imedi /  05 დეკემბერი 2020, 22:38 / სანდო წყარო

ამირან გამყრელიძე: ვიდრე საქართველოში ვაქცინა არ შემოვა და მოსახლეობის დაახლოებით 20-25% არ აიცრება, ეს ჭირი თავს არ დაგვანებებს

ამირან გამაყრელიძე

ამირან გამაყრელიძე

ხარვეზი ბევრია და იმიტომ, რომ სისტემა ძალიან გადატვირთულია, იმიტომ რომ შემთხვევების რაოდენობა ძალიან ბევრია, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „TV პირველის“ ეთერში, ქვეყანაში სამედიცინო კრიზისზე საუბრისას განაცხადა.

„ხშირად ისმის კითხვა, ჯანდაცვა ამისთვის რატომ არ მოემზადა?!, ამაზე მარტივი პასუხია - იდეალური არაფერია. გაზაფხულზე რომ ასეთი ტალღა ყოფილიყო, სისტემა 2 კვირაში ჩამოიშლებოდა. მესმის, რომ ბევრი ხარვეზია და ბევრ ადამიანს აქვს პრეტენზია. ამ ტიპის გამოწვევას მარტო სახელმწიფო, ჯანდაცვა, ექიმები ვერ გაუმკლავდებიან, აქ ყველას პასუხისმგებლობა დგას. დღეს სისტემა ზღვარზე მუშაობს.

დღესაც არის საზოგადოების დიდი ნაწილი, ვისაც კოვიდის არსებობის არ სჯერა. მძიმე დეკემბერი და იანვარი იქნება, ვიდრე საქართველოში ვაქცინა არ შემოვა და მოსახლეობის დაახლოებით 20-25% არ აიცრება, მანამდე ეს ჭირი თავს არ დაგვანებებს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღეს საქართველოში კორონავირუსი კიდევ 5450 ადამიანს დაუდასტურდა.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 158 154 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 129 210-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1462 მოქალაქე. კარანტინის რეჟიმშია 1325 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 6671 პაციენტია. ​კოვიდ-სასტუმროში 4067 ადამიანი იმყოფება.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

ყველა სიახლე

Apple

28 იანვარი 2021, 10:23

ეკონომიკა

Apple-მა 2021 წლის პირველ კვარტალში რეკორდული მოგება მიიღო

კორპორაცია Apple-მა 2021 წლის პირველ ფინანსურ კვარტალში 111,4 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა, რაც აბსულუტურ რეკორდად შეიძლება ჩაითვალოს. ინფორმაციას ამის შესახებ CNBC News-ი ავრცელებს.

28 იანვარი 2021, 10:20

სამართალი

2020 წლის კორუფციის აღქმის ინდექსით საქართველო რეგიონში კვლავ პირველია

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წლის კორუფციის აღქმის ინდექსით საქართველო რეგიონში კვლავ პირველია. ამის შესახებ საერთაშორისო გამჭვირვალობის 2020 წლის კვლევაშია ნათქვამი, რომელიც დღეს გამოქვეყნდა. საერთაშორისო გამჭვირვალობის კორუფციის აღქმის ინდექსის (CPI) თანახმად, საქართველო კვლავ ინარჩუნებს მოწინავე პოზიციებს და წელსაც პირველ ადგილზეა აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალური აზიის რეგიონში; მსოფლიო მასშტაბით კი, საქართველო 180 ქვეყანას შორის 45-ე ადგილს იკავებს და ბოლო 5 წელია, ინარჩუნებს პოზიციას საუკეთესო ქვეყნების 25%-ში.

კორონავირუსი

28 იანვარი 2021, 10:18

რეგიონი

მალხაზ თორია: ფონდ „ქართუს“ დახმარებით ზუგდიდში შენდება სარაგბო ბაზა, რომელიც ყველა თანამედროვე სტანდარტს დააკმაყოფილებს

„ზუგდიდის რაგბის სტადიონის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო, ფონდ „ქართუს“ დახმარებით ჩვენ გვექნება სარაგბო ბაზა, რომელიც დააკმაყოფილებს საერთაშორისო მოთხოვნებს. ზუგდიდის რაგბის სტადიონს ექნება, როგორც ბუნებრივსაფრიანი ასევე ხელოვნურსაფრიანი მოედანი. სტადიონი საერთო ჯამში გათვლილია 5000-ზე მეტი მაყურებლისთვის. მინდა მადლობა გადავუხადო ფონდ „ქართუს“, რომელიც ჩვენს რეგიონში რაგბის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანეს პროექტს ახორციელებს“, - განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ.

მოჰამედ ჯავად ზარიფი

28 იანვარი 2021, 10:17

პოლიტიკა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ეწვია

28 იანვარს, ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი მუჰამედ ჯავად ზარიფი რეგიონული სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ესტუმრა. თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

28 იანვარი 2021, 10:07

რეგიონი

ყვარლის მუნიციპალიტეტში ავარიას ქვეითად მოსიარულე ემსხვერპლა

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში ავარიას ქვეითად მოსიარულე ემსხვერპლა. Imedinews-ის ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი სოფლეში ფეხით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მას მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებების გამო, კაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე, ადგილზე გარდაიცვალა.

შსს

28 იანვარი 2021, 09:56

სამართალი

პოლიციამ რუსთავში ყაჩაღობის ფაქტზე 2 პირი დააკავა

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 15 იანვარს, ქალაქ რუსთავში მდებარე სუპერმარკეტ "ლიბრეში", კონსულტანტებს ცივი იარაღის მუქარით თანხა მოსთხოვეს, თუმცა მათ წინააღმდეგობა გაუწიეს. თავდამსხმელებმა ერთ-ერთ კონსულტანტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ბრალდებულებმა სუპერმარკეტიდან 162 ლარის ღირებულების სიგარეტი გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

28 იანვარი 2021, 09:45

სამართალი

პოლიციამ „ნიკორას“ თანამშრომლის დაჭრის ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავა

„გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა 2021 წლის 25 იანვარს, დიღმის მასივში მდებარე სუპერმარკეტ „ნიკორასთან“, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ამავე მაღაზიის თანამშრომელს ცივი იარაღით გულმკერდის არეში ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი გადაყვანილია საავადმყოფოში, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დენ ჰეიჰერსტი და პამელა ანდერსონი

28 იანვარი 2021, 09:38

ტაბლოიდი

პამელა ანდერსონი ისევ გათხოვდა

„ზუსტად იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო. მე ვარ ძლიერი კაცის ხელში, რომელსაც ძალიან ვუყვარვარ“, - აცხადებს 53 წლის მსახიობი.

პარლამენტი

28 იანვარი 2021, 09:25

პოლიტიკა

პარლამენტში დღეს ცვლილებებზე იმსჯელებენ, რომლის მიხედვითაც საპარლამენტო თანამდებობის დაკავების უფლება უფრაქციო დეპუტატებსაც ექნებათ

უფრაქციო დეპუტატებს შესაძლებლობა ექნებათ, პოლიტიკურ დებატებში ჩაერთონ ინტერპელაციის პროცედურის ფარგლებში.

მართულხლართები

28 იანვარი 2021, 09:15

რეგიონი

ოკუპანტების მიერ დაკავებული ზაზა გახელაძის ე.წ. სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

როგორც გახელაძის მეუღლე აცხადებს, სასამართლოს შემდეგ გაირკვევა, დარჩება თუ არა დაკავებული პატიმრობაში. გახელაძის პროცესი 25 იანვარს უნდა გამართულიყო, თუმცა უცნობი მიზეზის გამო გადაიდო.

პარლამენტი ვაქცინა

28 იანვარი 2021, 09:09

COVID19

პარლამენტი დღეს ვაქცინაციის გეგმას დაამტკიცებს

პარლამენტი საკითხს დაჩქარებული წესით განიხილავს, რადგან ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემოტანა არ შეფერხდეს. ჯანდაცვის მინისტრმა გუშინ აღნიშნა, რომ ვაქცინა საქართველოში თებერვლის ბოლოს იქნება.

საქართველოს პარლამენტი

28 იანვარი 2021, 09:00

პოლიტიკა

საპროცედურო საკითხთა კომიტეტი დღეს პარლამენტის 49 ოპოზიციონერი წევრისთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე იმსჯელებს

სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე განცხადება არ შეუტანიათ „გირჩსა“ და ალეკო ელისაშვილის პარტიას. ოპოზიციური სპექტრი კვლავ ბოიკოტის რეჟიმშია, პარალელურად კი, ხელისუფლებასთან მოლაპარაკების მეხუთე რაუნდს ელოდება.

სალომე ზურაბიშვილი იენს სტოლტენბერგი

28 იანვარი 2021, 08:45

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველოს ნატოს წევრობასთან ბევრად უფრო ახლოსაა

სალომე ზურაბიშვილის თქმით, კავკასია ვაჭრობის, ურთიერთკავშირისა და მშვიდობის ცენტრი უნდა იყოს, ევროკავშირს და ნატოს კი, კრიტიკული ინფრასტრუქტურის მხარდაჭერით, ამ მიმართულებით დახმარება შეუძლიათ.

ალექსეი ნავალნი

28 იანვარი 2021, 08:35

მსოფლიო

რუსეთში ალექსეი ნავალნის ოჯახის წევრებსა და თანაგუნდელებს აკავებენ

სამართალდამცველებმა ჩხრეკა ჩაატარეს ნავალნის თანაგუნდელის, ლიუბოვ სობოლის სახლსა და ოფისშიც, თავად სობოლი კი 48 საათით დააკავეს. გაჩხრიკეს ნავალნის ანტიკორუფციული ფონდის ოფისებიც. პოლიციას ორიგინალურად დახვდა ალექსეი ნავალნის პირადი ექიმი და თანაგუნდელი ანასტასია ვასილიევა. როდესაც სამართალდამცველები მისი ბინის გასაჩხრეკად შევიდნენ, ის ფორტეპიანოზე უკრავდა.

პასე

28 იანვარი 2021, 08:26

პოლიტიკა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა დღეს რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების საკითხს განიხილავს

„გარკვეული რაოდენობა ქვეყნების და დეპუტატების შევიკარით და გავერთიანდით. გვინდა კიდევ ერთხელ დავაყენოთ მათი უფლებამოსილება კითხვის ნიშნის ქვეშ და ვისაუბროთ იმ თემებზე რომლებიც აქტუალურია არამარტო საქართველოსთვის, არამედ სხვა ქვეყნებისთვის. მათგან უკრაინა ერთ-ერთი პირველია. ჩვენ ბევრი საერთო პრობლემა გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დაწყებული და რუსეთის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით. ამ ყველა საკითხს ჩვენ ვახსენებთ და აუცილებლად შევეცდებით მოვიპოვოთ მხარდაჭერა ევროსაბჭოში. ვიცით ეს იოლი არ იქნება, მაგრამ იმედი გვაქვს შევძლებთ თანმიმდევრული ნაბიჯებით საბოლოო მიზნამდე მისვლას“, - განაცხადა საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, კახა კუჭავამ.

ამინდი

28 იანვარი 2021, 08:11

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

რუსთავში სინოპტიკოსები უმეტესად მზიან დღეს ვარაუდობენ, დღისით +14 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღეა მოსალოდნელი თბილისშიც, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღისით +14 გრადუსი იქნება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.

ვახტანგ გომელაური

28 იანვარი 2021, 08:00

პოლიტიკა

პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომაზე დღეს შს მინისტრს მოუსმენენ

„ანგარიშის მოსმენისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ისეთ საკითხებს, როგორებიცაა მათ შორის სასაზღვრო უსაფრთხოება, სტრატეგიული მილსადენების დაცვა, საოკუპაციო ხაზის უსაფრთხოების დაცვის ღონისძიებები, ორგანიზაციულ დანაშაულთან ბრძოლა და სხვა ძირითადი მიმართულებები. ასევე, მოვისმენთ ინფორმაციას უწყების მიერ განხორციელებული საიდუმლო შესყიდვების შესახებ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება ძალიან საინტერესო ანგარიში“, - განაცხადა ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელმა ირაკლი ბერაიამ.

ენტონი ბლინკენი

28 იანვარი 2021, 02:23

მსოფლიო

ენტონი ბლინკენი: აშშ შეშფოთებულია ალექსეი ნავალნის უსაფრთხოების საკითხით

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ შეშფოთებულია ალექსეი ნავალნის უსაფრთხოების საკითხით.

კარლოს სლიმი

28 იანვარი 2021, 01:01

COVID19

კარლოს სლიმი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, საავადმყოფოში გადაიყვანეს

მექსიკელი ბიზნესმენი, კარლოს სლიმი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინფორმაციას ამის შესახებ ბიზნესმენის წარმომადგენელი, არტურო ელიასი ავრცელებს.

28 იანვარი 2021, 00:55

მსოფლიო

არხანგელსკში ანტისამთავრობო აქცია თოვლის კაცებმა მოაწყვეს

არხანგელსკელმა ეკოაქტივისტმა ელენა კალინინამ სოფელ ზაჩატიეში უცნაური პერფორმანსი მოაწყო. „ვოვა, ჩვენს შორის ყველაფერი დამთავრდა!“ „ ძირს მეფე!“ „მშვიდობა ქოხებს, ომი სასახლეებს!“ „ეს ჩვენი ქვეყანაა!“ - ამ შინაარსის პლაკატები ხელში თოვლის კაცებს ეჭირათ, რომლებიც კალინინამ სოფლის ცენტრში დადგა. „აქციები ძირითადად ქვეყნის დიდ ქალაქებში ეწყობა, სოფლებში კი ასეთი შეკრებები მიღებული არ არის. ამიტომ, გადავწყვიტე პროტესტს ამ ფორმით შევუერთდე“, - აღნიშნა ეკოაქტივისტმა.