imedi /  03 დეკემბერი 2020, 00:38 / სანდო წყარო

ნათია თურნავა: ტურიზმის სფერო ყველაზე მეტად არის დაზარალებული, მაგრამ ამავდროულად ყველაზე მეტი დახმარების ობიექტია

ნათია თურნავა

ნათია თურნავა

ზამთრის კურორტები ევროპაშიც მიჩნეულია ეპიდემიოლოგიურად ერთ-ერთ რისკის მატარებელ ფაქტორად და აქედან გამომდინარე, ევროპულმა სახელმწიფოებმაც მიიღეს ეს გადაწყვეტილება, რაც არ არის მარტივი და ზამთრის სეზონს, არ ჩაატარებენ, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა „ღია ეთერში“ განაცხადა.

ნათია თურნავას თქმით, ნებისმიერი საქმიანობის შეზღუდვა იწვევს ნეგატიურ ზემოქმედებას იმ მცირე ბიზნესსა და ოჯახებზე, ვინც ჩართული არიან ამ საქმიანობაში.

„ნებისმიერი საქმიანობის შეზღუდვა იწვევს ნეგატიურ ზემოქმედებას იმ მცირე ბიზნესსა და ოჯახებზე, ვინც ჩართული არიან ამ საქმიანობაში, განსაკუთრებით ტურიზმში, რომელიც საქართველოში ძალიან ბევრ სამუშაო ადგილს აგენერირებს და ძალიან ბევრის შემომტანი იყო ეკონომიკაში, მაგრამ ზამთრის კურორტები ევროპაშიც მიჩნეულია ეპიდემიოლოგიურად ერთ-ერთ რისკის მატარებელ ფაქტორად და აქედან გამომდინარე, ევროპულმა სახელმწიფოებმაც მიიღეს ეს გადაწყვეტილება, რაც არ არის მარტივი და ზამთრის სეზონს, არ ჩაატარებენ. ისიც მინდა ვთქვა, რომ პირველ რიგში პანდემია აზარალებს ეკონომიკას, სასტუმრობს, სარესტორნო ბიზნესს, სავაჭრო ბიზნესს. სულ რომ არ მიგვემართა შემზღუდავი ღონისძიებებისთვის, რაც, რა თქმა უნდა, არ იქნებოდა სწორი, იქნებოდა უპასუხისმგებლობა და ჩვენ ამას არ დავუშვებდით, მაგრამ რომ არ დაგვეწესებინა შეზღუდვა, სრულფასოვან ზამთრის სეზონს ვერც ერთი ჩვენი კურორტი ვერ ჩაატარებდა. როდესაც გავრცელება არის იმ დონეზე, რა დონეზეც არის,სულ მოკლე დროში ცენტრი გადაინაცვლებდა ჩვენ ზამთრის კურორტებში. რა თქმა უნდა, ვერ მოხდებოდა სრულფასოვანი სეზონის ჩატარება. ამიტომ მივიღეთ აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება, რომელიც ეყრდნობა ჩვენი ეპიდემიოლოგებისა და ექიმების რეკომენდაციებსა და მოთხოვნას. დროებით შევზღუდეთ კურორტების საქმიანობა, მაგრამ თითოეული ასეთი გადაწყვეტილება მაქსიმალურად არის დაბალანსებული სოციალური დახმარების პაკეტით. 100%-ით ვერც ერთი სოციალური პაკეტი ვერ გაანეიტრალებს იმ ნეგატიურ შედეგს, რაც პანდემიას მოაქვს, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ის მტკივნეული მომენტები დავაბალანსოთ. ტურიზმის სფერო ყველაზე მეტად არის დაზარალებული, მაგრამ ამავდროულად ყველაზე მეტი დახმარების ობიექტია“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ყველა სიახლე

დიმიტრი პესკოვი

27 იანვარი 2021, 18:00

მსოფლიო

დიმიტრი პესკოვი: რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების გადატვირთვისთვის საჭირო პირობები ჯერჯერობით არ არსებობს

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების გადატვირთვისთვის საჭირო პირობები ჯერჯერობით არ არსებობს.

შალვა პაპუაშვილი

27 იანვარი 2021, 17:59

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე: მათ აქვთ ერთადერთი დღის წესრიგი და ეს დღის წესრიგი არის არეულობა

როგორც არ უნდა გადაწყდეს კაზუსი, რომელიც გვაქვს ოპონენტებთან დაკავშირებით, ჩვენი საქმე უნდა გავაკეთოთ. ჩვენ გვაქვს საკმარისი უმრავლესობა პარლამენტში იმისთვის, რომ მივიღოთ კანონები და განხორციელდეს რეფორმები, - ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ შალვა პაპუაშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

შალვა პაპუაშვილი

27 იანვარი 2021, 17:56

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ჯერ კიდევ ვცდილობთ ოპონენტები დავარწმუნოთ, რომ არ თქვან უარი დემოკრატიაზე და ზურგი არ აქციონ საკუთარ ამომრჩეველს

დღეს საქმე გვაქვს მდგომარეობასთან, რომელიც არის ნაწილი ერთი დიდი, მასშტაბური კამპანიის, რომელიც ჩვენმა ოპონენტებმა წამოიწყეს . ეს კამპანია დაიწყო არჩევნების მეორე დღეს, 1-ლი ნოემბრის ღამეს. ჩვენმა ოპონენტებმა მას შემდეგ, რაც დაინახეს უმრავლესობას ვერ იღებდნენ გადაწყვიტეს, რომ მოეხდინათ არჩევნების კომპრომეტირება, პარლამენტის კომპრომეტირება. ეს სამ თვიანი ემსახურებოდა სწორედ ამას, - ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, შალვა პაპუაშვილმა „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა.

27 იანვარი 2021, 17:43

ტაბლოიდი

ნაქსოვი თოჯინა ბერნი სანდერსის გამოსახულებით აუქციონზე გაიტანეს

ინაუგურაციაზე გადაღებული ბერნი სანდერსის ფოტოები სოციალურ ქსელებში ვირუსული გახდა და არაერთი მიმად იქცა. ეს ფაქტი თვითონ პოლიტიკოსმაც გამოიყენა - მისმა ოფისმა ფოტოს გამოსახულებიანი მაისურები დაბეჭდა, გაყიდა და მიღებული თანხა საქველმოქმედო ორგანიზაციას გადასცა.

დავით ზალკალიანი

27 იანვარი 2021, 17:42

პოლიტიკა

კოლეგები დავით ზალკალიანს ვიცე პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავენ

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ვანგ ი, ასევე გამოთქვამს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობის გაძლიერების სურვილს და აღნიშნავს, რომ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური კავშირების დამკვიდრების შემდეგ, საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობა სტაბილურად და ნაყოფიერად ვითარდება.

27 იანვარი 2021, 17:40

COVID19

ბოლო 24 საათში აშშ-ში კორონავირუსს 3 990 ადამიანი ემსხვერპლა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 142 511 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 3 990 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

27 იანვარი 2021, 17:37

საზოგადოება

გიორგი წოწკოლაურმა „ცენტრალური ონლაინ კლინიკის“ ექიმებსა და სამედიცინო პერსონალს კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში გაწეული ეფექტური სამსახურისთვის მადლობის სიგელები გადასცა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური „ცენტრალურ ონლაინ კლინიკას“ ესტუმრა და ექიმებსა და სამედიცინო პერსონალს კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში გაწეული ეფექტური სამსახურისთვის მადლობის სიგელები გადასცა, - ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

27 იანვარი 2021, 17:31

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსის 226 შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 226 ადამიანს გამოუვლინდა, 5 ადამიანი კი გარდაცვლილა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 229,584 შეადგინა. ჯამში გარდაიცვალა 3,105 ადამიანი. ვირუსისგან 221,717 პაციენტი განიკურნა.

დავით სერგეენკო

27 იანვარი 2021, 17:22

COVID19

დავით სერგეენკო ვაქცინაზე: სახელმწიფოს, სამედიცინო დაწესებულებისა და იმპორტიორის პასუხისმგებლობა გაწერილია ისე, როგორც სხვა ნებისმიერი წამლის შემთხვევაში

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, დავით სერგეენკოს განმარტებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემთხვევაში სახელმწიფოს, სამედიცინო დაწესებულების და იმპორტიორის პასუხისმგებლობები გაწერილია იმგვარად, როგორც ნებისმიერი წამლის ან სამკურნალო მასალის ქვეყანაში რეგისტრირების დროს.

მარიამ ქვრივიშვილი

27 იანვარი 2021, 17:20

პოლიტიკა

მარიამ ქვრივიშვილი: ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე ვისაუბრეთ საქართველოს სრულ მზადყოფნაზე იმისთვის, რომ ვაქცინაციის პროცესი სწრაფად და ეფექტურად დავიწყოთ

„ჩვენ შევთანხმდით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესში მოხდეს ქვეყნების მჭიდრო თანამშრომლობა იმისათვის, რომ იმ ქვეყნებმა, რომელთაც უკვე შესყიდული აქვთ ვაქცინები, სწრაფად და ეფექტურად მიიღონ ისინი. აქვე ვისაუბრეთ საქართველოს სრულ მზადყოფნაზე იმისთვის, რომ დავიწყოთ სწრაფად და ეფექტურად ვაქცინაციის პროცესი, რაც ასევე გულისხმობს ინფრასტრუქტურული, ადამიანური რესურსების სრულ მობილიზებას მთელი ქვეყნის მასშტაბით“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

იაგო ხვიჩია

27 იანვარი 2021, 17:15

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: როდესაც ამერიკელების ჩატარებულ კვლევაში შენს სიმბოლურ ნომერს - ხუთიანს გიწერენ, ხომ ხვდები რომ რაღაცაშია საქმე

„ჩვენ გვინდა დაველაპარაკოთ. ავუხსნათ, რა შეიძლება დაემართოს მის პარტიას. როდესაც შენი მხარდამჭერების 65% გეუბნება, რომ პარლამენტში უნდა შეხვიდე; მაშინ როდესაც ამერიკელების ჩატარებულ კვლევაში შენს სიმბოლურ ნომერს - ხუთიანს რომ გიწერენ, ხომ ხვდები რო რაღაცაშია საქმე და ეს შემთხვევით არ ხდება“, - განაცხადა ხვიჩიამ

გივი მიქანაძე

27 იანვარი 2021, 17:12

პოლიტიკა

გივი მიქანაძე: ირაკლი კობახიძის მიერ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომის წაყვანა ხაზს უსვამს მის ავტორიტეტსა და პროფესიონალიზმს

ის, რომ სწორედ ირაკლი კობახიძეს შესთავაზეს სხდომის წაყვანა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე - კორონავირუსთან ბრძოლაზე, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის პირად ავტორიტეტს, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

27 იანვარი 2021, 17:03

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: პარლამენტის სახელით მადლობას ვუხდი ჩვენს ჯარისკაცებს პროფესიონალიზმის და თავდადებისთვის, ურთულეს მისიებში მთელ მსოფლიოს დაუმტკიცეს სიმამაცე და საიმედოობა

პარლამენტის სახელით მადლობას ვუხდი ჩვენს ჯარისკაცებს პროფესიონალიზმის და თავდადებისთვის! მათ გმირობის საამაყო მაგალითები მისცეს ჩვენს ქვეყანას და ურთულეს მისიებში მთელს მსოფლიოს დაუმტკიცეს სიმამაცე და საიმედოობა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე Facebook-ზე წერს. მისი თქმით, დაჭრილ და დაშავებულ მებრძოლთა მკურნალობა, რეაბილიტაცია და მხარდაჭერა ჩვენი განსაკუთრებული მოვალეობაა!

აკაკი ზოიძე

27 იანვარი 2021, 17:01

COVID19

აკაკი ზოიძე: მთავრობამ ვაქცინის შემოსატანად თანმიმდევრული ნაბიჯები გადადგა

მთავრობა COVID19-ის ვაქცინის შემოტანის პროცესში თანმიმდევრულია, - ამის შესახებ ჯანდაცვის სფეროს ექსპერტმა აკაკი ზოიძემ „ტვ. პირველის“ ეთერში განაცხადა. ამასთან, დღეს პარლამენტში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს მეორე მოსმენით დაუჭირეს მხარი.

თურქეთი დაკავება

27 იანვარი 2021, 16:59

მსოფლიო

თურქეთში „ისლამური სახელმწიფოს“ 12 წევრი, მათ შორის ერთი ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავეს

თურქეთისა და სირიის საზღვარზე „ისლამური სახელმწიფოს“ 12 წევრი, მათ შორის ერთი ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Anadolu ავრცელებს.

ეკატერინე ტიკარაძე

27 იანვარი 2021, 16:59

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: ველოდებით, რომ თებერვლის ბოლოს კორონავირუსის ვაქცინა საქართველოში იქნება

„ვაქცინაციის გეგმა დამტკიცებულია. ჩვენ გვაქვს გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები. გეგმა პირველი ეხება სამედიცინო პერსონალს. უკვე ყველა სამედიცინო დაწესებულებაში ჯანდაცვის სამინისტროდან გადაგზავნილია მოთხოვნა, რომ წარმოდგენილი იყოს დეტალური სიები იმ პერსონალზე, რომელიც დასაქმებულია სამედიცინო დაწესებულებებში. ველოდებით ამ სიებს და ვაქცინის მიღების შემდეგ, ჩვენ უკვე დავიწყებთ ვაქცინაციას“.

27 იანვარი 2021, 16:53

პოლიტიკა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს მეორე მოსმენით დაუჭირა მხარი

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს მეორე მოსმენით დაუჭირა მხარი, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილა კანონპროექტი „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომელიც ამავე კომიტეტის თავმჯდომარემ და კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, დიმიტრი ხუნდაძემ წარადგინა.

27 იანვარი 2021, 16:53

ეკონომიკა

ეროვნულმა ბანკმა 40,000,000 აშშ დოლარი გაყიდა

2021 წლის 27 იანვარს, გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.2964 შეადგინა.

იაგო ხვიჩია

27 იანვარი 2021, 16:52

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: მე მჯერა, რომ ოპოზიცია შევა პარლამენტში

„სწორი, პრაგმატული იქნება მათი მხრიდან, იმიტომ რომ ჩემი აზრით უნდა იცოდნენ, რომ მათი კოლეგები, პარლამენტის წევრები არიან ჩიხში. უმეტესობას პარლამენტში უნდა შესვლა და რაღაც ძალა არ უშვებს. ნაცვლად იმისა, რომ ამ ძალის დაძლევაში დაეხმარონ ოპოზიციას მანდატები შეუწყვიტონ არასწორია, არაკოლეგიურიც არის“, - აღნიშნა ხვიჩიამ.

აკაკი ზოიძე

27 იანვარი 2021, 16:50

COVID19

აკაკი ზოიძე: მოსახლეობას უნდა ვუთხრათ, რომ COVID19-ის ვაქცინა უსაფრთხოა და მისი სარგებელი ბევრად აღემატება რისკებს

COVID19-ის ვაქცინაციაზე საინფორმაციო კამპანია უნდა დაიწყოს. მოსახლეობას უნდა ვითხრათ, რომ ვაქცინა უსაფრთხოა და მისი სარგებელი ბევრად აღემატება რისკებს, - ამის შესახებ ჯანდაცვის სფეროს ექსპერტმა აკაკი ზოიძემ „ტვ. პირველის“ ეთერში განაცხადა.