imedi /  16 დეკემბერი 2020, 14:38 / სანდო წყარო

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ეპიდემიოლოგიური ვითარების შედარებით სტაბილიზაციაზე შემზღუდველი ღონისძიებების ეფექტი შეაფასა

მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების 2-თვიანი გეგმის პირველი შედეგები ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შედარებით დასტაბილურებაზე, ინტენსიური ტესტირების პროგრამის გაგრძელება და მიღწეული შედეგების შენარჩუნების პროცესში მობილობის მკვეთრი ზრდის თავიდან აცილების მნიშვნელობა განიხილეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

სხდომაზე აღინიშნა, რომ ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, დღიურად 20 ათასამდე ტესტის ჩატარება გრძელდება, რაც უზრუნველყოფს ინფიცირებულთა დროულ იდენტიფიცირებას, მათ იზოლაციას და ინფექციის გავრცელების შეჩერებას. ამიტომ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, ისარგებლონ შესაძლებლობით, რომელსაც მათ სახელმწიფო სთავაზობს და ნებისმიერი რესპირაციული სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში, ტესტის გასაკეთებლად მიმართონ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებს, რომელთა რაოდენობა საქართველოს მასშტაბით 200-ზე მეტია.

ეპიდემიოლოგების შეფასებით, არსებული მაჩვენებლები იძლევა ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს, რამდენადაც ქვეყანაში შემთხვევების პოზიტიურობის მაჩვენებელი 19%-მდე დავიდა, თუმცა ვითარების შედარებითი სტაბილიზაცია და კლების დინამიკა დამშვიდების საფუძველი არ უნდა გახდეს. შესაბამისად, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს და ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტების მკაცრი რეკომენდაციაა, მოქალაქეებმა მაქსიმალურად შეიკავონ თავი საახალწლოდ ხალხმრავალი სადღესასწაულო წვეულებების ორგანიზებისა და მათში მონაწილეობისგან და მომავალი დღესასწაულები ვიწრო ოჯახურ წრეში აღნიშნონ, რადგან ეპიდემია კვლავ სერიოზულ გამოწვევად რჩება. საბჭოს სხდომაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი შეზღუდვების შემსუბუქების პროცესში განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენისა და მობილობის მკვეთრი გაზრდის თავიდან აცილების აუცილებლობას, რათა მიღწეული შედეგები საფრთხის ქვეშ არ დადგეს. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო დეტალურად აანალიზებს ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას, დაწესებული შეზღუდვების ეფექტს, მათი აღსრულების ხარისხს და ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესებს, შესაბამისად დაბალანსებულ გადაწყვეტილებებს მიიღებს.

ამასთან, მთავრობის მეთაურის დავალებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი შეხვედრებს გამართავს არასასურსათო სავაჭრო ობიექტებთან, რათა შეზღუდვების შემსუბუქების ეტაპზე უზრუნველყოფილი იყოს მათი მხრიდან როგორც რიგების მართვა, ისე ყველა სხვა აუცილებელი რეკომენდაციის დაცვა ობიექტზე მომხმარებლის დაშვებისას.

საბჭოს სხდომაზე მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო კოვიდვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფის მიზნით მიმდინარე სამუშაოებს და ამ თემაზე პრემიერ-მინისტრის დავალებით შექმნილი სპეციალური კომისიის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, როგორც ვაქცინის დროული შემოტანის, ისე ინფრასტრუქტურული და ლოგისტიკური კუთხით. მათ შორის კომისია ინტენსიურად მუშაობს კრიტერიუმების დადგენაზე, პირველ რიგში რომელი ჯგუფები უნდა აიცრან. ასევე, შეფასდა ქვეყანაში არსებული ცივი ჯაჭვის სისტემა. კერძოდ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, -20 გრადუსზე მომუშავე სამაცივრე მოწყობილობები არსებობს მუნიციპალიტეტების დონეზე, -70-80 გრადუსზე ქვეყანაში დაახლოებით 40-მდე მაცივარია, კიდევ რამდენიმე კი შესყიდვის პროცესშია, რის შემდეგაც დიდ ქალაქებში აღნიშნული სისტემაც გაიმართება. მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ცივი ჯაჭვის კუთხით არსებული რესურსები ქვეყნის მასშტაბით კიდევ უფრო გაძლიერდება. სრულდება მუშაობა ვაქცინაციის დანერგვის გეგმაზე. ამასთან, როგორც ცნობილია, გარდა COVAX პლატფორმისა, აქტიურ ფაზაშია მოლაპარაკებები საერთაშორისო პარტნიორებთან და ვაქცინის მწარმოებლებთან, რომელსაც სახელმწიფო, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების ჩართულობით აწარმოებს.

საბჭომ დეტალური ინფორმაცია მიიღო ჰოსპიტალურ სექტორში თავისუფალი საწოლების კუთხით არსებულ ვითარებასა და შემზღუდველი ღონისძიებების ეფექტზე ჰოსპიტალურ სექტორზე ზეწოლის შემცირების კუთხით. აღინიშნა, რომ ეფექტურად მუშაობს კლინიკური სასტუმროების სისტემა, სადაც გაძლიერებულია თერაპიული ელემენტები და უზრუნველყოფილია ჟანგბადის მიწოდება. გარდა ამისა, ბევრ კლინიკურ სასტუმროს მართავენ კონკრეტული კლინიკები, რაც კიდევ უფრო უკეთ უზრუნველყოფს პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის მუდმივ მონიტორინგს.

კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი იმ ფაქტს, რომ მოქმედი შეზღუდვების პარალელურად, ვირუსის გავრცელების შეჩერების პროცესში კვლავ უმნიშვნელოვანეს პრევენციულ ღონისძიებებად რჩება სოციალური დისტანციის დაცვა და პირბადეების ტარება.

2-თვიანი გეგმის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების აღსრულების კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებზე საბჭოს წევრებს დეტალური ინფორმაცია შინაგან საქმეთა მინისტრმა და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა მიაწოდეს, კერძოდ: სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 712 ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევისთვის 88 ფიზიკური პირი დააჯარიმა, მათ შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21:00-დან 05:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა დაარღვიეს. გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე 624 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.

საქართველოს შრომის ინსპექციის, შემოსავლების სამსახურის, სურსათის ეროვნული სააგენტოს და მუნიციპალური საზედამხედველო სამსახურების ერთობლივი ძალისხმევით, გასული 24 საათის განმავლობაში ჯამში ზედამხედველობა განხორციელდა 195 ობიექტზე, საიდანაც, 119 ობიექტზე პრევენციული მიზნებიდან გამომდინარე, გაიცა ზეპირსიტყვიერი/წერილობითი გაფრთხილება; განმეორებით გადამოწმდა 45 ობიექტი, სადაც დარღვევები არ აღმოჩენილა; გაფრთხილებული ობიექტებიდან 31-ის დამატებით გადამოწმებისას დადგინდა, რომ ისინი წესების დაცვით ფუნქციონირებდნენ.

საბჭომ ასევე განიხილა პანდემიის კუთხით გლობალურად არსებული ვითარება. კერძოდ, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ მსოფლიოში უკვე 74 მილიონს მიუახლოვდა, მათ შორის უკანასკნელ 24 საათში მსოფლიოში ვირუსით ინფიცირების 587 000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო სიკვდილიანობის მაჩვენებელმა მსოფლიოში 1.641 მილიონს გადააჭარბა.

რაც შეეხება საქართველოს, ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 198 387 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 167 281 პირი გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია 1922 ადამიანი.

ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 622 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში - 2461 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 6721 პირი.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

ყველა სიახლე

კრისტიან დანიელსონი

09 მარტი 2021, 00:48

პოლიტიკა

შარლ მიშელმა საქართველოში პოლიტიკური დიალოგის მედიაციისთვის თავისი წარმომადგენელი დანიშნა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეპ ბორელთან შეთანხმებით კრისტიან დანიელსონს საქართველოში ევროკავშირის მხარადჭერილ მედიაციის პროცესში მონაწილეობა შესთავაზა. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

09 მარტი 2021, 00:42

მსოფლიო

ეკვატორულ გვინეაში სამხედრო საწყობებში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 98-მდე გაიზარდა

ეკვატორულ გვინეაში სამხედრო საწყობებში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 98-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

კახა კახიშვილი

09 მარტი 2021, 00:36

პოლიტიკა

კახა კახიშვილი: თუ დადგინდა, რომ ჩანაწერები 2010 წლის არის, ისმის კითხვა, რატომ არ გამოიძია იმდროინდელმა ხელისუფლებამ

გამოძიებამ უნდა დაადგინოს – ავთენტური არის თუ არა ჩანაწერი, როდის შედგა საუბარი და შესაბამისად, როდისაა მოპოვებული, მონტაჟის კვალი ხომ არ არის; თუ ავთენტურობა დადასტურდება, უნდა გაირკვეს, ფიგურანტების მხრიდან ადგილი ხომ არ ჰქონდა ისეთ მოქმედებას, რომელშიც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კახა კახიშვილმა გავრცელებულ ჩანაწერზე საუბრისას განაცხადა.

ბორის ჯონსონი

09 მარტი 2021, 00:06

მსოფლიო

ბორის ჯონსონი: პრემიერ-მინისტრმა არაფერი უნდა თქვას, როდესაც საქმე სამეფო ოჯახს ეხება

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ სამეფო ოჯახთან დაკავშირებით კომენტარს არ გააკეთებს.

ევროპის საბანკო ადმინისტრაცია

08 მარტი 2021, 23:37

მსოფლიო

ევროკავშირის საბანკო მარეგულირებლის სერვერებზე კიბერთავდასხმა განხორციელდა

ევროპის საბანკო ადმინისტრაციის (EBA) განცხადებით, მის საფოსტო სერვერ Microsoft Exchange-ს გლობალური კიბერთავდასხმისას საფრთხე დაემუქრა. უწყება უსაფრთხოების დამატებით ზომებს მიმართავს და სრულად ფუნქციონირების აღდგენისათვის მონიტორინგს ახორციელებს.

08 მარტი 2021, 23:30

COVID19

ნიდერლანდების მთავრობამ კომენდანტის საათი 31 მარტამდე გაახანგრძლივა

ნიდერლანდების მთავრობამ ქვეყანაში კომენდანტის საათი 31 მარტამდე გაახანგრძლივა. ამის შესახებ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა, მარკ რუტემ განაცხადა.

08 მარტი 2021, 23:16

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 5 327 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 5 327 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 360 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

08 მარტი 2021, 23:07

COVID19

ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 354 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 354 629 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 7 020 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

08 მარტი 2021, 22:58

COVID19

ბოლო 24 საათში თურქეთში კორონავირუსის 13 215 ახალი შემთხვევა დადასტურდა

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 13 215 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 64 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

კამალა ჰარისი

08 მარტი 2021, 22:48

მსოფლიო

კამალა ჰარისი: თუ ავაშენებთ სამყაროს, რომელიც ქალებისთვის იმუშავებს, ჩვენი ერები უფრო უსაფრთხო, ძლიერი და წარმატებული იქნებიან

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა განაცხადა, რომ საჭიროა ისეთი სამყაროს შექმნა, რომელიც ქალებისთვის იმუშავებს.

ანდრია ჯაღმაიძე

08 მარტი 2021, 22:29

საზოგადოება

ანდრია ჯაღმაიძე ჭყონდიდის ეპარქიის მოვლენებზე: მრევლის პროტესტი რეზიდენციაში ძალით შეჭრას არ ამართლებს

„თუ არის დღეს ვინმე, ვინც იტყვის, რომ იმის გამო, რომ მრევლს ან რომელიმე სასულიერო პირს, რაღაც არ მოსწონს, გამართლებულია შევარდნა რეზიდენციაში, კრების დროს ძალით კარების ნგრევა, თუ ვინმე მეტყვის ამას, მაშინ გაამართლეთ ეს საქციელი. მიპასუხეთ რამდენად ამართლებთ, როდესაც დახურულ სივრცეში მიმდინარეობს კრება, ეს არის საკუთრება, რომელშიც არავის არ აქვს შესვლის უფლება ნებართვის გარეშე და კრებას კარებს უმტვრევენ და ვარდებიან შიგნით? აქედან დავიწყოთ, რამდენად მიგაჩნიათ თქვენ ეს სწორად? ვუცხადებთ სრულ მხარდაჭერას მეუფე სტეფანეს. ამას ვამბობ ძალიან ბევრი მღვდელმთავრის სახელით, რომლებიც დღეს ჩვენ გვიკავშირდებოდნენ“,- განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

მარინა კალიურანდი

08 მარტი 2021, 22:21

პოლიტიკა

მარინა კალიურანდი: საქართველოს სჭირდება პარლამენტი, სადაც პოლიტიკური პარტიები სრულყოფილად იქნებიან წარმოდგენილნი

სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის საკითხებში ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელი მარინა კალიურანდი იმედოვნებს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის საქართველოში ვიზიტი, მისი ძალისხმევა და მედიაციაში ჩართვა შედეგს მოიტანს. როგორც კალიურანდმა „ქრონიკას“ განუცხადა, საქართველოს სჭირდება პარლამენტი, სადაც იქნებიან წარმოდგებილი სრულყოფილად ის პოლიტიკური პარტიები, რომლებმა მანდატები არჩევნებზე ქართველმა ხალხმა მისცა.

ანდრია ჯაღმაიძე

08 მარტი 2021, 22:13

საზოგადოება

ანდრია ჯაღმაიძე: ეს არის დევნა, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ მეუფე სტეფანეს

ის, რაც დღეს ჩვენ ვიხილეთ, რაც მთელმა საქართველომ ნახა, შესაძლებელია შეედაროს მხოლოდ ძალიან მძვინვარე დევნის მომენტს. მსგავსი რამ საქართველოში არ მომხდარა კომუნისტების დროიდან, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

08 მარტი 2021, 21:59

რეგიონი

მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო

როგორც imedinews-ს უწყებაში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.

08 მარტი 2021, 21:49

COVID19

ბოლო 72 საათში ესპანეთში კორონავირუსის 11 958 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში ბოლო 72 საათის განმავლობაში კორონავირუსის 11 958 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 298 ადამიანი გარდაიცვალა.

08 მარტი 2021, 21:48

რეგიონი

კალა-უშგულის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, კალა-უშგულის მონაკვეთზე, მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით აღდგა.

ბექა ნემსიწვერიძე

08 მარტი 2021, 21:46

სამართალი

ადვოკატი: იმედი გვაქვს, რომ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულს სასამართლო გაამართლებს

„ჩვენი მოლოდინია, რომ მოსამართლე გამამართლებელ განაჩენს გამოაცხადებს, ვინაიდან გამოკვლეული მტკიცებულებები არ იძლევა იმის ვარაუდის საფუძველს, რომ სასამართლომ შეიძლება მიიღოს გამამტყუნებელი განაჩენი. არცერთი გამოკითხული მოწმე, არცერთი სხვა მტკიცებულება, არ მიუთითებს იმაზე, რომ ზოგადად მოხდა მკვლელობა. ზედმეტია იმაზე საუბარი, თუ ვინ ჩაიდინა მკვლელობა“, - აცხადებს ადვოკატი.

08 მარტი 2021, 21:38

ეკონომიკა

ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირმა საქართველოს გამოცდილება ფართოზოლოვანი ინტერნეტ-ინფრასტრუქტურის განვითარებაში დადებითად შეაფასა

8-9 მარტს ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის ევროპული ინიციატივის „ფართოზოლოვანი ინტერნეტ ინფრასტრუქტურა, მაუწყებლობა და სიხშირული სპექტრის მენეჯმენტი“ ფარგლებში მაღალი დონის ვირტუალური ფორუმი ევროპის ქვეყნებში „მნიშვნელოვანი ინტერნეტკავშირი“ გაიმართა.

ანტონიო გუტერეში

08 მარტი 2021, 21:32

მსოფლიო

ანტონიო გუტერეში: პანდემიამ გენდერული უთანასწორობა გააძლიერა

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ გასულ წელს, ქალები პანდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე იდგნენ, თუმცა უამრავ ქვეყანაში მათი მდგომარეობა გაუარესდა.

მარინა კალიურანდი

08 მარტი 2021, 21:28

პოლიტიკა

მარინა კალიურანდი იმედოვნებს, რომ შარლ მიშელის ვიზიტი, მისი ძალისხმევა და მედიაციაში ჩართვა შედეგს მოიტანს

მარინა კალიურანდი იმედოვნებს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის საქართველოში ვიზიტი, მისი ძალისხმევა და მედიაციაში ჩართვა შედეგს მოიტანს. როგორც კალიურანდმა „ქრონიკას“ განუცხადა, საქართველოს სჭირდება პარლამენტი, სადაც იქნებიან წარმოდგებილი სრულყოფილად ის პოლიტიკური პარტიები, რომლებმა მანდატები არჩევნებზე ქართველმა ხალხმა მისცა.