04 დეკემბერი 2020, 12:42 / სანდო წყარო

ამირან გამყრელიძე: საქართველოში კორონავირუსით მეორედ ინფიცირების დადასტურებული შემთხვევა ჯერ არ გვაქვს, 2-3 სავარაუდო შემთხვევას ვიკვლევთ

ამირან გამყრელიძე

ამირან გამყრელიძე

მიმდინარეობს კორონავირუსით მეორედ ინფიცირების რამდენიმე სავარაუდო შემთხვევის კვლევა, მაგრამ დადასტურებული ინფორმაცია, რომ საქართველოში ნამდვილად გვქონდა რეინფიცირების შემთხვევა, ჩვენ არ გვაქვს, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„სავარაუდო შემთხვევებზე მიმდინარეობს ჩაღრმავებული კვლევა, ანუ განმეორებითი, PCR-ტექნოლოგიებით კვლევა და ამავე დროს, მიმდინარეობს ამ ადამიანების გენომის კვლევა, რომელიც დროსა და მაღალ ტექნოლოგიებს საჭიროებს, რომლის საშუალებაც დღეს ქვეყანაში მხოლოდ ლუგარის ცენტრს აქვს. იმის დასადასტურებლად, რომ ნამდვილად იყო რეინფიცირება, საჭიროა პროფესიულ საბჭოზე კარგად განხილვა და შემდეგ, გადაწყვეტილება ყველა იმ ლაბორატორიული თუ სხვა არგუმენტის მიხედვით, რომელიც არის. გიდასტურებთ, რომ რამდენიმე შემთხვევაზე მიმდინარეობს კვლევა, მაგრამ ჯერჯერობით, დადასტურებული არ გვაქვს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 15 2704 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 12 6904-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1 425 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

ყველა სიახლე

ხატია დეკანოიძე

25 იანვარი 2021, 20:47

პოლიტიკა

ხატია დეკანოიძე იაგო ხვიჩიაზე: არსებობს ელემენტი, რომელიც უსახო, სამასხარაო ელემენტს აწებებს ოპოზიციის ერთობას

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ხატია დეკანოიძე „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის იაგო ხვიჩიას მიერ დღეს რამდენიმე ტელევიზიის ეთერში გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. „ძალინ დიდი სიფრთხილით ვეკიდებით ოპოზიციურ ერთობას, ყველა პარტია და ჩვენც, რა თქმა უნდა..მაგრამ არსებობს ელემენტი, რომელიც ყველაზე დაბალ ხარისხშიც კი უსახო სამასხარაო ელემენტს აწებებს ერთობას. ზუსტად ეს აზიანებს პოლიტიკურ ოპოზიციას და ხარისხს ადაბლებს“, - განაცხადა დეკანოიძემ.

25 იანვარი 2021, 20:45

COVID19

ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 22 195 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 22 195 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 592 ადამიანი გარდაიცვალა.

ჯო ბაიდენი

25 იანვარი 2021, 20:37

მსოფლიო

ჯო ბაიდენმა ტრანსგენდერების ჯარში მსახურებაზე დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული აკრძალვა გააუქმა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ განკარგულებას, რომლითაც ტრანსგენდერების ჯარში მსახურებაზე დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული აკრძალვა გააუქმა.

25 იანვარი 2021, 20:29

COVID19

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსის 8 561 ახალი შემთხვევა დადასტურდა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 8 561 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 420 ადამიანი გარდაიცვალა.

თამარ გაბუნია

25 იანვარი 2021, 20:22

საზოგადოება

თამარ გაბუნია: მედიკამენტებზე მაღალი ფასი, ჯანდაცვის სისტემის მთავარ გამოწვევად რჩება

მედიკამენტებზე მაღალი ფასი ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და სტრატეგიულ გამოწვევად რჩება, - ამის შესახებ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ „რუსთავი2“-ის ეთერში განაცხადა. თამარ გაბუნიას თქმით საკითხს დროებითი ინტერვენციებით ვერ გადაიჭრება.

ირაკლი კობახიძე

25 იანვარი 2021, 20:13

პოლიტიკა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

„ჩვენ გვქონდა ორმხრივი შეხვედრა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან. მასთან განვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები. ჩვენ გვქონდა დღემდე ძალიან პროდუქტიული თანამშრომლობა პრეზიდენტთან, საპარლამენტო ასამბლეასთან და გვინდა ეს თანამშრომლობა უფრო ინტენსიური გახდეს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

თამარ გაბუნია

25 იანვარი 2021, 20:12

COVID19

თამარ გაბუნია: პირველ ეტაპზე COVID19-ზე მოსახლეობის 41% რომ აიცრას, ესეც დიდი მიღწევაა

პირველ ეტაპზე კარგი იქნება, თუკი მოსახლეობის 41% აიცრება, - ამის შესახებ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ „რუსთავი2“-ის ეთერში განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

25 იანვარი 2021, 20:00

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ამ პოსტს გამოვიყენებ იმისთვის, რომ საქართველოს ხმა კიდევ უფრო მეტად აქტიურად გაისმას

„ძალიან მოხარული ვარ, რომ კიდევ ერთხელ, ზედიზედ მეორე ვადით ამირჩიეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე. ამ პოსტს გამოვიყენებ იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად აქტიურად გაისმას საქართველოს ხმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე.

25 იანვარი 2021, 19:48

COVID19

ინგლისში სკოლები, სულ მცირე, მარტის დასაწყისამდე სრულად არ გაიხსნება

ინგლისში სკოლები, სულ მცირე, მარტის დასაწყისამდე სრულად არ გაიხსნება. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთიდს პრემიერ-მინისტრის ოფისში განაცხადეს.

მარიამ ქვრივიშვილი

25 იანვარი 2021, 19:40

პოლიტიკა

მარიამ ქვრივიშვილი: ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის ანგარიშში ნათქვამია, რომ არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ, თავისუფალ გარემოში

დღეს მოვისმინეთ დადებითი შეფასებები საპარლამენტო არჩევნების შესახებ - ყველა ერთხმად თანხმდება, რომ საქართველოში არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ გარემოში, დაცული იყო ფუნდამენტური თავისუფლებები და პარტიებს შესაძლებლობა ჰქონდათ თავისუფლ გარემოში ეწარმოებინათ საარჩევნო კამპანია,- ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.

თამარ გაბუნია

25 იანვარი 2021, 19:37

COVID19

თამარ გაბუნია: ვაქცინა ერთ-ერთი ეფექტური გზაა ეპიდემიების წინააღმდეგ, რაც მეცნიერებამ იცის

ვაქცინა ერთ-ერთი ეფექტური გზაა, რაც ზოგადად მეცნიერებამ იცის, ეპიდემიებთან საბრძოლველად და კარგია, რომ ეს COVId19-თან მიმართებითაც გაჩნდა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ „რუსთავი2“-ის ეთერში განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

25 იანვარი 2021, 19:35

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის ანგარიში ასახავს ჩვენს სულისკვეთებას, იმედს ვიტოვებთ რომ ოპოზიცია ყურად იღებს ევროსაბჭოს მკაფიო განცხადებას

დღეს იყო მნიშვნელოვანი დღე ჩვენი ქვეყნისთვის - განხილულ იქნა საარჩევნო ანგარიში და კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი იმას, რომ არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში, ასევე, დამტკიცდა მონიტორინგის ანგარიში, სადაც არის წარმოდგენილი რეკომენდაცია საქართველოსთან დაკავშირებით, რომელიც ასახავს ზუსტად ჩვენს სულისკვეთებას, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა და ასამბლეის ვიცე პრეზიდენტმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

25 იანვარი 2021, 19:15

მსოფლიო

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების საკითხს 28 იანვარს განიხილავს

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE) რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების საკითხს 28 იანვარს განიხილავს. აღნიშნული გადაწყვეტილება საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის პირველ სხდომაზე მიიღეს.

ირაკლი ჩიქოვანი

25 იანვარი 2021, 19:06

პოლიტიკა

ირაკლი ჩიქოვანი: თუ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები საკუთარ მანდატს არ გამოიყენებენ, აბსოლუტურად იზოლირებულნი აღმოჩნდებიან იმისგან, რა უნდა საზოგადოებას

„თუ ოპოზიცია საკუთარ მანდატს არ გამოიყენებს, აბსოლუტურად იზოლირებულნი აღმოჩნდებიან იმისგან, რა უნდა საზოგადოებას“, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

ირაკლი ჩიქოვანი

25 იანვარი 2021, 19:02

პოლიტიკა

ირაკლი ჩიქოვანი: ევროპის საბჭოში საქართველოს ხედავენ ევროპულ სახელმწიფოდ, რომელიც მომავლისთვის იბრძვის

საქართველოს ევროპის საბჭოში ხედავენ ევროპულ სახელმწიფოდ, რომელიც იბრძვის საკუთარი მომავლისთვის და ახორციელებს ძალან ბევრ რეფორმას, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

25 იანვარი 2021, 19:00

COVID19

თურქეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 25 ათასს გადააჭარბა

ბოლო 24 საათის განმავლობაში თურქეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 5 277 შემთხვევა გამოვლინდა, 140 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა, 5 860 კი გამოჯანმრთელდა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების 2 429 605 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაიცვალა 25 073 ადამიანი, 2 307 721-მა კი ვირუსის დამარცხება შეძლო.

ირაკლი ნადარეიშვილის შეხვედრა ბიზნეს სექტორთან

25 იანვარი 2021, 18:54

ეკონომიკა

ირაკლი ნადარეიშვილმა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან ბიზნესის ეტაპობრივი გახსნის საკითხი განიხილა

სამინისტროს განცხადებით, მინისტრის მოადგილის ირაკლი ნადარეიშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა შეხვედრა რესტორატორთა, სასტუმროების, მთის კურორტების, დისტრიბუტორებისა და სავაჭრო მოლების გაერთიანებების ხელმძღვანელებთან. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა ბიზნეს ომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი ნინო კვეტენაძე. შეხვედრაზე დადებითად შეფასდა მთავრობისა და უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილება 1-ელი თებერვლიდან შეზღუდვების შემსუბუქების შესახებ. ამავე დროს, ბიზნესის წარმომადგენლებმა მათ იმედი გამოთქვეს, რომ აღნიშნული პროცესი გაგრძელდება.

25 იანვარი 2021, 18:48

COVID19

კომპანია Moderna აცხადებს, რომ მისი ვაქცინა კორონავირუსის ახალი ვარიანტების წინააღმდეგ ეფექტურია

ლაბორატორიული კვლევების ფარგლებში Moderna-ს ვაქცინამ კორონავირუსის ახალი ვარიანტების გამანეიტრალებელი ანტისხეულები წარმოქმნა. ამის შესახებ კომპანია Moderna Inc-ში განაცხადეს.

25 იანვარი 2021, 18:48

საზოგადოება

თბილისის ბოტანიკურ ბაღში ჩანჩქერი გაიყინა

თბილისში, საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ჩანჩქერი გაიყინა, - ინფორმაციას ბოტანიკური ბაღი Facebook-ის გვერდზე ავრცელებს. აღნიშნული ჩანჩერი ადგილობრივებისთვის თუ ტურისტებისთვის ერთ-ერთი მიმზიდველი ადგილია.

ირაკლი ჩიქოვანი

25 იანვარი 2021, 18:44

პოლიტიკა

ირაკლი ჩიქოვანი: ევროპის საბჭოში აღიარებენ, რომ საქართველოს თანამშრომლობა ევროპულ ინსტიტუტებთან სამაგალითოა

ესაა საკმაოდ დატვირთული ვიზიტი, გარდა იმ საკითხებსა, რომელიც განხილული იქნება ევროპის საპარლამენტო ასამბლეის პირობებში, ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.