07 დეკემბერი 2020, 12:32 / სანდო წყარო

ჩემს შვილს უთხარი, დედიკო დაგირეკავს მალე - ექიმის ემოციური ფოტო კლინიკიდან

რეანიმაციის უმცროსი ექიმი რეზიდენტი, ნანა სხი­ლა­ძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე ემო­ცი­ურ ფო­ტოს აქ­ვეყ­ნებს. ფო­ტო­ზე ის მი­ნის მიღ­მა წე­რი­ლით ხელ­ში ჩანს. ფურცელზე წე­რია: „ჩემს შვილს უთხა­რი, დე­დი­კო და­გი­რე­კავს მალე“.

როგორც მან „იმედინიუსთან“ საუბრისას განაცხადა, მას ორი შვილი ჰყავს, 5 წლის ალექსანდრა და წლინახევრის ნიკოლი, რომელთაც კვირაში მხოლოდ ერთხელ ნახულობს.

„როცა PCR-ტესტის პასუხს ვიგებ, რომ უარყოფითია, მხოლოდ მაშინ მივდივარ მათთან. ძალიან რთული პერიოდია, როგორც მედიკოსებისათვის, ასევე მოსახლეობისთვის. მინდა, მხნეობა, გამძლეობა ვუსურვო მათ და პანდემიის მალე დასრულება“ - აცხადებს ნანა სხილაძე.

როგორც მან ჩვენთან საუბრისას განმარტა, დაინფიცირების რისკის გაზრდის გამო, პაციენტებთან სპეციალური ეკიპირებით შესულ მედიკოსებს არ აქვთ უფლება, ე.წ. „წითელ ზონაში“ ტელეფონი შეიტანონ და „აღნიშნული ფოტო ასახავს მინიმუმ 8-საათიან რეჟიმს მინის მიღმა“.

   

ვითომ ხომ მომღიმარი ფოტოა..🙂 მაგრამ თან დაგვაქვს ყველა აქ მომუშავე მედიკოსს ყველაზე დიდი, დედის დარდი რომელიც...

Posted by Dr. Nana Skhiladze on Sunday, December 6, 2020

ნანა სხილაძის განცხადებით, ის, უმეტესად, რეანიმაციულ განყოფილებაში, უმცროს ექიმად მუშაობს. მან შექმნა მოხალისე ექთნების ჯგუფი, რომლის წევრებიც მძიმე პაციენტებთან სახლში მიდიან მაშინ, როცა სასწრაფო ვერ ახერხებს გამოძახებაზე მისვლას, კლინიკაში ადგილი არაა და პაციენტს, ექიმის დანიშნულებით, გადასხმა ან ნემსის გაკეთება სჭირდება. ექიმის განცხადებით, მოხალისე ექთნების ჯგუფში 18 ადამიანია. ნანა სხილაძე აცხადებს, რომ კვლავ ეძებს მოხალისეებს.

ყველა სიახლე

იაგო ხვიჩია

01 მარტი 2021, 16:17

პოლიტიკა

იაგო ხვიჩიამ განმარტა, რატომ არ ესწრებოდა შარლ მიშელთან შეხვედრას

„ზურაბ ჯაფარიძე „გირჩის“ სახელით იყო წარმომადგენელი, ისევე როგორც ლიტველ პარლამენტის წევრთან იყო შეხვედრა, იქაც. როგორც ჩანს ჯერ საზოგადოებაში არ არის დალექილი ის ამბავი, რომ ზურა ჯაფარიძე „გირჩს“ აღარ წარმოადგენს. აქედან გამომდინარე ჩვენ მოგვიბოდიშეს და გვითხრეს, რომ შემდეგ შემთხვევაში ამას გაითვალისწინებენ. ეს არ იყო პოზიციაზე დამოკიდებულია. ეს პროტოკოლი შეთანხმებული იყო სტუმართან. ამ შემთხვევაში ჩვენ ვიცით რას მოუყვებიან და ჩვენი პოზიციები საჯაროდ არის ცნობილი“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

01 მარტი 2021, 15:53

სამართალი

ქარელში, მასწავლებელი მოსწავლის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს

მოსწავლის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით შიდა ქართლში მასწავლებელი დააკავეს, - ამის შესახებ „იმედინიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.

01 მარტი 2021, 15:53

საზოგადოება

მაჭავარიანის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ცალმხრივად აღდგენილია

ინფრასტრუქტურული სამუშაოებიდან გამომდინარე, მაჭავარიანის ქუჩაზე, ოპერატიული მართვის ცენტრის შენობიდან („112“) ვაშლიჯვრისკენ, „ბიპის“ ბენზინგასამართ სადგურამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, საავტომობილო მოძრაობის ცალმხრივად შეზღუდვა კვლავ 31 მარტამდე გაგრძელდება.

01 მარტი 2021, 15:40

COVID19

კოვიდსიტუაციის გაუარესების გამო, ფინეთის მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

კოვიდსიტუაციის გაუარესების გამო, ფინეთის მთავრობამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ნინო წილოსანი

01 მარტი 2021, 15:37

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: ვიზიარებთ დეესკალაციის თხოვნას, ჩვენ პროცესის ერთ-ერთი მონაწილე ვართ და ამის გათვალისწინებით ყველაფერს ვაკეთებთ

ვიზიარებთ დეესკალაციის თხოვნას. ჩვენ პროცესის ერთ-ერთი მონაწილე ვართ და ამის გათვალისწინებით ყველაფერს ვაკეთებთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნინო წილოსანმა განაცხადა, რომელმაც საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადება შეაფასა. პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, გუნდი ვითარების დეესკალაციის თაობაზე საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებებს იზიარებს.

01 მარტი 2021, 15:37

სამართალი

საქართველოს რკინიგზა: აალდა ძველი ვაგონცისტერნა, რომელშიც მაზუთის ნარჩენი იყო

საქართველოს რკინიგზა სამგორის რაიონში, მატარებლის გამოუსადეგარი ვაგონცისტერნის აალების შესახებ განცხადებას ავრცელებს. გამოუსადეგარი ვაგონცისტერნაში, რომელიც აალდა, მაზუთის ნარჩენი იყო.

შალვა პაპუაშვილი

01 მარტი 2021, 15:35

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილმა განმარტა, რას გულისხმობს „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილების პროექტი

„ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილების პროექტი კერძო სკოლებსა და მშობლებს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობას ეხება. როგორც ვნახე, კრიტიკული განწყობა ყოფილა პროექტის მიმართ, - წერს Facebook-ის საკუთარ გვერდზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი.

თამარ გაბუნია

01 მარტი 2021, 15:33

COVID19

თამარ გაბუნია: უხერხულია საუბარი, თითქოს ჯანდაცვის სამინისტრო აპლიკაციის ფორმას სწორად ვერ ავსებს

„ის, რაც წერია მედიაში გავრცელებულ განცხადებაში, იკითხება ცალსახად ისე, რომ ქვეყანამ ვერ შეასრულა კრიტერიუმი, რომელიც დააყენა COVAX-მა, რაც არ არის სწორი. ქვეყანამ მიიღო დამატებითი მოთხოვნები Pfizer-ისგან, ამას სჭირდება კიდევ დამატებითი მოლაპარაკება, სადაც დაზუსტდება ყველა პირობა, ორმხრივად მოეწერება ხელი, როგორც კი გვექნება დაზუსტებული ხელშეკრულებები. ყველაფერი არის მზად, რათა Pfizer-ისგან დასტურის მიღებისთანავე ჩვენ გვქონდეს საბოლოო შეთანხმება. COVAX-ი გააკეთებს განმარტებას, თუ რატომ მოხდა მისი განცხადების ასეთი ტიპის ინტერპრეტაცია“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

01 მარტი 2021, 15:18

სამართალი

სამგორის რაიონში მატარებლის ვაგონს ცეცხლი გაუჩნდა. ვიდეო

თბილისში, სამგორის რაიონში ხანძარია. საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი დემონტაჟისთვის გამზადებულ ცალკე მდგომ ვაგონს გაუჩნდა, რომელიც რკინიგზის ჩიხში იდგა და საწვავის გადასაზიდად გამოიყენებოდა და ამ ეტაპზე ვაგონში საწვავი სავარაუდოდ, არ არის.

შარლ მიშელი და ქეთინო ხუროშვილი

01 მარტი 2021, 15:17

რეგიონი

ხურვალეთის მკვიდრი: შარლ მიშელს ვთხოვე დაგვეხმარონ, რომ მშვიდობა დამყარდეს

„ვიცოდი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი სტუმარი მოდიოდა ხურვალეთში. მანქანები რომ დავინახე გავხედე და გამომელაპარაკა. მკითხა რა გვჭირდება, როგორ ვცხოვრობთ. ვუთხარი რომ ნორმალურად ვცხოვრობთ პოლიციის იმედად, ისინი გვიცავენ. ვთხოვე დაგვეხმარონ, რომ მშვიდობა დამყარდეს და უსაფრთხოდ ვიყოთ, სხვა რა უნდა გვინდოდეს აქ. დაათვალიერა აქაურობა ზემოთაც იყო, სადაც რუსების საგუშაგოა“, - ამბობს ხორშვილი.

აკაკი მინაშვილი

01 მარტი 2021, 15:17

პოლიტიკა

აკაკი მინაშვილის განცხადებით, ოპოზიცია ხვალ პარლამენტის შენობის პიკეტირებას და არა ბლოკირებას გეგმავს

ოპოზიციის მიერ ხვალ პარლამენტის შენობის ბლოკირება არ მოხდება. ნებისმიერ პარლამენტარს შეეძლება, პარლამენტის შენობაში თავისუფლად შევიდეს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, აკაკი მინაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მისი თქმით, პარლამენტის პიკეტირება და არა ბლოკირება მოხდება.

01 მარტი 2021, 15:15

ეკონომიკა

ირაკლი კოვზანაძე: ეკონომიკის შეკუმშვის ფონზე, აუცილებელია საბანკო რისკების სწორი იდენტიფიკაცია და ადეკვატური ზედამხედველობის განხორციელება

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს, ვიცე-პრეზიდენტებს არჩილ მესტვირიშვილს და პაპუნა ლეჟავას შეხვდა. პარლამენტში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს: პანდემიის პირობებში ქვეყნის მაკროეკონომიკური გამოწვევები, საბანკო სექტორში არსებული მდგომარეობა, ეკონომიკური ზრდის, ლარის კურსის და ინფლაციის პერსპექტივები, ასევე საფინანსო სექტორის გადახდისუნარიანობის და ლიკვიდობის საკითხები. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ირაკლი კოვზანაძეს 2020 წლის საბანკო სექტორის წინასწარი მონაცემები გააცნო.

დავით ბაქრაძე

01 მარტი 2021, 15:09

პოლიტიკა

დავით ბაქრაძე: შარლ მიშელთან შეხვედრისას საუბრის მთავარი თემა ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისი იქნება

კომპრომისისთვის ყველა უნდა ვიყოთ მზად, მაგრამ კარგად უნდა გვესმოდეს, ლომის წილი და მთავარი ტვირთი ამ პროცესში არის ხელისუფლებაზე, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დავით ბაქრაძემ განცხადა. მისი თქმით, ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს და შექმნას შესაძლებლობა, რომ ნორმალური პოლიტიკური დიალოგი შედგეს.

ბაღდათი

01 მარტი 2021, 15:05

პოლიტიკა

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო უმრავლესობიდან დეპუტატების წასვლას უარყოფს

„მაჟორიტარი დეპუტატები გაბრიელ ღიბრაძე, ზაზა ზივზივაძე და დიმიტრი კიკნაველიძე საკრებულოში წარმოდგენილი იყვნენ ფრაქცია „ქართული ოცნება მწვანეების“ სახით და მათივე განცხადების საფუძველზე, დატოვეს პარტია „მწვანეები“ და არა „ქართული ოცნება“ (ისინი რეალურად პარტია „ქართულ ოცნებას“ არ წარმოადგენდნენ, იყვნენ კოალიციაში შემავალი პარტია „მწვანეების“ წევრები)“, - ნათქვამია განცხადებაში.

ნიკოლა სარკოზი

01 მარტი 2021, 15:04

მსოფლიო

სასამართლო საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის საქმეზე გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს

პარიზის სასამართლო საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის საქმეზე გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ავრცელებს.

თამარ გაბუნია

01 მარტი 2021, 15:02

COVID19

თამარ გაბუნია: ვფიქრობ, მარტის ბოლოდან რეალურად შეგვეძლება ვაქცინაცია AstraZeneca-ს ვაქცინით დავიწყოთ, შესაძლოა, მანამდე Pfizer-მაც მოგვისწროს

ვფიქრობ, მარტის ბოლოდან რეალურად შეგვეძლება ვაქცინაცია AstraZeneca-ს​ ვაქცინით დავიწყოთ. შესაძლოა, მანამდე Pfizer-მაც მოგვისწროს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა. მისი განცხადებით, AstraZeneca-ს შემოტანაში ხელს არაფერი გვიშლის და პირველი დოზა 2-3 კვირის განმავლობაში უნდა შემოვიდეს.

01 მარტი 2021, 14:58

პოლიტიკა

თამარ ტალიაშვილი საქპატენტის ხელმძღვანელობას შეხვდა

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, თამარ ტალიაშვილი საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის (საქპატენტის) თავმჯდომარეს, მინდია დავითაძეს და მის მოადგილეს, ნინო ჩიქოვანს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების დაცვის აქტუალობაზე იმსჯელეს.

თამარ გაბუნია

01 მარტი 2021, 14:52

საზოგადოება

თამარ გაბუნია ამირან გამყრელიძის გადადგომის შესახებ ინფორმაციას და სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრს შორის დაპირისპირებას უარყოფს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ თითქოს ამირან გამყრელიძე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობას ტოვებს. მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრს შორის კონსტრუქციული ურთიერთობაა და არანაირი დაპირისპირება არ არსებობს.

ირაკლი ზარქუა

01 მარტი 2021, 14:50

პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა: ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი თუ არის, უპირველეს ყოვლისა, ეს ოპოზიციაშია

„ჩვენც არა ერთხელ გვითქვამს - დიალოგს არ აქვს ალტერნატივა. პოლიტიკური კრიზისი თუ არის ქვეყანაში, თქვენ იცით, ეს უპირველეს ყოვლისა, ოპოზიციაშია. უნდა დამთავრდეს ეს იწილო-ბიწილო პარლამენტში შესვლა-არშესვლასთან დაკავშირებით. ჩამოყალიბდნენ, რა უნდათ. ჩვენ მოლაპარაკებისთვის მზად ვართ“, - განაცხადა ზარქუამ.

ალუდა ღუდუშაური

01 მარტი 2021, 14:49

პოლიტიკა

ალუდა ღუდუშაური: დღეს ჩვენს ქვეყანას არ სჭირდება რადიკალური ნაბიჯები და ქუჩის პიკეტირებები

თუ დააკვირდებით, პარტნიორი და მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლები საუბრობენ ორივე მხარის პასუხისმგებლობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალუდა ღუდუშაურმა განცხადა. მისი თქმით, დღეს ჩვენ ქვეყანას არ სჭირდება რადიკალური ნაბიჯები.