პენიტენციურ დაწესებულებებში 2021 წლის 1-ელ იანვრამდე ხანმოკლე პაემნით სარგებლობისა და 28 დეკემბრამდე ამანათების მიღების უფლება შეჩერდა

ფოტო: სპეციალური პენიტენციური სამსახური
ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე და უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, მიმდინარე წლის 28 ნოემბრიდან გარკვეული შეზღუდვები ამოქმედდა პენიტენციურ სისტემაშიც, - ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცლებს.
უწყების ინფორმაციით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2020 წლის 5 მარტის N4109 ბრძანებაში „პენიტენციურ დაწესებულებებში განსაკუთრებული პირობების შემოღების შესახებ“ შევიდა ცვლილებები და განსაკუთრებული პირობების მოქმედების პერიოდში ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს 2021 წლის 1-ლ იანვრამდე შეუჩერდათ პატიმრობის კოდექსით განსაზღვეული ხანმოკლე პაემნით სარგებლობის უფლება, ხოლო ამავე კოდექსით განსაზღვრული ამანათების უფლება შეუჩერდათ მიმდინარე წლის 28 დეკემბრამდე.
მოცემული ცვლილებები შესაბამისობაშია ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ გადწყვეტილებებთან და მიზნად ისახავს covid-19-ის შესაძლო გავრცელების პრევენციას პენიტენციურ დაწესებულებებში.
შეზღუდვების მოქმედების ვადის შემდგომ გაგრძელებასთან ან მოხნასთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახური გადაწყვეტილებებს ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციების შესაბამისად მიიღებს.
ყველა სიახლე

16 იანვარი 2021, 00:08
COVID19
ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 709 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 709 865 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 15 407 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

16 იანვარი 2021, 00:02
პოლიტიკა
თენგიზ ცერცვაძე: ბიძინა ივანიშვილმა დაამკვიდრა უპრეცედენტო მასშტაბის ქველმოქმედება
ბიძინა ივანიშვილმა დაამკვიდრა უპრეცედენტო მასშტაბის ქველმოქმედება, თუმცა ტენდენციური ადამიანები ამბობენ, რომ ეს იყო დაკავშირებული მის პოლიტიკურ ამბიციებთან. ვერ დავიჯერებ, რომ 90-იან წლებში, როცა ივანიშვილი გაღატაკებულ საქართველოში ახორციელებდა ქველმოქმედებას, მაშინ პოლიტიკაზე ფიქრობდა. ეს გამორიცხულია, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ POSTV-ს ეთერში განაცხადა.

16 იანვარი 2021, 00:00
COVID19
აზერბაიჯანში კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინით აცრები მომდევნო კვირას დაიწყება
აზერბაიჯანში კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინით აცრები მომდევნო კვირას დაიწყება. ამის შესახებ აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, იბრაჰიმ მამედოვმა განაცხადა.

16 იანვარი 2021, 00:00
მსოფლიო
The Hill: მაიკ პენსმა კამალა ჰარისს ვიცე-პრეზიდენტად არჩევა მიულოცა
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა თავის მემკვიდრესთან, კამალა ჰარისთან სატელეფონო საუბარი გამარტა და ინაუგურაციის საკითხებში თავისი დახმარება შესთავაზა. ამის შესახებ თავის წყაროზე დაყრდნობით გამოცემა The Hill-ი წერს.

15 იანვარი 2021, 23:51
COVID19
ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდინფიცირების 127 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 6 პაციენტი კი გარდაიცვალა
ბოლო 24 საათში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 491 ადამიანს ჩაუტარდა, საიდანაც 127-ს ინფექცია აღმოაჩნდა, 6 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.

15 იანვარი 2021, 23:42
მსოფლიო
Associated Press: 6 იანვარს ვაშინგტონში არეულობებში მონაწილე პირები არჩეული თანამდებობის პირების მოკვლას გეგმავდნენ
6 იანვარს ვაშინგტონში არეულობებში მონაწილე პირები აშშ-ის არჩეული თანამდებობის პირების მოკვლას გეგმავდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Associated Press-ი ფედერალურ პროკურორებზე დაყრდნობით ავრცელებს.

15 იანვარი 2021, 23:40
პოლიტიკა
თენგიზ ცერცვაძე: ბიძინა ივანიშვილმა ჯანდაცვა გახადა პოლიტიკური პრიორიტეტი, ეს მანამდე არავის გაუკეთებია
პირად, რასაც ყველაზე მეტად ვაფასებ, ისაა, რომ ბიძინა ივანიშვილმა ჯანდაცვა გახდა პოლიტიკური პრიორიტეტი, ეს მანამდე არავის გაუკეთებია, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ POSTV-ს ეთერში განაცხადა.

15 იანვარი 2021, 23:38
COVID19
„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარ მწვრთნელს კორონავირუსი დაუდასტურდა
„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარ მწვრთნელს, მაურისიო პოჩეტინოს კორონავირუსი დაუდასტურდა. კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, არგენტინელი სპეციალისტი სამედიცინო პროტოკოლის მიხედვით მოქმედებს და იზოლაციაში იმყოფება.

15 იანვარი 2021, 23:26
სამართალი
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეგაანში კაცმა 3 თანასოფლელი დაჭრა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეგაანში სამი ადამიანი დაჭრეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. imedinews-ის ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით მეზობელმა სამი თანასოფლელი დაჭრა, რომლებიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალსის“ საავადმყოფოში მოათავსა.

15 იანვარი 2021, 23:12
პოლიტიკა
ვლადიმერ ბოჟაძე: „ქართულ ოცნებას“ „ნაცმოძრაობისგან“ განსხვავებით ამომრჩეველი არ მოუტყუებია, რომ პრემიერი ბიძინა ივანიშვილი იქნებოდა
ანალიტიკოსის, ლადო ბოჟაძის განცხადებით, „ქართული ოცნებიდან“ ბიძინა ივანიშვილის წასვლა ყველაზე დიდ გამოწვევად თავად “ქართული ოცნებისთვის“ რჩება. ამის შესახებ მან „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა. ლადო ბოჟაძემ „ევროპული საქართველოს” პოლიტსაბჭოს წევრს, ირაკლი კიკნაველიძეს მიმართა და თვითმმართველობის არჩევნების შესახებ ისაუბრა.

15 იანვარი 2021, 23:05
პოლიტიკა
თენგიზ ცერცვაძე: C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაზე ბიძინა ივანიშვილმა ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო
დღემდე არ ვიცი ეს იყო ბედნიერი დამთხვევა თუ კიდევ ერთი გამოვლენა, მისი სერიოზული ნიჭისა და უნარის მოვლენების წინასწარ განჭვრეტის, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ POSTV-ს ეთერში C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამაში ბიძინა ივანიშვილის როლზე საუბრისას განაცხადა.

15 იანვარი 2021, 22:51
COVID19
ჯანმო არ გამორიცხავს, რომ კორონავირუსის ნულოვანი პაციენტის დადგენა შეუძლებელი იქნება
ჯანმოს COVID-19-თან ბრძოლის ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი, მარია ვან კერკხოვე არ გამორიცხავს, რომ კორონავირუსის ნულოვანი პაციენტის დადგენა შეუძლებელი იქნება.

15 იანვარი 2021, 22:40
პოლიტიკა
სალომე სამადაშვილი: თუ არ მივაღწევთ შეთანხმებას, ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას აზრი არ ექნება
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, თუ ოპოზიცია ხელისუფლებასთან შეთანხმებას ვერ მიაღწევს, მათ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას აზრი არ ექნება. ამის შესახებ სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

15 იანვარი 2021, 22:16
COVID19
შვედეთის მეფემ და დედოფალმა კორონავირუსის ვაქცინა გაიკეთეს
შვედეთის 74 წლის მეფემ, კარლ გუსტავ XVI-მ და 77 წლის დედოფალმა, სილვიამ კორონავირუსის ვაქცინა გაიკეთეს. ამის შესახებ გამოცემა The Local-ი წერს.

15 იანვარი 2021, 22:15
COVID19
კორონავირუსის ახალი ვარიანტის გავრცელების გამო, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ქვეყანაში შესვლის წესები გაამკაცრა
კორონავირუსის ახალი ვარიანტის გავრცელების გამო, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ქვეყანაში შესვლის წესები გაამკაცრა.

15 იანვარი 2021, 22:14
პოლიტიკა
თენგიზ ცერცვაძე: ივანიშვილთან პირველი შეხვედრა იყო მოულოდნელი, ის ეწეოდა ქველმოქმედებას, არ ჩანდა და მას არავინ იცნობდა
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ბიძინა ივანიშვილთან პირველი შეხვედრა გაიხსენა. ამის შესახებ მან POSTV-ს ეთერში ილაპარაკა. ცერცვაძე ივანიშვილს პირველად 2005 წელს შეხვდა.

15 იანვარი 2021, 22:08
სპორტი
უეინ რუნიმ საფეხბურთო კარიერა დაასრულა
უეინ რუნიმ საფეხბურთო კარიერა დაასრულა. 35 წლის ლეგენდარული ინგლისელი ფეხბურთელი ბოლო პერიოდში „დერბი ქაუნთის“ მოთამაშე-მწვრთნელი იყო, ამიერიდან კი გუნდის მთავარი მწვრთნელი იქნება და ხელშეკრულების თანახმად ამ პოსტზე 2023 წლის ზაფხულამდე იმუშავებს.

15 იანვარი 2021, 21:59
პოლიტიკა
იაგო ხვიჩია „გირჩის“ ინიციატივაზე: ჯერჯერობით ვერ მოვისმინე ვერცერთი არგუმენტირებული მოსაზრება, რატომ არ გამოვა
მიუხედავად იმისა, რომ ორი დღეა ამ იდეის კრიტიკას ვისმენთ, ჯერჯერობით ვერ მოვისმინე ვერცერთი არგუმენტირებული მოსაზრება, რატომ არ გამოვა,- ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

15 იანვარი 2021, 21:51
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილი პარტიის ხვალინდელ ყრილობას არ დაესწრება
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ პარტიია ხვალინდელ ყრილობას ბიძინა ივანიშვილი არ დაესწრება. როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამის მიზეზი ისაა, რომ ბიძინა ივანიშვილმა უკვე გააკეთა საჯარო განცხადება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თანამდებობის დატოვების შესახებ.

15 იანვარი 2021, 21:47
COVID19
მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 2 მილიონს გადააჭარბა
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 2 მილიონს გადააჭარბა.