imedi /  16 დეკემბერი 2020, 12:54 / სანდო წყარო

ოქტომბრის ბოლოდან კოვიდის მართვაში ჩართული სამედიცინო პერსონალი ხელფასის 50%-ის ოდენობით დანამატს იღებს

თამარ გაბუნია

თამარ გაბუნია

მთავრობის დადგენილებით, რომელიც კოვიდ-პროგრამის ფარგლებში ანაზღაურების წესებს განსაზღვრავს, ოქტომბრის ბოლოდან გათვალისწინებულია სახელფასო დანამატი იმ სამედიცინო პერსონალისთვის, რომელიც უშუალოდ არის ჩართული კოვიდის მართვაში, - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

„საუბარია რეანიმატოლოგებზე, ექიმებზე, ექთნებსა და სხვა დამხმარე პერსონალზე. დეტალურად არის განსაზღვრული, რას ნიშნავს დანამატი. ის განისაზღვრა ბაზისური ხელფასის 50%-ის ოდენობით. კლინიკებმა, რომლებიც ჩართულები არიან კოვიდის მართვაში, რა თქმა უნდა, ამის შესახებ იციან და ეს შრომით ხელშეკრულებებშიც აისახა“, - განაცხადა გაბუნიამ.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 198 387 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 164 786-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1 883 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

ყველა სიახლე

კახა კალაძე

18 ოქტომბერი 2021, 14:11

პოლიტიკა

კახა კალაძე: თბილისსა და საქართველოს არ სჭირდება რევანში და არეულობა, არამედ სჭირდება პროგრესი და მშვიდობა. მჯერა, 30 ოქტომბერს გაიმარჯვებს პროგრესი და სტაბილურობა რევანშსა და არეულობაზე

თბილისს და საქართველოს არ სჭირდება რევანში და არეულობა, არამედ სჭირდება პროგრესი და მშვიდობა. მჯერა, 30 ოქტომბერს გაიმარჯვებს პროგრესი და სტაბილურობა რევანშსა და არეულობაზე. 30 ოქტომბერს გაიმარჯვებს თბილისი და გაიმარჯვებს საქართველო!გამარჯვება მივიყვანოთ ბოლომდე“, - განცხადა კახა კალაძემ.

18 ოქტომბერი 2021, 14:09

სამართალი

თბილისში ახალგაზრდა ქალი მოკლეს

ანასტასია შატალოვა გვიან ღამით, საბურთალოზე, ნაქირავები სახელის სადარბაზოსთან მოკლეს მას იარაღით რამდენჯერმე ესროლეს. მეზობლები ამბობენ, რომ რამდენიმე გასროლის ხმა და ქალის ყვირილი გაიგონეს. ასევე შენიშნეს ადამიან, რომელიც მკვლელობის ადგილიდან გარბოდა.

18 ოქტომბერი 2021, 14:08

COVID19

ევროკავშირმა 150-ზე მეტ ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების მილიარდზე მეტი დოზა გააგზავნა

ევროკავშირმა 150-ზე მეტ ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების მილიარდზე მეტი დოზა გააგზავნა. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

18 ოქტომბერი 2021, 14:04

პოლიტიკა

წინასაარჩევნო პერიოდში სააგიტაციო მასალის განთავსების საკითხის მოწესრიგების მიზნით პარლამენტში საკანონმდებლო პაკეტის განხილვა დაიწყება

პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, წინასაარჩევნო პერიოდში სიძულვილის ენის შემცველი სააგიტაციო მასალის განთავსების პრევენციასთან დაკავშირებული „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ ორგანულ კანონის პროექტისა და „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტის განხილვა დაიწყება.

კახა კალაძე

18 ოქტომბერი 2021, 14:01

პოლიტიკა

კახა კალაძე: ჩემი თხოვნა და მოწოდებაა, მოდით არჩევნებზე და ერთხელ და სამუდამოდ დავამთავროთ ბოლშევიზმი, ბოროტება, სიძულვილი და სიცრუე, რასაც განასახიერებს "ნაციონალური მოძრაობა" ამ ქვეყანაში

მისივე განმარტებით, მიუხედავად ამისა, მან გადაწყვიტა, ბოლომდე წარმემართა ევროპული სტილის, მომავალზე ორიენტირებული საარჩევნო კამპანია, რომელიც მიმართული იქნებოდა არა ოპონენტების ნაკლოვანებებისა და მანკიერებების წარმოჩენისკენ, არამედ თბილისელებისთვის ქალაქის განვითარების ყველაზე დახვეწილი და კარგად გააზრებული გეგმის შეთავაზებისკენ.

18 ოქტომბერი 2021, 14:00

პოლიტიკა

„ენგურჰესი“: ენგურის ხიდის განზრახ ჩაკეტვის მცდელობაში მონაწილეობის შესახებ ბრალდება არის სრული სიცრუე და ცილისწამება

შპს „ენგურჰესი“, ენგურის ხიდის განზრახ ჩაკეტვის მცდელობაში მონაწილეობის შესახებ, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, ანა წითლიძის ბრალდებას პასუხობს. „კატეგორიულად გვინდა განვაცხადოთ, რომ ეს ინფორმაცია არის სრული სიცრუე და ცილისწამება“, - აღნიშნულია „ენგურჰესის“ განცხადებაში.

18 ოქტომბერი 2021, 13:52

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოსა და სლოვაკეთის რესპუბლიკას საერთო ევროპული ფასეულობების საფუძველზე მჭიდრო და ძლიერი ურთიერთობები აქვთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრ ივან კორჩოკთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება. მთავრობის მეთაური წერს, რომ საქართველოსა და სლოვაკეთის რესპუბლიკას საერთო ევროპული ფასეულობების საფუძველზე მჭიდრო და ძლიერი ურთიერთობები აქვთ.

18 ოქტომბერი 2021, 13:47

ეკონომიკა

ნათია თურნავამ საქართველო - სლოვაკეთის ბიზნეს ფორუმში მიიღო მონაწილეობა

„განსაკუთრებით შთამბეჭდავია ის ეკონომიკური ზრდა და აღდგენის მაღალი ტემპი, რაც საქართველოს აქვს. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი ერთობლივი პროექტი შედგება, განსაკუთრებული ინტერესი, ამ ეტაპზე, უკვე გამოითქვა უკვე IT სექტორის, ენერგეტიკის მიმართ, სლოვაკეთი ასევე ცნობილია თავისი მანქანათმშენებლობის მდიდარი ტრადიციებით და ვფიქრობთ, რომ აქაც შეიძლება თანამშრომლობა, ჩვენ მზად ვართ, რომ უფრო მეტი ინვესტიცია, მეტი ერთობლივი პროექტი იყოს საქართველოში სლოვაკ ბიზნესმენებთან ერთად და ამას მხარს დავუჭერთ, მათ შორის, ჩვენი სახელმწიფო პროგრამების მეშვეობით“ - აღნიშნა თურნავამ.

18 ოქტომბერი 2021, 13:42

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში ვიზიტი იმ მჭიდრო თანამშრომლობის გამოხატულებაა, რომელიც ორ ქვეყანას შორის წარმატებულად ვითარდება

18 ოქტომბერს, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრს, ივან კორჩოკს შეხვდა, რომელიც ოფიციალური ვიზიტით საქართველოში იმყოფება.

18 ოქტომბერი 2021, 13:41

პოლიტიკა

„ენგურჰესი“ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის ბრალდებებზე: დევნილებისთვის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის ხელის შეშლის მიზნით, პირადობის მოწმობის ჩამორთმევის ფაქტს ადგილი არ ჰქონია და ვერ ექნებოდა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, ანა წითლიძის ბრალდებები შპს „ენგურჰესის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის, ლევან მებონიასა და თაღოვანი კაშხლის დეპარტამენტის უფროსის (და არა სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, როგორც ქ-ნმა ანა წითლიძემ განაცხადა), ჯონი ჭანიასადმი სრულიად უსაფუძვლო და რეალობას მოკლებულია. უფრო მეტიც, ეს შეურაცხმყოფელია და პოლიტიკურად მიკერძოებული ადამიანების მხრიდან მსგავსი განცხადებები ყოველგვარ ზღვარს სცდება“.

ლოიდ ოსტინი

18 ოქტომბერი 2021, 13:36

თავდაცვა

ლოიდ ოსტინი: აშშ აფასებს საქართველოს, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს და ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევია

აშშ აფასებს საქართველოს, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს, - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა.

18 ოქტომბერი 2021, 13:32

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრს, ივან კორჩოკს შეხვდა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

18 ოქტომბერი 2021, 13:28

პოლიტიკა

მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან, სადაც მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის გათავისუფლებას ითხოვენ, ხმაური იყო

მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან, სადაც მოსახლეობის ნაწილი მსჯავრდებული და ბრალდებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს, ხმაური იყო.

თენგიზ ცერცვაძე

18 ოქტომბერი 2021, 13:17

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: ქვეყანაში წარმატებული ვაქცინაციისთვის ყველა პირობაა შექმნილი

მოველოდი, რომ საქართველოში ვაქცინაცია ნელა წავიდოდა, რადგან ანტივაქსერები მძლავრობენ, მაგრამ ამას, რაც მოხდა, არ ველოდი, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, „იმედის დღეში“ სტუმრობისას განაცხადა.

თენგიზ ცერცვაძე

18 ოქტომბერი 2021, 13:13

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: ვარაუდობენ, რომ იქნება ტვინდემია და წელს გრიპის კომპონენტი უფრო ძლიერად იქნება გამოკვეთილი, რადგან მოსახლეობას გრიპის მიმართ იმუნიტეტი არ აქვს

„რამდენიმე ვარიანტია: პირველი - ნაწილს დაემართოს კოვიდი და მეორე ნაწილს იგივე დროს გრიპი. ორივე ინფექციის კლინიკური გამოვლენა ერთნაირია, არ იცი რომელი გაქვს, ამიტომ აუცილებლად ორივეზე კომბინირებული ტესტირებაა საჭირო. ეს ფინანსურადაც და ტექნიკურადაც უფრო ძნელია, მაგრამ აუცილებელია. მეორე - როდესაც გამოვლინდება, რომ ერთ ავადმყოფს კოვიდი აქვს, მეორეს გრიპი, თუ მძიმე ფორმით არის და საჭიროა ჰოსპიტალიზაცია. ჰოსპიტალური სექტორი ისედაც გადატვირთულია. კიდევ გრიპის განყოფილების შექმნა გახდება საჭირო, რომ ერთად არ დაწვნენ კოვიდიანი და გრიპიანი პაციენტები. წარმოიდგინეთ, რამხელა უხერხულობას შექმნის ეს. და ბოლოს, მესამე - შეიძლება ერთსა და იმავე პიროვნებას ერთდროულად გრიპიც დაემართოს და კოვიდიც. ამიტომ, აუცილებელია არა ერთი, არამედ ორი ვაქცინაცია“, - განმარტა ცერცვაძემ.

თენგიზ ცერცვაძე

18 ოქტომბერი 2021, 13:11

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: რატომ უწყობს ეს ხალხი საბოტაჟს თავის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, გაუგებარია - ასაცრელად პრაქტიკულად აღარ მოდიან

„რატომ უწყობს ეს ხალხი საბოტაჟს თავის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს! საბოლო ჯამში, ქვეყანას აზარალებს. გარდა იმისა, რომ ვკარგავთ ათეულობით ადამიანსა და ჩვენნაირი ქვეყნისთვის ეს ძალიან მტკივნეულია. ამასთან, ეს ხომ ძაბავს სიტუაციას ქვეყანაში. ისედაც პოლარიზებულია საზოგადოება! კიდევ უფრო მეტი დაძაბულობა შემოაქვს. ირღვევა ეკონომიკა, რომელიც ძლივს აღორძინდა. კლებულობს შემოსავლები. ეს სიტუაცია ნორმალური ცხოვრებისგან სულ უფრო გვაშორებს“, - განაცხადა ცერცვაძემ.

18 ოქტომბერი 2021, 13:08

ეკონომიკა

საქართველო-სლოვაკეთის ბიზნეს ფორუმის ფარგლებში, სლოვაკურ და ქართულ კომპანიებს შორის ბიზნეს შეხვედრები იმართება

ფორუმში 20 -მდე სლოვაკური და 50-მდე ქართული კომპანია მონაწილეობს. სლოვაკეთის ბიზნეს დელეგაციას წარმოადგენენ მსხვილი სლოვაკური კომპანიები ენერგეტიკის, ტურიზმის (სათხილამურო კურორტები), ტელეკომუნიკაციების, საკვები პროდუქციის, სამედიცინო და ნანო ტექნოლოგიების სექტორებიდან.

ლოიდ ოსტინი
ჯუანშერ ბურჭულაძე

18 ოქტომბერი 2021, 13:03

თავდაცვა

თავდაცვის სამინისტროში ლოიდ ოსტინის დახვედრის ცერემონია გაიმართა

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში თავადაცვის სამინისტროს ეწვია, სადაც ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართა.

თენგიზ ცერცვაძე

18 ოქტომბერი 2021, 13:00

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: ეპიდვითარების გაუარესების მიზეზი ვაქცინაციის კატასტროფულად დაბალი მაჩვენებელი, პირბადის ტარებაზე, ხალხმრავალი შეკრებებისგან თავშეკავებაზე უარი და პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებული დიდი თავყრილობებია

ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, „იმედის დღეში“ სტუმრობისას, იმ მიზეზებზე ისაუბრა, რომელთაც ქვეყანაში ეპიდვითარება დაამძიმა.

თენგიზ ცერცვაძე

18 ოქტომბერი 2021, 12:48

პოლიტიკა

თენგიზ ცერცვაძე: ნამდვილად აბსურდის თეატრია, როცა მოსახლეობის მესამედს წარსულში დაბრუნება სურს - მათ მიაჩნიათ, რომ მაშინ მეტი დემოკრატია, ნაკლები ძალადობა, სიტყვის მეტი თავისუფლება და, თქვენ წარმოიდგინეთ, უკეთესი სასამართლოც კი იყო

„სულ ახლახან, საკმაოდ დიდი პოლიტიკური აქტივობა, თავყრილობა იყო და მოსახლეობის დიდმა ნაწილმა, საბედნიეროდ, არა უმრავლესობამ, წარსულში, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროში, იმ კოშმარში დაბრუნების სურვილი გამოხატა“, - განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, „იმედის დღეში“ სტუმრობისას.