imedi /  11 დეკემბერი 2020, 10:15 / სანდო წყარო

გერმანიაში კორონავირუსის ლეტალური და ახალი შემთხვევების რეკორდი დაფიქსირდა

გერმანიაში კორონავირუსის ლეტალური და ახალი შემთხვევების რეკორდი დაფიქსირდა. გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 29,875 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 598 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი, რობერ კოხის ინსტიტუტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გერმანიაში კორონავირუსის 1,272,078 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 20,970ადამიანი გარდაიცვალა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ მიიჩნია. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

28 თებერვალი 2021, 10:59

პოლიტიკა

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ გაშლილ კარვებს დღეს კიდევ 2 დაემატება

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ გაშლილ კარვებს დღეს კიდევ 2 დაემატება. როგორც ოპოზიციის მხარდამჭერმა აქტივისტმა განაცხადა, დღეს პროტესტი ამ ფორმით გაგრძელდება და მეტად ორგანიზებული სახე არ მიეცემა. რაც შეეხება ხელისუფლებისთვის მიცემულ 2-კვირიან ვადას. როგორც შეკრებილები ამბობენ, იმ შემთხვევაში თუ არ ჩატარდება ხელახალი არჩევნები და არ გათავისუფლდებიან, მათი თქმით პოლიტპატიმრები, გზის სავალი ნაწილი გადაიკეტება.

28 თებერვალი 2021, 10:54

პოლიტიკა

თეიმურაზ მღებრიშვილი სამხრეთ კორეის საქმეთა დროებით რწმუნებულს შეხვდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თეიმურაზ მღებრიშვილი საქართველოში სამხრეთ კორეის რესპუბლიკის საქმეთა დროებითი რწმუნებულ დაესუ ჩანგს შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და მიზნად ისახავდა მხარეებს შორის, სამომავლოდ, ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას. თემურაზ მღებრიშვილმა სტუმარს ინფორმაცია მიაწოდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სტრუქტურის, ფუნქციებისა და პრიორიტეტების შესახებ.

28 თებერვალი 2021, 10:53

COVID19

როგორია კოვიდინფიცირების დადებითობის დღიური მაჩვენებელი საქართველოში

27 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 0.89 %, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 1.96 %, ხოლო 7 დღის განმავლობაში კი 1.55%.

28 თებერვალი 2021, 10:52

COVID19

ამ ეტაპზე საქართველოში 265 მძიმე პაციენტია

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 265 პირი, მათ შორის, თბილისში - 100, აჭარაში - 30, იმერეთში - 74. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 91 პირი, მათგან თბილისში - 60, აჭარაში- 4, იმერეთში - 11. 171 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 108 - თბილისში, 51 - აჭარაში, 9 - იმერეთში. 465 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

28 თებერვალი 2021, 10:49

COVID19

კოვიდინფიცირების 248 ახალი შემთხვევებიდან 129 თბილისში გამოვლინდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 248 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 129 შემთხვევა, აჭარა - 16, იმერეთი - 31, ქვემო ქართლი - 8, შიდა ქართლი - 14, გურია - 6, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 17, კახეთი - 16, მცხეთა-მთიანეთი - 7, სამცხე-ჯავახეთი - 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3.

28 თებერვალი 2021, 10:48

სპორტი

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატი განახლდა

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატი განახლდა. პირველი ტურის პირველ შეხვედრას „დინამო არენამ“ უმასპინძლა. მოქმედმა ჩემპიონმა „დინამო თბილისმა“ ლიგაში 19-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებული წყალტუბოს „სამგურალს“ უმასპინძლა და შეხვედრა 1:1 დასრულდა. 30- წუთზე ანგარიში თბილისელთა კარში გატანილი ბურთით გაიხსნა. 33-ე ეროვნული ლიგის პირველი გოლის ავტორი სერგო კუხიანიძე გახდა. 71-ე წუთზე, ლუკა გაგნიძის გადაცემის შემდეგ „სამგურალის“ კარი გიორგი გაბედავამ აიღო და ანგარიში გაათანაბრა 1:1.

28 თებერვალი 2021, 10:47

COVID19

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 248 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 525 პაციენტი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 248 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 525 პაციენტი. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 270 758-ს, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 265 114-ს შეადგენს.

28 თებერვალი 2021, 10:46

COVID19

ბოლო 24 საათში საქართველოში 11 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 11 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ მონაცემები StopCov.ge-ზე განახლდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 510 პირი ემსხვერპლა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 270 758-ს, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 265 114-ს შეადგენს.

28 თებერვალი 2021, 10:43

კულტურა

სოფელ ახიელში ცისკარაულების საგვარეულო კოშკის რეაბილიტაცია ქართველი, ბრიტანელი და ფრანგი მოხალისეების ჩართულობით განხორციელდება

არხოტის ხეობაში, სოფელ ახიელში ცისკარაულების საგვარეულო კოშკის რეაბილიტაცია ქართველი, ბრიტანელი და ფრანგი მოხალისეების ჩართულობით განხორციელდება. პროექტი მიზნად ისახავს ცისკარაულების საგვარეულო კოშკის რეაბილიტაციას, არხოტის თემის კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის წარმოჩენას. მიმდებარე ტეროტორიის გასუფთავებას. პროექტით ასევე გათვალისწინებულია საფეხმავლო ეკო-ტურისტული ბილიკის მშენებლობა, პროექტი გულისხმობს ქართველი და უცხოელი მოხალისეების ჩართვას აღდგენით სამუშაოებში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ადგილობრივი თემის მონაწილეობასა და ჩართულობას პროექტის ყველა საქმიანობაში.

ჯო ბაიდენი

28 თებერვალი 2021, 10:33

მსოფლიო

ჯო ბაიდენი: გვირაბის ბოლოს შუქი ჩანს

მას შემდეგ, რაც ამერიკულმა მარეგულირებელმა კომპანია Johnson & Johnson-ის ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა, გვირაბის ბოლოს უფრო მეტი შუქი გამოჩნდა. ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა განაცხადა. „ეს ამაღელვებელი და იმედისმომცემი ამბავია ყველა ამერიკელისთვის. გვირაბის ბოლოს შუქი ჩანს, მაგრამ იმისათვის, რომ ვირუსი დავამარცხოთ, არ უნდა მოვდუნდეთ და სწრაფად და აგრესიულად უნდა ვიმოქმედოთ“, - აღნიშნა ჯოზეფ ბაიდენმა.

28 თებერვალი 2021, 10:27

მსოფლიო

მიანმარში პოლიციამ დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნა, არის მსხვერპლი

მიანმარში პოლიციამ აქციაზე მყოფ დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნა, შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო რამდენიმე ადამიანი კი დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის ვითარება უკვე მე-2 დღეა მკვეთრადაა დაძაბული, გუშინ პოლიციასთან დაპირისპირებას ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ტაილანდი

28 თებერვალი 2021, 10:26

COVID19

ტაილანდში ვაქცინაცია დაიწყო

ტაილანდმა ჩინური კომპანია Sinovac Biotech-ის ვაქცინა მიიღო. ვაქცინა პრემიერ-მინისტრს გადაეცა, რომელიც ასევე არის ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება. „იმედი მაქვს, რომ ვაქცინაცია გამოიწვევს COVID19-ის გავრცელებისგან დაცვას და ეს საშუალებას მისცემს ტაილანდს, რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს ნორმალურ მდგომარეობას,” - განუცხადა ანუტინ ჩარნვირაკულიმ ჟურნალისტებს.

28 თებერვალი 2021, 10:09

COVID19

გერმანიაში ლეტალური შემთხვევების რიცხვმა 70,000-ს გადააჭარბა

გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 7,890 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 157 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გერმანიაში კორონავირუსის 2,442,336 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 70,045 ადამიანი გარდაიცვალა.

28 თებერვალი 2021, 09:59

თავდაცვა

„კრწანისის“ ბაზაზე საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი დაიწყო

მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისის“ ბაზაზე საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის მსურველებისთვის საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი (BCT) დაიწყო. 8 კვირის განმავლობაში რეკრუტები საცეცხლე, სამედიცინო, სამწყობრო და ტაქტიკურ მომზადებას გაივლიან.

28 თებერვალი 2021, 09:46

COVID19

რომელი შეზღუდვები იხსნება ხვალიდან. დეტალურად

1-ელ მარტს, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები კიდევ უფრო შემსუბუქდება. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მიიღო.

28 თებერვალი 2021, 09:37

COVID19

დღე-ღამეში ბრაზილიაში კორონავირუსის 61 602 შემთხვევა დადასტურდა

ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსის 61 602 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 1 386 ადამიანი კი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ბრაზილიაში კორონავირუსის 10 517 232 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 254 221 ადამიანი გარდაიცვალა.

თინა ხიდაშელი

28 თებერვალი 2021, 09:25

COVID19

კორონავირუსით ინფიცირებული თინა ხიდაშელი: ჯოჯოხეთის პირზე ვარ, ყოველი დღე წინაზე მძიმეა

„ყოველ დილით იმედით ვახელ თვალს, რომ მოვიწერო - გადავიარე, მაგრამ ჯერ არ გამოდის. ისევ ჯოჯოხეთის პირზე ვარ, რაღაც ძალა ჩასაჩეხად დამდევს, თმაში ჩაჭიდებული. ყოველი ძვალი, კუნთი წაიღო. ყოველი ღამე წინაზე საშინელია, ყოველი დღე - წინაზე მძიმე“ - წერს თინა ხიდაშელი. მისივე განცხადებით, მეუღლე, დავით უსუფაშვილი და ოჯახის სხვა წევრები თავს უკეთ გრძნობენ.

28 თებერვალი 2021, 09:13

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

სინოპტიკოსები 28 თებერვალს ქუთაისში წვიმას პროგნოზირებენ. დღისით +15 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +3 გრადუსი იქნება. ასევე წვიმიანი დღეა მოსალოდნელი ოზურგეთში, სადაც დღისით +13 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი 0 გრადუსი. ბათუმში დღისით სინოპტიკოსები +13 გრადუსს და წვიმას პროგნოზირებენ, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება და მოსალოდნელია წვიმა.

28 თებერვალი 2021, 08:59

სპორტი

კალათბურთის ფედერაცია გულშემატკივრებს სანდრო მამუკელაშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. ხმის მიცემის ინსტრუქცია

ამერიკის სტუდენტური ლიგის უმაღლეს დივიზიონში, სადაც 32 კონფერენცია და 484 საუნივერსიტეტო გუნდია, საუკეთესო ფორვარდის პოზიციაზე წარდგენილია სანდრო მამუკელაშვილი, სეტონ ჰოლისა და საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, რომელიც 21 წლისაა და NCAA-ში თავის ბოლო სეზონს ატარებს. მამუკელაშვილი საშუალოდ 17.8 ქულას, 7.1 მოხსნასა და 3.1 პასს აკეთებს. Big East-ის კონფერენციის მოთამაშეთა რეიტინგში სანდრო პირველ ადგილზეა 81.32 ქულით.

28 თებერვალი 2021, 08:46

COVID19

ბელგია კორონავირუსის მესამე ტალღის ზღვარზეა

ბელგიაში კორონავირუსის ყოველდღიური ახალი შემთხვევებმაც იმატა და იმ პაციენტთა რიცხვიც გაიზარდა, რომელთა საავადყოფოში გადაყვანაც აუცილებელია. საკოორდინაციო საბჭოს ცნობით, ბოლო ერთ კვირაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების 53 % ე.წ. ბრიტანული შტამია. რეპროდუქციული მაჩვენებელი 1 დან 1.12 - მდე გაიზარდა.