imedi /  09 დეკემბერი 2020, 11:28 / სანდო წყარო

The Local-ი: გერმანელი მეცნიერები სასოწარკვეთით ითხოვენ მკაცრი შეზღუდვების დაწესებას, რადგან საშობაოდ კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლის მკვეთრ მატებას ელიან

სასოწარკვეთილი გერმანელი ექსპერტები გაუარესებული სიტუაციის გამო პოლიტიკოსებს სთხოვენ, ქვეყანაში მკაცრი შეზღუდვები 10 იანვრამდე მაინც დააწესონ, - ამის შესახებ გერმანული გამოცემა The Local-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, გერმანიის ეროვნული სამეცნიერო აკადემიის წევრები, რომლებიც ქვეყნის ლიდერებს რჩევებს აწვდიან კრიზისთან ბრძოლის გზების შესახებ, გერმანიაში არსებული საგანგაშო სიტუაციის შესახებ პოლიტიკოსებისადმი საგანგებო მიმართვას აქვეყნებენ.

მკვლევართა ჯგუფს სურს სწრაფად და ხისტად მოხდეს ინფიცირების მაჩვენებლის შემცირება მკაცრი შეზღუდვების დაწესებით.

მათი განცხადებით, ორეტაპიანი პროცედურის ფარგლებში ბავშვები სკოლაში 14 დეკემბრიდან უნდა დაითხოვონ, ხოლო მოქალაქეებს მკაცრად ეთხოვოთ სახლიდან მუშაობა. ნებისმიერი აქტივობა გარე სივრცეში - სპორტი იქნება ეს, თუ კულტურული ღონისძიება - უნდა შეწყდეს.

მეორე ეტაპზე - შობის შემდეგ, საზოგადოებრივი ცხოვრება გერმანიაში უნდა შეჩერდეს მინიმუმ 2021 წლის 10 იანვრამდე, ე.ი. შეზღუდვები გამკაცრდეს.

ყოველივე ეს მოიცავს ნებისმიერი მაღაზიის დახურვას, გარდა აუცილებელი საჭიროებებისა, მაგალითად სუპერმარკეტებისა და აფთიაქებისა.

საშობაო არდადეგები სკოლებისთვის 10 იანვრამდე უნდა გახანგრძლივდეს. ამ პერიოდის განმავლობაში აუცილებელია სადღესასწაულო მგზავრობებისა და დიდი თავყრილობებისგან სრულად თავის შეკავება.

The Local-ის სტატიის თანახმად, მიმართვას ხელს 28 მეცნიერი აწერს. მათ შორის არიან „შარიტეს“ ვირუსოლოგი კრისტიან დროსეტენი და მისი ფრანკფურტელი კოლეგა სანდრა სისეკი, საგანმანათლებლო სფეროს მკვლევარი უტე ფრევერტი და მენჰაიმის უნივერსიტეტის ჯანდაცვის ფსიქოლოგი იუტა მატა.

„მიმართვას ხელს აწერს რობერტ კოხის სახელობის ინსტიტუტის დირექტორი ლოტარ ვილერიც. ეს მნიშვნელოვანი ფაქტია, რადგან ყოველთვის იკავებდა თავს საჯაროდ საკუთარი აზრის გამოთქმისგან იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ფედერალურ ორგანოს ხელმძღვანელობს. ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის უფროსი კლემენს ფუესტი და ერლანგენ-ნურემბერგის უნივერსიტეტის მეცნიერი რეგინა რაიფანი ეკონომიკურ ფაქტორებს იშველიებენ საჯარო დისკუსიაში. ბოლო შეხვედრაზე კანცლერმა ანგელა მერკელმა და ფედერალური მიწების ლიდერებმა თანხმობა განაცხადეს, რომ საშობაოდ და საახალწლოდ სტუმრიანობაზე შეზღუდვები შემსუბუქდეს. ნებისმიერი რაოდენობის ოჯახიდან ათამდე ადამიანის შეკრება იქნა დაშვებული 23 დეკემბრიდან 1 იანვრამდე პერიოდში, თუმცა ბერლინის მსგავსად ფედერალურ მიწებშიც შეიმჩნევა განსხვავებული პოზიციები, რადგან იქ მხოლოდ ხუთი ადამიანის შეკრებაა ნებადართული. მეცნიერებათა აკადემიამ საგანგებოდ გამოაცხადა, რომ ეწინააღმდეგება წესების შერბილებას. პირიქით, აკადემიკოსთა მოსაზრებით, საშობაო დღეები გამოყენებული უნდა იქნეს ინფიცირების მაჩვენებლის მკვეთრად შესამცირებლად. საზეიმო წვეულებებში მონაწილეების ჯამური რაოდენობის დაკონკრეტების გარეშე, მეცნიერებათა აკადემია აცხადებს, რომ სტუმრიანობა დასაშვები უნდა იყოს მხოლოდ ოჯახისა და მეგობრების ძალიან ვიწრო წრეში და იქვე დასძენენ, რომ მათი რაოდენობა რამდენიმე ადამიანით უნდა შემოიფარგლოს. ამავდროულად, ხალხთა წრე არ უნდა შეიცვალოს და ამ პერიოდში სხვებთან აღრევა არ უნდა ხდებოდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ მგზავრობა და სხვადასხვა ნათესავისა თუ მეგობრის მონახულება არ იქნება ნებადართული, თუ მთავრობა მეცნიერებათა აკადემიის მოსაზრებას გაითვალისწინებს“, - ნათქვამია სტატიაში.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ექსპერტებს ის აშფოთებთ, რომ შობის პერიოდში ისედაც მაღალი ინფიცირების მაჩვენებელი სადღესასწაულო საბაბით აზვირთდება.

ყველაზე პესიმისტური სცენარით, გერმანიაში იანვრის ბოლოდან დღე-ღამეში 50 000 ადამიანი დაინფიცირდება, თუ პოლიტიკოსები შეზღუდვების შერბილების პოლიტიკას ძალაში დატოვებენ და სადღესასწაულო პერიოდში მეცნიერთა მოსაზრებას არ გაითვალისწინებენ.

„ქრისტეშობიდან ახალი წლის ღამის ჩათვლით პერიოდი ტრადიციულად ხასიათდება მობილობის ინტენსივობით და მჭიდრო სოციალური კონტაქტებით, რაც დიდ რისკს უქმნის საზოგადოებრივ ჯანმრთელობას და ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს“, - აცხადებენ გერმანიის მეცნიერებათა აკადემიის წევრები.

გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 20,815 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 590 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ მიიჩნია. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

26 ოქტომბერი 2021, 14:55

რეგიონი

თიანეთის 11 სოფელში გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს

თიანეთის 11 სოფელში გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს. საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, მთავრობის შესაბამისი განკარგულების საფუძველზე, აქტიურად განაგრძობს გაზიფიცირების პროექტების განხორციელებას, - ამის შესახებ ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

26 ოქტომბერი 2021, 14:49

სპორტი

ფრანგული Rugbyrama ბექა საღინაძესა და დავით ნინიაშვილს „ლიონის“ მომავლად მოიხსენიებს

ორმა ახალგაზრდა ბორჯღალოსანმა – ბექა საღინაძემ და დავით ნინიაშვილმა ტოპ 14-ის მიმდინარე სეზონი წარმატებით დაიწყეს. მიუხედავად ასაკისა და დებიუტანტობისა, ისინი უმოკლეს დროში იქცნენ „ლიონის“ ნაწილად, რაც არ გამორჩენია პოპულარულ ფრანგულ სარაგბო გამოცემა Rugbyrama-ს, რომელიც ქართველ ლეგიონერებს „ლიონის“ მომავლად მიიჩნევს. ინფორმაციას რაგბის კავშირი ავრცელებს.

26 ოქტომბერი 2021, 14:44

მსოფლიო

„ევროპოლის“ ოპერაციის ფარგლებში, მსოფლიოს მასშტაბით არალეგალური საქონლის ონლაინვაჭრობისთვის 150 ადამიანი დააკავეს

„ევროპოლის“ ოპერაციის ფარგლებში, მსოფლიოს მასშტაბით არალეგალური საქონლის ონლაინვაჭრობისთვის 150 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული გამოცემა Deutsche Welle ავრცელებს.

ზაზა გულიაშვილი

26 ოქტომბერი 2021, 14:42

რეგიონი

„ქართული ოცნების“ ქარელის მერობის კანდიდატი „მთავარ არხსა“ და ნიკა გვარამიას უჩივის

„ქართული ოცნების“ ქარელის მერობის კანდიდატი, ზაზა გულიაშვილი „მთავარ არხსა“ და ნიკა გვარამიას უჩივის. მისი თქმით, ეთერში გასულ სიუჟეტი სიცრუეა. მერობის კანდიდატი ცილისწამებისა და შეურაცხყოფისთვის მატერიალურ კომპენსაციას 55 555 ლარს ითხოვს, რაც, მისი განმარტებით, საქველმოქმედო ფონდში გადაირიცხება.

გივი მოდებაძე

26 ოქტომბერი 2021, 14:27

სამართალი

გივი მოდებაძე, დეზინფორმაციის გავრცელებისთვის, „მთავარი არხისგან“ ბოდიშსა და სიმბოლურ თანხას - 55 555 ლარს ითხოვს

„ქართული ოცნების” ჭიათურის მერობის კანდიდატი „მთავარ არხს“ დეზინფორმაციაში ამხელს. გივი მოდებაძე, ტელეკომპანიასა და მის გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას სასამართლოში უჩივის.

26 ოქტომბერი 2021, 14:24

პოლიტიკა

​პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე დავით ზალკალიანის დაბარების საკითხზე სალომე სამადაშვილმა და ნიკოლოზ სამხარაძემ იკამათეს

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე სალომე სამადაშვილისა და ნიკოლოზ სამხარაძის კამათის მიზეზი საგარეო საქმეთა მინისტრის საკანონმდებლო ორგანოში დაბარების საკითხი გახდა.

ნიკა მელია

26 ოქტომბერი 2021, 14:19

პოლიტიკა

ნიკა მელია ტელეკომპანია „იმედის“ კითხვებს არ პასუხობს

ნიკა მელიას უარი „იმედს“. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ტელეკომპანია „იმედის“ კითხვებს არ პასუხობს და ამბობს, რომ ტელევიზიასთან თანამშრომლობას არ აპირებს, თუმცა, პარალელურად, მელიას ყველაზე რეიტინგულ არხზე პირდაპირი ეთერი სურს.

ილჰამ ალიევი რეჯეფ თაიფ ერდოღანი

26 ოქტომბერი 2021, 14:12

მსოფლიო

აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტებმა მთიან ყარაბაღში, ფუზულის საერთაშორისო აეროპორტი გახსნეს

აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტებმა მთიან ყარაბაღში, ფუზულის საერთაშორისო აეროპორტი გახსნეს. რეჯეფ თაიფ ერდოღანი პირველი პრეზიდენტი გახდა, რომელიც ფუზულის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვება.

26 ოქტომბერი 2021, 14:09

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: საამაყოა, რომ საქართველო ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითად მოიაზრება, როგორც კოვიდის დროს სწრაფი აღდგენის ტემპის მქონე ქვეყანა ტურიზმსა და ავიაციაში

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი ესპანეთში საერთაშორისო სამიტზე „Future of Tourism Word Summit“ მაღალი დონის მინისტრერიალზე სიტყვით გამოვიდა.

26 ოქტომბერი 2021, 14:09

საზოგადოება

რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი აქციის გამო, ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

კერძოდ, გადაადგილება შეზღუდული იქნება კ. აფხაზისა და შ. დადიანის ქუჩებიდან, თავისუფლების მოედნის მიმართულებით. კერძო სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება დასაშვები იქნება ლეონიძის, ინგოროყვას, ა. ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების დახმარებით.

26 ოქტომბერი 2021, 14:06

ეკონომიკა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოსა და პოლონეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ახალი პრინციპების დანერგვას მხარი დაუჭირა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა რატიფიცირებისთვის წარმოდგენილ „საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკას შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობისა და გადასახადებისთვის თავის არიდების აღკვეთის შესახებ“ შეთანხმებას მხარი დაუჭირა.

26 ოქტომბერი 2021, 14:00

საზოგადოება

გლდანში, ვაჟა-ფშაველასა და ჭავჭავაძის ქუჩებზე საგზაო სამუშაოები სრულდება

გლდანის რაიონში, ავჭალა 2-ში, ილია ჭავჭავაძისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩებზე გზის მოწესრიგების სამუშაოები სრულდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშაოების შედეგად, ილია ჭავჭავაძის ქუჩაზე სანიაღვრე ქსელი მოეწყო. დაახლოებით, 5 200 კვადრატულ მეტრ ფართობზე კი, ასფალტის საფარის დაგება სრულდება.

26 ოქტომბერი 2021, 13:57

COVID19

ბოლო 24 საათში რუსეთში კორონავირუსს 1 106 ადამიანი ემსხვერპლა

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსს 1 106 ადამიანი ემსხვერპლა, რაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია.

26 ოქტომბერი 2021, 13:45

ეკონომიკა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 85 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 167 700 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.150 პროცენტით, მაქსიმალური 9.350 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.211 პროცენტით განისაზღვრა.

26 ოქტომბერი 2021, 13:37

საზოგადოება

მართვის მოწმობის ასაღებად საგამოცდო მანქანები მთელი ქვეყნის მასშტაბით განახლდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ყველა სტრუქტურულ ერთეულში საგამოცდო მანქანების ავტოპარკი განახლდა. ინფორმაციას საქართველოს შსს-ს მომსახურების სააგენტო ავრცელებს.

26 ოქტომბერი 2021, 13:32

საზოგადოება

იუსტიციის სახლი 25 ოქტომბერს, ვიზიტის წინასწარი ჯავშნის გარეშე, 19 000-ზე მეტ მომხმარებელს მოემსახურა

25 ოქტომბერს, ვიზიტის წინასწარი ჯავშნის გარეშე, 19 000-ზე მეტ მომხმარებელს მოვემსახურეთ, - ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სახლი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები სერვისების წინასწარი ჯავშნის პრინციპით გაცემისას, დღეში საშუალოდ 14 000-მდე მომხმარებელს ემსახურებოდა.

26 ოქტომბერი 2021, 13:25

კულტურა

„თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, ქართველი ავტორები სკოლებს ესტუმრებიან

27 ოქტომბერს, „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, თბილისის საჯარო სკოლების სხვადასხვა კლასის მოსწავლეებისთვის, განხორციელდება პროექტი „ავტორები სკოლებში“.

ეკატერინე ტიკარაძე

26 ოქტომბერი 2021, 13:12

რეგიონი

ეკატერინე ტიკარაძე სამეგრელოს რეგიონის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს ხვდება

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სამედიცინო საზოგადოებას ხვდება. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეები შემთხვევების მართვის პრაქტიკასა და სამედიცინო სექტორის მზაობაზე მსჯელობენ. განიხილავენ ეპიდემიოლოგიურ ტენდენციებს, ინფიცირების შემთხვევების დინამიკასა და ჰოსპიტალურ სექტორში არსებულ მდგომარეობას.

გია აბაშიძე

26 ოქტომბერი 2021, 13:12

პოლიტიკა

გია აბაშიძე: ხატია დეკანოიძე ამბობს ისეთ სისულელეს, რომელსაც არასრული საშუალო განათლების მქონე ადამიანიც კი არ იკადრებს

სააკაშვილის პარტიის შემთხვევაში ვხედავთ უძირო ფსკერს. ეტყობა რამე ამერიკულ სერიალს უყურებდა ქალბატონი დეკანოიძე და შერიფებზე ფუჭი დაპირებით ისევ დაამტკიცა, რომ თავადაც ვირტუალურ განზომილებაშია, როგორც მთლიანად "ნაცების" სექტა’’ - წერს Facebook - ზე აბაშიძე.

შალვა პაპუაშვილი

26 ოქტომბერი 2021, 13:11

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი “ნაციონალურ მოძრაობაზე”: ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელიც ებრძვის ადამიანს, სახელმწიფოსა და ეკლესიას

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ არა მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური არჩევანი დააფიქსიროს 30 ოქტომბერს, არამედ საზოგადოებრივი პოზიციაც გამოხატოს 27 ოქტომბერს, 17:00 საათზე თავისუფლების მოედანზე.