imedi /  01 დეკემბერი 2020, 13:47 / სანდო წყარო

ქუთაისის გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელს და რამდენიმე თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდათ

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ქუთაისის ცენტრის ხელმძღვანელი და რამდენიმე თანამშრომელი კორონავირუსით დაინფიცირდა.

ცენტრის უფროსს, მაია რუხაძეს ვირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა. მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები ეტაპობრივად დაინფიცირდნენ. უმეტესობამ ვირუსი უკვე დაამარცხა და მუშაობას აგრძელებს.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 13 9343 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 11 7560-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1 303 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

ყველა სიახლე

23 იანვარი 2021, 18:49

COVID19

დღე-ღამეში მსოფლიოში 9 317 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსს 2 092 062 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 96 658 420 ადამიანი დაინფიცირდა. მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 390 951 შემთხვევა გამოვლინდა, 9 317 ადამიანი კი COVID-19-ს ემსხვერპლა.

თეა წულუკიანი

23 იანვარი 2021, 18:41

პოლიტიკა

თეა წულუკიანი მიხეილ სააკაშვილზე: ეს ის კაცია, მეჯვრისხევის ქუჩაზე გორში რომ ხოხავდა

მიხეილ სააკაშვილი არის ჩვენი ყოფილი მთავარსარდალი, როგორიც დიდი იმედი მაქვს არასოდეს აღარ ეყოლება ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ჯარისკაცებს მომავალში. ეს ისევ ის კაცია, რომელმაც ადამიანები, რომლებიც ბრძოლის ველზე დაეცნენ, ტერიტორიული მთლიანობისთვის და აგრესორთან ბრძოლაში, მიატოვა დაჭრილები, გარდაცვლილები და თავად გამოიქცა. ის საზღვარზე იდგა რიგში, რომ ქვეყანა დაეტოვებინა და რომ არა ჩვენი ხანდაზმული პატრიარქი, ალბათ ჩვენ მიწასაც ვერ მივაბარებდით იმ ადამიანებს, ვინც გმირულად დაეცა,- ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა და ამჟამად პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა.

23 იანვარი 2021, 18:22

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსის 162 შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 162 ადამიანს გამოუვლინდა, 705 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 8 კი გარდაცვლილა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

23 იანვარი 2021, 17:59

ტაბლოიდი

ბერნი სანდერსმა თავისი ცნობილი ფოტო ტანსაცმელზე დაიტანა და ქველმოქმედებისთვის ყიდის

ბერნი სანდერსმა, ფოტო, რომელიც ჯო ბაიდენის ინაუგურაციაზე გადაუღეს და რომელმაც, ბოლო დღეებია, სოციალური ქსელის მომხმარებლები გაახალისა, ტანსაცმელზე დაიტანა და ქველმოქმედებისთვის ყიდის. სვიტერი, რომელზეც სანდერსია გამოსახული, სენატორმა ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა. სამოსის ღირებულება 45 დოლარია და მისი გაყიდვიდან მიღებული თანხის 100% ვერმონტში მცხოვრებ მოხუც და გაჭირვებულ ხალხს მოხმარდება.

ბულგარეთი

23 იანვარი 2021, 17:45

COVID19

4 თებერვლიდან ბულგარეთი კორონავირუსთან დაკავშირებულ შეზღუდვებს ნაწილობრივ შეამსუბუქებს

ბულგარეთი კორონავირუსთან დაკავშირებულ შეზღუდვებს 4 თებერვლიდან შეამსუბუქებს, თუმცა რესტორნები ინფექციის ახალი ვარიანტის გამო დახურული დარჩება. შეზღუდვები, რომლებმაც კოვიდინფექციის გავრცელება შეამცირდა, ნოემბრიდან არის ძალაში.

23 იანვარი 2021, 17:36

საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში, წალკასთან მიწისძვრა მოხდა. ბიძგები 17:27 საათზე დაფიქსირდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის პირველადი ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 3.0 მაგნიტუდა შეადგინა.

23 იანვარი 2021, 17:36

COVID19

Reuters: 6 იანვრის მოვლენების შემდეგ, კაპიტოლიუმში განთავსებული 200-მდე გვარდიელია ინფიცირებული

აშშ-ს გვარდიის 200-მდე წარმომადგენელს, რომლების 20 იანვარს, ქვეყნის ახალი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციას ესწრებოდნენ, კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც სააგენტოს ანონიმურმა წყარომ განუცხადა, ვირუსი 150-დან 200-მდე სამხედროს დაუდგინდა. ასევე, წყაროს ინფორმაციით, ეროვნული გვარდიის რიგებში ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდას ელიან.

23 იანვარი 2021, 17:28

რეგიონი

აჭარის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ დეპუტატს, ირაკლი ჩავლეიშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა აქტივისტმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა

ბათუმში ბულვარში მიმდინარე აქციაზე, აჭარის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ დეპუტატს, ირაკლი ჩავლეიშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი და მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ მას თავზე ნარჩენები დააყარა.

იულია ნავალნაია

23 იანვარი 2021, 17:26

მსოფლიო

მოსკოვში ალექსეი ნავალნის მეუღლე დააკავეს

პოლიციამ პოლიტიკოს ალექსეი ნავალნის ცოლი დააკავა. იულია ნავალნაია მოსკოვში „დიდი დიმიტროვკას“ ქუჩაზე დააკავეს. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

ლარი კინგი

23 იანვარი 2021, 17:17

მსოფლიო

ლარი კინგი 87 წლისა გარდაიცვალა

ცნობილი ტელეწამყვანი ლარი კინგი 87 წლისა გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მის Twitter-ზე გავრცელდა. ის 23 იანვარს დილას გარდაიცვალა ლოს-ანჯელესის საავადმყოფოში. იანვრის დასაწყისში ის საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით მოათავსეს.

23 იანვარი 2021, 16:54

COVID19

ჰონგ-კონგში პანდემიის განმავლობაში პირველად ნაწილობრივი ლოკდაუნი ამოქმედდება

ჰონგ-კონგში პანდემიის განმავლობაში პირველად ნაწილობრივი ლოკდაუნი ამოქმედდება. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, კორონავირუსული პანდემიის გამო დაწესებული ნაწილობრივი ლოკდაუნი დაახლოებით 10,000-მდე მცხოვრებელს შეეხება.

გიგი უგულავა

23 იანვარი 2021, 16:54

პოლიტიკა

გიგი უგულავა: მზად ვართ მეხუთე რაუნდში ვისაუბროთ, როდის და რა პირობებში უნდა ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები

არსებითად ბოიკოტი გაგრძელდება. დიახ ერთ-ერთი მამოძრავებელი, საერთაშორისო წნეხი ხელისუფლებაზე ხორციელდება მაშინ, როდესაც ხედავენ, რომ საზოგადოება ითხოვს თავისუფლებას, სამართალსა და სამართლიან არჩევნებს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ „ტვ. პირველის“ ეთერში განაცხადა. .

მიხაელ ზიბერტი

23 იანვარი 2021, 16:42

პოლიტიკა

რუსეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობის, ცენტრალური აზიის, რეგიონული თანამშრომლობისა და ეუთო-ს საკითხებში საგარეო ქმედებათა ევროპულ სამსახურს მიხეილ ზიბერტი უხელმძღვანელებს

საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის რუსეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობის, ცენტრალური აზიისა და ეუთო-ს დირექტორატის ხელმძღვანელად მიხაელ ზიბერტი დაინიშნა. იქამდე, ზიბერტი აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის საკითხებში გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს სპეციალური წარმომადგენელი იყო.

23 იანვარი 2021, 16:41

რეგიონი

ლაგოდეხში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

ლაგოდეხში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ. ადგილზე 89 წლის კაცი დაიღუპა, ხოლო სამი ადამიანი კი დაშავდა.

23 იანვარი 2021, 16:34

სამართალი

სოფელ დუისში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, ხიზირ გაურგაშვილს ბრალი ოფიციალურად წარედგინა

ხიზირ გაურგაშვილს ბრალი ოფიციალურად წარედგინა. დაკავებულის წინააღმდეგ გამოძიება 108-ე განზრახ მკველობის მუხლით მიმდინარეობს. გაურგაშვილის უფლებადამცველი ლალი ჩოდრიშვილი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა დანაშაული აღიარა და სრულად იზიარებს პასუხისმგებლობას. საქმის მასალები კი ადვოკატს დღეს გადაეცა.

შსს

23 იანვარი 2021, 16:22

სამართალი

შსს განმარტავს მიზეზს, რის გამოც გიგი უგულავამ სახელმწიფო საზღვარი ვერ გადალახა

შინაგან საქმეთა სამინისტრო განმარტავს მიზეზს, რის გამოც „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ სახელმწიფო საზღვარი ვერ გადალახა.

23 იანვარი 2021, 16:22

COVID19

ევროპარლამენტარების ერთობლივი განცხადება: მხარს ვუჭერთ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს - მათ საშუალება უნდა მივცეთ, რაც შეიძლება მალე დაიწყონ ვაქცინაცია

ევროპარლამენტის წევრები ერთობლივი განცხადებით მიმართავენ ევროკავშიერის უმაღლეს წარმომადგენელს ჟოზეპ ბორელს, ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენის, სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰელისა და ევროკომისარ სტელა კირიაკიდესს.

პოლიცია

23 იანვარი 2021, 16:11

სამართალი

მარნეულის მუნიციპალიტეტში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე დაკავებული და მხილებულია 6 ადამიანი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნეს.

არჩილ თალაკვაძე

23 იანვარი 2021, 15:59

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: გაზაფხულისთვის მზად ვართ იმ ოპოზიციური პარტიებისგან განსხვავებით, რომლებიც რადიკალების ტყვეობაში არიან

„ქართულ ოცნებას“ შემდეგი პოლიტიკური სვლებიც გათვლილი აქვს ოპოზიციური პარტიებისგან განსხვავებით, რომლებიც რადიკალების ტყვეობაში არიან“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „ლელოს“ ლიდერის განცხადების საპასუხოდ.

მამუკა ხაზარაძე

23 იანვარი 2021, 15:45

პოლიტიკა

მამუკა ხაზარაძე: თუ პარლამენტი საბოლოდ გააუქმებს მანდატებს და არანაირ კომპრომისზე არ წამოვა ოპოზიციასთან, გაზაფხული იქნება ძალიან ცხელი

„თუ პარლამენტი საბოლოდ გააუქმებს მანდატებს და არანაირ კომპრომისზე არ წამოვა ოპოზიციასთან, მაშინ გაზაფხული იქნება ძალიან ცხელი“, - ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განცხადება გაავრცელა. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ საკუთარ თავზე იღებს სერიოზულ, პოლიტიკურ პასუხისმგებლობას.