07 დეკემბერი 2020, 13:05 / სანდო წყარო

კორონავირუსთან დაკავშირებული რეგულაციების ამოქმედების შემდეგ, საქმიანობა 5 792 ობიექტს შეუჩერდა, 10 კი დაჯარიმდა

იზოლაციისა და კარანტინის დადგენის შესახებ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის დადგენილების ამოქმედების შემდეგ, 24 518 ობიექტი შემოწმდა და ჯამში 10 ობიექტია დაჯარიმებული, ხოლო 5 792 ობიექტს საქმიანობა შეუჩერდა, - ამის შესახებ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„4-6 დეკემბრის მონაცემებით, 1 986 ობიექტი შემოწმდა, საიდანაც 1900 მათგანს ზეპირსიტყვიერი გაფრთხილება მიეცა წესების დაცვასთან დაკავშირებით, 3 ობიექტი დაჯარიმდა. ასევე უკვე შემოწმებული ობიექტების რემონიტორინგი განხორციელდა, თუ რამდენად ჰქონდათ მათ შეზღუდული ის ეკონომიკური საქმიანობა, რომელიც მთავრობის დადგენილებით დროებით შეჩერებულია. გადამოწმდა 3 036 ობიექტი და დადასტურდა, რომ მათ ნამდვილად შეაჩერეს ეკონომიკური საქმიანობა“ - განაცხადა ბექა ფერაძემ.

ყველა სიახლე

25 თებერვალი 2021, 20:49

ტექნოლოგიები

მსოფლიოს მასშტაბით Facebook Messenger-ის მუშაობაში შეფერხება დაფიქსირდა

მსოფლიოს მასშტაბით Facebook Messenger-ი შეფერხებით მუშაობს. აღნიშნულ ინფორმაციას Downdetector-ი ავრცელებს.

გია აბაშიძე

25 თებერვალი 2021, 20:48

პოლიტიკა

გია აბაშიძე: თუ ნათია მეზვრიშვილს ოპოზიციაში გადაბარგება სურს, ეს პირდაპირ განაცხადოს

ნათია მეზვრიშვილის გამოძიებით დადგინდა ის, რაც დადგინდა: რომ ნიკა მელია არის დამნაშავე. ორმაგი სტანდარტები ძალიან გამრავლდა ქართულ პოლიტიკაში, - ასე აფასებს ექსპერტი გიია აბაშიძე მთავრობის ამინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელისა და შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებას, რომელიც მან „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავების შემდეგ გააკეთა.

მამუკა მდინარაძე

25 თებერვალი 2021, 20:48

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე ნიკა მელიაზე: პროკურატურამ დღეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მისი მიზანი არ ყოფილა, ბრალდებულის პატიმრობა

პროკურატურამ თავისი გადაწყვეტილებით დღეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მისი მიზანი არ ყოფილა, კონკრეტულად ამ შემთხვევაში ბრალდებულის პატიმრობა, ეს იყო გადაწყვეტილება, რომელიც გამომდინარეობდა კანონიდან, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქმით, პროკურატურის მიზანი იყო კანონის ჩარჩოებში მოქცევა კონკრეტული ბრალდებულისა და მისი ქცევის და არა მისი პატიმრობა.

თეა წულუკიანი

25 თებერვალი 2021, 20:45

პოლიტიკა

თეა წულუკიანი ნათია მეზვრიშვილზე: მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის რანგში როდესაც 20 ივნისთან დაკავშირებით განცხადებებს აკეთებდა, მაშინაც ეს კანონი მოქმედებდა

„რასაკვირველია, ადამიანებმა შეიძლება შეიცვალონ თავიანთი პოლიტიკური მოსაზრებები, პოზიციებიც, მაგრამ პრობლემა სწორედ ის არის, მაშინ, როდესაც ქალბატონი ნათია მინისტრის მოადგილის და შემდეგ უკვე მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის რანგში 20 ივნისთან დაკავშირებით განცხადებებს აკეთებდა, მაშინაც ეს კანონი და სტანდარტები მოქმედება, რომლებიც ახლა მოქმედებს, როდესაც ის ამ განცხადებას აკეთებს“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

25 თებერვალი 2021, 20:38

მსოფლიო

ვლადიმერ პუტინმა ნიკოლ ფაშინიანთან სომხეთში განვითარებული მოვლენები განიხილა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან სომხეთში განვითარებული მოვლენები განიხილა.

25 თებერვალი 2021, 20:29

პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომა იმართება

როგორც უმრავლესობის წევრმა, თამარ ტალიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, სხდომაზე მიმდინარე საკითხებზე იმსჯელებენ. სავარაუდოდ დღევანდელ სხდომაზე უმრავლესობის წევრები განიხილავენ ნიკა მელიას საქმეს და ასევე იმსჯელებენ იმ საკანონმდებლო საკითხებზე, რომლებიც ამ დროოსთვის არის აქტუალური.

ამირან გამყრელიძე

25 თებერვალი 2021, 20:25

COVID19

ამირან გამყრელიძე: ექიმის ცხოვრებაში, თითოეული კოვიდინფიცრებულის გარდაცვალება დიდ დაღად დარჩება

„ყოველ დილას, საკოორდინაციო საბჭოდან ვიგებდით გარდაცვლილების სტატისტიკას, მათზე პერსონალურ ინფორმაციას და ძალიან რთულია, როდესაც ბევრი ნაცნობი ადამიანის სახელი და გვარი გესმის, ძალიან რთული პერიოდი გამოვიარეთ და კიდევ ერთხელ ყველა გარდაცვლილის ოჯახს მინდა მივუსამძიმრო. მიუხედავად იმისა, რომ ექიმები ყველაფერს ვაკეთებთ პაციენტის გადასარჩენად, შენ შენს წილ პასუხისმგებლობას მაინც გრძნობ თითოეული გარდაცვლილისა და მისი ოჯახის წინაშე. შეგეძლო კიდევ მეტი გაეკეთებინა რომ ეს არ მომხდარიყო? ეს კითხვა ექიმს, როდესაც პაციენტი იღუპება, ყოველთვის აქვს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ბექა ბასილაია

25 თებერვალი 2021, 20:20

სამართალი

ბექა ბასილაია: დღეს პროკურატურა მოგვევლინა პრობლემური აქტივების ბიუროდ

დღეს პროკურატურა მოგვევლინა პრობლემური აქტივების ბიუროდ, იმ მოქალაქეებს რომ ურეკავენ ხოლმე თუ შემოიტან 200 ლარს, 300 ლარს სესხს გადაგივადებთო და მსგავსი, - ამის შესახებ ნიკა მელიას ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ განაცხადა. მისი თქმით, ნიშანდობლივი იყო, რომ პროკურატურის ბრიფინგი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მოჰყვა.

25 თებერვალი 2021, 20:05

პოლიტიკა

საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით ლაშა დარსალიამ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლობებისთვის ონლაინ ლექცია ჩაატარა

1921 წლის საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით, გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას ონლაინ ლექცია საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლობებისთვის, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მინისტრის მოადგილემ მიმოიხილა პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდი, საერთაშორისო კონტექსტი, საბჭოთა ოკუპაციასთან დაკავშირებული მოვლენები, ისტორიული და პოლიტიკური ასპექტები.

25 თებერვალი 2021, 20:05

მსოფლიო

სომხეთის ოპოზიციის მხარდამჭერებმა პარლამენტის წინ კარვების გაშლა დაიწყეს

სომხეთის ოპოზიციის მხარდამჭერებმა პარლამენტის შენობის წინ კარვების გაშლა დაიწყეს. ოპოზიციის მხარდამჭერებმა ბაგრამიანის გამზირი გადაკეტეს და განაცხადეს, რომ ღამეს პარლამენტის წინ გაატარებენ.

ვახო სანაია

25 თებერვალი 2021, 19:56

საზოგადოება

ვახო სანაიას ტვინის შერყევა დაუდასტურდა

ვახო სანაიას ტვინის შერყევა დაუდასტურა და გამოკვლევებზე გადაჰყავთ, - ამის შესახებ ჟურნალისტის მეუღლე სოციალურ ქსელში წერს.

იაგო ხვიჩია

25 თებერვალი 2021, 19:52

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: საერთაშორისო მხარდაჭერა აქციებში არ უნდა გავფლანგოთ

„გამოვაშვებინოთ როგორც ნიკა მელია, ისე გიორგი რურუა და შევთანხმდეთ თამაშის ისეთ პირობებზე, სადაც გასაგები იქნება, რომ მომავალში ხელისუფლებას ერთპიროვნულად ვერავინ ვერ ჩაიგდებს ხელში. ამაზე უფრო სწორი გადაწყვეტილება ჩვენ, როგორც პოპულაციამ, საქართველოს მოსახლეობამ, რომელსაც მართლა გვაღელვებს ამ ქვეყნის ბედი, რა უნდა მივიღოთ?!“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

25 თებერვალი 2021, 19:48

ეკონომიკა

„რუმს კოხტა“: ჯავშნების მიღება უკვე დაწყებული გვაქვს

ზამთრის კურორტებზე მდებარე სასტუმროებისთვის შეზღუდვების შემსუბუქებასა და სასტუმროებისთვის სამუშაოს განახლების უფლების მიცემას დადებითად აფასებს ბაკურიანში მდებარე სასტუმრო „რუმს კოხტას“ გენერალური მენეჯერი, მარიამ ლაშაური. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილების მიღება მოულოდნელი არ ყოფილა და სასიხარულია, რომ შეზღუდვების შემსუბუქება მთის კურორტებზე მდებარე სასტუმროების სასარგებლოდ გადაწყდა.

25 თებერვალი 2021, 19:48

რეგიონი

კახეთში ავარიას მსხვერპლი მოჰყვა

imedinews- ის ინფორმაციით, „მერსედესის“ მარკის ავტომობილი საპირისპირო მხარეს მოძრავ „ოპელის“მარკის მანქანას დაეჯახა. შეჯახების შედეგად სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა ერთი მგზარი, ხოლო ოთხი ადამიანი მიყენებული ტრამვებით სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ლაგოდეხის „არქიმედეს” კლინიკალაში გადაიყვანა.

25 თებერვალი 2021, 19:44

მსოფლიო

ევროკავშირი სომხეთში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება

ევროკავაშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ოფიციალური წარმომადგენელი, პიტერ სტანო სომხეთში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

25 თებერვალი 2021, 19:41

ეკონომიკა

„რედკო გუდაური“: როგორც კი დაანონსდა, რომ სასტუმროები მუშაობას განაახლებდნენ, ჯავშნები მაშინვე შემოვიდა

როგორც კი დაანონსდა, რომ სასტუმროები მუშაობას დღეიდან განაახლებდნენ, ჯავშნები მაშინვე შემოვიდა და დაჯავშნის მსურველთა ზარები ამ დრომდე არ წყდება, - ამის შესახებ დეველოპერული კომპანია „რედკოს“ მარკეტინგის ხელმძღვანელმა, კატია აბსანძემ განაცხადა. მისი თქმით, კურორტის გახსნა კომპანიისთვის მნიშვნელოვანია, ვინაიდან რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე შეზღუდვების შემსუბუქება კომპლექსის ბინათმფლობელებისთვის დამატებით შემოსავალს გააჩენს.

25 თებერვალი 2021, 19:39

საზოგადოება

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინიციატივით დისკუსიების ციკლი „საუბრები ორბელიანების სასახლეში“ დაიწყო

პირველი შეხვედრა საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავს მიეძღვნა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს: მიხეილ ბახტაძემ, გია მურღულიამ, ლევან გიგინეიშვილმა, ნუკრი შოშიაშვილმა, ბაჩო შურღაიამ და სანდრო ცაგარელმა.

ამირან გამყრელიძე

25 თებერვალი 2021, 19:34

COVID19

ამირან გამყრელიძე: კორონავირუსმა სამყარო შეარყია, ადამიანების ცხოვრება შეცვალა

„საქართველოში, კორონავირუსმა საზოგადოების ცხოვრებაში სერიოზული ცვლილებები და ძვრები გამოიწვია. გვასწავლა ერთი მხრივ ძალიან დიდი სოლიდარობა. მახსოვს გაზაფხულზე საზოგადოება როგორი სოლიდარული იყო - ყველამ ერთად უნდა დავძლიოთ ეს ვირუსი. მაშინ შიშველი ხელებით ვებრძოდით ვირუსს. ზოგს თავიდან ეს ვირუსი ჩვეულებრივი სურდო ეგონა, მერე ეგონათ ზაფხულში, დათბობასთან ერთად ვირუსი გაქრებოდა, არადა, თურმე ირკვევა, რომ ეს საკმაოდ ვერაგი რამაა. ახლა პოსტკოვიდური სინდრომი სერიოზული საკითხი გახდა. ამ ვირუსისგან ბევრი რამ ვისწავლეთ და სერიოზული გამოცდილება მივიღეთ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

25 თებერვალი 2021, 19:29

პოლიტიკა

თამარ ტალიაშვილი: მნიშვნელოვანია, კოორდინირებული მოქმედებით გავაძლიეროთ ჩვენი ძალისხმევა ახალგაზრდებში დასაქმების ხელშეწყობის მიზნით

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტში თემატურ მოკვლევაზე - „დასაქმების ხელშეწყობა ახალგაზრდებში“ წინა მოსამზადებელი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ონლაინ ფორმატის შეხვედრაში ბრიტანელმა ექსპერტმა, ალისტერ დოერტიმ შეხვედრის მონაწილეებს ბრიტანული მოდელის პრეზენტაცია წარუდგინა და საკუთარ გამოცდილებაზე ინფორმაცია მიაწოდა. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ და სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა, თამარ ტალიაშვილმა, ახალგაზრდების დასაქმების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ადგილობრივი ახალგაზრდული ორგანიზაციების წინადადებები გააცნო შეხვედრის მონაწილეებს.

სანა მარინი

25 თებერვალი 2021, 19:24

COVID19

8 მარტიდან ფინეთში ლოკდაუნის სამკვირიანი რეჟიმი დაწესდება

ფინეთის პრემიერ-მინისტრის, სანა მარინის განცხადებით, 8 მარტიდან ქვეყანაში ლოკდაუნის სამკვირიანი რეჟიმი დაწესდება.