30 ნოემბერი 2020, 18:35 / სანდო წყარო

თენგიზ ცერცვაძე: ცალკეული ექიმები, რომლებსაც თვალით არ უნახავთ არც ერთი სერიოზული COVID ავადმყოფი, გაუთავებლად აქვეყნებენ კრიტიკულ პოსტებს

მთელი COVID პანდემიის მანძილზე, მაგრამ განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ცალკეული ექიმები, რომლებიც ერთხელაც არ ყოფილან COVID კლინიკაში და თვალით არ უნახავთ არც ერთი სერიოზული COVID ავადმყოფი, გაუთავებლად აქვეყნებენ კრიტიკულ პოსტებს, სადაც ლამის ყველაფერს უწუნებენ ქვეყნის ხელმძღვანელობას, ჯანდაცვის სისტემას და COVID-19-თან ბრძოლაში აქტიურად ჩაბმულ ექიმებს, - აღნიშნავს ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ცენტრის Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში.

მისი განცხადებით, ეს იგივეა, ომის დროს საკუთარ სახლში ბუხართან მოკალათებულმა პიროვნებამ ფრონტის წინა ხაზზე მებრძოლ ჯარისკაცებს თოფის დაჭერა და საბრძოლო ტაქტიკა ასწავლოს.

„ქვეყანაში ამჟამად 100-მდე COVID კლინიკაა და სურვილის შემთხვევაში ყველას შეუძლია თავისი თავის და ცოდნის რეალიზაცია ნებისმიერ მათგანში მოახდინოს. ცნობილმა ექიმმა, გიორგი კანდელაკმა ამ დღეებში ფეისბუქზე გამოაქვეყნა პოსტი სახელწოდებით „ქართული რეალობიდან“, სადაც ბოროტი წითელარმიელი ბრიყვული გამომეტყველებით დაჟინებით სვამს კითხვას „შენ გაისინჯე დღეს შენი დედიმერი?“. პოსტს თან ახლავს ბ-ნი გიორგის რამოდენიმე ანგაჟირებული თანამოაზრის ირონიულ/ცინიკური კომენტარი და ღლიცინი D-დიმერის გამოკვლევის საჭიროების თემაზე. მინდა გარკვევით ვუთხრა ბ-ნ გიორგის, მის თანამოაზრეებს (კიდევ კარგი ძალიან ცოტანი არიან) და მთელ მოსახლეობას, რომ D-დიმერი, ზოგიერთ სხვა მარკერთან (კოაგულოგრამა, თრომბოციტების რაოდენობა და სხვ.) ერთად წარმოადგენს COVID პაციენტებში თრომბოზის და თრომბოემბოლიური გართულების რისკის შეფასების, დიაგნოსტიკის, პრევენციისა და კლინიკური მართვის უმნიშვნელოვანეს მაჩვენებელს. მსოფლიოს ყველა წამყვან ქვეყანაში (საქართველოს ჩათვლით) და ყველა კლინიკაში სისხლში D-დიმერის განსაზღვრა უტარდება უკლებლივ ყველა ჰოსპიტალიზებულ COVID პაციენტს, აგრეთვე ჰოსპიტალს გარეთ დარჩენილ იმ პაციენტებს, ვისაც აღენიშნება თრომბოზის და თრომბოემბოლიზმის მომატებული რისკი. ასეთმა მიდგომამ და ადექვატურმა ანტიკოაგულაციურმა თერაპიამ ათეულ და ასეული ათასობით COVID ავადმყოფის სიცოცხლე გადაარჩინა. საქართველომ ჯერ კიდევ პანდემიის ადრეულ პერიოდში გაამახვილა ყურადღება COVID პაციენტებში თრომბოემბოლიზმის გაზრდილ რისკზე და მისი პრევენციისა და მართვის მნიშვნელობაზე, რამაც მინიმუმამდე დაიყვანა ჩვენს ქვეყანაში COVID პაციენტებში თრომბოემბოლიური გართულებებით სიკვდილობის შემთხვევები, ხოლო ჰოსპიტალს გარეთ, დღესაც კი, COVID პაციენტების გარდაცვალების მხოლოდ ერთეული შემთხვევები გვაქვს, მაშინ როდესაც ევროპის და ამერიკის წამყვან ქვეყნებში ასეთები გაცილებით მეტია.

ბ-ნი გიორგის პასკვილი სცდება არაკომპეტენტურობის და არაკორექტულობის ფარგლებს და დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, რამეთუ იწვევს მოსახლეობაში ნიჰილიზმს, უნდობლობას ექიმების და ოფიციალური სტრუქტურების მიმართ და ბევრ მათგანს (ვინც უარს იტყვის აღნიშნულ გამოკვლევაზე) პოტენციურად სასიკვდილოდ წირავს. ბ-ნმა გიორგიმ ან მართლა არ იცის COVID პაციენტებში ამ გამოკვლევის მნიშვნელობა, ან შესანიშნავად იცის, მაგრამ მოქმედებს პრინციპით „რაც უარესი, მით უკეთესი“.

სამწუხაროდ, ბ-ნი გიორგისგან ასეთი რამ ადრეც არაერთგზის გვახსოვს. სხვადასხვა დროს იგი დაუფარავი კმაყოფილებით და ნიშნის მოგებით აღნიშნავდა, რომ ამა თუ იმ მედიკამენტმა, მაგ. რემდესივირმა, რომელსაც მთელი მსოფლიო იმედის თვალით შეჰყურებდა და ჯერაც შეჰყურებს, ვერ გაამართლა (რა არის ამაში სასიხარულო? ვაქცინამაც რომ არ გაამართლოს, უნდა გაგვიხარდეს?). აკრიტიკებს კონვალესცენტების პლაზმის გამოყენებას COVID ავადმყოფების სამკურნალოდ. „ნონსენსად“ და „დაუჯერებელ ამბად“ მოიხსენიებს ე.წ. COVID სასტუმროების (როგორც შუალედური რგოლის) გამოყენებას შედარებით მსუბუქი COVID პაციენტების იზოლაციის, მეთვალყურეობისა და მართვისთვის. არადა, ეს საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი „ნოუ ჰაუ“ და წარმატებული პროექტია. ლაპარაკობს ექიმებისა და ცალკეული სტრუქტურების მხრივ ღია კორუფციაზე?! შეცდომად უთვლის ქვეყანას, რომ შვიდი თვის მანძილზე ვინარჩუნებდით COVID ავადობის და სიკვდილობის ძალიან დაბალ მაჩვენებლებს. ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ამბობს, რომ ჰიდროქსიქლოროქინით მკურნალობით ასეულობით COVID პაციენტს ვავნეთ?! ხოლო რემდესივირზე (რომელიც ჯერ ქვეყანაში შემოტანილიც კი არ არის) „ცხვირი წავიტეხეთ“. ცინიკურად აპროტესტებს ქვეყნის ხელისუფლების მიერ პირბადეების ღია სივრცეში გამოყენების რეკომენდაციას, რომელსაც მთელი მსოფლიო COVID პანდემიასთან ბრძოლის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტიან საშუალებად მიიჩნევს. სიტყვა-სიტყვით მოგვყავს მისი ციტატა „თქვენო მაღალყოვლადუგამარჯვებულესობავ, საერთოდ სუნთქვაც ხომ არ შევწყვიტოთ და კორონავირუსიც შეწყვეტდა გავრცელებას? ჰა??“ ანუ, ისევ იგივე პრინციპი - „რაც უარესი, მით უკეთესი“. შეიძლება ასეთ ადამიანს რაიმე დაუჯერო? საიდან ამ ახალგაზრდა კაცს ამდენი ღვარძლი, ბოღმა და სიძულვილი?

თავის მორიგ პოსტში ბ-ნი გიორგი აკრიტიკებს ა.წ. 15 ივლისს გამოქვეყნებულ COVID-19-ის კლინიკური მართვის გაიდლაინს. მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ აღნიშნული გაიდლაინი სწორი ინტერპრეტაციის შემთხვევაში იძლევა COVID-19-ით პაციენტების უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით კლინიკური მართვის შესაძლებლობას, ხოლო თუ ბ-ნმა გიორგიმ რაიმე ვერ გაიგო, ან არ უნდა გაიგოს, ეს მისი პრობლემაა. ამასთან, ჩვენ მუდმივ კომუნიკაციაში ვართ COVID კლინიკებთან და ვაწვდით მათ უახლეს რეკომენდაციებს. სხვათაშორის, COVID-19-ის მართვაში ინოვაციური მიდგომებით გადარჩენილი გვყავს არაერთი უმძიმესი, პრაქტიკულად სასიკვდილოდ განწირული პაციენტი. მინდა ბ-ნ გიორგის ვუთხრა, რომ ყველაფერი ის, რასაც ის კითხულობს და წერს, ჩვენც ვიცით და ისიც ვიცით, რაც მან არ იცის. საქართველოში COVID-19-ით ავადმყოფების მკურნალობის კლინიკური მართვის მაღალი ხარისხის დადასტურებაა ის ფაქტი, რომ დღევანდელ პირობებშიც კი ქვეყანას აქვს ევროპის და ამერიკის ქვეყნებს შორის სიკვდილობის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი პროცენტული მაჩვენებელი (0,92%). უამრავი ტელეხიდი, ტელეკონსულტაცია და კონსილიუმი ეწყობა, წამყვანი უცხოელი სპეციალისტების მონაწილეობით და ჯერ არ მახსოვს, რომ ცალკეული პაციენტის მკურნალობაზე ან ზოგადად ქვეყანაში კლინიკური მართვის პრინციპებზე უმაღლესი შეფასება არ გაკეთებულიყოს.

რაც შეეხება პაციენტის კლინიკიდან გაწერის კრიტერიუმებს, რომელსაც ბ-ნი გიორგი ასევე აკრიტიკებს, მან უნდა იცოდეს, რომ ეს უკანასკნელი სადღეისოდ რეგულირდება არა წინამდებარე გაიდლაინით, არამედ ჯანდაცვის მინისტრის ა.წ. 29 ოქტომბრის ბრძანებით, სადაც მკაფიოდ წერია, რომ COVID პაციენტის კლინიკიდან გაწერა და საიზოლაციო სივრცეში გადაყვანა შესაძლებელია ნებისმიერ ვადაზე კლინიკის ორი ექიმის გადაწყვეტილებით. სხვათაშორის, ის ფაქტი, რომ უცხოეთის ქვეყნებში ჰოსპიტალიზაციის პროცენტი უპირატესად 5-10%, მაქსიმუმ 15%-ია, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჰოსპიტალიზაცია უფრო მეტ პაციენტს არ სჭირდება. უბრალოდ, თითოეული ქვეყანა ამას არეგულირებს კონკრეტული მომენტისთვის ქვეყანაში არსებული COVID სიტუაციის და არსებული რესურსის (საწოლფონდის) გათვალისწინებით. იგივე პრინციპებით ცდილობს იხელმძღვანელოს საქართველოც. თუმცა ეს იოლი არ არის, რადგან ჰოსპიტალიზაციის პროცენტის შემცირება დაკავშირებულია ავადმყოფების უკმაყოფილებასთან და ჰოსპიტალს გარეთ დარჩენილი პაციენტის სიკვდილობის გაზრდილ რისკთან. ასე მაგალითად, ინგლისის მონაცემებით, გარდაცვლილთა მთლიანი რაოდენობის 10% (ყოველი მეათე) მოდის ჰოსპიტალს გარეთ დარჩენილ COVID პაციენტებზე, მაშინ, როცა ჩვენთან ასეთი შემთხვევები ერთეულია. ჩვენ ვცდილობთ მოვძებნოთ რაღაც ოქროს შუალედი, რათა ჰოსპიტალიზაციის გარეშე არ დარჩეს პაციენტი, ვისაც ეს სჭირდება და თან კლინიკური სექტორი ზედმეტად არ გადაიტვირთოს. აი, ასეთია სინამდვილეში „ქართული რეალობა“ - აღნიშნულია თენგიზ ცერცვაძის პოსტში.

ყველა სიახლე

03 ივლისი 2022, 18:01

სპორტი

„ბორჯღალოსნებისა“ და არგენტინა XV-ის შეხვედრა დაიწყო🏉

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები არგენტინა XV-ს ეთამაშება. ეს ამ გუნდების მეოთხე შეხვედრაა.შეხვედრა ქუთაისში, „აია არენაზე“ მიმდინარეობს.

ნინო დოლიძე

03 ივლისი 2022, 17:33

პოლიტიკა

სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენელთა განცხადებით, ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის წარდგენილი 12-პუნქტიანი მოთხოვნების გეგმის შესრულება შესაძლებელია

სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენელთა განცხადებით, ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის წარდგენილი 12-პუნქტიანი მოთხოვნების გეგმის შესრულება შესაძლებელია. მათ მიერ წარდგენილ პუნქტებს შორისაა პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხის მოგვარება, საუბარია საკონსტიტუციო და საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებებზე.

03 ივლისი 2022, 17:27

რეგიონი

ონის მუნიციპალიტეტში მოსულმა ძლიერმა ნალექმა მდინარე ღარულას ადიდება გამოიწვია

ონის მუნიციპალიტეტში მოსულმა ძლიერმა ნალექმა მდინარე ღარულას ადიდება გამოიწვია, რამაც პრობლემა შეუქმნა სოფელ ღარში მცხოვრები მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთებს.

ბესიკ ტაბიძე

03 ივლისი 2022, 17:21

პოლიტიკა

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ანონიმური პირები ურეკავენ საჯარო მოხელეებს და ეკითხებიან, ხომ არ არიან გაფრთხილებული სუსიდან იმის შესახებ, რომ აქციაზე არავინ გაუშვან

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ანონიმური პირები, მოგონილი ვინაობებით, ურეკავენ საჯარო მოხელეებს და ეკითხებიან, ხომ არ არიან გაფრთხილებული სუსიდან იმის შესახებ, რომ თბილისში აქციაზე არავინ უნდა გაუშვან. როგორც „ქრონიკას“ სატელეფონო ჩართვისას ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარემ განუცხადა, დღის განმავლობაში მასთან რამდენჯერმე დარეკეს მისთვის უცნობმა პირებმა ბრალდებით, თითქოს ის თანამშრომლებს აქციაზე გასვლას უკრძალავს.

ირაკლი ზარქუა

03 ივლისი 2022, 17:16

პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა რადიკალურ ოპოზიციაზე: ცდილობენ, რომ ქვეყანა ჩიხში შეიყვანონ

საქართველოსთან მიმართებით თქვეს, რომ დიახ, არის გარკვეული რეკომენდაციები, რომ ჩვენ ახლა მოგვცემენ პერსპექტივას, ეს მნიშვნელოვანია. კონკრეტული 12-პუნქტიანი გეგმა უნდა შევასრულოთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

დათო ევგენიძე

03 ივლისი 2022, 16:52

კულტურა

დათო ევგენიძე: საოცარი მუსიკოსები იყვნენ, რომლებმაც საოცარი ქართული კულტურა, ხალხური სიმღერები და ჩვენი პატრიარქის საგალობლები წარმოადგინეს

ჩვენს ვოკალურ მუსიკას მთელ მსოფლიოში საერთოდ ბადალი არ აქვს! საქართველოს გამარჯვება რომ არ უხარიათ ადამიანებს, ეგ ჩემთვის ძალიან უცნაურია!, - ამის შესახებ მუსიკოსი დათო ევგენიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც იგი წმინდა სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდის მიერ ვატიკანში გამართულ კონცერტს ეხმიანება.

პიტერ ბრუკი

03 ივლისი 2022, 16:40

პოლიტიკა

რეჟისორი პიტერ ბრუკი გარდაიცვალა

ბრუკი დღეს, პარიზში გარდაიცვალა, სადაც 1974 წლიდან ცხოვრობდა. ის 97 წლის იყო. ბრუკის ფილმები „ბუზების მბრძანებელი“ და „7 დღე. 7 ღამე“ კანის ფესტივალის ოქროს პალმის რტოზე იყო ნომინირებული. მან ასევე გადაიღო სურათები „მაჰაბჰარატა“, „შეხვედრები არაჩვეულებრივ ადამიანებთან“ და მრავალი სხვა.

ნიკ ბერესფორდი

03 ივლისი 2022, 16:38

პოლიტიკა

ნიკ ბერესფორდი: ვუერთდები შსს-სა და მისი პოლიციის მიმართ გამოთქმულ მადლობებს „თბილისი პრაიდზე“ მყოფი ყველა პირის დასაცავად, კანონის უზენაესობის უზრუნველყოფისთვის

გაერო-ს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი, ნიკ ბერესფორდი „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში, გუშინ ჩატარებულ ღონისძიებას ეხმიანება და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მადლობას უხდის.

ჰუბერტ ქნირში

03 ივლისი 2022, 16:25

რეგიონი

ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის გზის მე-11 კილომეტრზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტით მოძრაობა აკრძალულია

ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის გზის მე-11 კილომეტრზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტით მოძრაობა აკრძალულია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის მე-11 კილომეტრზე სტიქიის შედეგად, უხვი ნალექის ნაკადმა გამოიწვია საავტომობილო გზის სავალი ნაწილის დაზიანება, რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

ჰუბერტ ქნირში

03 ივლისი 2022, 15:55

პოლიტიკა

ჰუბერტ ქნირში: დეპოლარიზაცია აუცილებელია და ეს უნდა უზრუნველყოს ყველა მხარემ

მოხარული ვარ, რომ ევროკავშირის მიერ წარმოდგენილ 12-პუნქტიან რეკომენდაციებზე მუშაობა საქართველოში უკვე დაიწყო, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა განაცხადა.

მეუფე შიო

03 ივლისი 2022, 15:49

პოლიტიკა

ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, მეუფე შიომ აბიტურიენტები დალოცა

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ აბიტურიენტები დალოცა.

03 ივლისი 2022, 15:47

მსოფლიო

კიევი ანკარას სთხოვს, გადაადგილების უფლება არ მისცეს რუსულ გემს, რომელიც ოკუპირებული უკრაინიდან წაღებული მარცვლეულითაა დატვირთული

უკრაინა სთხოვს თურქეთს, შეაჩეროს რუსული დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემი, რომელმაც ოკუპირებული ბერდიანსკის პორტიდან მარცვლეული გაიტანა.

ნიკოლოზ სამხარაძე

03 ივლისი 2022, 15:37

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: მე მჯერა, რომ საქართველოს და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება იქნება საუკეთესო საშუალება რუსეთის ექსპანსიონიზმის შესაკავებლად

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ მონაწილეობა მიიღო ეუთო-ს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტზე გამართულ დებატებში.

დიეგო კოლასი

03 ივლისი 2022, 15:19

პოლიტიკა

საფრანგეთის ელჩი: მინდა, შევაქო საქართველოს შს სამინისტრო გაწეული სამუშაოსთვის, ქვეყნის კონსტიტუციისა და ფუნდამენტური თავისუფლებების მედგრად დაცვისთვის

საფრანგეთის ელჩი საქართველოში - დიეგო კოლასი, „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში, გუშინ ჩატარებულ ღონისძიებას ეხმიანება და „ტვიტერის“ პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს.

03 ივლისი 2022, 15:17

მსოფლიო

უზბეკეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

უზბეკეთის ხელისუფლებამ ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მიზეზი კარაკალპაკსტანის ავტონომიურ რეგიონში, კერძოდ კი, მის დედაქალაქ ნუქუსში გამართული საპროტესტო აქცია გახდა, რომელიც ხელისუფლების მიტაცების მცდელობად შეფასდა.

ივანე ჩხაიძე

03 ივლისი 2022, 15:05

COVID19

ივანე ჩხაიძე: ბოლო ორი კვირის განმავლობაში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა გაორმაგდა

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, ბოლო ორი კვირის კანმავლობაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა გაორმაგდა, თუმცა მისი თქმით, დაავადება უმეტეს შემთხვევაში მსუბუქად მიმდინარეობს.

ამირან გამყრელიძე

03 ივლისი 2022, 14:58

COVID19

ამირან გამყრელიძე: მთავარ რეკომენდაციად შემოდგომისთვის ისევ და ისევ იმუნური ფენის გაზრდა რჩება, ამიტომ აუცილებელია ავიცრათ

მთავარ რეკომენდაციად შემოდგომისთვის ისევ და ისევ იმუნური ფენის გაზრდა რჩება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომელიც ბათუმში მედიის წარმომადგენლებს შეხვდა და ეპიდვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

03 ივლისი 2022, 14:35

პოლიტიკა

რუსთაველის გამზირზე აქცია - „შინ ევროპისკენ“ გაიმართება

„შინ ევროპისკენ“ ასე ჰქვია აქციას, რომელიც დღეს რუსთაველის გამზირზე არის დაგეგმილი და რომლის ორგანიზატორიც ოფიციალურად მოძრაობა „სირცხვილიაა“, თუმცა მათ უკან როგორც მმართველი პარტიის წარმომადგენლები ამბობენ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტი პარტიებია.

ირაკლი ქადაგიშვილი

03 ივლისი 2022, 14:31

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: მმართველ პარტიას უკვე აქვს ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების ვადაში გაწერილი, კონკრეტული გეგმა და ყველა პოლიტიკურ ჯგუფს, ფრაქციასა და სამოქალაქო საზოგადოებას სთავაზობს, მისი რეალიზება აქტიური ჩართულობით მოხდეს

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი, ოპოზიციონერ დეპუტატებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ევროკავშირის რეკომენდაციებთან დაკავშირებულ მსჯელობაში ჩართვას სთავაზობს.

ბაჩო დოლიძე

03 ივლისი 2022, 14:21

პოლიტიკა

ბაჩო დოლიძე: დღეს არის მნიშვნელოვანი, რომ შესრულდეს 12-პუნქტიანი გეგმა და შესრულდეს იმ ადამიანების მიერ, რომლებიც საზოგადოების ნდობით სარგებლობენ

დღეს არის მნიშვნელოვანი, რომ შესრულდეს 12 პუნქტი და შესრულდეს იმ ადამიანების მიერ, რომლებიც საზოგადოების ნდობით სარგებლობენ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ბაჩო დოლიძემ განაცხადა.