12 დეკემბერი 2020, 15:41 / სანდო წყარო

ეპიდვითარების გამო, ​მცხეთის სამედიცინო ცენტრს 32 საწოლზე გათვლილი განყოფილება დაემატა

მცხეთის სამედიცინო ცენტრი კოვიდინფიცირებული პაციენტების ახალი ნაკადის მისაღებად ემზადება.

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ქვეყანაში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, სამედიცინო დაწესებულებას დაემატა კიდევ ერთი, 32 საწოლზე გათვლილი განყოფილება, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს მიიღებენ. პალატა აღჭურვილია უახლესი აპარატურით.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 187 006 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 154 241-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1746 მოქალაქე.

კარანტინის რეჟიმშია 1017 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 6881 პაციენტი. ​კოვიდ-სასტუმროში - 3400 ადამიანი იმყოფება.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

ყველა სიახლე

ლევან დავითაშვილი

25 თებერვალი 2021, 13:47

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი: ქართული თაფლის ექსპორტის მაჩვენებელი 3,4-ჯერ გაიზარდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, შეხვედრის მონაწილეებთან ერთად, მეფუტკრეობის განვითარების მიმართულებით სახელმწიფოს მიერ განხორციელებული პროგრამებისა და მხარდამჭერი აქტივობების შედეგები განიხილა. „სამინისტროსა და კერძო სექტორს შორის მსგავსი ფორმატის თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან შესაძლებლობა გვაქვს, ერთად განვიხილოთ დარგში არსებული ყველა გამოწვევა, ვიმსჯელოთ მათი გადაჭრის გზებზე, შევაფასოთ სექტორის განვითარების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები და მიღწეული შედეგები.

ნიკოლ ფაშინიანი

25 თებერვალი 2021, 13:46

მსოფლიო

ნიკოლ ფაშინიანმა ერევანში აქციაზე სიტყვით გამოსვლა დააანონსა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ დღეს ერევანში აქციაზე სიტყვით გამოვა.

ან ლინდე

25 თებერვალი 2021, 13:36

პოლიტიკა

შვედეთის საგარეო პოლიტიკის 2021 წლის სტრატეგიაში საქართველო-რუსეთის კონფლიქტი უსაფრთხოების ევროპული წესრიგის გამოწვევად არის დასახელებული

24 თებერვალს, რიქსდაგში 2021 წლის საგარეო პოლიტიკის საკითხების შესახებ განცხადების წარდგენისას, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, ან ლინდემ მიმდინარე კონფლიქტებზე, მათ შორის საქართველოს თემაზეც ისაუბრა.

ლიკა სიმონიშვილი

25 თებერვალი 2021, 13:35

საზოგადოება

შატილში ავარიის დროს დაშავებულ გოგოს ნაწილობრივი ამნეზია აქვს და ტრაგედიის დღეს ვერ იხსენებს - რას ჰყვება დაზარალებულის დედა

6 თვე გავიდა ამ ტრაგედიიდან და ცოტა დაგვიანდა ის შედეგი, რაც აქამდე უნდა დამდგარიყო. ორი დღის წინ დააკავეს ის ადამიანები, რომლებიც აქამდე უნდა დაეკავებინათ. კმაყოფილი ვარ ამ შედეგით. იმედი მაქვს, მართლმსაჯულება და ჭეშმარიტება გაიმარჯვებს და დამნაშავე დაისჯება, - გადაცემა „იმედის დღეში“ ხევსურეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაღუპული 25 წლის მედეა დევსურაშვილის დედამ, ლიკა სიმონიშვილმა ისაუბრა.

ნიკოლოზ სამხარაძე

25 თებერვალი 2021, 13:35

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, საქართველოს მიმართ საერთაშორისო სანქციების დაწესებაზე საუბარი არ არის

საქართველოს მიმართ საერთაშორისო სანქციების დაწესებაზე საუბარი არ არის, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, არცერთ ოფიციალურ განცხადებაში, არც ევროკავშირისა და არც ამერიკის შეერთებული შტატების, სანქციებზე საუბარი არ არის. „თუ ვინმე სანქციებზე თუნდაც აკადემიურ წრეებში ან პოლიტიკურ პარტიებში საუბრობს, ეს არ ნიშნავს, რომ ეს სიმართლე იქნება. სანქციებს არ ველოდები”, – განაცხადა სამხარაძემ.

გიგა ბოკერია

25 თებერვალი 2021, 13:33

პოლიტიკა

გიგა ბოკერია: ნიკა მელიას, გიორგი რურუას გათავისუფლების და ვადამდელი არჩევნების მიღმა ვერ იქნება ვერაფერი, რამაც შეიძლება ვითარება განმუხტოს

„საერთოდ განიხილება პარლამენტში შესვლა? ეს საერთოდ დღის წესრიგშიც არ დგას. ეს საკითხი დღის წესრიგში დადგება მას შემდეგ, რაც პოლიტპატიმრები გათავისუფლდებიან და ვადამდელი არჩევნები დაინიშნება“, - განაცხადა ბოკერიამ.

გივი მიქანაძე

25 თებერვალი 2021, 13:28

COVID19

გივი მიქანაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, გივი მიქანაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ მიქანაძემ საკუთარ Facebook გვერდზე დაწერა.

25 თებერვალი 2021, 13:25

სპორტი

მადრიდის „რეალმა“ და „მანჩესტერ სიტიმ“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს

მადრიდის „რეალმა“ და „მანჩესტერ სიტიმ“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს. სამეფო კლუბმა სტუმრად ბერგამოს „ატალანტა“ ფერლან მენდის ერთადერთი ბურთის წყალობით დაამარცხა. შეხვედრის დასაწყისში, მეჩვიდმეტე წუთზე არბიტრმა მასპინძელთა ფეხბურთელი რემო ფრეულერი გააძევა, რამაც სტუმრებს დიდი უპირატესობა მისცა.

25 თებერვალი 2021, 13:25

პოლიტიკა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო აპარატი: სამწუხაროდ, დღევანდელ საქართველოს კვლავ უწევს რუსეთის აგრესიულ პოლიტიკასთან ბრძოლა

„25 თებერვალი საქართველოს ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ დღეს წარმოადგენს. სწორედ ამ დღეს, 100 წლის წინ, წითელი არმიის დანაყოფებმა საქართველოში დემოკრატიული გზით არჩეული ხელისუფლება დაამხეს და კომუნისტური რეჟიმი დაამყარეს, რითიც საბჭოთა რუსეთის მიერ დამოუკიდებელი ქვეყნის მრავალწლიანი ოკუპაცია დაიწყო. 1921 წელს სამხედრო ინტერვენციის გზით საბჭოთა რეჟიმმა არა მხოლოდ გაანადგურა საქართველოს სვლა თავისუფლებისა და დემოკრატიული განვითარებისკენ, არამედ ასეულ ათასობით მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა.

პარლამენტი

25 თებერვალი 2021, 13:24

პოლიტიკა

საარჩევნო დარღვევების მიზეზების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის წევრთა ვინაობა ცნობილია

საგამოძიებო კომისიის წევრთა ვინაობა ცნობილია. არჩევნების შედეგების შესასწავლად შექმნილი პარლამენტის საგამოძიებო კომისია ოთხი დეპუტატით დაკომპლექტდება, სადაც ორი წევრი ოპოზიციის, ორი კი უმრავლესობის წარმომადგენელი იქნება.

25 თებერვალი 2021, 13:20

სპორტი

გიორგი ბერიძე „უიპეშტს“ უნგრეთის თასის მეოთხედფინალში გასვლაში დაეხმარა

გიორგი ბერიძე „უიპეშტს“ უნგრეთის თასის მეოთხედფინალში გასვლაში დაეხმარა. ქართველმა ნახევარმცველმა და მისმა თანაგუნდელებმა მერვედფინალში სტუმრად „პუშკაშ აკადემიას“ 2:1 მოუგეს, გადამწყვეტი ბურთი კი 84-ე წუთზე ბერიძემ ეფექტური დარტყმით გაიტანა, ზუსტად ოთხ წუთში ის შეცვალეს. ქვეყნის თასის წლევანდელ გათამაშებაში ბერიძის ანგარიშზე სამ შეხვედრაში 5 გოლია, ჩემპიონატში კი თავის გუნდს 4 ბურთით დაეხმარა.

ბაჩანა არაბული

25 თებერვალი 2021, 13:16

სპორტი

ბაჩანა არაბულის გოლის წყალობით „ლამიამმა“ გაიმარჯვა

საბერძნეთის სუპერლიგის 23-ე ტურში „ლამიამ“ „აელი“ 1:0 დაამარცხა. ერთადერთი ბურთი კი 27 წლის ქართველმა თავდამსხმელმა ბაჩანა არაბულმა 41-ე წუთზე, თავური დარტყმით გაიტანა. მან სრულად ითამაშა, „ლამიას“ მეორე ქართველი ლეგიონერი გუგა ფალავანდიშვილი კი სათადარიგო იყო.

გიორგი ვოლსკი

25 თებერვალი 2021, 13:14

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: მელიას დაპატიმრებით მანიპულირებენ „ნაცმოძრაობა“ და მის გარშემო შეკრებილი „საცივში თავჩაყოფილები“

ნიკა მელიას დაპატიმრებით მანიპულირებს „ნაცმოძრაობა“ და ყველა დანარჩენი, ვინც მის გარშემოა შეკრებილი, პირობითად, საცივში თავჩაყოფილებს ვეძახი მე მათ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

პიტერ სტანო

25 თებერვალი 2021, 13:12

პოლიტიკა

პიტერ სტანო: მთავრობამ მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობა უნდა უზრუნველყოს, ოპოზიციამ კი კონსტრუქციული როლი შეასრულოს

„სამწუხაროდ, პოლიტიკური პოლარიზაცია უფრო გაღრმავდა. ეს რისკს უქმნის ქართულ დემოკრატიას. ევროკავშირი ყველა მხარეს დეესაკალაციისა და საერთო ენის პოვნისკენ მოუწოდებს. მთავრობამ ინკლუზიური ლიდერობა უნდა აჩვენოს და მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობა უზრუნველყოს. ოპოზიციამ კი კონსტრუქციული როლი უნდა შეასრულოს“, - წერს სტანო.

გიგი უგულავა

25 თებერვალი 2021, 13:11

პოლიტიკა

გიგი უგულავა არჩილ თალაკვაძის განცხადებაზე: ამ ვითარებაში რა პარლამენტზე ვლაპარაკობთ? ვინც არიან, ისინიც უნდა გამოვიდნენ

23 თებერვალს, როდესაც აქ შტურმით შემოვარდა ორი ათასი ადამიანი და დააპატიმრა ოპოზიციის ერთ-ერთი გამოკვეთილი ლიდერი, წერტილი დაესვა ყველანაირ ილუზიას, რომ ვინმე პარლამენტში უკანა კარიდან, თუ წინა სადღესასწაულო კარიდან შევა, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა არჩილ თალაკვაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ ოპოზიცია საბოლოო ჯამში, პარლამენტში დაბრუნდება.

ბესარიონ სიმონიშვილი

25 თებერვალი 2021, 13:10

საზოგადოება

დევნილთა სააგენტოს დირექტორმა იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა კოჯორში, იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო.

25 თებერვალი 2021, 13:06

რეგიონი

ბათუმის კარვების აქციის მონაწილეები თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციას შეუერთდებიან

„ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ბათუმში თავისუფლების კვარტალი 120-ე დღეა ფუნქციონირებს. ბათუმის თავისუფლების კვარტალი გადაინაცვლებს საქართველოს დედაქალაქში, თავისი ინფრასტრუქტურითა და იმ ხალხით, რომელიც თავისუფლების კვარტალს წარმოადგენს - ბრძოლას თბილისში გააგრძელებს. მადლობა იმ ადამიანებს, რომლებიც ერთხელ მაინც მოსულან თავისუფლების კვარტალში და ძალიან ხმამაღალი პროტესტი გამოუხატავს იმ ყველაფრის შესახებ, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება. განსაკუთრებული მადლობა ახალგაზრდებს, ასეთივე შეუპოვარი ბრძოლა საქართველოს დედაქალაქში გაგრძელდება",- განაცხადა გიორგი კირთაძემ.

იუნკერები საკრებულო კოჯორი

25 თებერვალი 2021, 13:00

საზოგადოება

გიორგი ტყემალაძემ და საკრებულოს წევრებმა იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგეს

„დღეს საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი დღეა. 100 წლის წინ, იუნკერებმა ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის თავიანთი სიცოცხლე უპირობოდ გასწირეს. ფასდაუდებელია მათი დამსახურება სამშობლოს წინაშე. მათ და მათთან ერთად სხვა გმირებმაც, ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, სიცოცხლის ბოლო წუთამდე თავდაუზოგავად იბრძოლეს. ჩვენი სამშობლოს ნაწილი დღესაც ოკუპირებულია, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ოკუპაცია დროებითია და ჩვენი ქვეყნის მომავალი ერთიანი და ძლიერი საქართველოა. მინდა, დიდი პატივი მივაგო სწორედ ჩვენი ქვეყნის ერთიანობისთვის დაღუპულ გმირებს და ქედი მოვიხარო მათ წინაშე“, - განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ.

25 თებერვალი 2021, 12:59

პოლიტიკა

საგამოძიებო კომისიის წევრთა წარდგენის ვადა დღეს იწურება

საგამოძიებო კომისიის წევრთა წარდგენის ვადა დღეს იწურება. „ქრონიკის“ ინფორმაციით მმართველი გუნდის ერთ-ერთი წევრი გივი მიქანაძე იქნება. მიქანაძესთან ერთად ვინ ჩაერთვება არჩევნების გამოძიებაში დღის განმავლობაში გახდება ცნობილი

ნაციონალური მოძრაობა

25 თებერვალი 2021, 12:53

პოლიტიკა

ოპოზიცია „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, სამოქმედო გეგმაზე მსჯელობს

„ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისში ოპოზიციონერი ლიდერების შეხვედრა იმართება, რომელზეც სამოქმედო გეგმებზე ისაუბრებენ. შეხვედრის დაწყებამდე „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, რომ ხვალიდან ოპოზიცია უწყვეტ აქციებს იწყებს, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.