15 დეკემბერი 2020, 20:44 / სანდო წყარო

კონსტანტინე ქავთარაძე: საერთო შეფასებით, კანადაში კოვიდპანდემიასთან დაკავშირებული სიტუაცია საშუალო სიმძიმისაა

კანადაში საქართველოს ელჩი, კონსტანტინე ქავთარაძის, განცხადებით, კვლავ ძალაშია შეზღუდვები ვირუსის გავრცელების შესამცირებლად.

„კანადის პრემიერმა განაცხადა, რომ ეს შეზღუდვები ვერ მოიხსნება კანადაში, ვიდრე მასობრივი ვაქცინაცია არ იქნება. 9 დეკემებერს მიიღო ჯანდაცვის სამინისტრომ გადაწყვეტილება და დაამტკიცა ფაიზერი/ბიონტეკის ვაქცინა. ამას წინ უძღოდა მონაცემების საგულდაგულო შესწავლის პროცესი, რომელიც 2 თვეზე მეტ ხანს გაგრძელდა. ბევრმა გააკრიტიკა კანადის ჯანდაცვის სამინისტრო, რომ მათ ძალიან დიდი დრო მოანდომეს ვაქცინის მონაცემების დამუშავებას. შედეგი უკვე არის და ვაქცინაცია დაიწყო“, - აღნიშნა ელჩმა.

მისივე განცხადებით, დეკემბრის ბოლომდე, კანადას ექნება ვაქცინის მხოლოდ 250 000 დოზა.

„საუბარია ჯერ ფაიზერი/ბიონტეკის ვაქცინაზე. მომავალი წლის მარტამდე კანადაში 4 მილიონი დოზას ელოდებიან. მარტო ფაიზერიდან კანადა 2021 წელს ვაქცინის 76 მილიონ დოზას ელოდება. დიდი რაოდენობა განპირობებული სრულყოფილი ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზით.ვაქცინის პირველი პარტია მოხმარდება მოსახლეობის ყველაზე მოწყვლად ნაწილს.მომავალ წელს ვაქცინა უკვე გადანაწილდება და ყველასთვის იქნება ხელმისაწვდომი. კოვიდ19 - ის წინააღმდეგ ვაქცინით აცრა ყველა კანადელისთვის უფასოა და ამავე დროს არა არის სავალდებულო. რაც შეეხება მოწინააღმდეგეებს, ერთი ნაწილი მართლაც სკეპტიკურად უყურებს ვაქცინაციას. მათი აზრით, ვაქცინის დაშვება მასობრივი გამოყენებისთვის კანადაში შედარებით სწრაფად გამოვიდა და შიშობენ რამდენად იქნებიან დაზღვეული გვერდითი ეფექტებისგან. კანადის სამედიცონო სფეროს ექსპერტებმა განაცხადეს, რომ კლინიკური კვლევების პერიოდში ფაიზერმა ვაქცინა ათასობით ადამიანზე გამოსცადა და დაამტკიცა მისი ეფექტიანობა და სანდოობა“ - აღნიშნა კონსტანტინე ქავთარაძემ.

მისივე განმარტებით, ვაქცინის გადანაწილება დაიწყო კანადის პროვინციებზე, მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით.

„უნდა აღინიშნოს, რომ კანადაში ყველა პროვინციას საკუთარი ანტიპანდემიური რეგულაციები აქვს დაწესებული. პროვინციები თავად განსაზღვრავენ ვაქცინაციის წესებს, მაგრამ ყველა თანხმდება იმაზე, რომ ჯერ პრიორიტეტი ხანდაზმულთა სახლებში მყოფ ადამიანებს უნდა მიენიჭოთ, 80 წელს ზევით ასაკობრივ ჯგუფს, ინფიცირებული პაციენტების მკურნალ სამედიცინო პერსონალს და კანადის აბორიგენ მოსახლეობას. კანადის მოსახლეობის უმეტესობას იმედი აქვს, რომ ვაქცინაციის პროცესი მათ საშუალებას მისცემს გახსნას საზღვრები უცხოელებისთვის და მეტნაკლებად აღადგინოს ჩვეული ეკონომიკური აქტივობა ქვეყნის შიგნით. ეს განსაკუთრებით ეხება ტურიზმს და საავიაციო სფეროს, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ კორონავირუსის პანდემიის დროს. ჩვენთან შემოსული ფორმალური თუ არაფორმალური ინფორმაციის საფუძველზე შემიძლია ვთქვა, რომ იყო კოვიდ19 -ით დაინფიცირების შემთხვევები ქართველ ემიგრანტებს შორის, რომლებიც უკვე კანადის მოქალაქეები არიან. მათ მიმართეს კანადის სამედიცინო და ჯანდაცვის სისტემას და გაეწიათ შესაბამისი მკურნალობა. ჩვენი ინფორმაციით, მძიმე გართულებებს ადგილი არ ჰქონია. ვისაც ვირუსი ჰქონდა თავს უკვე კარგად გრძნობენ“ - აცხადებს დიპლომატი.

კანადაში ბოლო 24 საათში Covid 19 -ით ინფიცირების 2275 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 20 ადამიანი. 37 მილიონიან კანადაში აღრიცხულია კორონავირუსიით ინფიცირების 471 137 შემთხვევა და გარდაცვლილია 13 573 ადამიანი.

ყველა სიახლე

07 მარტი 2021, 10:23

COVID19

გერმანიაში კოვიდინფიცირებულთა რიცხვმა 2,5 მილიონს გადააჭარბა

გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 8,103 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 96 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გერმანიაში კორონავირუსის 2,500,182 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 71,900 ადამიანი გარდაიცვალა.

07 მარტი 2021, 10:09

რეგიონი

ნაქერალას უღელტეხილზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის გადაადგილება მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებითაა შესაძლებელი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

07 მარტი 2021, 10:07

საზოგადოება

რა განრიგით შესრულდება თბილისსა და ბათუმს შორის ავიარეისები

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, თბილისიდან ბათუმის მიმართულებით ავიარეისები მარტში შესრულდება შემდეგი განრიგით: ორშაბათი: თბილისი - ბათუმი: 09:00; ბათუმი - თბილისი: 11:00...

07 მარტი 2021, 09:47

რეგიონი

ევროკავშირის მხარდაჭერით, მესტიის მუნიციპალიტეტში 50 ახალი პროექტი განხორციელდება

საგრანტო კონკურსში მონაწილეობა სულ 223-მა აპლიკანტმა მიიღო, საბოლოოდ კი 50 საპროექტო განაცხადი შეირჩა. კონკურსის შედეგად გამოვლენილი ინიციატივები მესტიის მუნიციპალიტეტის 17-ივე თემში განხორციელდება. მათ შორისაა სათემო პროექტები ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის, კომერციული (ბიზნეს) ინიციატივები, არა-კომერციული ინიციატივები სოციალური მხადაჭერისა და თემის განვითარებისთვის.

07 მარტი 2021, 09:35

COVID19

რომელი შეზღუდვები იხსნება ხვალიდან. დეტალურად

8 მარტს, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები კიდევ უფრო შემსუბუქდება. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მიიღო.

შალვა პაპუაშვილი

07 მარტი 2021, 09:24

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: როცა შეთანხმება ახლოსაა, მაგიდის ატრიალებას იწყებენ - ამჯერად, არ მგონია, გამოუვიდეთ

როცა შეთანხმება ახლოსაა, მაგიდის ატრიალებას იწყებენ. პირველ ჯერზე საკუთარი პარტიის თავმჯდომარეც კი გააქციეს პარტიიდან, ეს ვისთან მქონია საქმეო. ამ ჯერზე, არ მგონია, გამოუვიდეთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატი, შალვა პაპუაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.

07 მარტი 2021, 09:18

რეგიონი

ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

ინტენსიური თოვის გამო, ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, - ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

ჟიული შარტავა

07 მარტი 2021, 09:07

საზოგადოება

ჟიული შარტავას დაბადებიდან 77 წელი გავიდა

ჟიული შარტავა 1993 წლის 27 სექტემბერს – სოხუმის დაცემის დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხვა წევრებთან ერთად (გურამ გაბესკირია, რაულ ეშბა, ვახტანგ გეგელაშვილი, მამია ალასანია, ალექსანდრე ბერულავა და სხვები) დახვრიტეს სეპარატისტებმა. სიკვდილის შემდეგ მას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

07 მარტი 2021, 08:49

მსოფლიო

ნიგერიის სანაპიროსთან, მეკობრეების მიერ გატაცებული მეზღვაურები გაათავისუფლეს

14 მეზღვაური, რომელთაგან 10 უცხოელი, 4 კი ნიგერიელია, სამაშველო ოპერაციის შედეგად გაათავისუფლეს. ისინი მეკობრეებმა 6 მარტს აიყვანეს ტყვედ. ოპერაცია წარმატებით განხორციელდა და ყოველგვარი ინციდენტისა და დანაკარგის გარეშე ჩაიარა - აცხადებენ ნიგერიის თავდაცვის ძალებში.

07 მარტი 2021, 08:36

მსოფლიო

პარაგვაის პრეზიდენტმა სამი მინისტრი გაათავისუფლა

მოქალაქეების საპროტესტო გამოსვლების ფონზე, პარაგვაის პრეზიდენტმა, მარიო აბდო ბენიტესმა მინისტრთა კაბინეტის სამი წევრი გაათავისუფლა. თანამდებობა განათლების, ასევე, ქალთა და სამოქალაქო საქმეთა მინისტრებმა დატოვეს.

07 მარტი 2021, 08:15

საზოგადოება

დღეიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება

7 მარტს საქართველოში, ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი, დროგამოშვბით დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა. 7 მარტს დასავლეთ, ხოლო 8 მარტს აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება.

07 მარტი 2021, 08:04

კულტურა

Unified Filmmakers-ი კორონავირუსის თემაზე შექმნილ ფილმებს საქართველოდანაც შეარჩევს

Unified Filmmakers-ი Covid-19 პანდემიის საპასუხოდ შეიქმნა და შესაძლებლობას აძლევს კინემატოგრაფისტებს მთელ მსოფლიოში, გააზიარონ თავიანთი პირადი ისტორიები ამ უჩვეულო დროზე. მათ შორის, ფესტივალი ეძებს ფილმებს საქართველოდან, რომლებიც შემდეგ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს...

07 მარტი 2021, 00:50

ტექნოლოგიები

Rolls-Royce მსოფლიოში ყველზე სწრაფ ელექტროთვითმფრინავს გამოცდის

კომპანია Rolls-Royce-მა მთლიანად ელექტრო, ერთძრავიანი თვითმფრინავი შექმნა, რომელიც შესაძლოა გინესის წიგნში მოხვდეს, როგორც ყველაზე სწრაფი ელექტრო თვითმფრინავი მსოფლიოში, ამის შესახებ techcult წერს.

07 მარტი 2021, 00:27

ტექნოლოგიები

Toyota-მ უნივერსალური ენერგობლოკი შექმნა

მანქანების მწარმოებელმა კომპანია Toyota-მ უნივერსალური ენერგობლოკი შექმნა, რომელიც ენერგიის წყარო შესაძლოა შენობებსა და მანქანებში გახდეს. ამის შესხებ techcult წერს. ენერგობლოკ FC Modules კომპანია ორი ფორმატით გამოუშვებს. ვერტიკალური ვარიანტი 90 x 630 x 690 მმ იქნება და მისი წონა 250 კილოგრამს შეადგენს. ჰორიზონტალური ბლოკი კი 1270 x 630 x 410 მმ, წონით 240 კილოგრამი. ერთის სიმძლავრე 60, ხოლო მეორის 80 კილოვატით განისაზღვრა.

07 მარტი 2021, 00:12

ტექნოლოგიები

ინჟინერმა უცნაური ველოსიპედი შექმნა. ვიდეო

YouYube-არხის The Q-ს ავტორმა, დამწყებმა ინჟინერმა უცნაური ველოსიპედი შექმნა, რომლითაც თოვლსა და ყინულზეა გადაადგილება შესაძლებელი. ამის შესახებ techcult წერს. პირველ ჯერზე მისი ექსპერიმენტი მარცხით დასრულდა, რის შემდეგაც პროექტში ცვლილება შეიტანა.

პირბადე ფლირტი

06 მარტი 2021, 23:58

ტაბლოიდი

ექსპერტმა პანდემიის პირობებში ფლირტის წესები განმარტა😷😍

„შესაძლოა გამაღიზიანებელია, როცა ვიღაცის სახის მხოლოდ მცირე ნაწილს ხედავთ, მაგრამ გულს ნუ გაიტეხთ. თვალები მიზიდულობის ყველაზე მძლავრი წყაროა. სწორედ ამიტომ მათზე უამრავი ლექსი და ცნობილი ფრაზა არსებობს. ჩემი საყვარელია „ჩვენი გრძნობების დამალვას ვცდილობთ, მაგრამ გვავიწყდება, რომ თვალებს ლაპარაკი შეუძლია“, - ამბობს სმიტი.

სოფო ხორგუანი

06 მარტი 2021, 23:39

საზოგადოება

სოფო ხორგუანი ფარულ ჩანაწერებზე: საერთოდ არ მესმის, რატომ შევდივართ განხილვაში, არის თუ არა ავთენტური. ეს არის აბსოლუტურად დაუშვებელი

„ძალიან სამწუხარო იყო სახალხო დამცველის განცხადება, რომ თუ ავთენტურობა დადგინდა, შესასწავლია, იყო თუ არა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები“, - ამის შესახებ უფლებადამცველმა სოფო ხორგუანმა „ქრონიკაში“ განაცხადა, როდესაც ფარული ჩანაწერების გავრცელების თემაზე სახალხო დამცველის განცხადება შეაფასა.

ზლატან ირაჰიმოვიჩი

06 მარტი 2021, 23:34

სპორტი

მედია: ზლატან იბრაჰიმოვიჩი შვედეთის ნაკრებში, სავარაუდოდ საქართველოსთან ერთა ლიგის მატჩში დაბრუნდება

ზლატან იბრაჰიმოვიჩი შვედეთის ეროვნულ ნაკრებში ბრუნდება, ამის შესახებ ინფორმაციას შვედური გამოცემა fotbolldirekt-ი ავრცელებს. „შვედეთის ფეხბურთის ფედერაციაში ზლატან იბრაჰომოვიჩის ნაკრებში მიწვევა გადაწყვიტეს, სავარაუდოდ მილანის ფორვარდი ეროვნულ გუნდს საქართველოსთან ერთა ლიგის მატჩში დაუბრუნდება“, - წერს გამოცემა.

ლევან ნიკოლეიშვილი

06 მარტი 2021, 23:15

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი ფარულ ჩანაწერებზე: მიხეილ სააკაშვილს სჭირდება რევოლუცია და სწორედ ამიტომ გააცოცხლა „შავი არქივი“

მიხეილ სააკაშვილს სურს არეულობა შეიტანოს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში, - განაცხადა ანალიტიკოსმა ლევან ნიკოლეიშვილმა, ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „შაბათის ქრონიკაში“, რითაც ფარული ჩანაწერების თემას გამოეხმაურა.

ზაზა შათირიშვილი

06 მარტი 2021, 23:02

საზოგადოება

ზაზა შათირიშვილი: მგონია, რომ ძირითადი კურდღელი, რომლის დაჭერაც უნდა სააკაშვილს, მისი საკუთარი ჯიბის ოპოზიციაა

„საზოგადოების ის ნაწილი, რომლისთვისაც მიუღებელია „ნაცმოძრაობა“, აბსოლუტურად უნდობლობით ეკიდება ამ ინფორმაციას“, - ამის შესახებ ზაზა შათირიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა, როდესაც ფარული ჩანაწერების გავრცელებას გამოეხმაურა.