imedi /  09 დეკემბერი 2020, 17:22 / სანდო წყარო

ინდონეზიაში ლეტალური შემთხვევების რეკორდი დაფიქსირდა

გასული 24 საათის განმავლობაში ინდონეზიაში კორონავირუსის 6,059 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 171 ინფიცირებული კი გარდაიცვალა, რაც ქვეყნისთვის ლეტალური დღიური შემთხვევების რეკორდია. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი, ქვეყნის ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ინდონეზიაში ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 592,900 შეადგინა, დაავადებას კი 18,171 ადამიანი ემსხვერპლა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

ყველა სიახლე

არჩილ ჩიქოვანი

18 ოქტომბერი 2021, 18:17

რეგიონი

არჩილ ჩიქოვანი: დარწმუნებული ვარ, ჩვენი თანაქალაქელები უარს იტყვიან წარსულში დაბრუნებაზე, ვინაიდან ბათუმი არის ევროპული ტიპის მწვანე ქალაქი, რომელსაც სჭირდება მომავალი განვითარება

„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს თანაქალაქელებთან ერთად წინასაარჩევნოდ დაანონსებული ყველა პროგრამის განხორციელებას შევძლებთ. ამავდროულად, გამოწვევების საპასუხოდ საჭიროა სწორედ ის კონკრეტული ხედვები, რომლებიც წარმატებისკენ წაიყვანს და განავითარებს ჩვენს ქალაქს. დარწმუნებული ვარ, ჩვენი თანაქალაქელები უარს იტყვიან წარსულში დაბრუნებაზე, ვინაიდან ბათუმი არის ევროპული ტიპის მწვანე ქალაქი, რომელსაც სჭირდება მომავალი განვითარება, ინოვაციური ხედვები და წამოწყებული პროექტების ბოლომდე მიყვანა“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

ირაკლი ბერაია

18 ოქტომბერი 2021, 18:17

თავდაცვა

ირაკლი ბერაია: აშშ-ის თავდაცვის მდივნის საქართველოში ვიზიტი ორ ქვეყანას შორის მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორობას, მის გაძლიერებას, საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერას გამოხატავს

„აშშ-ის თავდაცვის მდივნის ვიზიტი ადასტურებს ამერიკის უმაღლეს პოლიტიკურ და ეროვნული უსაფრთხოების დღის წესრიგში საქართველოს პრიორიტეტულობას, - ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

18 ოქტომბერი 2021, 18:16

მსოფლიო

ნიგერიის სოკოტოს შტატში, შეიარაღებულმა პირებმა, სულ მცირე, 30 ადამიანი მოკლეს

ნიგერიის სოკოტოს შტატში, შეიარაღებულმა პირებმა, სულ მცირე, 30 ადამიანი მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ანდრია ჯაღმაიძე

18 ოქტომბერი 2021, 18:12

საზოგადოება

ანდრია ჯაღმაიძე: თუკი ღვთის სიტყვა აშინებს ვინმეს, ეს უფრო მისი პრობლემაა

თუკი ღვთის სიტყვა აშინებს ვინმეს ეს უფრო მისი პრობლემაა,- ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრიამ (ჯაღმაიძე) „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა

ანდრია გვიდიანი

18 ოქტომბერი 2021, 17:57

პოლიტიკა

ანდრია გვიდიანი: არ დაიღალნენ ეს ვაი პოლიტიკოსები პენსიონერების მოტყუებით, თვალებში უყურებენ და უბრალოდ ატყუებენ - აი ასე, მარტივად

„მოკლედ, არ დაიღალნენ ეს ვაი პოლიტიკოსები პენსიონერების მოტყუებით. იმასაც ვერ ხვდებიან ტყუილებს დიდი ხანია რომ არ იჯერებენ უფროსი თაობის წარმომადგენლები. მიუხედავად ამისა, ხან 400-ლარიან პენსიას ჰპირდებიან, ხან უპროცენტო სესხებს, ხან რას და ხან რას. თვალებში უყურებენ და უბრალოდ ატყუებენ - აი ასე, მარტივად. ცნობისთვის თბილისში 230.000 საპენსიო ასაკის მქონე ადამიანი ცხოვრობს. 100-ლარიანი დანამატის შემთხვევაში ყოველთვიური ხარჯი 23 მილიონი ლარია, ხოლო ყოველწლიური 276 მილიონი ლარი. ეს თანხა თბილისის ბიუჯეტის მეხუთედია. ეს ნიშნავს ქალაქის განვითარების სრულ იგნორირებას. ასე რომ, ამ უაზრო და სამარცხვინო ტყუილებზე შესაბამისი პასუხი გაეცემა ძველგაზრდებისგანაც და ახალგაზრდებისგანაც“, - წერს გვიდიანი Facebook-ზე.

18 ოქტომბერი 2021, 17:45

პოლიტიკა

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: გუშინდელი გადაცემით, ბატონმა ნიკა გვარამიამ ნავი, რომელშიც სხვებთან ერთად იჯდა, პირდაპირ შეახეთქა კლდეს - პირდაპირი ომი გამოუცხადა ეკლესიას

„გუშინდელი გადაცემით, ბატონმა ნიკა გვარამიამ ნავი, რომელშიც სხვებთან ერთად იჯდა, პირდაპირ შეახეთქა კლდეს - პირდაპირი ომი გამოუცხადა ეკლესიას. ჩვენ ვნახეთ იქ გამოთქმული მრავალი ეპითეტი, რომელიც ამას მოწმობს“, - განაცხადა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრიამ (ჯაღმაიძე) „ქრონიკასთან“ საუბრისას.

გურამ მაჭარაშვილი

18 ოქტომბერი 2021, 17:39

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: „ნაციონალურ მოძრაობას“ არ მოსწონს, თუ ვინმე მის წინააღმდეგ რაიმე ნეგატივს აქვეყნებს, მაგრამ უნდა, ლეგალური იყოს, თუ თვითონ რაიმე ნეგატიურს გამოაქვეყნებს

„სარეკლამო ბანერებზე, ვიდეორგოლებში, ნებისმიერი ტიპის რეკლამაში, აიკრძალება სხვა პირის, სუბიექტის მიმართ რაიმე ნეგატიური ფორმის შექმნა. ბუნებრივია, ეს ხელს შეუწყოს წინასაარჩევნო გარემოს უფრო მშვიდ ვითარებაში ჩატარებას. იცით, ბოლო პერიოდში ძალიან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, ე.წ. სისხლიანი ბანერის გაკვრამ. არა მხოლოდ ამის გამო ხდება ჩვენი ინიციირებით, გვინდა, რომ რაიმე ტიპის ნეგატიური ფორმის შექმნა, მინიმუმამდე დავიყვანოთ“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

ეკატერინე ტიკარაძე

18 ოქტომბერი 2021, 17:30

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ პაციენტების ნაკადები ვმართოთ ეფექტურად და თავიდან ავირიდოთ რადიკალური გადაწყვეტილებები

ამ დროისთვის კლინიკურ სექტორში პაციენტების ნაკადის უმნიშვნელო მატებაა, რაც გამოწვეულია იმ ძირითადი ვაქცინირებულების რაოდენობით, რომლებიც ამ დრომდე აიცრნენ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ „ქრონიკას“ განუცხადა.

რომან გოცირიძე

18 ოქტომბერი 2021, 17:28

პოლიტიკა

რომან გოცირიძე: არ შეიძლება ისეთი კანონის მიღება, რომელიც სიტყვის თავისუფლებას შეზღუდავს

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ისეთი კანონის მიღება, რომელიც სიტყვის თავისუფლებას შეზღუდავს და რომელიც სახელმწიფო მოხელეს აქცევს ცენზორად, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა. მისი თქმით, გამოხატვის თავისუფლება არის ის ფუნდამენტი, რომელზეც დგას დემოკრატია.

თამარ ჟვანია

18 ოქტომბერი 2021, 17:26

პოლიტიკა

თამარ ჟვანია უზბეკეთში საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის დირექტორად დაინიშნა

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყოფილი თავმჯდომარე თამარ ჟვანია უზბეკეთში ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია „საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის“ დირექტორად დაინიშნა.

ლოიდ ოსტინი

18 ოქტომბერი 2021, 17:19

პოლიტიკა

ლოიდ ოსტინი: წლების განმავლობაში განხორციელებული საერთაშორისო მისიებით დავამტკიცეთ, რომ საქართველო თანმიმდევრულად და მტკიცედ უჭერს მხარს აშშ-სა და ჩვენს ძალისხმევას მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის დასამკვიდრებლად

„კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას. შეერთებული შტატები ერთგულია სტრატეგიული პარტნიორობის შენარჩუნების იდეისადმი. მიხარია, რომ საქართველოში ვიმყოფები”, - განაცხადა ლოიდ ოსტინმა.

18 ოქტომბერი 2021, 17:17

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: გამოცდილი სტრატეგიული პარტნიორობით, არაერთ ბრძოლაში ვაგრძელებთ ტერორიზმისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ერთობლივი ძალისხმევის განხორციელებას​

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება. მთავრობის მეთაური წერს, რომ საქართველო და ამერიკის შეერთებული შტატები არაერთ ბრძოლაში გამოცდილი სტრატეგიული პარტნიორობით აგრძელებენ ტერორიზმისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ერთობლივი ძალისხმევის განხორციელებას.

ვლადიმირ ბოჟაძე

18 ოქტომბერი 2021, 17:09

პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე ნიკა მელიას საარჩევნო დაპირებაზე: ტყუილიც არის და ტყუილიც - არცერთი საჯარო სკოლა ქალაქ თბილისის მერიას არ ექვემდებარება

ექსპერტი ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში თბილისის მერობის კანდიდატის ნიკა მელიას საარჩევნო ბანერებზე გამოტანილ სლოგანს ეხმაურება. ნიკა მელია ამომრჩეველს ჰპირდება, რომ მისი არჩევის შემთხვევეში თბილისის საჯარო სკოლებში მოსწავლეებისთვის კვება უფასო გახდება.

სალომე ზურაბიშვილი და კოლინ პაუელი

18 ოქტომბერი 2021, 17:09

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: კოლინ პაუელის გარდაცვალება დარტყმაა მსოფლიო დიპლომატიისთვის

„კოლინ პაუელის გარდაცვალება დარტყმაა მსოფლიო დიპლომატიისთვის. დიადი გონება, რომელმაც 21 -ე საუკუნეში გლობალური მიმართულების ჩამოყალიბებას ხელი შეუწყო. მისი ღვაწლი მაგალითია ახალგაზრდა თაობებისათვის, რომლებიც ცდილობენ სამყარო გახადონ უფრო უსაფრთხო“, - წერს პრეზიდენტი.

18 ოქტომბერი 2021, 17:01

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი ლოიდ ოსტინს: თქვენი ვიზიტი აშშ-ის მიერ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის მხრივ ძალიან ძლიერი გზავნილია

თქვენი ვიზიტი აშშ-ის მიერ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის მხრივ ძალიან ძლიერი გზავნილია - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინთან შეხვედრაზე განაცხადა.

ლოიდ ოსტინი

18 ოქტომბერი 2021, 17:01

პოლიტიკა

ლოიდ ოსტინი: რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის პროცესში საქართველო დიდი ხანია მდგრადი და მტკიცე ნაბიჯებით უჭერს მხარს აშშ-ს

„მადლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს თბილი მიღებისთვის. რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის პროცესში საქართველო დიდი ხანია მდგრადი და მტკიცე ნაბიჯებით უჭერს მხარს ამერიკის შეერთებულ შტატებს და მიხარია, რომ მეძლევა შესაძლებლობა, კვლავ დავუდასტურო საქართველოს მხარდაჭერა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ”, - წერს აშშ-ის თავდაცვის მდივანი.

18 ოქტომბერი 2021, 16:59

სამართალი

ბათუმის ყოფილი ვიცე-მერის, ზურაბ ბერიძის სახლში საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა

მას არც ანასტასიას შატალოვასთან მიმდინარე დავაზე და არც ორი თვის წინ მიმდინარე ინციდენტზე არ უსაუბრია. ზურაბ ბერიძის მეუღლემ, ხათუნა დიასამიძემ განაცხადა, რომ მისი ქმარი უდანაშაულოა, „ქალი კი თავიდანვე იყო მოგზავნილი და საქმე არის შეკერილი". მისი ადვოკატის თქმით, ბერიძე თანამშრომლობს გამოძიებასთან. ის არ არის დაკავებული და არც გამოკითხვაზეა გადაყვანილი.

18 ოქტომბერი 2021, 16:38

რეგიონი

ბათუმის მერობის კანდიდატი არჩილ ჩიქოვანი: მაპატიეთ ჩემო ბათუმელებო, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, თქვენთან ერთად ვერ ვიდექი

ბათუმის მერობის კანდიდატი არჩილ ჩიქოვანი 26 მაისის ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის ადგილზე მივიდა, სამძიმარი გამოხატა და პატივი მიაგო დაღუპულთა ხსოვნას. მისი თქმით, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მხოლოდ მედია საშუალებებით შეეძლო ედევნებინა თვალი იმ პროცესებისთვის, რაც 26 მაისის ქუჩაზე ხდებოდა.

ბიძინა კულუმბეგოვი

18 ოქტომბერი 2021, 16:36

COVID19

ბიძინა კულუმბეგოვი: კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 40 ათასზე მეტია, რაც ძალიან საგანგაშო მაჩვენებელია

„საჭირო გახდება საწოლების მობილიზება, რომლის რესურსი ვიცით, რომ ლიმიტირებულია და ქვეყანას არ შეუძლია უსასრულოდ მიიღოს პაციენტები, არის საველე ჰოსპიტალი, რომელშიც თქვენ იცით, როგორი შეიძლება იყოს სამედიცინო მომსახურების ხარისხი და სწორედ ეს ჯაჭვური პრინციპები ქმნის სირთულეს, რომელიც ტალღებთან არის დაკავშირებული" - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

ნათია თურნავა

18 ოქტომბერი 2021, 16:32

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ეკონომიკური აქტივობის მაჩვენებლებით გადავაჭარბეთ პანდემიამდელ 2019 წლის დონეს - გვაქვს ეკონომიკის აბსოლუტური ზრდა

„ეკონომიკა ძალიან მაღალი ტემპებით იზრდება, მიმდინარეობს მისი აღდგენის პროცესი, თუმცა უკვე გავცდით წინასწარ განსაზღვრულ საპროგნოზო მაჩვენებელსაც და გვაქვს აბსოლუტური ზრდა - ეკონომიკური აქტივობის მაჩვენებლებით გადავაჭარბეთ პანდემიამდელ 2019 წლის დონეს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.