imedi /  04 დეკემბერი 2020, 12:40 / სანდო წყარო

ამირან გამყრელიძე: რეკორდულ შემთხვევებთან ერთად, ყველაზე მეტი 17,463 ტესტი გაკეთდა

ამირან გამყრელიძე

ამირან გამყრელიძე

დღეს მსოფლიოში ყველაზე მაღალი ინფიცირების რაოდენობა დაფიქსირდა. რეკორდულ შემთხვევებთან ერთად ყველაზე მეტი, 17,463 ტესტი გაკეთდა. აქედან PCR ტესტი არის 10,804 და 6,659 არის ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტი, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

გამყრელიძემ ამბულატორიული დაწესებულების თანამშრომლებს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, შაბათ-კვირას მუშაობისკენ მოუწოდა, რომ ადამიანებს მაქსიმალურად ჰქონდეთ ტესტირების შესაძლებლობა.

„დღეს მსოფლიოში ყველაზე მაღალი ინფიცირების რაოდენობა დაფიქსირდა. რეკორდულ შემთხვევებთან ერთად ყველაზე მეტი, 17,463 ტესტი გაკეთდა. აქედან PCR ტესტი არის 10,804 და 6,659 არის ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტი. გუშინდელი დადგენილების გამოსვლიდან, ანტიგენზე დაფუძნებულ სწრაფ ტესტზე ხელმისაწვდომობა სერიოზულად გაფართოვდა და კიდევ უფრო გაფართოვდება, სადაც ძირითადად სიმპტომებიან ძირითადად სიმპტომებიანი პაციენტები მიდიან, თუმცა თვითდინებით შეუძლია ყველას მისვლა, განისაზღვრა დაახლოებით 223 დაწესებულება, რომელიც ამბულატორიულ ტესტირებას ატარებს და ჩაატარებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. თბილისში ასეთია 42 და 9 დიდ ქალაქში 100-მდე, რასაც ყველა სტაციონირებული დაწესებულება ემატება, ანუ ყველა ჰოსპიტალი. გუშინდელი დადგენილების თანახმად განისაზღვრა, რომ ყველა ჰოსპიტალიზებული ადამიანი, რა დიაგნოზისაც არ უნდა იყოს, უნდა გამოიკვლიონ ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტით. ჩვენ ამ 2 თვეში ტესტირების მაქსიმალურად გაფართოება გვინდა, რომ ინფიცირებული ადამიანების იდენტიფიცირება ადრეულ ეტაპზე მოხდეს და რჩევა-დარიგება მიეცეს, რომ აუცილებლად სახლში ან კოვიდ-სასტუმროში იზოლირდეს“, - განაცხადა გამყრელიძემ.

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 5 068 ადამიანს დაუდასტურდა, 38 ინფიცირებული გარდაიცვალა, ხოლო 2 336 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 15 2704 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 12 6904-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1 425 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

ყველა სიახლე

21 იანვარი 2021, 22:51

COVID19

ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსის 44 357 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 44 357 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 404 ადამიანი გარდაიცვალა.

კრისტოფერ რეი

21 იანვარი 2021, 22:41

მსოფლიო

ჯო ბაიდენი გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორს, კრისტოფერ რეის თანამდებობაზე დატოვებს

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) დირექტორს, კრისტოფერ რეის თანამდებობაზე დატოვებს. ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა.

21 იანვარი 2021, 22:40

პოლიტიკა

პროკურატურა: სტრასბურგის სასამართლოში სახელმწიფო პოზიციების შემუშავების პროცესში გენერალურ პროკურატურას სხვა უწყებებთან ერთად მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის

სტრასბურგის სასამართლოში გამოძიებით მოპოვებული ასეულობით სხვადასხვა მტკიცებულება გაიგზავნა, რის საფუძველზეც ქართული მხარე, სასამართლოს წინაშე, ძლიერი სამართლებრივი არგუმენტებით და მყარი მტკიცებულებებით წარსდგა, ხსენებული მტკიცებულებების შეგროვებისა და სახელმწიფო პოზიციების შემუშავების პროცესში კი საქართველოს გენერალურ პროკურატურას სხვა უწყებებთან ერთად მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის, - ამის შესახებ საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

ალექსანდრე დე კრო

21 იანვარი 2021, 22:35

მსოფლიო

ბელგიის პრემიერი: გახსოვდეთ, მოგზაურობის დროს ვირუსს ჩემოდნით დაატარებთ

ბელგიის პრემიერი კორონავირუსის გავრცელების შემცირების მიზნით არააუცილებელ მოგზაურობაზე აკრძალვის დაწესების ინიციატივით გამოდის. ბელგიის მთავრობის თავმჯდომარე ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებს ინიციტივას ამ კვირაში წარუდგენს. ლიდერებმა დისტანციურ რეჟიმში პანდემიაზე უნდა იმსჯელონ.

ამირან გულუაშვილი

21 იანვარი 2021, 22:27

სამართალი

ამირან გულუაშვილი: ჩანაწერში ბრალდებული ფაქტობრივად ამბობს, რომ ჩიჩხიტურის მიმდებარედ მოხდა საზღვრის ხაზის გავლება, აზერბაიჯანული მხარის პოზიციის შესაბამისად

ნატალია ილიჩოვამ და ივერი მელაშვილმა ზემდგომების დავალების შესაბამისად, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, იმის მიუხედავად, როგორც ერთ-ერთი ბრალდებული ამბობს, რომ მას ამის გაკეთება არ სურდა, საზღვრის ხაზი საქართველოს ინტერესების საზიანოდ გაავლეს და ასე შეათანხმეს ის კომისიების მუშაობის ფორმატში, - ამის შესახებ პროკურორმა, ამირან გულუაშვილმა „პალიტრა ნიუსის“ ეთერში განაცხადა

სალომე ზურაბიშვილი დავიდ სასოლი

21 იანვარი 2021, 22:07

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა ევროპარლამენტის პრეზიდენტთან ქართველი და ევროკავშირის ქვეყნების სტუდენტების სწავლის საფასურის გათანაბრების საკითხი დააყენა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელში ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, დავიდ სასოლისთან შეხვედრისას ერთ-ერთ მთავარ საკითხად ქართველი და ევროკავშირის ქვეყნების სტუდენტებისათვის სწავლის საფასურის გათანაბრების საკითხი დააყენა, რათა ქართველ სტუდენტებს ევროკავშირში სწავლისას ჰქონდეთ ისეთი ტარიფებით სარგებლობის უფლება, რომლითაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების სტუდენტები სარგებლობენ, - ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

21 იანვარი 2021, 22:05

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 97 მილიონს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 97 მილიონს გადააჭარბა.

21 იანვარი 2021, 21:59

სამართალი

პანკისის სოფელ დუისში პოლიციამ მკვლელობაში ბრალდებული დააკავა

45 წლის ხიზირ გაურგაშვილი ამ წუთებში კახეთის პოლიციის დეპარტამენტის წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაჰყავთ. დაკავებულის ახლობლების ინფორმაციით, ის სამართალდამცველებს საკუთარი ნებით ჩაბარდა.

გოჩა ლორთქიფანიძე

21 იანვარი 2021, 21:57

პოლიტიკა

გოჩა ლორთქიფანიძე: უტყუარ მტკიცებულებად იქცა უკვე სტრასბურგის ეს გადაწყვეტილება, რაც მნიშვნელოვანია ჰააგის სასამართლოს კონტექსტშიც

უტყუარ მტკიცებულებად იქცა უკვე სტრასბურგის ეს გადაწყვეტილება, რაც მნიშვნელოვანია ჰააგის სასამართლოს კონტექსტშიც, რადგან ჩვენ სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოშიც ერთი და იგივე მტკიცებულების ბაზას ვეყრდნობოდით და მათ შორის არის 700-მდე სხვადასხვა ტიპისა და ხარისხის მტკიცებულება, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, გოჩა ლორთქიფანიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

21 იანვარი 2021, 21:53

მსოფლიო

მერილენდის შტატის მცხოვრებმა Powerball-ის ლატარეაში 731 მილიონი დოლარი მოიგო

აშშ-ში, მერილენდის შტატის მცხოვრებმა Powerball-ის ლატარეაში 731 მილიონი დოლარი მოიგო.

21 იანვარი 2021, 21:34

COVID19

ბელგიაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა 141 758 ადამიანმა უკვე მიიღო

ბელგიაში იმუნიზაცია „ფაიზერი/ბიონტეკის“ ვაქცინით მიმდინარეობს , რომელიც ბელგიის ქალაქ პურსში მზადდება. კრიზისის ცენტრი აცხადებს, რომ ავტორიზებული მეორე ვაქცინის „მოდერნას“ მიწოდება საკმაოდ შეზღუდულია და იმედი აქვთ მალე გამოსწორდება.

21 იანვარი 2021, 21:28

პოლიტიკა

დავით ზალკალიანმა ჟენევის მოლაპარაკებების ახალდანიშნულ თანათავმჯდომარესთან ონლაინ შეხვედრა გამართა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა სამხრეთ კავკასიაში ეუთოს თავმჯდომარის სპეციალურ წარმომადგენელთან, ჟენევის მოლაპარაკებების ახალდანიშნულ თანათავმჯდომარესთან, ანიკა სოდერთან ონლაინ შეხვედრა გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მინისტრმა თანათავმჯდოამრეს ახალ პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და ხაზი გაუსვა ეუთოს სპეციალური წარმომადგენლის როლს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში.

21 იანვარი 2021, 21:27

პოლიტიკა

უკრაინელი და პოლონელი მოსამართლეები, აგრეთვე ლადო ჭანტურია არ ეთანხმებიან გადაწყვეტილებას, რომ 2008 წლის ომის აქტიური საბრძოლო მოქმედებების დროს მოვლენები რუსეთის იურისდიქციას არ ექვემდებარება

სტრასბურგის სასამართლოს განმარტებით, სარჩელის აღნიშნული ნაწილის დაუშვებლად ცნობის გადაწყვეტილება მსხვერპლთა და სადავო ინციდენტების დიდი რაოდენობის, წარდგენილი მტკიცებულებების მოცულობისა და შესაბამისი გარემოებების დადგენის სირთულის გათვალისწინებით მიიღო.

21 იანვარი 2021, 21:16

COVID19

ბოლო 24 საათში თურქეთში კორონავირუსის 6 289 ახალი შემთხვევა დადასტურდა

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 6 289 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 153 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

ირაკლი ღარიბაშვილი

21 იანვარი 2021, 21:10

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე: ეს დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი სამხედროებისთვის, რომლებმაც თავი გაწირეს ამ ომში, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიული გამარჯვების დღეა. მისი თქმით, ეს დღე მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქისთვის და განსაკუთრებით ჩვენი სამხედროებისთვის, რომლებმაც თავი გაწირეს ამ ომში და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის.

21 იანვარი 2021, 21:09

COVID19

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსის 14 078 ახალი შემთხვევა დადასტურდა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 14 078 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 521 ადამიანი გარდაიცვალა.

21 იანვარი 2021, 21:04

COVID19

ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსს 1 290 ადამიანი ემსხვერპლა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 37 892 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1 290 ადამიანი გარდაიცვალა.

გოჩა ლორთქიფანიძე

21 იანვარი 2021, 20:58

პოლიტიკა

გოჩა ლორთქიფანიძე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: განსაკუთრებით გამოვყოფდი პროკურატურის წვლილს მტკიცებულებების შეგროვების ნაწილში

არ მინდა რომელიმე უწყება გამომრჩეს, განსაკუთრებით გამოვყოფდი მტკიცებულებების შეგროვების ნაწილში პროკურატურის წვლილს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, ასევე თავდაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, გოჩა ლორთქიფანიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა. მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ქართული სახელმწიფოს გამარჯვებაა.

სალომე ზურაბიშვილი და დავიდ სასოლი

21 იანვარი 2021, 20:51

პოლიტიკა

ევროპარლამენტის პრეზიდენტი: ევროკავშირმა უნდა გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში

21 იანვარი 2021, 20:51

სპორტი

გორის „დილას“ ანდრეი დემჩენკო გაწვრთნის

დემჩენკომ პროფესიული კარიერა მოსკოვის „ცეესკაში“ დაიწყო, შემდეგ კი „აიაქსში“ თამაშობდა და მასთან ერთად ევროპის სუპერთასი მოიგო. მისი მწვრთნელის კარიერა 2010 წელს დაიწყო და მეტალურგს,მეტალისტსა და ლვოვს უკავშირდებოდა.