imedi /  16 დეკემბერი 2020, 12:50 / სანდო წყარო

ამირან გამყრელიძე: თუ 24 დეკემბერს ყველაფერს გავხსნით, ინფიცირებულთა მაჩვენებელი 5-6 ათასამდე გაგვეზრდება

ამირან გამყრელიძე

ამირან გამყრელიძე

ჩვენ მომხრე ვართ მინიმალური შემსუბუქების, ჩვენ მხარს არ ვუჭერთ ქვეყანაში მობილობის სერიოზულად გაზრდას, - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„თუ 24 დეკემბერს ყველაფერს გავხსნით, მობილობა სერიოზულად გაიზრდება, პირდაპირ გეტყვით, რომ გაგვეზრდება და ისევ აგვივარდება ინფიცირებულების მაჩვენებელი 5-6 ათასზე და შესაბამისად იანგარიშეთ, რამდენი ადამიანი მოხვდება ჰოსპიტალში და რამდენი, სამწუხაროდ, შეიძლება დამძიმდეს“, - განაცხადა ამირან გამყელიძემ.

28 ნომებერიდან, საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო.

ყველა სიახლე

არჩილ თალაკვაძე

25 თებერვალი 2021, 12:47

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ვგმობთ ჟურნალისტ ვახო სანაიას მიმართ მომხდარ ძალადობას

„ვგმობთ ჟურნალისტ ვახო სანაიას მიმართ მომხდარ ძალადობას. ამ ინციდენტზე დროული და ეფექტური რეაგირება მკაფიო გზავნილი უნდა იყოს მათთვის, ვინც გამოსავალს ძალადობაში ხედავს“, - აცხადებს თალაკვაძე.

25 თებერვალი 2021, 12:40

COVID19

რუსეთში კორონავირუსის 11,198 შემთხვევა გამოვლინდა

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 11,198 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 446 პაციენტი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, რუსეთში კორონავირუსის 4,212,100 მილიონზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 84,876 ადამიანი გარდაიცვალა.

ნიკოლ ფაშინიანი

25 თებერვალი 2021, 12:37

მსოფლიო

ნიკოლ ფაშინიანი: გენერალური შტაბის განცხადებას ვაფასებ, როგორც სამხედრო გადატრიალების მცდელობას

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მოთხოვნას მისი გადადგომის შესახებ სამხედრო გადატრიალების მცდელობა უწოდა.

ნიკოლოზ სამხარაძე

25 თებერვალი 2021, 12:36

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: ვეთანხმებით ევროკავშირს, რომ ამ ვითარებიდან გამოსავალი ოპოზიციური პარტიების პარლამენტში შემოსვლაა

ევროკავშირის განცხადება ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ მას სრულად ვეთანხმებით და ვიზიარებთ. პოლარიზაციიდან გამოსავალი არის ოპოზიციური პარტიების პარლამენტში შემოსვლა და საპარლამენტო ტრიბუნის გამოყენება იმ რეფორმების განსახორციელებლად, რომელიც საქართველოს დღეს აუცილებლად სჭირდება, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

25 თებერვალი 2021, 12:36

ეკონომიკა

ნავთობისა და გაზის სააგენტოსა და შავი ზღვის შელფზე ნავთობის და გაზის მომპოვებელ კომპანია OMV Petrol-ს შორის ხელშეკრულება უახლოეს დღეებში გაფორმდება

დღეს მთავრობის სხდომამ ჩვენი წარდგინებით განიხილა და მოიწონა პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულება, რომელიც დაიდება ჩვენი ნავთობისა და გაზის სააგენტოსა და შავი ზღვის შელბზე ნავთობისა და გაზის მომპოვებელ კომპანია „ოემვი პეტრომს“ შორის, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

ამირან გამყრელიძე

25 თებერვალი 2021, 12:35

COVID19

ამირან გამყრელიძე: ქვეყანაში ყოველდღიური სიკვდილიანობა შემცირებულია, მაგრამ ეს თვითდამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს

„ქვეყანაში ყოველდღიური სიკვდილიანობა შემცირებულია, მაგრამ (ამას ყოველთვის „მაგრამს“ ვუმატებ) ეს თვითდამშვიდების არავითარ საფუძველს არ გვაძლევს. არავითარი თვითდამშვიდება, რომ იგივე შეცდომა არ მოგვივიდეს, რაც ზაფხულში დავუშვით - შევიქმენით ილუზია, რომ კორონავირუსი დავამარცხეთ. კორონავირუსის დამარცხებამდე ჯერ შორია“, - აღნიშნავს გამყრელიძე.

25 თებერვალი 2021, 12:32

საზოგადოება

საქართველოს ეროვნული გმირის მარო მაყაშვილის გამოსახულებით საფოსტო მარკის ესკიზი დამტკიცდა

საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის 100 წლის თავზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ იმ გმირებისთვის პატივის მისაგებად, რომლებიც უთანასწორო ბრძოლაში გმირულად იბრძოდნენ და თავი შესწირეს სამშობლოს დამოუკიდებლობას, დაამტკიცა საქართველოს საფოსტო მარკის ესკიზი. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, უახლოეს მომავალში მიმოქცევაში გავა საფოსტო მარკა პირველი ქალი - საქართველოს ეროვნული გმირის მარო მაყაშვილის გამოსახულებით.

25 თებერვალი 2021, 12:29

საზოგადოება

ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა და საერთაშორისო მნიშვნელობის ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ლევან ობოლაძე; ირაკლი აბუსერიძე

25 თებერვალი 2021, 12:28

სპორტი

ვეტერანი მორაგბეების განცხადებით, ხმებს ფიზიკურად დაიცავენ

„შვიდკაცას“ ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა პალიკო ჯიმშელაძემ და ლევან ობოლაძემ, რომლებიც პრეზიდენტობის ერთ-ერთ კანდიდატს ირაკლი აბუსერიძეს უჭერენ მხარს, განაცხადეს, რომ გარე ძალებისგან მიმდინარეობს ზეწოლა კლუბებზე, რათა მათ არჩევნებში მხარი იოსებ ტყემალაძეს დაუჭირონ. მათივე თქმით, ტყემალაძე რაგბის ოჯახისთვის უცხოა.

შალვა პაპუაშვილი

25 თებერვალი 2021, 12:28

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ვნახეთ დასავლელი პარტნიორების, მათ შორის ევროსაბჭოს გამოხმაურება, სადაც წერია, რომ კანონზე მაღლა არავინ დგას

ჩვენ ვნახეთ დასავლელი პარტნიორებისა და სახელმწიფოების გამოხმაურებები, მათ შორის ევროსაბჭოს გუშინდელი გამოხმაურება, სადაც აღნიშნულია, რომ კანონზე მაღლა არავინ დგას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მიხეილ სარჯველაძე

25 თებერვალი 2021, 12:27

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: ნებისმიერი აქტორი, ვინც უარს ამბობს მოლაპარაკებაზე, საზოგადოებისგან გარიყვისთვის არის განწირული

პოლიტიკური პროცესი სხვაგვარად ვერ წარიმართება, თუ არ იქნება დიალოგი, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ხელისუფლება განწყობილია მოლაპარაკებისთვის და კონსტრუქციულად უდგება ნებისმიერ საკითხს, რომელიც სადისკუსიო შეიძლება, იყოს.

ნიკოლ ფაშინიანი

25 თებერვალი 2021, 12:22

მსოფლიო

სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ნიკოლ ფაშინიანის გადადგომა მოითხოვა

სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის გადადგომა მოითხოვა.

ლექსანდრე ხვთისიაშვილი

25 თებერვალი 2021, 12:20

პოლიტიკა

საქართველო-ირლანდიის ბიზნეს საბჭოს დამფუძნებელი შეხვედრა გაიმართა

ბიზნეს-საბჭოს დამფუძნებელ შეხვედრაში მონაწილეობდნენ ბიზნეს-საბჭოს სამეთვალყურეო საბჭოს წარმომადგენლები და წევრები. საბჭოში გაწევრიანდნენ ირლანდიის წამყვანი კომპანიების და აკადემიური წრეები წარმომადგენლები. ირლანდიის პარლამენტში საქართველოსთან საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა სენატორმა ღიარმუდ უილსონმა, რომელიც თავადაც აქტიურად არის ჩართული საქართველო-ირლანდიის ორმხრივი დღის წესრიგის განხორციელების პროცესში, საბჭოს დაარსება მიულოცა და მხარდაჭერა აღუთქვა.

25 თებერვალი 2021, 12:18

საზოგადოება

საქართველოში სარკინიგზო მიმოსვლა აღდგება

საქართველოს რკინიგზა ფუნქციონირებას 2 დღეში განაახლებს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟუნალისტებს დღეს, მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განუცხადა. მისი თქმით, რკინიგზას გარკვეული მომზადება დასჭირდა, ამიტომ ორ დღეში უკვე განაახლებს მარშრუტებს და გამოაცხადებს განრიგს. „ახლა მთავარია, რომ დადებითი მუხტი შენარჩუნდეს და ეპიდვითარება არ გაგვიუარესდეს“, - აღნიშნა მინისტრმა და ყველას პასუხისმგებლიანი დამოკიდებულებისკენ მოუწოდა.

მიხეილ სარჯველაძე

25 თებერვალი 2021, 12:09

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: მზად ვართ დიალოგისთვის და კონსტრუქციულად მივუდგებით ნებისმიერ სადისკუსიო საკითხს

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ მმართველი გუნდი მზად არის ოპოზიციასთან მოლაპარაკებისთვის და კონსტრუქციულად მიუდგება ნებისმიერ იმ საკითხს, რომელიც შეიძლება იყოს სადისკუსიო.

დავით ზალკალიანი

25 თებერვალი 2021, 12:07

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: უენდი მორტონთან სატელეფონო საუბრისას დავუდასტურე ხელისუფლების სურვილი დიალოგისა და კონსტრუქციული პროცესებისადმი

„უენდი მორტონთან სატელეფონო საუბრისას დავუდასტურე ხელისუფლების სურვილი დიალოგისა და კონსტრუქციული პროცესებისადმი კრიზისის დასაძლევად“, - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, გაერთიანებული სამეფოს მინისტრთან ევროპული სამეზობლოსა და ამერიკის საკითხებში უენდი მორტონთან გამართულ სატელეფონო საუბარს, სოციალურ ქსელ Twitter-ში აფასებს.

25 თებერვალი 2021, 11:59

რეგიონი

ვაზიანი-გომბორი-თელავის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

25 თებერვალი 2021, 11:57

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, თუმცა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ღამის საათებში ყინვა შენარჩუნდება.

25 თებერვალი 2021, 11:57

სამართალი

ნორვეგიული და იტალიური კომპანიების კუთვნილი 470 463 ლარის ექვივალენტი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებულებს 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულიად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ნორვეგიული და იტალიური კომპანიების კუთვნილი 470 463 ლარის ექვივალენტი ევროს თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, საქართველოს მოქალაქეები - ბ.ა, ო.კ, და დ.ქ. დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ნორვეგიული და იტალიური საწარმოების კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხების მოტყუებით დაუფლების მიზნით, 2020 წლის მარტი-მაისის თვეებში, ბ.ა-ს მითითებით და დავალებით ო.კ-მ და დ.ქ-მ, არარეზიდენტი იურიდიული პირების მსგავსი სახელწოდების მქონე საწარმოები დააფუძნეს და საბანკო ანგარიშები გახსნეს საქართველოში მოქმედ საბანკო დაწესებულებებში.

25 თებერვალი 2021, 11:56

ტექნოლოგიები

ავსტრალიის პარლამენტმა ინტერნეტში მედიაბაზრის რეგულირების შესახებ კანონპროექტი მიიღო

სენატმა პრემიერ-მინისტრ სკოტ მორისონის მთავრობის მიერ მომზადებული დოკუმენტი მას შემდეგ დაამტკიცა, რაც მასში რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება შევიდა. კერძოდ, ავსტრალია ​ინტერნეტ-კორპორაციებსა და მედიას შორის კომერციულ შეთანხმებებს გაითვალისწინებს და ამ შეთანხმების გასაფორმებლად მხარეებს ორ თვეს მისცემს.