http://imedi.ge/ /  03 დეკემბერი 2020, 14:32 / სანდო წყარო

ამირან გამყრელიძე: საშუალოდ, 10-დან 12 ათასამდე PCR და 3000-ზე მეტი ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტი ტარდება

ამირან გამყრელიძე

ამირან გამყრელიძე

„საშუალოდ, 10-დან 12 ათასამდე PCR და 3000-ზე მეტი ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტი ტარდება, მიზანია, რომ რაოდენობა ჯამში 20000-მდე ავიდეს“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ვიდეომიმართვისას განაცხადა, რომელიც მისივე იწყებამ გაავრცელა.

„უკვე ერთი თვეა, ლაბორატორიულ დიაგნოსტიკაში, ე.წ. PCR ტექნოლოგიისა (ოქროს სტანდარტისა) გარდა, ვიყენებთ ახალი გენერაციის, ანტიგენზე დამყარებულ სწრაფ ტესტებს, რომლებიც დაახლოებით 15-20 წუთში სიმპტომებიან პაციენტებში გვაძლევენ საკმაოდ კარგ შედეგს, ინფიცირებულია თუ არა ის.

აქედან გამომდინარე, ახალი მიმართულება, რაც ბოლო ორი თვის განმავლობაში და მთლიანად, მსოფლიოში მეტი აქცენტი კეთდება და მეტად ფართოვდება ლაბორატორიული კვლევები და სწრაფი, ანტიგენზე დამყარებული ტესტების გამოყენება.

თვითონ, ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტები გამოიყენებოდა გარკვეულ ჯგუფებში მოსახლეობის, ჯერ კიდევ აპრილ-მაისიდან, მაგრამ ასეთი ფართო, მასშტაბური გამოყენება ერთი თვის წინ დავიწყეთ.

დღეს ქვეყანაში საშუალოდ ტარდება დაახლოებით, 10-დან 12 ათასამდე PCR ტესტი და დაახლოებით, 3, სამნახევარი ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტი და ის ყოველდღიური მაჩვენებელი, რასაც ყოველდღიურად ვაქვეყნებთ, ორივე მეთოდს ეყრდნობა.

გუშინ საკოორდინაციო საბჭოზე იყო მსჯელობა ანტიგენზე დამყარებული ტესტების გაფართოებასთან დაკავშირებით, რომელსაც კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება, როდესაც ქვეყნებში წესდება შეზღუდვები. ჩვენი მიზანია, რომ ტესტების რაოდენობა მთლიანობაში 20000-მდე ავიდეს. ამ მიდგომის ძირითადი მიზანია, შედარებით სწრაფად გამოვავლინოთ ინფიცირებულები, რაც წინაპირობაა იმისა, რომ ძირითადად გამოვლინდებიან მსუბუქი და უსიმპტომო პაციენტები, რომელთაც მხოლოდ იზოლირება დასჭირდებათ 12-14 დღის განმავლობაში და ინფექცია შედარებით მსუბუქად ჩაივლის. მეორე მხრივ - შევამცირებთ გავრცელების ალბათობას და წავალთ ჯაჭვის გაწყვეტისკენ“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით 28 ნოემბრიდან შეზღუდვების ახალი პაკეტი ამოქმედდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 135 584 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 113 986-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1 267 მოქალაქე.

კარანტინის რეჟიმშია 2 076 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 6 286 პაციენტი. ​კოვიდ-სასტუმროში 3 844 ადამიანი იმყოფება.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

ყველა სიახლე

03 დეკემბერი 2022, 12:40

სამართალი

სუს-მა ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე 3 პირი დააკავა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე 3 პირი დააკავა. სუს-ის ინფორმაციით, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

03 დეკემბერი 2022, 12:27

სპორტი

ლაშა ბექაურმა ტოკიოს გრანდ-სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ტოკიოს გრანდ-სლემზე ლაშა ბექაურმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. -90კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში 2016 წლის ოლიმპიური ჩემპიონი, იაპონელი მაშუ ბეიკერი დაამარცხა.

ალექსანდრე დარახველიძე

03 დეკემბერი 2022, 12:16

პოლიტიკა

შსს-მ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია გამართა

ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დემოკრატიული მმართველობის მიმართულების ხელმძღვანელმა გიგი ბრეგაძემ, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ნიკო თათულაშვილმა, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ და დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის ხელმძღვანელმა ნინა ხატისკაცმა.

ბესიკ ტოგონიძე

03 დეკემბერი 2022, 12:00

რეგიონი

რუსთავის მერის მოადგილე: 2023 წლის ბიუჯეტის მიმართ ოპოზიციური საკრებულოს ე.წ. შენიშვნები სინამდვილეში მათი სურვილები და მოთხოვნებია, რასაც შესაბამისი ფინანსური წყარო არ ახლავს და არარეალისტურია

„საკრებულოში მეორედ წარვადგინეთ რუსთავის 2023 წლის ბიუჯეტი, ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი. პირველი წარდგენისას ქალაქის ოპოზიციურმა საკრებულომ ბიუჯეტის პროექტი ჩააგდო და დააბრუნა ე.წ. შენიშვნებით, რომელიც სინამდვილეში მათი სურვილები და მოთხოვნებია, რასაც შესაბამისი ფინანსური წყარო არ ახლავს. არ აქვს ფინანსური ანალიზი და არის სრულიად არარეალისტური. თუ ახლაც საკრებულოს ოპოზიციურმა უმრავლესობამ არ დაამტკიცა 2023 წლის ბიუჯეტი, საფრთხე შეექმნება როგორც დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ასევე მიმდინარე გარდამავალ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, სოციალურ პროგრამებს, ასევე განათლების, კულტურისა და სხვა მიმართულებების დაფინანსებას, რაც გათვალისწინებულია 2023 წლის ბიუჯეტით“, - განაცხადა რუსთავის მერის მოადგილემ, ბესიკ ტოგონიძემ.

რუსთავის საკრებულოს სხდომა

03 დეკემბერი 2022, 11:41

რეგიონი

რუსთავის მერიამ 2023 წლის ბიუჯეტი საკრებულოში განსახილველად მეორედ შეიტანა

„იმედს ვიტოვებთ, რომ მერიისთვის გაგზავნილი შენიშვნები იქნება გათვალისწინებული და ჩვენი შენიშვნების გათვალისწინებით იქნება წარმოდგენილი 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი. ძირითადად, შენიშვნები იყო სოციალური და ჯანდაცვის კუთხით, ასევე ინფრასტრუქტურული პროექტებზე. თუ მერიის მხრიდან გათვალისწინებული იქნება შენიშვნები, ამ შემთხვევაში დავუჭერთ. თუ არ იქნება გათვალისწინებული, უნდა იყოს არგუმენტირებული დასკვნა, თუ რატომ არ იქნა გათვალისწინებული და აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ, ნოდარ შეროზაიამ.

ბაჩო დოლიძე

03 დეკემბერი 2022, 11:18

პოლიტიკა

ბაჩო დოლიძე: პარტიაში სხვანაირად კომუნიკაციას ვისურვებდი, მე ჩემს პოზიციაზე ვარ, ჩემი მეგობრები სხვა პოზიციაზე არიან. სამწუხაროა ეს ყველაფერი, მაგრამ მოცემულობაა

ბრიფინგების ფორმა შიდა პარტიაში - ვიღაცას მოსწონს, ვიღაცას - არა. მე სხვანაირად შემიძლია კომუნიკაცია და ვისურვებდი, იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ყველას ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან, კოლეგიალური, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ბაჩო დოლიძემ განაცხადა.

გიორგი ვოლსკი

03 დეკემბერი 2022, 11:17

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: აშკარად ჩანს, რომ „ნაცმოძრაობა“ არის გაღატაკებული, როგორც პოლიტიკური სუბიექტი და ჩამოყალიბდა, როგორც დესტაბილიზაციის შემქმნელი გუნდი

„ინტელექტის დეფიციტი არის მთავარი პრობლემა, რომელიც გააჩნია კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას. აშკარად ჩანს, რომ „ნაცმოძრაობა“ არის გაღატაკებული, როგორც პოლიტიკური სუბიექტი და ჩამოყალიბდა, როგორც დესტაბილიზაციის შემქმნელი, მსურველი, ყოველ შემთხვევაში, გუნდი“, - განაცხადა ვოლსკიმ.

03 დეკემბერი 2022, 11:04

პოლიტიკა

გერმანიაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი დასრულდა

საქართველოს დელეგაციის ვიზიტი გერმანიაში დასრულდა. გერმანიის დედაქალაქში 15-მდე შეხვედრა გაიმართა, როგორც ბუნდესტაგში, ისე აღმასრულებელ ხელისუფლებაში.

03 დეკემბერი 2022, 10:57

რეგიონი

ოთარ შამუგიამ გურიაში მეთხილე ფერმერებს თხილის წარმოების მხარდაჭერის ახალი პროგრამა გააცნო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ურუშაძესთან, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანთან და თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორ გიორგი თოდუასთან ერთად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აკეთში მეთხილე ფერმერებს შეხვდა და თხილის წარმოების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა გააცნო. შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

ირაკლი ღარიბაშვილი

03 დეკემბერი 2022, 10:32

საზოგადოება

პრემიერი: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის გაუმჯობესება ხელისუფლების უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის გაუმჯობესება ხელისუფლების უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, - ამის შესახებ ნათქვამია პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.

03 დეკემბერი 2022, 10:30

საზოგადოება

მიხეილ ჩხენკელმა ნორვეგიის ელჩთან და საქართველოში UNICEF-ის წარმომადგენელთან ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი ახალი ეროვნული სისტემის მოდელის დეტალები განიხილა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ნორვეგიის სამეფოს ელჩს ჰელენ სანდ ანდრესენსა და საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს ღასან ხალილს შეხვდა. შეხვედრისას მხარეებმა დეტალურად განიხილეს პროექტი „არც ერთი ბავშვი განათლების გარეშე“, რომლის ფარგლებშიც ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი ახალი ეროვნული სისტემის მოდელი შემუშავდა.

03 დეკემბერი 2022, 10:16

ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ქვეყანაში არსებულ პოზიტიურ ეკონომიკურ ტენდენციებსა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. სხდომის მონაწილეებმა ახალი საკურორტო ზონების განვითარების გეგმა განიხილეს, რომელზეც პრემიერ-მინისტრის დავალებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აქტიურად მუშაობს.

შალვა პაპუაშვილი

03 დეკემბერი 2022, 09:55

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: გერმანიის მხრიდან ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე სრული მხარდაჭერა გვაქვს

ჩვენ გვაქვს სრული მხარდაჭერა გერმანიის მხრიდან ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მან გერმანიაში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი შეაჯამა.

03 დეკემბერი 2022, 09:25

რეგიონი

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე ტოლაში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მეზობელმა მეზობელი მოკლა.

იაგო ხვიჩია

03 დეკემბერი 2022, 08:57

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია „ემპათიას“ დასკვნაზე: 3000-გვერდიანი დასკვნის არ შეიძლება გჯეროდეს - დასკვნა შეიძლება იყოს ერთი ან ნახევარ გვერდიანი, თუ 3000-გვერდიან სამედიცინო დასკვნას წერ, ე.ი. არ გინდა, რომ გავიგო

3000- გვერდიანი სამედიცინო დასკვნის არ შეიძლება გჯეროდეს. დასკვნა შეიძლება იყოს ერთ გვერდიანი, ნახევარ გვერდიანი და ყველაფერი გასაგები იყოს, თუ 3000-გვერდიან სამედიცინო დასკვნას წერ, ე.ი. არ გინდა, რომ გავიგო, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ცენტრ „ემპათიას“ მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მომზადებული დასკვნას.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

03 დეკემბერი 2022, 08:28

მსოფლიო

თურქეთის პრეზიდენტი: რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების უსწრაფესი აღდგენით ყველა მხარე უნდა იყოს დაინტერესებული

რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებებისთვის ნიადაგის უსწრაფესად აღდგენა ყველა მხარის ინტერესებში იქნებოდა, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.

03 დეკემბერი 2022, 01:00

სპორტი

მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ეტაპზე G ჯგუფიდან ბრაზილია და შვეიცარია გავიდნენ⚽

კამერუნისა და ბრაზილიის შეხვედრა 1-0 დასრულდა, სერბეთი კი შვეიცარიასთან 2:3 დამარცხდა. შედეგად, ჯგუფიდან შემდეგ ეტაპზე ბრაზილია (6 ქულა) და შვეიცარია (6 ქულა) გადავიდნენ.

03 დეკემბერი 2022, 00:46

კულტურა

„ინდიანა ჯონსის“ მეხუთე ნაწილის პირველი თიზერ-თრეილერი გამოქვეყნდა🎬🍿

ლეგენდარული არქეოლოგის როლს კვლავ ჰარისონ ფორდი დაუბრუნდა. მასთან ერთად ფილმში ფიბი უოლერ-ბრიჯი, ანტონიო ბანდერასი, ჯონ რის-დევისი, შონეტ რენი ვილსონი და მადს მიკელსენი ითამაშებენ. სურათის რეჟისორი ჯეიმს მენგოლდია.

ალექსანდერ ვუჩიჩი

03 დეკემბერი 2022, 00:45

მსოფლიო

სერბეთის პრეზიდენტი: სერბეთის გავლით რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლას ვერავინ შეძლებს

სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდერ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ სერბეთის გავლით რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლას ვერავინ შეძლებს.

03 დეკემბერი 2022, 00:31

კულტურა

ბრიტანეთის ეკოლოგიური საზოგადოების ფოტოკონკურსის გამარჯვებულები დასახელდნენ📷გალერეა

ბრიტანეთის ეკოლოგიური საზოგადოების მიერ ორგანიზებული ფოტოკონკურსის გამარჯვებულები გამოქვეყნდნენ. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება. ტელეარხის ცნობით, კონკურსის მთავარი ჯილდო რობერტო გარსია რომ მიიღო, ხის ბაყაყის პორტრეტისთვის.