imedi /  30 ნოემბერი 2020, 14:02 / სანდო წყარო

ირაკლი შიოშვილი: კახეთის რეგიონში ეპიდსიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, თუმცა არ არის გამორიცხული მალე კოვიდ-კლინიკები მაინც დაემატოს

ირაკლი შიოშვილი

ირაკლი შიოშვილი

კახეთის რეგიონში ეპიდსიტუაცია არის სტაბილური და კონტროლს ექვემდებარება, თუმცა არ არის გამორიცხული მალე კოვიდ-კლინიკები მაინც დაემატოს, - ამის შესახებ სპეციალურ პრესკონფერენციაზე კახეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა განაცხადა.

ირაკლი შიოშვილმა შეზღუდვების დაწესებამდე და ახალი რეგულაციების ამოქმედების შემდეგ, კახეთში დღეს არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება ვრცლად შეაჯამა.

მისი განცხადებით, ამ ეტაპზე კახეთის რეგიონის 8 მუნიციპალიტეტში 206 საჯარო სკოლა ფუნქციონირებს, აქედან 126 გადასულია ონლაინ სწავლების რეჟიმზე. საბავშვო ბაღები კი დაკეტილია და აღსაზრდელებს სურსათი სახლში მიეწოდებათ.

„საკორდინაციო საბჭოს მითითებებით ადგილობრივი ხელისუფლება და ეპიდემიოლოგები ვაკეთებთ ყველაფერს, რათა შენარჩუნებული იყოს სტაბილური ეპიდსიტუაცია. მიუხედავად იმისა, რომ დღეს კლინიკებში მომსახურებას იღებს ყველა, ვისაც ეს გადაუდებლად სჭირდება, რესურსი ამოუწურავი არ არის, არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ ეკონომიკურად ჩვენზე გაცილებით ძლიერი ქვეყნებისთვისაც. ამიტომ, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და დავიცვათ წესები - პირბადე, დისტანცია. ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, საქართველოშიც ვირუსის მეორე ტალღა გაცილებით უფრო მძიმე აღმოჩნდა, თუმცა, საზოგადოებასთან ერთად ჩვენ წარმატებით მოვახერხეთ პირველ ტალღასთან გამკლავება, რითიც მოვიგეთ დრო და მეორე ტალღისთვის მოვემზადეთ მაქსიმალურად.
ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ვირუსთან ბრძოლის პროცესში ჩვენი ამოცანა იყო ბალანსის დაცვა ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და ეკონომიკის დაცვას შორის. ამიტომ, ყოველი ჩვენი ნაბიჯი სწორედ ამ ბალანსის დაცვით ხორციელდება. ეს არ არის სისტემური „ლოკდაუნი“, რაც გამოიწვევდა ეკონომიკის სრულად გაჩერებას. ნაცვლად ამისა, ჩვენ ავირჩიეთ ვირუსთან ადაპტაციისა და მართვის სტრატეგია, რომელიც გრძელდება. რამდენიმე ეტაპად და კონკრეტული პერიოდებით იმოქმედებს უფრო მეტად გამკაცრებული, თუმცა ისევ წერტილოვანი შეზღუდვები, რომლის ძირითადი ნაწილი შეეხება ცალკეულ, ყველაზე დიდი მობილობის მქონე ქალაქებს“, - განაცხადა ირაკლი შიოშვილმა.

რეგიონში მასშტაბით 5 კოვიდკლინიკა, 1 ონლაინკლინიკა და ორი კოვიდ-სასტუმრო ფუნქციონირებს.

ყველა სიახლე

21 იანვარი 2021, 22:05

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 97 მილიონს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 97 მილიონს გადააჭარბა.

21 იანვარი 2021, 21:59

სამართალი

პანკისის სოფელ დუისში პოლიციამ მკვლელობაში ბრალდებული დააკავა

45 წლის ხიზირ გაურგაშვილი ამ წუთებში კახეთის პოლიციის დეპარტამენტის წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაჰყავთ. დაკავებულის ახლობლების ინფორმაციით, ის სამართალდამცველებს საკუთარი ნებით ჩაბარდა.

გოჩა ლორთქიფანიძე

21 იანვარი 2021, 21:57

პოლიტიკა

გოჩა ლორთქიფანიძე: უტყუარ მტკიცებულებად იქცა უკვე სტრასბურგის ეს გადაწყვეტილება, რაც მნიშვნელოვანია ჰააგის სასამართლოს კონტექსტშიც

უტყუარ მტკიცებულებად იქცა უკვე სტრასბურგის ეს გადაწყვეტილება, რაც მნიშვნელოვანია ჰააგის სასამართლოს კონტექსტშიც, რადგან ჩვენ სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოშიც ერთი და იგივე მტკიცებულების ბაზას ვეყრდნობოდით და მათ შორის არის 700-მდე სხვადასხვა ტიპისა და ხარისხის მტკიცებულება, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, გოჩა ლორთქიფანიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

21 იანვარი 2021, 21:53

მსოფლიო

მერილენდის შტატის მცხოვრებმა Powerball-ის ლატარეაში 731 მილიონი დოლარი მოიგო

აშშ-ში, მერილენდის შტატის მცხოვრებმა Powerball-ის ლატარეაში 731 მილიონი დოლარი მოიგო.

21 იანვარი 2021, 21:34

COVID19

ბელგიაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა 141 758 ადამიანმა უკვე მიიღო

ბელგიაში იმუნიზაცია „ფაიზერი/ბიონტეკის“ ვაქცინით მიმდინარეობს , რომელიც ბელგიის ქალაქ პურსში მზადდება. კრიზისის ცენტრი აცხადებს, რომ ავტორიზებული მეორე ვაქცინის „მოდერნას“ მიწოდება საკმაოდ შეზღუდულია და იმედი აქვთ მალე გამოსწორდება.

21 იანვარი 2021, 21:28

პოლიტიკა

დავით ზალკალიანმა ჟენევის მოლაპარაკებების ახალდანიშნულ თანათავმჯდომარესთან ონლაინ შეხვედრა გამართა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა სამხრეთ კავკასიაში ეუთოს თავმჯდომარის სპეციალურ წარმომადგენელთან, ჟენევის მოლაპარაკებების ახალდანიშნულ თანათავმჯდომარესთან, ანიკა სოდერთან ონლაინ შეხვედრა გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მინისტრმა თანათავმჯდოამრეს ახალ პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და ხაზი გაუსვა ეუთოს სპეციალური წარმომადგენლის როლს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში.

21 იანვარი 2021, 21:27

პოლიტიკა

უკრაინელი და პოლონელი მოსამართლეები, აგრეთვე ლადო ჭანტურია არ ეთანხმებიან გადაწყვეტილებას, რომ 2008 წლის ომის აქტიური საბრძოლო მოქმედებების დროს მოვლენები რუსეთის იურისდიქციას არ ექვემდებარება

სტრასბურგის სასამართლოს განმარტებით, სარჩელის აღნიშნული ნაწილის დაუშვებლად ცნობის გადაწყვეტილება მსხვერპლთა და სადავო ინციდენტების დიდი რაოდენობის, წარდგენილი მტკიცებულებების მოცულობისა და შესაბამისი გარემოებების დადგენის სირთულის გათვალისწინებით მიიღო.

21 იანვარი 2021, 21:16

COVID19

ბოლო 24 საათში თურქეთში კორონავირუსის 6 289 ახალი შემთხვევა დადასტურდა

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 6 289 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 153 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

ირაკლი ღარიბაშვილი

21 იანვარი 2021, 21:10

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე: ეს დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი სამხედროებისთვის, რომლებმაც თავი გაწირეს ამ ომში, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიული გამარჯვების დღეა. მისი თქმით, ეს დღე მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქისთვის და განსაკუთრებით ჩვენი სამხედროებისთვის, რომლებმაც თავი გაწირეს ამ ომში და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის.

21 იანვარი 2021, 21:09

COVID19

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსის 14 078 ახალი შემთხვევა დადასტურდა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 14 078 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 521 ადამიანი გარდაიცვალა.

21 იანვარი 2021, 21:04

COVID19

ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსს 1 290 ადამიანი ემსხვერპლა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 37 892 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1 290 ადამიანი გარდაიცვალა.

გოჩა ლორთქიფანიძე

21 იანვარი 2021, 20:58

პოლიტიკა

გოჩა ლორთქიფანიძე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: განსაკუთრებით გამოვყოფდი პროკურატურის წვლილს მტკიცებულებების შეგროვების ნაწილში

არ მინდა რომელიმე უწყება გამომრჩეს, განსაკუთრებით გამოვყოფდი მტკიცებულებების შეგროვების ნაწილში პროკურატურის წვლილს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, ასევე თავდაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, გოჩა ლორთქიფანიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა. მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ქართული სახელმწიფოს გამარჯვებაა.

სალომე ზურაბიშვილი და დავიდ სასოლი

21 იანვარი 2021, 20:51

პოლიტიკა

ევროპარლამენტის პრეზიდენტი: ევროკავშირმა უნდა გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში

21 იანვარი 2021, 20:51

სპორტი

გორის „დილას“ ანდრეი დემჩენკო გაწვრთნის

დემჩენკომ პროფესიული კარიერა მოსკოვის „ცეესკაში“ დაიწყო, შემდეგ კი „აიაქსში“ თამაშობდა და მასთან ერთად ევროპის სუპერთასი მოიგო. მისი მწვრთნელის კარიერა 2010 წელს დაიწყო და მეტალურგს,მეტალისტსა და ლვოვს უკავშირდებოდა.

გურამ ნიკოლაშვილი

21 იანვარი 2021, 20:46

პოლიტიკა

გურამ ნიკოლაშვილი: პროტოკოლში ნათლად წერია, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საზღვარი 1938 წლის მდგომარეობით უნდა გაევლოს. შემდგომი წლების სამუშაო პროცესში სწორედ ეს პრინციპი უგულვებელყვეს პროცესში ჩართულმა პირებმა

საჯარო პოლიტიკის სპეციალისტმა საქართველოს ტერიტორიულ ინტერესებთან დაკავშირებულ კიდევ ერთი მნიშვნელოვან სიახლეზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც დღეს გახდა ცნობილი სტრასბურგის სასამართლოდან, სადაც საქართველომ გაიმარჯვა რუსეთთან დავაში და ჩვენი ქვეყნის პოზიციები სასამართლომ გაიზიარა.

ნატალი საბანაძე

21 იანვარი 2021, 20:46

COVID19

ნატალი საბანაძე: მაქვს მოლოდინი, რომ ვაქცინის მოწოდების თემა საკმაოდ მალე გადაწყდება

„ეს ნიშნავს, რომ იწყება ტექნიკური დიალოგიც და იმედია, როგორც კი შესაძლებლობა იქნება ამის რეალიზება მოხდება.მე არაერთხელ აღვნიშნე, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულა და ეს ყველა შეხვედრაზე მკაფიოდ ხაზგასმული იყო“, - განაცხადა ნატალი საბანაძემ.

21 იანვარი 2021, 20:45

მსოფლიო

ევროპარლამენტი ევროკავშირს მოუწოდებს, მნიშვნელოვნად გააძლიეროს რუსეთის წინააღმდეგ სანქციები

ალექსეი ნავალნის დაპატიმრების ფონზე ევროპარლამენტი ევროკავშირს მოუწოდებს, მნიშვნელოვნად გააძლიეროს რუსეთის წინააღმდეგ სანქციები.

ბენ ემერსონი

21 იანვარი 2021, 20:36

პოლიტიკა

საქართველოს ადვოკატი: ძნელია ვიფიქროთ, რომ სტრასბურგის სასამართლო დასკვნისა და გადაწყვეტილების გამოტანის პრეცენდენტი დამთხვევაა

„ასევე უნდა ითქვას რომ ეს გადაწყვეტილება ემთხვევა ევროპული სასამართლოს კიდევ ერთი გადაწყვეტილების მიღებას, ყირიმის რუსეთის ოკუპაციის შესახებ, და ეს საქმეები აჩვენებს, რომ ამდენი ხნის შემდეგ, ამ საქმეებზე გადაწყვეტილებების საბოლოოდ მიღებით, ევროპული სასამართლო ამკაცრებს თავის დამოკიდებულებას რუსეთის მიმართ“, -აცხადებს ბენ ემერსონი.

თეა წულუკიანი

21 იანვარი 2021, 20:23

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: მთავარმა პროკურატურამ, რომელიც თავის დროზე აგვისტოს ომის საქმეს იძიებდა, საქართველოს სასარგებლო არაერთი მტკიცებულება შექმნა

მისი თქმით, იუსტიციის სამინისტროსთან ერთად, ასევე მტკიცებულებები შეაგროვა თავდაცვის სამინისტრომ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ. დანარჩენი მტკიცებულებების მოპოვებაში დიდი იყო მედიის როლი, იმ ადამიანების, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად 2008 წლის ომის მოვლენებს აშუქებდნენ და ეს ვიდეომასალა მტკიცებულებებად იყო გამოყენებული.

მამუკა ბახტაძე

21 იანვარი 2021, 20:03

პოლიტიკა

მამუკა ბახტაძე: ოკუპაცია არის ჩვენი ყველაზე დიდი ტკივილი და ამ გამარჯვებამ მთელი ერი უნდა გაგვაერთიანოს

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება და აღნიშნავს, რომ დღეს ისტორიული დღეა.