, ყველაზე უფროსი კი 68 წლის იყო. მომხდარს სასწაულებრივად გადაურჩა 3 ტურისტი.

რუსთაველი

28 თებერვალი 2021, 22:29

პოლიტიკა

რატომ ვერ ახერხებს ოპოზიცია ხალხმრავალი საპროტესტო აქციების მოწყობას - ექსპერტების შეფასება

„საზოგადოებას არ აქვს საპროტესტო მუხტი, რაც დასტურდება იმით, რომ საზოგადოება არ იღებს იმ შინაარსს, რასაც ოპოზიციონერი ლიდერები აანონსებენ ტრიბუნებიდან, თორემ საქმე იმაში არ არის, რომ საზოგადოებას გარეთ გამოსვლა ეზარება, ან ეშინია, ან არ უნდა. საქმე იმაშია, რომ უბრალოდ არ იზიარებენ იმ შინაარსს, რასაც ოპოზიციის ლიდერები სთავაზობენ, თორემ იყო დრო, როდესაც საპროტესტო მუხტი ქვეყანაში მართლა არსებობდა და მილიონი ქართველი ახსოვს რუსთაველის გამზირს“, - აღნიშნავს გვიდიანი.

რამაზ საყვარელიძე

28 თებერვალი 2021, 22:16

პოლიტიკა

რამაზ საყვარელიძე: შვილებზე, ცოლებზე, ნათესავებზე ნადირობა სტალინის დროს ჰქონდათ გამოცხადებული

პოლიტოლოგი ივანიშვილისა და მისი ოჯახის წევრებისთვის სანქციების შესაძლო დაწესების თემის მედიაში წამოწევას ოპოზიციას უკავშირებს. „სანქციების თემის წამოწევა ასევე გვაგონებს ტერორისტების პრინციპს, როცა ანგარიშსწორება სხვასთან უნდათ და მისთვის საყვარელ არსებაზე აკეთებენ დარტყმას. აირჩიონ ამ იდეის ავტორებმა, სტალინის დროინდელ საბჭოთა რეჟიმთან ურჩევნიათ მათი დაკავშირება თუ ტერორისტებთან“, - აცხადებს საყვარელიძე.

 ნაციონალური მოძრაობა

28 თებერვალი 2021, 22:01

პოლიტიკა

ვინ ამაგრებდა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს ნიკა მელიას დაკავებამდე

„იმედის კვირამ“ გაარკვია ვინ არიან ადამიანები, რომლებიც ნიკა მელიას დაკავებამდე ოფისს ამაგრებდნენ და როგორია მათი პოლიტიკური წარსული.

გიორგი ხელაშვილი

28 თებერვალი 2021, 21:55

პოლიტიკა

გიორგი ხელაშვილი: ისტორიულად, დაპირისპირების შედეგზე პასუხისმგებლობას ხალხი ორივე მხარეს აკისრებს, რადგან მათ ვერ მიაღწიეს შეთანხმებას

„თუკი ვინმეს აქვს ილუზია, რომ საქართველოში რამე ცუდი მოხდება და მერე მთავრობას გადააყენებენ, ეს ასე არ არის. ჩვენ ამას [პასუხისმგებლობას] ვინაწილებთ. რომ გადავხედოთ საქართველოს ისტორიას, ყველა ეტაპზე, როდესაც ხდებოდა დაპირისპირება და ის ცუდად მთავრდებოდა, დღევანდელი გადასახედიდან, ხალხი არ აბრალებს რომელიმე მხარეს. ხალხი ყოველთვის ამბობს, რომ ორივე მხარე იყო დამნაშავე, რადგან მათ ვერ მიაღწიეს შეთანხმებას“, - განაცხადა ხელაშვილმა.

ნიკოლოზ სამხარაძე

28 თებერვალი 2021, 21:50

პოლიტიკა

​ნიკოლოზ სამხარაძე: როდესაც მოლაპარაკებებზე ულტიმატუმებით მოდიხარ, ეს ნიშნავს რომ არ გინდა მოლაპარაკება, სიმშვიდე და სიწყნარე

დეპუტატის თქმით, ნიკა მელიას დაკავების ფაქტზე საერთაშორისო პარტნიორების შეფასებებში არსადაა საუბარი იმის შესახებ, რომ „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე არ უნდა დაეჭირათ ან ეს ძალის გადამეტებით განხორცილდა. „მთავარია, რომ ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორის განცხადება არა მხოლოდ ჩვენ, ოპოზიციამაც უნდა გაიაზროს, რადგან ძალიან ბევრ განცხადებაში ოპოზიციაზეც არის აპელირება, რომ ისინი უნდა შეეშვან პროვოკაციებს და დაუბრუნდნენ სამართლებრივ ჩარჩოს, რადგან ეს არის ერთადერთი, რამაც შეიძლება პოლარიზაცია განმუხტოს“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

კახა კუჭავა

28 თებერვალი 2021, 21:38

პოლიტიკა

კახა კუჭავა: ჩვენ მზად ვართ დავსხდეთ დიალოგზე, ჩვენ მზად ვართ ვიპოვოთ გამოსავალი

„არ შეიძლება კონსენსუსი მიღწეული იქნას ერთი მხრის მიერ გარკვეული ნაბიჯების გადადგმით. აუცილებელია ორივე მხარემ გადადგას ეს ნაბიჯები. როდის ამბობ, რომ დიალოგისთვის მზად ხარ და შენი ულტიმატუმი არის ეს, უკვე შეუძლებელია ალბათ დიალოგს წარმატებული ვუწოდოთ ან იმედი გქონდეს რომ წარმატებული იქნება. ჩვენ მზად ვართ დავსხდეთ დიალოგზე, ჩვენ მზად ვართ ვიპოვოთ გამოსავალი“, - განაცხადა კუჭავამ.

28 თებერვალი 2021, 21:36

პოლიტიკა

შარლ მიშელი პირველ შეხვედრას ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტთან გამართავს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, პირველ შეხვედრას ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტთან გამართავს. სალომე ზურაბიშვილთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი მედიისათვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. ასევე, დაგეგმილია შეხვედრები პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან.

კარლ ჰარცელი

28 თებერვალი 2021, 21:14

პოლიტიკა

კარლ ჰარცელი: საქართველოში შარლ მიშელის ჩამოსვლა ამ ქვეყნისადმი ევროკავშირის მჭიდრო პარტნიორულ ინტერესს ადასტურებს

შარლ მიშელის საქართველოში ჩამოსვლა მოწმობს და ნათელი დადასტურებაა იმ ინტერესისა, რომელიც მას და ევროკავშირს აქვს საქართველოსთან მჭიდრო პარტნიორობის კუთხით, - ამის შესახებ „იმედის კვირას“ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ვიზიტის შეფასებისას განუცხადა.

ნატალი საბანაძე

28 თებერვალი 2021, 21:12

პოლიტიკა

ნატალია საბანაძე: იმედია, რომ შარლ მიშელს შეექმნება სრული სურათი იმის შესახებ თუ რა ხდება საქართველოში

„ძალიან დატვირთული დღე ექნება ხვალ, რომლის ფარგლებშიც გაემგზავრება ოკუპაციის ხაზზე, ინახულებს ასევე ერთ-ერთი პროექტს, რომელიც ევროკავშირის მიერ არის დაფინანსებული და რა თქმა უნდა, შეხვდება როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებს. იმედია, რომ მას შეექმნება სრული სურათი იმის შესახებ თუ რა ხდება საქართველოში, როგორ მიმდინარეობს განვითარება და მოვლენები და ამ ვიზიტის მერე განსაკუთრებით უფრო იმედი გვაქვს მისი პირადი მხარდაჭერის“, - განაცხადა საბანაძემ.

სალომე სამადაშვილი

28 თებერვალი 2021, 20:51

პოლიტიკა

სალომე სამადაშვილი: იმედი მაქვს შარლ მიშელის ვიზიტი ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის განმუხტისთვის მნიშვნელოვანი იქნება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ვიზიტი როგორც მოლდოვაში, ისე საქართველოში მნიშვნელოვანია, ვინაიდან ეს არის გზავნილი რუსეთისთვის, რომ ევროკავშირი საკუთარ სტრატეგიულ ინტერესებს ამტკიცებს რუსეთის სამეზობლოში, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

შარლ მიშელი

28 თებერვალი 2021, 20:31

პოლიტიკა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოშია

მიშელი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს შეხვდება. ის ასევე ეწვევა ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზს და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდება.

28 თებერვალი 2021, 20:17

რეგიონი

ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (მოწამეთა)-ტყიბული- ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

28 თებერვალი 2021, 19:56

საზოგადოება

სოფიო გორგოძემ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის წესი განმარტა

„ხვალ დილის 10 საათიდან იწყება რეგისტრაცია ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის,საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის, ასევე მასწავლებლის და სპეციალური მასწავლებლის გამოცდისთვის“, - ამის შესახებ „ქრონიკას“ გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფო გორგოძემ განუცხადა.

საფრანგეთი გერმანია საზღვარი

28 თებერვალი 2021, 19:56

COVID19

კორონავირუსის მუტირებული შტამების გამო გერმანია საფრანგეთთან საზღვარზე კონტროლს ამკაცრებს

ამის მიზეზი მოზელში კორონავირუსის მუტირებული ვარიანტების გავრცელება გახდა. ახალი რეგულაციების მიხედვით, საზღვრის გადაკვეთა პრაქტიკულად ყველას ეკრძალება სატვირთო მანქანების მძღოლებისა და მედიკოსებს გარდა. ყველას, ვინც მოზელიდან გერმანიაში შევა საზღვარზე COVID-19-ზე უარყოფითი ტესტის წარდგენა ევალება.

28 თებერვალი 2021, 19:47

საზოგადოება

ხვალიდან ეროვნული გამოცდებისათვის აბიტურიენტთა რეგისტრაცია იწყება

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდისათვის, აგრეთვე მასწავლებელთა საგნის გამოცდისა და საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად რეგისტრაცია პირველი მარტის 10:00 საათიდან დაიწყება და 31 მარტის 18:00 საათზე დასრულდება.

28 თებერვალი 2021, 19:20

კულტურა

ეროვნული კინოცენტრი მაყურებელს ბერლინის კინოფესტივალში მონაწილე ქართული ფილმების რეტროსპექტივას სთავაზობს

ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის საზეიმოდ გახსნის პარალელურად, ეროვნული კინოცენტრი მაყურებელს შესთავაზებს ბერლინალეს მონაწილე ქართული ფილმების ონლაინ რეტროსპექტივას. კინოფესტივალის მსგავსად, რესტოსპექტივაც ორ ნაწილად, მარტისა და ივნისის თვეებში გაიმართება.