Imedi /  14 დეკემბერი 2020, 01:16 / სანდო წყარო

ბოლო ორ დღეში, კახეთში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები შემცირდა

ბოლო ორ დღეში, კახეთში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები შემცირდა.

რეგიონში დღეს 110 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და სულ 6 773 შემთხვევაა რეგისტრირებული.

სპეციალისტებმა ინფიცირებულების 72 კონტაქტი უკვე მოიძიეს.

ბოლო ინფორმაციით, რეგიონში ეპიდემიოლოგიური სტატისტიკა ასე გამოიყურება: ახმეტაში - 499, გურჯაანში - 1 430, დედოფლისწყაროში - 521, თელავში -1655, ლაგოდეხში - 880, საგარეჯოში -791 და სიღნაღში - 417, ყვარელში - 580.

განახლებული მონაცემების მიხედვით, ამ ეტაპზე მკურნალობს 3 203 მოქალაქე, მათ შორის 3 008 ბინაზე, 9 - კოვიდსასტუმროში, 186 კი კოვიდკლინიკაში.

თვითიზოლაციაში მყოფ პირთა რაოდენობა 2 551-ია, ხოლო თვითიზოლაციიდან 168 ადამიანი მოიხსნა. კარანტინში მყოფი მოქალაქეების რაოდენობა 49-მდე შემცირდა.

დღის განმავლობაში ვირუსი 86-მა პაციენტმა დაამარცხა და ეს რაოდენობა 3 526-მდე გაიზარდა. ბოლო რამდენიმე კვირაში ვიტუსით 44 მოქალაქე გარდაიცვალა.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 189 726 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 158 183-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1 790 მოქალაქე.

კარანტინის რეჟიმშია 1 010 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 6 869 პაციენტი. ​კოვიდ-სასტუმროში - 3 077 ადამიანი იმყოფება.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

ყველა სიახლე

უკანასკნელი ტასმანური ვეფხვი

18 აგვისტო 2022, 00:52

ტექნოლოგიები

მეცნიერები გადაშენებული ტასმანიური ვეფხვის აღორძინებას აპირებენ

ტასმანიური ვეფხვები მტაცებელი ცხოველები იყვნენ და მათი უკანასკნელი წარმომადგენლები ავსტრალიის კუნძულ ტასმანიაზე ბინადრობდნენ. 1800-იან წლებში ევროპელმა კოლონიზატორებმა ეს ცხოველი საქონლის დახოცვაში დაადანაშაულეს, მათზე ნადირობა დაიწყეს და გადაშენებამდე მიიყვანეს.

18 აგვისტო 2022, 00:36

საზოგადოება

პრემიერი: დღეს საქართველოს ეროვნულ გმირს, გიორგი ანწუხელიძეს 38 წელი შეუსრულდებოდა; სწორედ ასეთი გმირები ქმნიან საქართველოს დიდ ისტორიას, განამტკიცებენ მის დამოუკიდებლობასა და სახელმწიფოებრიობას

„23 წლის სერჟანტის ზნეობრივი სიმამაცე, მტრის წინაშე შეუდრეკლობა, სამშობლოსათვის თავდადება სამაგალითოა თითოეული ჩვენგანისა და მომავალი თაობებისათვის. მთელ ჩვენს საზოგადოებასთან ერთად ქედს ვიხრი მისი ნათელი ხსოვნის წინაშე”,- აღნიშნავს ღარიბაშვილი.

Space Launch System

18 აგვისტო 2022, 00:20

ტექნოლოგიები

NASA ახალ რაკეტას მთვარეზე პირველი მისიისთვის ამზადებს🚀

პირველ ფრენას 3 სავარაუდო თარიღი აქვს - 29 აგვისტოს, 2 ან 5 სექტემბერი. სატესტო ფრენა ეკიპაჟის გარეშე განხორციელდება, თუმცა მომავალში ასტრონავტები მთვარეზე მისია Artemis-ის ფარგლებში სწორედ ამ რაკეტით მოხვდებიან.

ლიზ ჩეინი

17 აგვისტო 2022, 23:58

მსოფლიო

კონგრესმენმა ლიზ ჩეინიმ, რომელიც პრაიმერიზში ტრამპის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა დაამარცხა, განაცხადა, რომ „რესპუბლიკური პარტია“ ტრამპის კულტის გავლენის ქვეშ მოექცა

„რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა და დონალდ ტრამპის კრიტიკოსმა, ლიზ ჩეინიმ, რომელიც პარტიის პრაიმერიზში ტრამპის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა დაამარცხა, განაცხადა, რომ „რესპუბლიკური პარტია“ ტრამპის პიროვნების კულტის ქვეშ მოექცა.

ლევან მაჩაბელი

17 აგვისტო 2022, 23:52

პოლიტიკა

უკანონოდ დაკავებული ლევან მაჩაბელი თავისუფალია

„საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ დესტრუქციულ ქმედებებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, -აღნიშნულია სუსის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

17 აგვისტო 2022, 23:37

პოლიტიკა

პარლამენტში გენდერული თანასწორობის და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებთან დაკავშირებულ ევროკავშირის რეკომენდაციის შესრულების თაობაზე იმსჯელეს

„ეს ხელს შეუწყობს კანონმდებლებს და პოლიტიკის შემქმნელებს, მტკიცებულებებზე დაფუძნებით გადაწყვეტილებების მიღებაში, ვინაიდან ქალთა მიმართ ძალადობა ან ზოგადად, გენდერული თანასწორობა ის სფეროა, რომელთან დაკავშირებითაც საზოგადოებაში, ხშირ შემთხვევაში, ჭარბობს მითები და აუცილებელია, რომ დისკუსიებში რაც შეიძლება მეტად იყოს გამოყენებული უფრო ფაქტებზე დაფუძნებული არგუმენტები. დღეს შევთანხმდით, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში დაინტერესებულ სუბიექტებს კიდევ ექნებათ მოსაზრებების წარმოდგენის საშუალება და როდესაც ყველაფერი გვექნება თავმოყრილი, უკვე სექტემბერში, ვგეგმავთ კონკრეტული ინიციატივების წარდგენას. სავარაუდოდ, ეს არ იქნება ერთიანი დიდი პაკეტი, არამედ იქნება კონკრეტული თემების მიხედვით გადანაწილებული საკანონმდებლო ინიციატივები, რომელიც იქნება საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანიც იმავდროულად ანუ შედეგზე ორიენტირებული, რომ გარკვეული მიმართულებებით გვქონდეს კონკრეტული სწრაფი რეზულტატი“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

გოგა ხაინდრავა

17 აგვისტო 2022, 23:14

პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა: ეხ, ქალბატონო ელჩო, აკი გირჩიეთ, „ზოგჯერ თქმითაც დაშავდების“. „გავრილოვის ღამე“ რამ გათქმევინათ?!

„საქართველოს წვლილი NATO-ს მისიებში: 20 000 მებრძოლი, 42 დაღუპული, 293 დაჭრილი, 52 ხეიბარი. 4 მილიარდი ლარი მწირი ბიუჯეტიდან. ვინ ვის დაეხმარა?“ - წერს ხაინდრავა Twitter-ზე.

ლევან იოსელიანი

17 აგვისტო 2022, 22:54

პოლიტიკა

ლევან იოსელიანი: არ შეიძლება, ჯამურად 5-6-პროცენტიანი მხარდამჭერის მქონე პარტიებს პრეტენზია ჰქონდეთ, რომ შეძლებენ პროცესის წარმართვას, რომელიც გამოიწვევს სახალხო მღელვარებას თუ სახალხო მოძრაობას

არ შეიძლება, ჯამურად 5-6-პროცენტიანი მხარდამჭერის მქონე პარტიებს პრეტენზია ჰქონდეთ, რომ შეძლებენ პროცესის წარმართვას, რომელიც გამოიწვევს სახალხო მღელვარებას თუ სახალხო მოძრაობას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა ზურაბ ჯაფარიძის განცხადებებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე განაცხადა.

17 აგვისტო 2022, 22:20

მსოფლიო

ქაბულის მეჩეთში აფეთქება მოხდა, არის მსხვერპლი

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, მეჩეთში აფეთქება მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

17 აგვისტო 2022, 22:15

რეგიონი

ბათუმი-ახალციხის გზის 125-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად აღდგა

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის 125-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად აღდგენილია. ამ დროისთვის გრძელდება დაზიანებული გზის აღდგენის სამუშაოები, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

17 აგვისტო 2022, 21:47

რეგიონი

მდინარე ცხენისწყალში 6 წლის ბავშვს ეძებენ

ხონის მუნიციპალიტეტში, მდინარე ცხენისწყალში 6 წლის ბავშვს ეძებენ. გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვი მდინარის ნაპირზე ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფებოდა.

იენს სტოლტენბერგი

17 აგვისტო 2022, 21:21

მსოფლიო

სტოლტენბერგი: ნატო კოსოვოში სამშვიდობო ძალებს გაზრდის, თუ სერბეთთან დაძაბულობის ესკალაცია მოხდება

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატო კოსოვოში სამშვიდობო ძალებს გაზრდის, თუ სერბეთთან დაძაბულობის ესკალაცია მოხდება.

17 აგვისტო 2022, 20:56

სპორტი

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები „აკროპოლისის თასზე“ თურქეთთან დამარცხდა🏀

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ათენში, „აკროპოლისის თასზე“ ასპარეზი მარცხით დაიწყო. ტურნირზე ჩვენი გუნდის პირველი მეტოქე თურქეთის ნაკრები გახდა, რომელთანაც საქართვეო ანგარიშით 101-88 დამარცდხა.

ადამ კინზინგერი

17 აგვისტო 2022, 20:45

მსოფლიო

კინზინგერი: დღეს ჩვენ გვყავს ადამიანები, რომლებიც ტრამპს იესო ქრისტესთან აიგივებენ - თუ ტრამპის წინააღმდეგ გამოდიხართ, თქვენ იესოს, მათი ქრისტიანული ღირებულებების წინააღმდეგ გამოდიხართ

„რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა და დონალდ ტრამპის კრიტიკოსმა, ადამ კინზინგერმა განაცხადა, რომ ამერიკაში პასტორები თავიანთი მრევლის მოლოდინს ვერ ამართლებენ, რადგან უამრავი ქრისტიანი დონალდ ტრამპს იესოსთან აიგივებს.

17 აგვისტო 2022, 20:30

რეგიონი

პრეზიდენტი ორბელიანების სასახლეში რეგიონების კვირეულის გამართვის ინიციატივით გამოდის

პრეზიდენტი ორბელიანების სასახლეში რეგიონების კვირეული გამართვის ინიციატივით გამოდის, სადაც ყველას მონაცვლეობით ექნება შესაძლებლობა, წარმოადგინოს საკუთარი რეგიონი რომელიმე პროდუქციის გამოფენით, კონცერტებით, სახელოვნებო გამოფენებით, თუ რაიმე თემაზე საუბრებით. ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

17 აგვისტო 2022, 19:44

მსოფლიო

ჩინეთი თავის სამხედროებს რუსეთში სამხედრო წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად აგზავნის

ჩინეთი თავის სამხედროებს რუსეთში სამხედრო წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად აგზავნის. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

იენს სტოლტენბერგი

17 აგვისტო 2022, 19:26

მსოფლიო

სტოლტენბერგი: რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაკავება ბირთვული ინციდენტის რისკს ზრდის

რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაკავება სერიოზულ საფრთხეს უქმნის ამ ობიექტების უსაფრთხოებას და ბირთვული ინციდენტის რისკს ზრდის, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.

17 აგვისტო 2022, 19:25

სამართალი

პროკურატურამ „მთავარის“ ტელეწამყვანს გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით გაუპატიურების, ძალადობის და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტებზე ბრალდება წარუდგინა

„პროკურატურა კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს თბილისის საქალაქო სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

17 აგვისტო 2022, 19:02

სპორტი

„აკროპოლისის თასზე“ საქართველოსა და თურქეთის კალათბურთელთა ეროვნული ნაკრებების შეხვედრა დაიწყო, რომლის პირდაპირ ტრანსლაციას ტელეკომპანია „იმედი“ გთავაზობთ🏀

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები „აკროპოლისის თასზე“ პირველ შეხვედრას მართავს. მათი მეტოქე თურქეთის ნაკრებია. შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას ტელეკომპანია „იმედი“ გთავაზობთ.

იაირ ლაპიდი მევლუთ ჩავუშოღლუ

17 აგვისტო 2022, 18:41

მსოფლიო

თურქეთი და ისრაელი დიპლომატიური ურთიერთობების სრულად აღდგენის თაობაზე შეთანხმდნენ

თურქეთი და ისრაელი დიპლომატიური ურთიერთობების სრულად აღდგენის თაობაზე შეთანხმდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Al Jazeera ავრცელებს.