imedi /  09 დეკემბერი 2020, 11:08 / სანდო წყარო

ირანმა საკუთარი წარმოების ვაქცინის ადამიანებზე გამოცდა დაიწყო

ირანი ვაქცინა

ირანმა საკუთარი წარმოების ვაქცინის ადამიანებზე გამოცდა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

„ვაქცინის გამოცდაში მოხალისეები მონაწილეობენ. ეს პროცესი ერთ თვეს გასტანს“, - აცხადებს ირანის კვებისა და მედიკამენტების კონტროლის ორგანიზაციის წარმოამდგენელი კიანუშ ჯაჰანპური.

მისივე განცხადებით, ორ ეტაპად ვაქცინას 18-დან 50 წლამდე მოხალისეებს გაუკეთებენ, აცრის შემდეგ კი კვლევის მონაწილეებს ანტისხეულებზე და იმუნიტეტზე გამოიკვლევენ.

რამდენიმე დღის წინ ირანის ჯანდაცვის მინისტრმა, საიდ ნამაკიმ გამოთქვა იმედი, რომ ირანული ვაქცინა წარმოებისთვის მზად 2021 გაზაფხულზე იქნება.

სააგენტო IRNA-ს ცნობით, ირანში კიდევ სამ სხვადასხვა ვაქცინაზე მუშაობენ და ადამიანებზე მათი გამოცდა სავარაუდოდ იანვარში დაიწყება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ მიიჩნია. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

01 მარტი 2021, 22:11

მსოფლიო

აშშ-ი უკრაინას $125 მილიონს გამოუყოფს

​​​​​​​აშშ-ი უკრაინის უსაფრთხოების გასაძლიერებლად 125 მილიონ დოლარს გამოყოფს. ამის შესახებ პენტაგონის პრესმდივანმა ჯონ კირბიმ განაცხადა.

01 მარტი 2021, 22:02

მსოფლიო

ნიკოლა სარკოზის მეუღლე ქმრისთვის გამოტანილ განაჩენს უსამართლოდ მიიჩნევს

საფრანგეთის ყოფილი პირველი ლედი კარლა ბრუნი მეუღლისთვის გამოტანილ განაჩენს ეხმაურება. „ეს არის სასტიკი და უსამართლო განაჩენი. ბრძოლა გაგრძელდება და სიმართლე აუცილებლად დადგინდება“,- წერს ბრუნი Instagram-ის გვერდზე.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი

01 მარტი 2021, 21:56

COVID19

პირველად ბოლო 7 კვირის განმავლობაში კორონავირუსის ყოველდღიურმა შემთხვევმა მოიმატა

Covid19-ის შემთხვევებმა მოიმატა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 6 რეგიონიდან 4 რეგიონში. ეს მონაცემები ძალიან სამწუხაროა, მაგრამ გასაკვირი არ არის. ჩვენ ვმუშობთ, სიღრმისეულად ვსწავლობთ მონაცემებს და შემთხვევებს. უკეთ უნდა გავიგოთ, რას უკავშირდება 6 კვირის შემდეგ კორონავირუსის შემთხვევების მატება.

ჯანმო

01 მარტი 2021, 21:48

COVID19

მიმდინარე კვირაში COVAX-ის წევრ სახელმწიფოებში COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების 11 მილიონი დოზა გადანაწილდება

განამ და კოტდიუარმა ვაქცინა COVAX პლატფორმიდან მიიღეს. მიმდინარე კვირაში COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების 11 მილიონი დოზის გადანაწილება მოხდება. მაისის ბოლომდე 237 მილიონი დოზის დისტრიბუცია 142 ქვეყანაში განხორციელდება.

01 მარტი 2021, 21:47

COVID19

ბოლო 72 საათში ესპანეთში კორონავირუსის 15 978 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში ბოლო 72 საათის განმავლობაში კორონავირუსის 15 978 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 467 ადამიანი გარდაიცვალა.

მამუკა ხაზარაძე

01 მარტი 2021, 21:12

პოლიტიკა

მამუკა ხაზარაძე: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ქვეყანა გადაიტვირთოს და დაინიშნოს ხელახალი არჩევნები

მოლაპარაკებისა ხარისხმა და დონემ აიწია ძალიან მაღალ ნიშნულზე, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის, ოპოზიციისა და პრემიერ-მინისტრის შეხვედრის დაწყებამდე პრეზიდენტის რეზიდენციასთან განუცხადა.

ზურაბ ჯაფარიძე

01 მარტი 2021, 21:12

პოლიტიკა

ზურაბ ჯაფარიძე: მოლაპარაკებები ახლა იწყება, ვერსალის ზავი იქნება

მოლაპარაკებები ახლა იწყება, ვნახოთ. ვერსალის ზავი იქნება , - ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის, ოპოზიციისა და პრემიერ-მინისტრის შეხვედრის დაწყებამდე პრეზიდენტის რეზიდენციასთან განუცხადა.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი

01 მარტი 2021, 21:06

COVID19

ჯანმოს დირექტორი: მაისის ბოლომდე COVAX-ის ფარგლებში 142 ქვეყანა ვაქცინის 237 მილიონ დოზას მიიღებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ მაისის ბოლომდე COVAX-ის ფარგლებში 142 ქვეყანა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 237 მილიონ დოზას მიიღებს.

სალომე სამადაშვილი

01 მარტი 2021, 20:57

პოლიტიკა

სალომე სამადაშვილი: შარლ მიშელის ჩართულობა პოლიტიკური კრიზისის განმუხტვაში, ესაა ძალიან მნიშვნელოვანი პროცესის დასაწყისი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ფაქტობრივად, საკუთარ ხელში აიღო ამ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა, ამაზე უფრო მაღალი დონის ჩართულობა, ევროპის მხრიდან არის წარმოუდგენელი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა მედიას პრეზიდენტის რეზიდენციასთან ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის, ოპოზიციისა და პრემიერ-მინისტრის შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

ირმა ინაშვილი

01 მარტი 2021, 20:56

პოლიტიკა

ირმა ინაშვილი: ჩვენთვის პლებისციტი მიუღებელია

„შეთანხმებას აუცილებლად უნდა მივაღწიოთ ახალი არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით და საერთოდ საარჩევნო სისტემის და გარემოს ცვლილებასთან დაკავშირებით. ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის, პლებისციტი მიუღებელია“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

01 მარტი 2021, 20:53

COVID19

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსის 13 114 ახალი შემთხვევა დადასტურდა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 13 114 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 246 ადამიანი გარდაიცვალა.

01 მარტი 2021, 20:49

COVID19

ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 5 455 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 5 455 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 104 ადამიანი გარდაიცვალა.

ჯო ბაიდენი

01 მარტი 2021, 20:44

მსოფლიო

CNN: ალექსეი ნავალნის საქმეზე ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთს სანქციებს მიმდინარე კვირას დაუწესებს

ალექსეი ნავალნის საქმეზე ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთს სანქციებს დაუწესებს . ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

01 მარტი 2021, 20:42

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე შარლ მიშელს შეხვდა

შეხვედრაზე საუბარი შეეხო COVID19-ის პანდემიის მხრივ საქართველოსა და ევროკავშირში არსებულ ვითარებას და ვაქცინის მოწოდების საკითხს. არჩილ თალაკვაძემ ევროკავშირს პანდემიასთან ბრძოლის პროცესში საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შარლ მიშელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი მაქსიმალურად შეეცდება საქართველოსთვის ვაქცინების მოწოდების პროცესის დაჩქარებას.

შალვა ნათელაშვილი

01 მარტი 2021, 20:39

პოლიტიკა

შალვა ნათელაშვილი: უნდა ჩატარდეს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრებიც

ივანიშვილის სანქცირება და მის მიერ მოპარული მილიარდების ჩვენს ბიუჯეტში დაბრუნება ეს არის ჩვენი საპატიო მოვალეობა და მე პირადად ამ საკითხს გავიტან კბილებით, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ვროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის, ოპოზიციისა და პრემიერ-მინისტრის შეხვედრის დაწყებამდე პრეზიდენტის რეზიდენციასთან განუცხადა. ამასთან, შალვა ნათელაშვილმა აღნიშნა, რომ მზადდება სანქციები ბიძინა ივანიშვილზე, რასაც უნდა მიეცეს ლოგიკური დასასრული. „ასევე უნდა ჩატარდეს ხელახალი არჩევნები, პოლიტიკური პატიმრებიც გარეთ გამოვლენ“, - აღნიშნა ნათელაშვილმა.

ნიკოლოზ სამხარაძე

01 მარტი 2021, 20:37

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: შარლ მიშელმა აღგვითქვა, რომ ის პირადად იქნება ჩართული ვაქცინის საქართველოსთვის გამოგზავნის საქმეში

„მან დახმარება აღგვითქვა, რომ ევროკავშირი ამ მიმართულებით იქნება საქართველოს ძალიან დიდი მხარდამჭერი. მეორე საკითხი რაზეც ვისაუბრეთ იყო რეგიონში არსებული ვითარება. უსაფრთხოების საკითხები და განსაკუთრებით გართულებული ვითარება. ასევე რუსეთის გაძლიერება სამხრეთ კავკასიის რეგიონში და ის ნაბიჯები, რომელიც საქართველომ უნდა გადადგეს საკუთარი უსაფრთხოების განსამტკიცებლად და ასე ის ნაბიჯები რომლებიც ევროკავშირმა უნდა გადადგას იმისთვის, რომ საქართველო როგორც მისი მოკავშირე და ასოცირებული პარტნიორი იყო ამ შემთხვევაში დაცული“.

01 მარტი 2021, 20:30

პოლიტიკა

შარლ მიშელისა და ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრა მიმდინარეობს

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელიც ესწრებიან.

ეკატერინე ტიკარაძე

01 მარტი 2021, 20:28

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: მეხუთედ ვიმეორებ, ჩემსა და ამირან გამყრელიძეს შორის უთანხმოება არ არსებობს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი უარყოფს რომ სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრს შორის ვაქცინის შემოტანასთან დაკავშირებით უთანხმოებაა. ეკატერინე ტიკარაძემ „დღის კურიერში“ განაცხადა, რომ გავრცელებული ინფორმაცია ამირან გამყრელიძის შესაძლო გადადგომასთან დაკავშირებით, სიმართლეს არ შეესაბამება.

ხათუნა სამნიძე

01 მარტი 2021, 20:26

პოლიტიკა

ხათუნა სამნიძე: პროცესი მედიაციაში გადავიდა, რაც პოზიციების შეთანხმების პროცესში ჩვენი პარტნიორების უშუალო ჩართულობას ნიშნავს

„ის, რაც დღეს გაჟღერდა არის ის, რომ ევროკავშირის ზრდის თავის ჩართულობას და მნიშვნელოვანია, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტი, ჩვენთან შეხვედრა და ახლა უკვე ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრის ორგანიზება არის იმის მთავარი გზავნილი, რომ ქვეყნაში შექმნილი კრიზისი არის უმაღლესი პრიორიტეტის საკითხი ჩვენი პარტნიორებისთვის და ისინი გააგრძელებენ ჩართულობას იმისთვის, რომ შეთანხმება შედგეს. პროცესი მედიაციაში გადავიდა, რასაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი პარტნიორები უშუალოდ იქნებიან ჩართული პოზიციების შეთანხმების პროცესში“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

აკაკი მინაშვილი

01 მარტი 2021, 20:25

პოლიტიკა

აკაკი მინაშვილი: ნიკა მელიასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება იქნება პირველი საკითხი, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე დავაფიქსირებ

პირველ რიგში მინდა, რომ ძალიან მკაფიოდ დავაფიქსირო, რომ ამ მაგიდის ირგვლივ დღეს უნდა იჯდეს ნიკა მელია, ამიტომ მისი გათავისუფლება იქნება მთავარი და პირველი საკითხი, რომელსაც ამ შეხვედრაზე დავაფიქსირებ და შემდგომ პოლიტპატიმრებზე - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა აკაკი მინაშვილმა პრეზიდენტის რეზიდენციასთან ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის, ოპოზიციისა და პრემიერ-მინისტრის შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.