imedi /  10 დეკემბერი 2020, 09:38 / სანდო წყარო

ამირან გამყრელიძე: ერთიანი აზრია, რომ თუ რამეს მივაღწიეთ ამ 3-კვირიანი შეზღუდვებით და გაფართოებული ტესტირებით, მერე უცბად წყალში არ გადავყაროთ

ამირან გამყრელიძე

ამირან გამყრელიძე

გავაკეთეთ რეზიუმე, შეზღუდვების დაწესების შემდეგ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის განვითარების, თუ რა მდგომარეობა გვაქვს დღეს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ამირან გამყრელიძემ ხაზი გაუსვა, რომ ყოველკვირეულად გაკეთდება კვირის შეფასება ეპიდსიტუაციის, ტესტირების, მდგომარეობის სამკურნალო ქსელში და შესაბამისად, მიიღება გადაწყვეტილებები.

„გვქონდა შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან საკოორდინაციო საბჭოს წევრების და ასევე საერთაშორისო ექსპერტების, ჩვენი თანამემამულეების ამერიკის შეერთებული შტატებიდან, შვეიცარიიდან, ნორვეგიიდან და კიდევ რამდენი ქვეყნიდან, სადაც ჩვენი თანამემამულეები მოღვაწეობენ. გავაკეთეთ რეზიუმე, შეზღუდვების დაწესების შემდეგ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის განვითარების, თუ რა მდგომარეობა გვაქვს დღეს. ჯერ ცოტა ნაადრევია შეფასება, შეზღუდვების დაწესების შემდეგ გვაქვს უკვე რამე შედეგები, თუ არ გვაქვს. მოგეხსენებათ, რომ დაახლოებით 5-6 დღეა უკვე მკვეთრად გაფართოებული ტესტირება მიმდინარეობს. გუშინ, 24 საათში, დაახლოებით 21 000 ტესტი ჩატარდა ქვეყანაში და ჯერჯერობით, ინფიცირების რიცხვი მერყეობს ისევ, შაბათ-კვირას დაახლოებით 3 500-ის ფარგლებში, დღეს და გუშინ გვაქვს 4 000-დან 5 000-ის ფარგლებში.

ასევე, ერთ-ერთი პოზიტიური ტენდენცია ჩანს, რომ ოდნავ დაკლების ტენდენცია აქვს დადებითობის მაჩვენებელს, მაგრამ ეს ყველაფერი, მოგეხსენებათ, სულ რამდენიმე დღის შედეგია და ამას ჯერჯერობით ვერ შევაფასებთ ხანგრძლივვადიან პერსპექტივაზე. ამიტომ, ყველა ჩამოვყალიბდით დაახლოებით და შევთანხმდით, რომ ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს და ყოველკვირეულად უნდა ვაკეთოთ კვირის შეფასება - ეპიდსიტუაცია, ტესტირება, მდგომარეობა სამკურნალო ქსელში“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, საუბარი შეეხო საერთაშორისო მაგალითებს.

„მაგალითები იყო მოყვანილი იგივე ნორვეგიის, ფინეთის, შვეიცარიის, გერმანიის, სადაც სერიოზულად მკაცრდება წინა საახალწლო პერიოდში შემზღუდველი ღონისძიებები.

ერთიანი აზრია, რომ ვიყოთ ძალიან ფრთხილად, ვაფასოთ სიტუაცია მუდმივ რეჟიმში და გადაწყვეტილებები მივიღოთ ერთად, რა თქმა უნდა, იმის მიხედვით, თუ როგორი იქნება ეპიდსიტუაციის მიმდინარეობა, რომ თუ რამეს მივაღწიეთ ამ 3-კვირიანი შეზღუდვებით და გაფართოებული ტესტირებით, მერე უცბად წყალში არ გადავყაროთ. იგივე, როგორც გვქონდა, მოგეხსენებათ, დიდი თავყრილობები, მაგალითად შავი პარასკევი რომ იყო რამდენიმე კვირის წინ, ის შედეგს იძლევა 2 კვირის შემდეგ, იგივე გახშირებული და მომატებული ახალი შემთხვევების ხარჯზე.

აქედან გამომდინარე, ძალიან ფრთხილი ნაბიჯები უნდა გადავდგათ, უნდა ავწონ-დავწონოთ კარგად სიტუაცია, რომელიც გვექნება მომავალი 2 კვირის განმავლობაში, ყოველკვირეული შეფასებები, ხაზს ვუსვამ, რომ ჩვენ, საახალწლოდ, უფრო არ გაგვიუარესდეს ეპიდსიტუაცია ქვეყანაში“, - აღნიშნა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა.

ყველა სიახლე

ირაკლი კობახიძე

07 მარტი 2021, 19:52

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: უკანონო მოსმენა, ჩანაწერების ფაბრიკაცია, ძალადობა „ნაცმოძრაობის“ ხელწერაა, ეს პარტია მორალური და პოლიტიკური ფსკერიდან ვერ ამაღლდა

„აშკარაა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ იშლის თავისას. უკანონო მოსმენა, ჩანაწერების ფაბრიკაცია, მორალური და ფიზიკური ძალადობა მათი ხელწერაა. ეს პარტია ვერ ამაღლდა და ვერც ვერასდროს ამაღლდება „კუდის" სიმაღლიდან, ანუ მორალური და პოლიტიკური ფსკერიდან. მთავარია, რომ ქართული საზოგადოება კვლავაც კარგად არჩევს თეთრსა და შავს. ჩემი პატივისცემა ღირსეულ პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს და ღირსეული ოჯახის ღირსეულ შვილს, ბერა ივანიშვილს!!!“ - წერს კობახიძე.

„რეინჯერსი შოტლანდიის ჩემპიონი გახდა

07 მარტი 2021, 19:51

სპორტი

10-წლიანი პაუზის შემდეგ „რეინჯერსი" შოტლანდიის ჩემპიონი გახდა

სტივენ ჯერარდის გაწვრთნილმა „რეინჯერსმა" შოტლანდიის „პრეიერ ლიგის" ჩემპიონობა „დანდი იუნაიტედსა" და „სელტიკს" შორის ფრედ ანგარიშით 0-0 დასრულებული შეხვედრის შედეგად გაიფორმა. გლაზგოელებს სხვადასხვა დროს მოგებული აქვთ: შოტლანდიის თასი 33-ჯერ, შოტლანდიის ლიგის თასი 27-ჯერ, ევროპის თასების გამარჯვებულთა თასი 2-ჯერ, უეფას სუპერ თასი ერთხელ და უეფას თასი, ასევე ერთხელ.

07 მარტი 2021, 19:35

პოლიტიკა

„ქართული ოცნება“: უკანონო მოსმენა, დამონტაჟება-ფაბრიკაცია, ძალადობა, მკვლელობა და ა.შ. „ნაცმოძრაობის“ ხელწერაა

„ჩანაწერთა ფაბრიკაცია, როგორც ჩანს, დიდი ხნის ნამუშევარი, საგულდაგულოდ დამონტაჟებული და „საჭირო მომენტისთვის“ იყო გადანახული. ორი დღის წინ გამოქვეყნდა ეუთო/ოდირის უაღრესად პოზიტიური შეფასება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ. ამავე დროს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საკუთარ თავზე აიღო მედიატორის როლი, რაც ბუნებრივია, პროცესის დეესკალაციის და მოლაპარაკებების კონსტრუქციულ რეჟიმში გაგრძელების გარანტი უნდა ყოფილიყო. როგორც ჩანს, სწორედ ამ ფაქტორებმა და მოლაპარაკების ჩაშლის მიზანმა განაპირობა გაყალბებული ჩანაწერების გამოქვეყნება. რადიკალურ ოპოზიციას სურს, ეს ჩანაწერები გამოიყენოს მოლაპარაკებებზე უარის თქმის საბაბად და ვხედავთ მათ მიერ აგორებულ ახალ კამპანიასაც, რომელსაც პერსპექტივა ერთი მარტივი მიზეზის გამო არ გააჩნია - ის სიყალბეზეა დაფუძნებული“, - ნათქვამია განცხადებაში.

07 მარტი 2021, 19:25

პოლიტიკა

ქართული ოცნება: საზოგადოებამ მოისმინა 2010-2011 წლების უკანონო ჩანაწერების უხეში ფაბრიკაცია, გაყალბებული საუბარი როგორც მინიმუმ რამდენიმე თვის განმავლობაში, ათობით ჩანაწერიდან ამოღებული სიტყვებისა და ფრაზებისაგან შედგება

„ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს (ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლამდე) „კუდის“ მიერ, ორ კერძო პირს შორის უკანონო ჩანაწერების უხეში ფაბრიკაცია, სადაც ერთ მხარეს არის საქველმოქმედო ფონდი, „ქართუს“ პრეზიდენტი ირაკლი ღარიბაშვილი, მეორე მხარეს კი არასრულწლოვანი ბერა ივანიშვილი, თუმცა არც ასეთი ჩანაწერის გამოქვეყნებას მოერიდნენ. ისინი, სასოწარკვეთილების ამგვარი გამოხატვით, კიდევ უფრო ინადგურებენ საკუთარ თავს, რადგან ცივილიზებულ სამყაროში ასეთი, საბჭოთა, „კაგებეს“ მეთოდების გამოყენება აბსოლუტურად ამორალური და მიუღებელია. უკანონო მოსმენა, მოსმენილის შენახვა, დამონტაჟება-ფაბრიკაცია, მისი გამოყენება, ძალადობა, მკვლელობა და ა.შ. ნაციონალური მოძრაობის ხელწერაა. რაც შეეხება ქართულ ოცნებას და მათ ლიდერებს, ისინი მსგავს მეთოდებს არ იყენებდნენ არც პოლიტიკაში მოსვლამდე და არც პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ.

07 მარტი 2021, 19:17

პოლიტიკა

„ქართული ოცნება“: რადიკალურ ოპოზიციას სურს, ეს ჩანაწერები მოლაპარაკებებზე უარის თქმის საბაბად გამოიყენოს

„მიუხედავად მათი ასეთი ქმედებებისა, „ქართული ოცნება“ უარს არასოდეს იტყვის კონსტრუქციულ და სახელმწიფოებრივ დამოკიდებულებებზე. შესაბამისად ჩვენ მზად ვართ დიალოგის გაგრძელებისთვის, რასაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც მოგვიწოდებენ“,- ნათქვამია განცხადებაში.

დაკავება

07 მარტი 2021, 19:17

სამართალი

კახეთის პოლიციამ დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის სამი წევრის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დააკავა

კახეთის პოლიციამ დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის სამი წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით მოქალაქე დააკავა, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს განცხადებით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის და თელავის პოლიციის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებულიოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თელავში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნეს. ოჯახის სამი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 1993 წელს დაბადებული ა.ა.

თენგიზ ცერცვაძე

07 მარტი 2021, 19:01

COVID19

დაფიქსირდა თუ არა საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების შემთხვევა - თენგიზ ცერცვაძის განმარტება

„არის შეტყობინებები სხვადასხვა ადამიანებისგან, რომ მათ რეინფიცირება ჰქონდათ. ჯერ ასეთი ავადმყოფები იგზავნებიან ლუგარის ლაბორატორიაში, რომ გამოკვლეული იქნეს მათი დაავადების გამომწვევი შტამის გენეტიკური თავისებურებები. ჯერ არც ერთი შემთხვევა, მართლა რეინფიცირების არ დადასტურებულა ჩვენთან. ანუ, ის, ვინც ამბობს, რომ ხელახლა დაემართა, ჯერ არ დადასტურდა, რომ დაინფიცირებულია სხვა შტამით“,- განაცხადა ცერცვაძემ.

კანე ტანაკა

07 მარტი 2021, 18:43

სპორტი

მსოფლიოს უხუცესი ადამიანი იაპონიაში ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტაში მიიღებს მონაწილეობას

ტანაკა 1903 წელს დაიბადა. მას 4 შვილი, 5 შვილიშვილი და 8 შვილთაშვილი ჰყავს. 103 წლამდე ის თავისი ოჯახის მაღაზიაში მუშაობდა. ქალმა ორჯერ დაამარცხა კიბო. მისი ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ტანაკას წარსულზე ლაპარაკი არ უყვარს და ყურადღებას აწმყოსა და მომავალზე ამახვილებს.

რომის პაპი ფრანცისკე

07 მარტი 2021, 18:13

მსოფლიო

პაპმა ფრანცისკემ ერაყში, ისლამური სახელმწიფოს მიერ განადგურებული სამლოცველოს ნანგრევებთან ილოცა

ლოცვის შემდეგ პაპი ქარაქოშში ქრისტიანებს შეხვდა. ხვალ კი ირბილში, მასობრივი მესის ჩასატარებლად ჩავა. ფრანცისკე სტადიონზე იქადაგებს და მის მოსასმენად სავარაუდოდ 10 ათასამდე ადამიანი მივა.

07 მარტი 2021, 18:12

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსის 403 შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 403 ადამიანს გამოუვლინდა, 3 ადამიანი კი გარდაცვლილა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 236,768 შეადგინა. ჯამში გარდაიცვალა 3,241 ადამიანი. ვირუსისგან 229,718 პაციენტი განიკურნა.

07 მარტი 2021, 17:46

სამართალი

თელავში 30 წლამდე კაცმა სავარაუდოდ მშობლები და ბებია მოკლა

თელავში 30 წლამდე კაცმა სავარაუდოდ მშობლები და ბებია ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ გოშაძის ქუჩაზე მოხდა. მკვლელობის ფაქტზე გამოძიება ოჯახური ნიშნით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით მინდინარეობს (სსკ-ის 11 პრიმა-109-ე მუხლი).

07 მარტი 2021, 17:11

სპორტი

საბა ლობჟანიძის შესრულებული საგოლე გადაცემის შედეგად, „ანკარაგუჩუმ“ უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვა

საბა ლობჟანიძის შესრულებული საგოლე გადაცემის შედეგად, „ანკარაგუჩუმ“ უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვა. რამდენიმე წუთის წინ დასრულდა თურქეთის სუპერ ლიგის 29-ე ტურის დაპირისპირება, სადაც საბა ლობჟანიძის „ანკარაგუჩუმ“ გასვლით შეხვედრაში ჩემპიონატის ათეულში მყოფი „კარაგუმრუკი“ ანგარიშით 1-0 დაამარცხა. მატჩში ერთადერთი გოლი სტუმართა ნახევარმცველმა ალფერ ფოთუქმა, სწორედ ქართველი ფორვარდის საგოლე გადაცემის შედეგად გაიტანა.

ირაკლი ქადაგიშვილი

07 მარტი 2021, 17:08

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი გავრცელებულ ჩანაწერებზე: ესაა უსუსური მცდელობა, ჩაშალონ გარკვეული მოლაპარაკებები და ქვეყნის დემოკრატიული განვითარება

ესაა მათი ბოლო „პოლიტიკური იარაღი“. ყველა სხვა მინდორზე, რასაც პოლიტიკა ჰქვია, ისინი დამარცხდნენ, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს.

07 მარტი 2021, 17:06

საზოგადოება

ბექა ფერაძე: მიუხედავად იმისა, რომ 8 მარტიდან შიდა სივრცეებში სარესტორნო ბიზნესი იხსნება, ცოცხალი მუსიკის შესრულება კვლავ შეზღუდვად რჩება

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ხვალ, 8 მარტიდან რეგულაციების ნაწილი მსუბუქდება, 1-ელ აპრილამდე კვლავ შეზღუდვად რჩება სარესტორნო ბიზნესში ცოცხალი მუსიკის შესრულება. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ასეთი კულტურული ღონისძიების მასშტაბი გაცილებით დიდია და როგორც ხალხის მობილობის გაკონტროლება, ასევე, რეგულაციების დაცვა ძალიან ძნელია.

იაგო ხვიჩია

07 მარტი 2021, 16:49

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: ვფიქრობ, რომ ეს ჩანაწერი გამოგდებულია, იმისთვის რომ მოლაპარაკების პროცესს საფრთხე შეექმნას

„შესაბამისად ბევრი უცნობია, მაგრამ ფაქტია, რომ მოლაპარაკების პროცესის წინ ასეთი ჩანაწერების გამოგდება იკითხება, როგორც პირდაპირი მიზანი, მოლაპარაკებები წარმატებით არ დასრულდეს“, - განაცხადა ხვიჩიამ.

07 მარტი 2021, 16:33

სპორტი

ამერიკის სტუდენტური ლიგის რეგულარული სეზონი სანდრო მამუკელაშვილმა ორმაგი დუბლით, მისმა გუნდმა კი მარცხით დაასრულა

ამერიკის სტუდენტური ლიგის რეგულარული სეზონი სანდრო მამუკელაშვილმა - ორმაგი დუბლით, მისმა გუნდმა სეტონ ჰოლმა კი მარცხით დაასრულა. სეტონ ჰოლი ბოლო ტურში სენტ ჯონსს სტუმრად დაუპირისპირდა და მიუხედავად იმისა, რომ მამუკელაშვილის გუნდმა პირველი ტაიმი 10 ქულით მოიგო, საბოლოოდ 71:81 დამარცხდა.

დავით მათიკაშვილი

07 მარტი 2021, 16:24

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: ერთადერთი, ვისაც საქართველოში არ სურს მოლაპარაკების მაგიდასთან მხარეთა დასხდომა და რეალური გადაწყვეტილების მიღება „ნაციონალური მოძრაობაა“

ნოდარ მელაძისგან და „ტვ პირველისგან“ ნამდვილად მიჩვეული ვართ ტყუილების ტირაჟირებას ფაქტების, ფალსიფიციკაციას, ფალსიფიცირებული რეპორტაჟებსა და გაყალბებულ სიუჟეტებს, ამიტომ ამ კონტექსტით თუ ვიმსჯელებთ მელაძისგან და „ნაციონალური მოძრაობისგან“ გასაკვირი ნამდვილად არაფერია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ მოლაპარაკების ჩასაშლელად ყველა გზას იყენებს.

ჰასან როუჰანი

07 მარტი 2021, 16:24

მსოფლიო

ირანის პრეზიდენტმა ბირთვული შეთანხმების ვალდებულებების შესრულებისკენ დაბრუნების წინაპირობა დაასახელა

„როგორც კი აშშ უკანონო სანქციებს მოხსნის და მუქარისა და ზეწოლის პოლიტიკაზე უარს იტყვის, ირანი მზად არის დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები ბირთვული შეთანხმების ვალდებულებების შესასრულებლად“, - განაცხადა როუჰანიმ.

07 მარტი 2021, 16:17

სპორტი

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ტაშკენტის გრანდ სლემი უმედლოდ დაასრულა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ტაშკენტის გრანდ სლემი უმედლოდ დაასრულა. შეჯიბრის ბოლო დღეს ტატამზე 5 ქართველი ძიუდოისტი გავიდა, მაგრამ ფინალურ ბლოკამდე მისვლა ვერცერთმა შეძლო. უშანგი მარგიანი (90 კგ) 1/4-ფინალში უნგრელ კრისტიან ტოტის შეხვდა და დამარცხდა, რის შედეგადაც რეპეშაჟში გადაინაცვლა, მაგრამ სამწუხაროდ იქაც პირველივე დაპირისპირება უზბეკი შერმუხამად იანდრეევთან წააგო და მედლის გარეშე დარჩა.

ლანა გალდავა

07 მარტი 2021, 16:03

პოლიტიკა

ლანა გალდავა ნიკოლოზ მეტრეველს პასუხობს

„ნიკოლოზ, შენს სტატუსს აკადემიური სიტყვათა წყობით ვერ გამოვეხმაურებოდი, პრინციპში, არც იმსახურებ. ბავშვიც კი ხვდება, რომ რასაც დაუწერენ, ყველაფერი არ გაიმეოროს. ეს სტატუსი იმდენად ნულს ქვემოთ ნიშნულზეა და გაშიშვლებს პიროვნულად, რომ მეტ ლუსტრაციას ვერავინ მოგიხერხებდა, თავად მოახერხე თვითლუსტრაცია და საკმაოდ მდარედ“.