imedi /  03 დეკემბერი 2020, 01:53 / სანდო წყარო

იტალიის ჯანდაცვის სამინისტრო: შობის დღესასწაულზე ოჯახის წევრების გარდა, სახლში სხვა სტუმრების მიღება აიკრძალება

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, შობის ღამეს იტალიელები ეკლესიაში მისვლას და დღესასწაულებზე რეგიონებში გამგზავრებას ვეღარ შეძლებენ.

იტალიის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, სანდრა ძამპამ განაცხადა, რომ საშობაო მსახურება ადგილობრივი დროით 20:30 საათზე უნდა დასრულდეს, რათა მორწმუნეებმა სახლში დაბრუნება კომენდანტის საათის დაწყებამდე, საღამოს 22:00 საათამდე შეძლონ.

შობის დღესასწაულზე ოჯახის წევრების გარდა, სახლში სხვა სტუმრების მიღება აიკრძალება.

„20 დეკემბრიდან მოქალაქეებს შეეძლებათ, საკუთარი რეგიონის გარეთ იმოგზაურონ მხოლოდ საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში, მაგალითად, მარტოხელა მშობლების მოსანახულებლად“, - განაცხადა სანდრა ძამპამ.

იტალიის მთავრობაში უკვე განაცხადეს, რომ საშობაო და საახალწლო პერიოდში სათხილამურო კურორტები დაიხურება.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე იტალიაში კორონავირუსის 1 641 610 შემთხვევა დადასტურდა, 57 045 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 823 ათასზე მეტი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ყველა სიახლე

26 თებერვალი 2021, 11:34

რეგიონი

ბათუმში ვახო სანაიას სოლიდარობა გამოუცხადეს

„მე მაინც ვიტყვი!“, „ნუ ახალისებ ძალადობას“ „ჩვენ ვართ სუსტები ჩვენ ვართ სოლიდარულები!“, - ბათუმში ვახო სანაიას სოლიდარობა გამოუცხადეს. სხვადასხვა მედიის წარმომადგენელი ევროპის მოედანზე შეკრიბა. მათი თქმით, ძალადობა ნებისმიერი სახით დასაგმობია.

26 თებერვალი 2021, 11:33

საზოგადოება

დავით ფაცაციამ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ორგანიზებით, ზუგდიდის სამხატვრო გალერეაში, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ალუდა ღუდუშაური

26 თებერვალი 2021, 11:32

პოლიტიკა

ალუდა ღუდუშაური: თუ ნიკა მელიას მიზანია ციხეში იჯდეს, წიგნები წაიკითხოს და განათლება გაიღრმავოს ეს მისი არჩევანია და ამაში ვერ შევზღუდავთ

„ულტიმატუმის ენა უნდა დავივიწყოთ. ოპოზიცია მართლაც ულტიმატუმს აყენებს - ჩვენი ყველა, როგორც შიდა საზოგადოება ასევე საერთაშორისო საზოგადოება, პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლები, ელჩები და გულშემატკივრები მხარეებს მაგიდასთან დასხდომისკენ მოუწოდებს. ამის ფონზე ჩვენ გვესმის ულტიმატუმი, იქედნური საუბარი ოპოზიციის მხრიდან, ეს არ უწყობს ხელს ქვეყანაში სტაბილური მდგომარეობის განვითარებას.

თორნიკე შენგელია

26 თებერვალი 2021, 11:30

სპორტი

3-კვირიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, თორნიკე შენგელია მოედანს დაუბრუნდა

საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის ცსკა-ს კალათბურთელი, თორნიკე შენგელია, 3-კვირიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, მოედანს დაუბრუნდა. ტრავმის გამო, მან ორი სანაკრებო მატჩი გამოტოვა. მოსკოვის ცსკა-მ ევროლიგის მორიგ მატჩში სტუმრად 75:74 დაამარცხა საბერძნეთის ოლიმპიაკოსი. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 22 წუთში 8 ქულა, 4 მოხსნა და 3 ჩაჭრა მიითვალა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 7 იყო. მან ბურთი 2-ჯერ დაკარგა.

სტატისტიკა

26 თებერვალი 2021, 11:27

ეკონომიკა

წინასწარი შეფასებით, იანვარში საქართველოს ეკონომიკა 11.5%-ით შემცირდა

წინასწარი შეფასებით, 2021 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 11.5 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური სავრცელებს.

ხათუნა სამნიძე

26 თებერვალი 2021, 11:21

პოლიტიკა

ხათუნა სამნიძე: ოპოზიციას კომპრომისზე უარი არ უთქვამს

„ოპოზიციას, მოლაპარაკებებზე, არცერთ ეტაპზე არ უთქვამს უარი. უარი არც კომპრომისზე არ გვითქვამს. ჩვენგან რამდენიმე კომპრომისიც გაჟღერდა. ამ ფონზე, ხელისუფლება ისევ ძალადობის ენით გველაპარაკება. ეს მოწმობს, რომ „ქართული ოცნება“ საერთოდ არაა მზად მოლაპარაკებებისთვის“ - აცხადებს ხათუნა სამნიძე.

გიგი უგულავა

26 თებერვალი 2021, 11:18

პოლიტიკა

გიგი უგულავას განცხადებით, მოლაპარაკებები მხოლოდ პოლიტპატიმრებისა და რიგგარეშე არჩევნების საკითხზე შეიძლება შედგეს

„მოლაპარაკება შეიძლება იყოს მხოლოდ ორ ძირითად საკითხზე, რომელიც ერთი მედლის ორი მხარეა - პოლიტპატიმრების გათავისუფლება, იგულისხმება გიორგი რურუა და ნიკა მელია და მედლის მეორე მხარეს არის რიგგარეშე არჩევნები, როგორც არა ჩვენი ახირება, არამედ როგოც პოლიტიკური კრიზისის ერთადერთი ლეგიტიმური განმუხტვის შესაძლებლობა“, - აღნიშნა გიგი უგულავამ.

გიორგი ამილახვარი

26 თებერვალი 2021, 11:17

პოლიტიკა

გიორგი ამილახვარი: „ქართული ოცნება“ არასდროს არ წასულა მოლაპარაკების მაგიდიდან, დღესაც და გუშინაც მოლაპარაკებაზე მზაობას ვაცხადებდით

ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი ერთადერთ ალტერნატივად და უალტერნატივო ინსტრუმენტად მოლაპარაკებებსა და კომპრომისებს აცხადებს, - ამის შესახებ განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ამილახვარმა გააკეთა. მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ არასდროს არ წასულა მოლაპარაკების მაგიდიდან. როგორც ამილახვარმა აღნიშნა, საჭიროა მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდომა და ყველა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხის ერთად განხილვა.

ხატია დეკანოიძე

26 თებერვალი 2021, 11:12

პოლიტიკა

ხატია დეკანოიძე: ჩვენი პოზიცია იგივეა, ნამდვილად არ შეცვლილა და არც შეიცვლება

ჩვენი პოზიცია იგივეა, ნამდვილად არ შეცვლილა და არც შეიცვლება. ეს არის რიგგარეშე არჩევნები აუცილებლად ახალი წესებით, ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა

ნინო თანდილაშვილი

26 თებერვალი 2021, 11:09

პოლიტიკა

სატყეო პოლიტიკის გასული წლის აქტივობებსა და 2021 წელს დაგეგმილ ღონისძიებებზე ონლაინფორმატში იმსჯელეს

საქართველოს ეროვნული სატყეო პროგრამის მეშვიდე პლენარული სხდომა ონლაინფორმატით გაიმართა. სხდომაზე სატყეო პოლიტიკის, ტყის მართვისა და ზედამხედველობის მიმართულებით 2020 წელს განხორციელებულ აქტივობებსა და 2021 წელს დაგეგმილ ღონისძიებებზე იმსჯელეს.

26 თებერვალი 2021, 11:01

COVID19

ჯანმო საქართველოში ონლაინ კლინიკის ეფექტურად მუშაობის შესახებ სტატიას აქვეყნებს

გურჯაანის სამედიცინო ცენტრის ონლაინკლინიკაში განხორციელებული საპილოტე პროექტი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ყურადღების ცენტში აღმოჩნდა. ორგანიზაცია ოფიციალურ გვერდზე ონლაინკლინიკის სამუშაო პროცესის ამსახველ კადრებს აქვეყნებს და პროექტს, როგორც წარმატებულ მოდელს განიხილავს. ონლაინ კლინიკა ამერიკაში მომუშავე ქართველმა ნევროლოგმა დავით მრელაშვილმა 2020 წლის ბოლოს გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალსში“ ადგილობრივ სამედიცინო პერსონალთან თანამშრომლობით დანერგა. მას შემდეგ, ონლაინ კლინიკა კოვიდ-პაციენტებს ყოველდღიურ რეჟიმში ემსახურება.

26 თებერვალი 2021, 10:58

სპორტი

სანდრო მამუკელაშვილი კარლ მელოუნის სახელობის პრიზის ფინალისტია

„სეტონ ჰოლის“ კალათბურთელი სანდრო მამუკელაშვილი კარლ მელოუნის სახელობის პრიზის ფინალისტია. პრესტიჟული ინდივიდუალური პრიზი ამერიკის სტუდენტური ლიგის საუკეთესო თავდამსხმელს გადაეცემა. მამუკელაშვილი გარდა, ტიტულისთვის იბრძოლებენ: დრიუ ტიმი (გონზაგა), ტრეისი ჯექსონ-დევისი (ინდიანა), ჯასტინ ჩემპეინი (პიტსბურგი) და ჯერემია რობინსონ-ირლი (ვილანოვა).

კორონავირუსი

26 თებერვალი 2021, 10:52

COVID19

ბოლო 24 საათში საქართველოში 10 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 10 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ მონაცემები StopCov.ge-ზე განახლდა.

კორონავირუსი

26 თებერვალი 2021, 10:51

COVID19

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 337 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 320

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 337 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 320 პაციენტი.

ვახტანგ მეგრელიშვილი

26 თებერვალი 2021, 10:46

პოლიტიკა

ვახტანგ მეგრელიშვილი: ახლა მე იმდენ რამეზე ვარ დასაჭერი, ჩვენ რომ მართლა ასეთი მიდრეკილების ხელისუფლება გვყავდეს, მელიამდე დამიჭერდნენ

„ეს ხალხი თავისი მოქმედებით და სიტყვებით როგორც ამომრჩეველს ელაპარაკება, ისე მეც მელაპარაკება. გააჩნია როგორ მოიქცევიან, იმის მიხედვით ვიმოქმედებ. არავის არ აქვს ჩემზე გავლენის მოხდენის არანაირი შესაძლებლობა, ვაკვირდები მშვიდად და ვიმოქმედებ იმის მიხედვით, როგორც ესენი იმოქმედებენ. ჩვენნაირ პარტიას ყველა დაიჭერდა, აქედან გამომდინარე, რაღაც თვალსაზრისით მადლიერი ვარ „ქართული ოცნების“, რომ არ დაგვიჭირა“.

ურსულა ფონ დერ ლაიენი

26 თებერვალი 2021, 10:46

COVID19

ევროკომისიის პრეზიდენტი: თუ მომწოდებლები სახელშეკრულებო პირობებს არ შეასრულებენ, ვაქცინების ევროკავშირიდან ექსპორტი აიკრძალება

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლეიენის განცხადებით, თუ კორონავირუსის ვაქცინის ისეთი მომწოდებლები, როგორიცაა, მაგალითად, AstraZeneca, ვაქცინის მიწოდებას კვლავ ვერ უზრუნველყოფენ, ვაქცინების ევროკავშირიდან ექსპორტი აიკრძალება.

26 თებერვალი 2021, 10:44

საზოგადოება

ნუნუ მიცკევიჩმა უნივერსიტეტებს საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებები პირადად გააცნო

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსთან ბექა ფერაძესთან ერთად, საქართველოს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა და მათ უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებები პირადად გააცნო. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

ჯონ კირბი

26 თებერვალი 2021, 10:42

მსოფლიო

აშშ-მა სირიაში პროირანული დაჯგუფებების წინააღმდეგ ავიაიერიში განახორციელა

აშშ-მა სირიაში პროირანული დაჯგუფებების წინააღმდეგ ავიაიერიში განახორციელა. ამის შესახებ პენტაგონის წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

ვახტანგ მეგრელიშვილი

26 თებერვალი 2021, 10:40

პოლიტიკა

ვახტანგ მეგრელიშვილი: ისევე მეშინია ოპოზიციის, როგორც ხელისუფლების - რომ მოიგონ, შეიძლება დაგვიჭირონ, ან გადაგვაგდონ

„ახლა მე იმდენ რამეზე ვარ დასაჭერი. ჩვენ რომ მართლა ასეთი მიდრეკილების ხელისუფლება გვყავდეს, დამიჭერდნენ. მელიამდე უნდა ვყოფილიყავი დაჭერილი. შესაბამისად, ამას ვაფასებ. არ მგონია, რომ ავტომატურად ბედნიერება მელოდება, თუ ეს ხელისუფლება წავა და სხვა მოვა, ამიტომ ვარ კრიტიკული. ოპოზიციის ქცევა, როგორი დამოკიდებულებაც ჩვენს მიმართ აქვთ, არის ძალიან საშიში. ხელისუფლებაში რომ მოვიდნენ და ასე რომ მოიქცნენ, ხომ საშინელება დამემართება?ამ წამს მაშინებს როგორც ერთი, ასევე მეორე მხარე“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

26 თებერვალი 2021, 10:38

რეგიონი

მალხაზ თორია ,,სოფლის პროგრამით“ პრიორიტეტების შერჩევას სოფელ ლიასა და პალირში გაეცნო

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობასთან შეხვედრები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამით განსახორციელებელი პრიორიტეტული პროექტებს მოსახლეობა სოფლის კრებებზე თავად ირჩევს. პროცესს სოფელ პალურსა და ლიაში სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული მალხაზ თორია, წალენჯიხის მერთან ბესიკ ფარცვანიასთან ერთად დაესწრო.