imedi /  01 დეკემბერი 2020, 20:57 / სანდო წყარო

ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 13 430 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 13 430 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 603 ადამიანი გარდაიცვალა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 1 643 086 შემთხვევა გამოვლინდა, 59 051 ადამიანი კი გარდაიცვალა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ მიიჩნია. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

სალომე ზურაბიშვილი

09 მარტი 2021, 11:15

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: მოვუწოდებ როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციას, შეწყდეს რიტორიკა, პროვოკაციები და დაიწყოს დიალოგი, რათა გახსნილი გონებით მივაღწიოთ კომპრომისს

საუბარი შეეხო ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის დაკავების საკითხსაც. წამყვანის კითხვაზე, გმობს თუ ემხრობა პრეზიდენტი ოპოზიციური პარტიის ლიდერის პატიმრობას, სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა , რომ ის მხარს უჭერს კომპრომისს, დეპოლარიზაციას და დეესკალაციას.

09 მარტი 2021, 10:57

COVID19

როგორია კოვიდინფიცირების დადებითობის დღიური მაჩვენებელი საქართველოში

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 1.63 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე.

09 მარტი 2021, 10:56

თემა

გამუდმებით მუცლის ტკივილი ნიშნავს თუ არა კრონის დაავადებას ან წყლულოვან კოლიტს

ნაწლავური დაავადებები, როგორიცაა კრონის დაავადება და წყლულოვანი კოლიტი, არც თუ ისე ხშირია, მაგრამ ადამიანების გარკვეულ კატეგორიას ის ნამდვილად აწუხებს. ამავდროულად, ექიმები ხშირად სწორი დიაგნოზის სწრაფად დასმასა და შესაბამისი მკურნალობის ოპერატიულად დანიშვნას ვერ ახერხებენ, გარშემომყოფებმა კი ამ პრობლემის შესახებ ბევრი არაფერი იციან.

09 მარტი 2021, 10:56

საზოგადოება

შსს-ს დროებითი მოთავსების იზოლატორში დასაქმებული სამედიცინო პერსონალის გადამზადება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორში დასაქმებული სამედიცინო პერსონალის გადამზადება დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციის შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორებში დასაქმებული სამედიცინო პერსონალისთვის დაიწყო გადამზადების კურსი მოსათავსებელ/მოთავსებულ პირთა სხეულზე არსებული დაზიანებების ფოტოგრაფირებისა და ფოტომასალის შენახვის წესის შესახებ.

09 მარტი 2021, 10:51

COVID19

როგორია კოვიდსტატისტიკა რეგიონებში. 9 მარტის მონაცემები

„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 139 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 72 შემთხვევა, აჭარა - 3, იმერეთი - 24, ქვემო ქართლი - 9, შიდა ქართლი - 10, გურია - 7, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 9, კახეთი - 3, მცხეთა-მთიანეთი - 0, სამცხე-ჯავახეთი - 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0“.

09 მარტი 2021, 10:48

COVID19

ბრაზილიის დედაქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა

ბრაზილიის დედაქალაქ ბრაზილიაში კომენდანტის საათი გამოცხადდა. ამის შესახებ ფედერალური ოლქის გუბერნატორმა, იბანეის როშამ განაცხადა.

09 მარტი 2021, 10:46

COVID19

რამდენ ადამიანს დაუდგინდა საქართველოში კორონავირუსი და რამდენი გამოჯანმრთელდა. 9 მარტის მონაცემები

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 139 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 129 პაციენტი. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 273 137 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 267 015, გარდაიცვალა 3 601 პაციენტი.

09 მარტი 2021, 10:45

COVID19

როგორია კორონავირუსით გარდაცვალების მონაცემები 9 მარტის მდგომარეობით

ვირუსს ჯამში 3601 პირი ემსხვერპლა. ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 273137-ს, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 267015-ს.

09 მარტი 2021, 10:43

COVID19

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი: ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების შემდეგ ადამიანები პირბადის გარეშე გადაადგილებას შეძლებენ

ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების შემდეგ ადამიანებს პირბადის გარეშე შეხვედრა შეეძლებათ, - ამის შესახებ ინფორმაცია აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.

09 მარტი 2021, 10:40

რეგიონი

დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარემ მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონალურ სამმართველოებში სამუშაო თათბირები გამართა

სამუშაო თათბირების შემდეგ, გიორგი ბაგრატიონი დაცვის პოლიციის მიერ დაცულ სტრატეგიულ ობიექტებზე მივიდა, თანამშრომლებს შეხვდა და ადგილზე მიმდინარე სამუშაო პროცესს გაეცნო.

09 მარტი 2021, 10:32

საზოგადოება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ განცხადებას ავრცელებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაური“, 9 მარტს ღრმაღელე-სამგორის წყალგამტარ გვირაბზე, წყალმომარაგების სტაბილურობის მიზნით, აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს. წყალგამტარი გვირაბი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტია, რომლის საშუალებითაც 40 000-ზე მეტ აბონენტს მაღალი ხარისხის სასმელი წყალი უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება, - ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაური“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, 9 მარტს, წყალგამტარ გვირაბზე დაგეგმილი სამუშაოების ფარგლებში, ორ მაგისტრალურ წყალსადენს ერთმანეთთან დააკავშირებენ.

უაიეტ ტელერი

09 მარტი 2021, 10:29

სპორტი

ამერიკული ფეხბურთის მოთამაშე უაიეტ ტელერი ნადირობისთვის გააკრიტიკეს

ამერიკული ფეხბურთის მოთამაშე უაიეტ ტელერი საზოგადოების კრიტიკის ობიექტი გახდა. სპორტსმენმა სოცილურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო, რომელშიც 200 კილოგრამიანი ნიანგი ჰყავს მოკიდებული. 26 წლის მოთამაშეს ნადირობა ძვირად დაუჯდა, რადგან მსოფლიოს თითქმის ყველა სპორტული გამოცემა ამ ფაქტს ნეგატიურად გამოეხმაურა.

09 მარტი 2021, 10:24

რეგიონი

ვაზიანი-შუამთის მონასტრის გადასახვევ მონაკვეთზე მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

„გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ვაზიანი-შუამთის მონასტრის გადასახვევ მონაკვეთზე მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. დაბალი ტემპერატურის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ1- კმ62 (ვაზიანი-შუამთის მონასტრის გადასახვევი) მონაკვეთზე, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

09 მარტი 2021, 10:19

რეგიონი

მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში ინციდენტის დროს დაშავებულთაგან ერთი ჟურნალისტი თბილისში გადაიყვანეს

ჭყონდიდის ეპარქიაში დაპირისპირებისას დაშავებული ერთ-ერთი ჟურნალისტი თბილისში ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს. ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს მორიგე ექიმის ლევან ქობალიას განცხადებით, მარტვილიდან სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ შემოყვანილ ერთ-ერთ დაშავებულს „პოსტ ტვ“-ის ჟურნალისტს სოსო ხოფერიას დაუდგინდა წელის მეოთხე მალის მოტეხილობა, რის გამოც მისი თბილისში გადაყვანა გახდა საჭირო.

09 მარტი 2021, 10:18

საზოგადოება

საქართველოს პარლამენტის წევრებმა ქალ პატიმრებს 8 მარტი მიულოცეს

N5 პენიტენციურ (ქალთა) დაწესებულებაში ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დაწესებულებას საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის მოადგილე, ნიკა ცხვარაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრები: ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე; განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, თეა წულუკიანი და ამავე კომიტეტების წევრი, ელისო ბოლქვაძე, ასევე მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის ხელმძღვანელი, ნინო ჭიპაშვილი ეწვივნენ.

კახა აბუაშვილი

09 მარტი 2021, 10:13

საზოგადოება

კაბუ „მთავარ არხს“ უპირისპირდება

მსახიობი და მუსიკოსი კახა აბუაშვილი (იგივე „კაბუ“) „მთავარ არხს“ უპირისპირდება და სიცრუეში ადანაშაულებს. ის სოციალურ ქსელში არხზე გასული სიუჟეტის აღწერის სქრინს აქვეყნებს და აცხადებს, რომ მას მსგავსი რამ არ უთქვამს.

09 მარტი 2021, 10:11

საზოგადოება

სასაზღვრო პოლიციის უფროსმა საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს უმასპინძლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ შარაძემ საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს, როსარია პუგლისს უმასპინძლა, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრას საქართველოში ნატოს სამხედრო მეკავშირე ოფიცერი, პოლკოვნიკი გინტარას ბაგდონასი დაესწრო.

ნათურა

09 მარტი 2021, 10:02

საზოგადოება

რომელ რაიონს შეეზღუდება დღეს ელექტრომომარაგება

სხვადასხვა სამუშაოს გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს დღეს, 9 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

09 მარტი 2021, 09:35

COVID19

საქართველოში კოვიდგატანილი ადამიანების კვლევა დღეიდან იწყება

კვლევა არის რანდომიზირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ შერჩევითი პრინციპით მოხდა პაციენტების ჩართვა. შერჩეული პაციენტები გადიოდნენ მკურნალობას, როგორც სამედიცინო დაწესებულებაში, ასევე სახლის პირობებში. მათი გამოკვლევა ინფექციური საავადმყოფოს ბაზაზე მოხდება.

09 მარტი 2021, 09:18

სამართალი

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება

დაღუპული ფეხბურთელის ოჯახის პოზიცია უცვლელია. მათ მოლოდინი აქვთ, რომ სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, „ტოიოტა ქამრის“ ხუთ მგზავრს 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.