imedi /  05 დეკემბერი 2020, 08:23 / სანდო წყარო

ბრაზილიაში კორონავირუსი კიდევ 46 884 ადამიანს დაუდასტურდა

კორონავირუსი ბრაზილია

ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსის 46 884 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 694 ადამიანი კი გარდაიცვალა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ბრაზილიაში კორონავირუსის 6 533 968 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 175 964 ადამიანი გარდაიცვალა.

ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

გიორგი ცუცქირიძე

28 იანვარი 2021, 12:38

პოლიტიკა

გიორგი ცუცქირიძე: რეგიონში ჩვენთან კორუფციის ყველაზე დაბალი დონეა, ამასთან ევროკავშირის 9 ქვეყანაზე წინ ვართ

საფინანსო საკითხების ექსპერტის, პროფესორ გიორგი ცუცქირიძის განცხადებით, ქვეყანაში კორუფციის დონის შეფასებისას ხშირად პოლიტიკური ხასიათის სპეკულაციები ხდება. ამის შესახებ ცუცქირიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა. ცუცქირიძე ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს გამოეხმაურა, რომელიც კორუფციის აღქმის ინდექსს ეხება.

მამუკა მდინარაძე

28 იანვარი 2021, 12:37

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: არ შეიძლება ამ ქვეყანაში იყო ბოკერიას მომხრე და ბოკერიას ჭკუაზე დადიოდე

„ისინი, ბოდიში ამ ტერმინისთვის, მაგრამ მათივე ენაზე ვიტყვი, „აპრავებენ“ ძალადობას, ყოველ შემთხვევაში ამის მცდელობა აქვთ. ადრე გახსოვთ, მან (ბოკერიამ) თქვა „ლეგიტიმური ძალადობა“ თუ რაღაც მსგავსი. შესაბამისად, ისინი ამ ლეგიტიმაციას ვერ შესძენენ ვერც ძალადობას, ვერც სიცრუეს, ვერც ვითომ გაყალბებულ არჩევნებს. და ადამიანმა, რომელმაც საკუთარი პარტია ჩამოაქცია და ახლა ქვეყნის ჩამოქცევას ცდილობს, არ შეიძლება ვალდებულება დააკისროს ვიღაცას ან რევოლუციაში მონაწილეობის, ან ძალადობის, ან სიცრუის ტირაჟირების, ან მისი მომხრეობის“, - განაცხადა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძე

28 იანვარი 2021, 12:35

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე გიგა ბოკერიაზე: 3%-იანი პარტიის უმანდატო ლიდერი რომ მოუწოდებს საზოგადოებას რევოლუციისკენ, ეს როგორც მინიმუმ, სასაცილოა

3%-იანი პარტიის უმანდატო ლიდერი რომ მოუწოდებს საზოგადოებას რევოლუციისკენ, ეს როგორც მინიმუმ, სასაცილოა, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც „ძალადობრივი, მაგრამ ლეგიტიმური რევოლუციის“ შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებას გამოეხმაურა.

სადირ ჟაპაროვი

28 იანვარი 2021, 12:29

მსოფლიო

სადირ ჟაპაროვი ყირგიზეთის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად შეუდგა

ყირგიზეთის ახალი პრეზიდენტი, სადირ ჟაპაროვი პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად შეუდგა.

ბიძინა ივანიშვილი

28 იანვარი 2021, 12:24

პოლიტიკა

Contrepoints-ი: საქართველოს დემოკრატია დღეს მყარად დგას ფეხზე, როგორც ცხადყოფს სამჯერ ზედიზედ ჩატარებული თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები

როგორც სტატიის ავტორი აცხადებს, საქართველოსა და დასავლეთს შორის დიდი რუდუნებით შექმნილი სულ უფრო მჭიდრო ურთიერთობები, პირველ რიგში, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა, რომელმაც მას შემდეგ, რაც ქართული ოცნების პარტიამ 2020 წლის ოქტომბერში გაიმარჯვა საპარლამენტო არჩევნებში, განაცხადა, რომ სამუდამოდ ტოვებს პოლიტიკას და ასპარეზს ახალგაზრდებს უთმობს.

28 იანვარი 2021, 12:20

COVID19

რუსეთში კორონავირუსის 19,138 შემთხვევა გამოვლინდა

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 19,138 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 575 პაციენტი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, რუსეთში კორონავირუსის 3,793,810 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 71,651 ადამიანი გარდაიცვალა.

გიორგი მანჯგალაძე

28 იანვარი 2021, 12:20

სამართალი

გენერალურ პროკურატურაში დავით გარეჯის საქმეზე გიორგი მანჯგალაძეს კითხავენ

გენერალურ პროკურატურაში დავით გარეჯის საქმეზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, გიორგი მანჯგალაძის გამოკითხვა მიმდინარეობს. უწყებაში შესვლამდე მანჯგალაძეს და მის ადვოკატს კომენტარი არ გაუკეთებიათ.

დავით სერგეენკო

28 იანვარი 2021, 12:18

პოლიტიკა

დავით სერგეენკო ოპოზიციის მანდატებზე: ყველას უნდა მიეცეს შესაძლებლობა, გამოიყენოს პარლამენტის ტრიბუნა

ჩემი განწყობა ისეთია, რომ კარები არ უნდა დაიხუროს და ყველა შესაძლებლობა მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული, რომ ოპოზიცია შემოვიდეს პარლამენტში, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.

28 იანვარი 2021, 12:08

COVID19

უკრაინაში კორონავირუსის 5,529 შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსი კიდევ 5,529 ადამიანს დაუდასტურდა, 149 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 1,206,412 ადამიანს დაუდგინდა. COVID-19-ს სულ 22,351 პაციენტი ემსხვერპლა, 992,031 ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.

იენს სტოლტენბერგი

28 იანვარი 2021, 12:07

მსოფლიო

იენს სტოლტენბერგმა ალიანსის წევრ ქვეყნებს მოუწოდა, თავდაცვითი ხარჯების გაზრდა გააგრძელონ

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ალიანსის წევრ ქვეყნებს მოუწოდა, თავდაცვითი ხარჯების გაზრდა გააგრძელონ. ამის შესახებ იენს სტოლტენბერგმა ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

28 იანვარი 2021, 12:04

COVID19

სომხეთში კორონავირუსის 242 შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში კორონავირუსი კიდევ 242 ადამიანს დაუდასტურდა, 11 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება. სულ ქვეყანაში კორონავირუსის 166,559 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 3,067 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 156,645.

ბიძინა ივანიშვილი

28 იანვარი 2021, 11:58

პოლიტიკა

Contrepoints-ი: საქართველოში მმართველი პარტიის ლიდერი მიდის პოლიტიკიდან მას შემდეგ, რაც ქვეყანა ნატოს ზღურბლთან მიიყვანა

მმართველი პარტიის ლიდერი და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მიდის პოლიტიკიდან იმ დროს, როცა ეს კავკასიური რესპუბლიკა უფრო ახლოსაა ნატოსა და ევროკავშირთან, ვიდრე ოდესმე, - გამოცემა Contrepoints-ი აქვეყნებს სტატიას სახელწოდებით ,,საქართველო - მმართველი პარტიის ლიდერი მიდის პოლიტიკიდან მას შემდეგ, რაც ქვეყანა ნატოს ზღურბლთან მიიყვანა“.

გიორგი გახარია

28 იანვარი 2021, 11:58

ეკონომიკა

გიორგი გახარია: კორპორატიული მართვის საუკეთესო პრაქტიკების და მაგალითების გათვალისწინებით ვიწყებთ სახელმწიფო საწარმოების რეფორმირებას

მიზანი, რომელსაც ჩვენ ვისახავთ, რომ სახელმწიფო საწარმოების მართვა იყოს კორპორატიული მართვის საუკეთესო პრაქტიკების და მაგალითების დონეზე, ეს არ არის მხოლოდ ჩვენი სურვილი, ეს არის აუცილებლობა, გამოწვეული იმ ეკონომიკური მდგომარეობით, რომელშიც დღეს ქვეყანა იმყოფება და რომელსაც გლობალური ეკონომიკური კრიზისი ჰქვია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

გიორგი გახარია

28 იანვარი 2021, 11:55

COVID19

გიორგი გახარია: 18 ათასი ტესტიდან, დადებითი მაჩვენებელია მხოლოდ 723-ზე, რაც ჩვენთვის მაინც დიდი ციფრია, თუმცა მაჩვენებელი მიუახლოვდა 4%-ს

„ჩვენ რამდენჯერმე ვთქვით, რომ, მაშინ, როდესაც ნოემბრის ბოლოს შეზღუდვები დავაწესეთ, ამას ჰქონდა კონკრეტული მიზანი. სამწუხაროდ, მაშინ ვირუსის გავრცელების დადებითობის მაჩვენებელი ქვეყანაში იყო უაღრესად მაღალი, ზოგ ქალაქებში 30%-ს გადააჭარბა. დღეის მონაცემებით, შემიძლია გითხრათ, რომ გუშინ აღებული 18 000 ტესტიდან, დადებითი მაჩვენებელია მხოლოდ 723-ზე. ეს ჩვენთვის მაინც დიდი ციფრია, თუმცა მაჩვენებელი მიუახლოვდა 4%-ს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

28 იანვარი 2021, 11:54

მსოფლიო

მსოფლიოს ყველაზე მაღალი ძაღლი 8 წლის ასაკში მოკვდა

მსოფლიო ყველაზე მაღალი ძაღლი, გერმანული დოგი სახელად ფრედი, 8 წლის ასაკში მოკვდა. ამის შესახებ ინფორმაციას „გინესის მსოფლიო რეკორდები“ ავრცელებს. ფრედი სახალხოდ ცნობილი 2016 წელს გახდა, მას შემდეგ, რაც „გინესის მსოფლიო რეკორდებმა“ ის ყველაზე მაღალ ძაღლად დაასახელა. ფრედის სიმაღლე ფეხებიდან კისრის ძირამდე 103,5 სანტიმეტრს შეადგენდა, ხოლო როცა ძაღლი უკანა ფეხებზე დააყენეს მისი სიმაღლე 226 სანტიმეტრს გაუტოლდა.

ბოტანიკური ბაღი

28 იანვარი 2021, 11:49

საზოგადოება

ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ახალი მაგისტრალური ხაზი და სარეზერვო აუზები ეწყობა

საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით,საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში საირიგაციო სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. წლების განმავლობაში, ბოტანიკური ბაღის სარწყავი წყლით შეუფერხებელი მომარაგება მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენდა, რაც ბაღის კოლექციების მართვაში სირთულეებს ქმნიდა.

28 იანვარი 2021, 11:44

კულტურა

„ბრიჯერტონი“ Netflix-ის ყველაზე პოპულარული სერიალი გახდა

შოუ ტოპ-ათეულში შევიდა ყველა ქვეყანაში, სადაც Netflix-ი ფუნქციონირებს, იაპონიის გარდა, ამერიკელი მწერლის, ჯულია ქუინის წიგნები კი, რომლებსაც სცენარი ეფუძნება, The New York Times-ის ბესტსელერების სიაში მოხვდა.

28 იანვარი 2021, 11:38

COVID19

ბოლო 24 საათში აშშ-ში კორონავირუსს 3 943 ადამიანი ემსხვერპლა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 152 478 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 3 943 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

Toyota

28 იანვარი 2021, 11:37

ეკონომიკა

2020 წელს მსოფლიოში ყველაზე მეტი ავტომობილი Toyota-მ გაყიდა

იაპონურმა ავტომწარმოებელმა Toyota Motor-მა 2020 წელს 9,53 მილიონი ავტომობილი გაყიდა, რაც ავტოინდუსტრიაში წლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

ირაკლი ქადაგიშვილი

28 იანვარი 2021, 11:28

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: ამომრჩეველმა აირჩია პოლიტიკური პარტიები და პარლამენტარები იმისთვის, რომ პარლამენტში შევიდნენ და თავისი სამუშაო შეასრულონ

ამომრჩეველმა აირჩია პოლიტიკური პარტიები და პარლამენტარები იმისთვის, რომ პარლამენტში შევიდნენ და თავისი სამუშაო შეასრულონ, ის სამუშაო, რომელიც ამომრჩევლმა დააკისრა, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.