imedi /  10 დეკემბერი 2020, 12:17 / სანდო წყარო

ამირან გამყრელიძემ განმარტა რა უჯდება სახელმწიფოს PCR და ანტიგენზე დამყარებული ტესტების შესყიდვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა კორონავირუსზე ტესტების ღირებულებაზე ისაუბრა. ამ თემას ამირან გამყრელიძე საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე შეეხო.

„ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტის ყიდვა ქვეყანას უჯდება სადღაც 5-დან 6 დოლარამდე, ხოლო PCR-ის ტესტები სხვადასხვა ეტაპზე განსხვავებული იყო. ვთქვათ, გაზაფხულზე, როცა ძნელი იყო ხელმისაწვდომობა მათი ფასი უფრო მაღალი იყო, დღეს ფასი შედარებით ნაკლებია. საშუალოდ უნდა ვიანგარიშოთ, რომ ტესტის შესყიდვის ფასი სადღაც 12-18 დოლარის ფარგლებში იქნება. მაგრამ იმ PCR-ს სჭირდება კიდევ ექსტრაქცია და კიდევ სხვა. სადღაც 20-24 დოლარის ფარგლებში უნდა მერყეობდეს. მაგრამ მერე იხდება კიდევ ე.წ. მომსახურეობის ფასი“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ქვეყანაში დღეს ჩატარებულია 1,3 მილიონამდე PCR-ტესტი და დაახლოებით 350 ათასი ანტიგენზე დაყარებული სწრაფი ტესტი.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 178 953 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 148 332 შეადგენს. გარდაიცვალა 1 657 მოქალაქე.

კარანტინის რეჟიმშია 1126 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 6900 პაციენტი. ​კოვიდ-სასტუმროში - 3689 ადამიანი იმყოფება.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

ყველა სიახლე

ირაკლი ღარიბაშვილი

23 ოქტომბერი 2021, 17:10

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: მელია არის ჩვეულებრივი ზონდერი, კრიმინალი, უინტელექტო კაცი, რომელმაც უბინძურეს პროვოკაციაში მიიღო მონაწილეობა სახელმწიფოს წინააღმდეგ

„მელია არის ჩვეულებრივი ზონდერი, კრიმინალი, უინტელექტო კაცი, რომელმაც უბინძურეს პროვოკაციაში მიიღო მონაწილეობა სახელმწიფოს წინააღმდეგ; კაცი, რომელიც პარლამენტში შენობის შეჭრისკენ მოუწოდებდა და აორგანიზებდა პოლიციელების, სპეცრაზმელების წინააღმდეგ აგრესიულ ბრბოს, კრიმინალების ბრბოს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ბაღდათში, ნიკა მელიას განცხადებებზე ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

ტიტე აროშიძე

23 ოქტომბერი 2021, 17:04

რეგიონი

ტიტე აროშიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ბათუმში პროვოკაციებსა და დესტაბილიზაციას გეგმავს

„ბათუმში პროვოკაციებსა და დესტაბილიზაციას გეგმავს“, - ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ტიტე აროშიძემ განაცხადა. ის დღეს დაგეგმილ აქციას გამოეხმაურა. განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საჯარო მოხელეების მოსყიდვასა და დაშინებას ცდილობს. მისი ინფორმაციით, აქციაზე დააანონსებენ, თითქოს, აქციას ბათუმის მერიის თანამშრომლები უერთდებიან. მან მოსახლეობას მოუწოდა, არ აჰყვეს პროვოკაციებს.

23 ოქტომბერი 2021, 17:01

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ბაღდათში ჩვენს კანდიდატს 55 ხმა დააკლდა, რომ პირველივე ტურში გაემარჯვა, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ აბსოლუტურად გამჭვირვალედ, თავისუფალ არჩევნებს ვატარებთ უკვე 9 წელია

მინდა, პირველ რიგში მადლობა გადავუხადო მედიას, რომ ასე აქტიურად აშუქებთ ჩვენს ტურს, ჩვენს ვიზიტებს, შეხვედრა გვქონდა ბაღდათის მუნიციპალიტეტის საარჩევნო შტაბთან, მინდა მოსახლეობას ვუთხრა, რომ ჩვენს კანდიდატს, ძალიან ღირსეული კანდიდატი გვყავს, სულ რაღაც 55 ხმა დააკლდა იმისთვის, რომ პირველივე ტურში გაემარჯვა, წარმოიდგინეთ, ეს რას ნიშნავს, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ აბსოლუტურად გამჭვირვალედ, თავისუფალ არჩევნებს ვატარებთ უკვე 9 წელია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ბაღდათში განუცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

23 ოქტომბერი 2021, 16:56

რეგიონი

ირაკლი ღარიბაშვილი: აბსოლუტურად ყველა მუნიციპალიტეტში, პირადად მექნება კონტროლი ყველა იმ სამუშაოსა და პროექტზე, რომელიც მიმდინარეობს და რომელსაც დავიწყებთ მომავალი წლიდან

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, პირადად იქნება ჩართული ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამუშაოში და პირადად ექნება ამაზე კონტროლი.

23 ოქტომბერი 2021, 16:55

ეკონომიკა

სითი მოლი 10 წლისაა – შეასხი ფრთები შენს სურვილებს!

სითი მოლის დაბადების დღის აღსანიშნავად 25–31 ოქტომბრის ჩათვლით, მხოლოდ სითი მოლში ექსკლუზიური ფასდაკლებები, საჩუქრები და უამრავი სიურპრიზი დაგხვდებათ!

ირაკლი ღარიბაშვილი

23 ოქტომბერი 2021, 16:47

პოლიტიკა

პრემიერი ნიკა მელიასა და მამამისზე: რატომ აწვალებს ამ კაცს, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს თვითმმართველობაზე - საკუთარ მშობელს რომ არ უფრთხილდება, როგორ გაუფრთხილდება სხვების შვილებს, მშობლებს, ოჯახის წევრებს?

„ნიკა მელია არის ჩვეულებრივი კრიმინალი, ზონდერი, უინტელექტო კაცი, რომელმაც, სახელმწიფოს წინააღმდეგ, უბინძურეს პროვოკაციაში მიიღო მონაწილეობა - კაცი, რომელიც პარლამენტში შენობაში შეჭრისკენ მოუწოდებდა და აორგანიზებდა პოლიციელების, სპეცრაზმელების წინააღმდეგ აგრესიულ, კრიმინალების ბრბოს. ასეთი კაცი დღეს თბილისის მერობის კანდიდატია“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მედიასთან საუბრისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

23 ოქტომბერი 2021, 16:43

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: თუ დავუშვებთ, რომ თუნდაც ერთ მუნიციპალიტეტს მოიგებს „ნაციონალური მოძრაობა“, ამით დაზარალდება მოსახლეობა

ჩვენ გვახსოვს 2012-2014 წლებში, როგორ იყენებდა მაშინდელი გამგებლის პოზიციებს „ნაციონალური მოძრაობა“ საბოტაჟისთვის, რაც საბოლოო ჯამში მოსახლეობის ინტერესებს აზიანებდა. ამის მაგალითი იყო გიგი უგულავა, რომელიც არც ინფრასტრუქტურას უვლიდა, არაფერს აღარ აკეთებდა და მთელი ქალაქის განკუთვნილი ბიუჯეტი საკუთარი პარტიული აქტივის დასაქმებისკენ მიმართა - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე

23 ოქტომბერი 2021, 16:40

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: „ქართულ ოცნებას“ ბაღდათში ღირსეული კანდიდატი ჰყავს, კახა ენუქიძე მეორე ტურში აუცილებლად გაიმარჯვებს

„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ დასავლეთ საქართველოში, კერძოდ ბაღდათში ვიზიტის დასრულების შემდეგ მედიის კითხვებს უპასუხა. მისი თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს და პარტიას ბაღდათში საკმაოდ ღირსეული კანდიდატი ჰყავს.

ირაკლი ღარიბაშვილი

23 ოქტომბერი 2021, 16:29

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ხაზარაძე იყო სააკაშვილის კრიმინალური დავალებების მოსამსახურე - ბიზნესების დატერორების, ქონებების წართმევისა და, შემდეგ, ბანკის ტრანზაქციების გატარების უბადლო შემსრულებელი

„ხაზარაძე არის იქ, სადაც უნდა იყოს. ის ყოველთვის იყო სააკაშვილის ერთგული მსახური“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მედიასთან საუბრისას განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მამუკა ხაზარაძეს საზოგადოებამ სათანადოდაც უპასუხა და არჩევნებზე, 2%-ზე მეტი არ ერგო.

ირაკლი ღარიბაშვილი

23 ოქტომბერი 2021, 16:23

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: გვახსოვს, როგორ არჩევნებს ატარებდა სააკაშვილი, ადგილი ჰქონდა მანიპულაციას, ძალადობასა და აგრესიას

„ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებული არჩევნები არის სანიმუშო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მან „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ჩატარებული არჩევნები გაიხსენა და განაცხადა, რომ ათასობით ხმა ყალბდებოდა და სპეციალური სქემით საარჩევნო ყუთებში ყალბი ბიულეტენები იყრებოდა.

ირაკლი ღარიბაშვილი

23 ოქტომბერი 2021, 16:12

COVID19

ირაკლი ღარიბაშვილი: პირადად მივეცი მოქალაქეებს მაგალითი, როცა კოვიდგადატანილი ორჯერ ავიცერი „ფაიზერით“ - ევროპის ქვეყნებსა და ამერიკაშიც არიან ანტივაქსერები, რომელთაც ვაქცინის ეფექტიანობის არ სჯერათ, ეს არის მცდარი აზრი

!„მე, როგორც პრემიერ-მინისტრმა, ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ ჩვენი ხალხისთვის, დროულად შემომეტანა ვაქცინები. დანიშვნის დღიდან, პირადად ვიყავი ამაში ჩართული და მილიონობით დოზა ვაქცინა შემოვიტანეთ - „ფაიზერი“, „სინოფარმი“, „სინოვაკი“, „ასტრაზენეკა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მედიასთან საუბრისას განაცხადა.

23 ოქტომბერი 2021, 15:56

რეგიონი

„ქართული ოცნების" აჭარის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე არჩილ ჩიქოვანთან და დავით გაბაიძესთან ერთად, აჭარაში მოქმედ კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, „ქართული ოცნების" აჭარის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე ბათუმის მერობის კანდიდატთან არჩილ ჩიქოვანთან და აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან დავით გაბაიძესთან ერთად, აჭარაში მოქმედ კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.

23 ოქტომბერი 2021, 15:47

რეგიონი

ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი კობახიძე ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატს იოსებ ხახალეიშვილს, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელსა და მხარდამჭერებს შეხვდნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატს იოსებ ხახალეიშვილს, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს და მხარდამჭერებს შეხვდნენ.

ირაკლი კობახიძე

23 ოქტომბერი 2021, 15:35

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ქუთაისის საზოგადოებამ კიდევ ერთხელ უნდა უთხრას უარი იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც მთლიანად დაფუძნებულია სიძულვილსა და აგრესიაზე

ქუთაისის საზოგადოებამ კიდევ ერთხელ უნდა უთხრას უარი იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც მთლიანად დაფუძნებულია სიძულვილსა და აგრესიაზე - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ქუთაისის მერობის კანდიდატ იოსებ ხახალეიშვილთან, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელთან და მხარდამჭერებთან შეხვედრის შემდეგ.

23 ოქტომბერი 2021, 15:29

საზოგადოება

ვლადიმერ კონსტანტინიდიმ, ICMPD-ს წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ ალიკანტეში მცხოვრებ ქართულ დიასპორას ესპანეთის მიგრაციის კანონმდებლობის შესახებ მომზადებული გზამკვლევი წარუდგინა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვლადიმერ კონსტანტინიდი, დელეგაციის სხვა წევრებთან და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) წარმომადგენლებთან ერთად, ესპანეთის სამეფოში, ქალაქ ალიკანტეში მცხოვრებ ქართულ დიასპორას შეხვდა.

ზაალ ანჯაფარიძე

23 ოქტომბერი 2021, 15:27

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: როდესაც ძალოვან სტრუქტურებში ჩარჩენილ „ნაცმოძრაობის“ მომხრეებს უნდათ, რომ თან მუნდირი ეცვათ და თან „ნაცების“ პოლიტიკურ ინტერესებს მოემსახურონ, ასე არ გამოვა

როდესაც ძალოვან სტრუქტურებში ჩარჩენილ „ნაცმოაძრაობის“ მომხრეებს უნდათ, რომ თან მუნდირი ეცვათ და თან „ნაცების“ პოლიტიკურ ინტერესებს მოემსახურონ, ასე არ გამოვა, - ამის შესახებ Facebook-ზე ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე წერს.

ირაკლი ღარიბაშვილი

23 ოქტომბერი 2021, 15:22

რეგიონი

ირაკლი ღარიბაშვილი: თავის დროზე სააკაშვილმა ქუთაისელებისთვის კი არ გადმოიტანა პარლამენტი, არამედ იმის გამო, რომ აქციები, მისი მოკლე ჭკუით, აღარ ყოფილიყო თბილისში

თავის დროზე სააკაშვილმა ქუთაისელებისთვის კი არ გადმოიტანა პარლამენტი, არამედ იმის გამო, რომ აქციები, მისი მოკლე ჭკუით, აღარ ყოფილიყო თბილისში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ქუთაისში განუცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

23 ოქტომბერი 2021, 15:13

რეგიონი

ირაკლი ღარიბაშვილი: უკვე განვაახლეთ მოლაპარაკებები ინვესტორთან, ქუთაისში ძალიან მალე დავიწყებთ ელექტრომობილების გამოშვებასაც, ამისთვის მე პირადად ყველაფერს გავაკეთებ

რაც შეეხება ქუთაისს, ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ქალაქში უკვე დავიწყეთ „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში ურბანული განახლების პროექტები, უამრავი ინფრასტრუქტურული პროექტის დაფინანსება მიმდინარეობს და ამას გავაგრძელებთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ქუთაისში განუცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

23 ოქტომბერი 2021, 15:11

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ქუთაისელები, ეს ბრძენი ხალხი, არ მისცემს ხმას მოძალადე მკვლელებსა და მჩაგვრელებს

„რომ არ ყოფილიყო მოღალატე გახარიას ფაქტორი, რა თქმა უნდა, სრული თავდაჯერებულობით მინდა ვთქვა, რომ პირველივე ტურში გაიმარჯვებდა ჩვენი კანდიდატი“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ქუთაისში განუცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

23 ოქტომბერი 2021, 15:08

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ქუთაისში დადიან ხატია დეკანოიძის წარმომადგენლები და მოსახლეობას არწმუნებენ, რომ ერთ კვირაში გამოუშვებენ სააკაშვილს - გამორიცხულია, ეს დამნაშავე კაცი ვადაზე ადრე გამოვიდეს ციხიდან

ქუთაისში ჩვენი გუნდის კანდიდატის, იოსებ ხახალეიშვილის ოპონენტი არის ხატია დეკანოიძე, ქალბატონი, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს საერთოდ, რა ხდება ქუთაისში, გავლით არის ნამყოფი ქუთაისში და არავითარი კავშირი, ბმა, ქუთაისთან და ქუთაისელებთან არ გააჩნია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ქუთაისში განუცხადა.