კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 1 282 თბილისში გამოვლინდა

ფოტო: shutterstock.com
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 981 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 1 282 შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 981 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 1 282 შემთხვევა, აჭარა-228, იმერეთი-489, ქვემო ქართლი-229, შიდა ქართლი- 160, გურია-64, სამეგრელო-ზემო სვანეთი-227, კახეთი-145, მცხეთა-მთიანეთი-87, სამცხე-ჯავახეთი-55, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-15.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 30 107, საიდანაც, 6 758 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში-2 896, აჭარაში-815, იმერეთში-1 379“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 201 368 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 169 282 შეადგენს. გარდაიცვალა 1 953 მოქალაქე.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
ყველა სიახლე

09 მარტი 2021, 14:05
პოლიტიკა
თეა წულუკიანი: „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის დამქაშებს მივმართავ, ქართველმა ხალხმა ხელისუფლებიდან სწორედ იმიტომ გაგიშვათ, რომ ფარულად იწერდით ბავშვებს, ამ ბავშვებს შორის აღმოჩნდა ბერა ივანიშვილიც
„მიზანია ის, რომ ჩანაწერების რაღაც ფაბრიკაციით, უკანონოდ თქვან, რომ ღარიბაშვილთან სალაპარაკოდ არ დავჯდები. ეს არის ერთადერთი მიზანი. სინდისთან მწყრალი განცხადებები იყო თქვენი ეთერიდან, „მთავარსა“ და „ტვ პირველს“ ვგულისხმობ, უსინდისო განცხადებები ისმოდა, მაგალითად ისეთი, რომ გინდათ, საზოგადოებას დააჯეროთ, ვითომ, დღეს ოჯახს მოკიდებული, უკვე დიდი კაცი ბერა ივანიშვილი ელაპარაკება პრემიერს და ეს არის მათი დღევანდელი საუბარი, სირცხვილია. ე.ი. „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ მოდის ხელისუფლებაში სწორედ ამიტომ და მათ კარგად უნდა გაიგონ, რომ დღესაც დგანან ვანოსა და მეგის ქარდავას საქმიანობაზე, აქვთ რაღაც უკანონო ჩანაწერები, ჭრიან, კერავენ და ცდილობენ, მიაღწიონ მთავარ მიზანს, რომ ქვეყანაში შეიქმნას არეულობა“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

09 მარტი 2021, 13:59
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი „ნამახვანჰესზე“: ჰიდროლოგიური მონაცემები დეტალურადაა შესწავლილი
„მაქსიმალური ჩამონადენი გათვლილია 10 000 წლიან განმეორებადობაზე, კერძოდ, მაქსიმუმის მაქსიმუმზე 4900 კუბურ მეტრზე. ლაჯანურიდანაც კი, მაქსიმალურად რომ გამოუშვან წყალი ჯამში 4900 კუბურ მეტრს ვერ მიაღწევს. შესაბამისად, მაქსიმალურად კონსერვატორული გათვლებია წარმოდგენილი“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

09 მარტი 2021, 13:56
სპორტი
საქართველოს რაგბის კავშირი 10 მარტს ჩანიშნულ საარჩევნო ყრილობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საქართველოს რაგბის კავშირმა 10 მარტს ჩანიშნულ საარჩევნო ყრილობასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც კონკრეტულ ჯგუფს მოუწოდებს თავი შეიკავოს დესტრუქციული ქმედებებისგან და დარჩეს სამართლებრივ სივრცეში.

09 მარტი 2021, 13:47
ეკონომიკა
ნათია თურნავა: “ნამახვანი ჰესის” შემთხვევაში, ინვესტორ კომპანიას გადაეცემა მხოლოდ ის მიწა, რომელზეც უშუალოდ განთავსდება ჰიდრონაგებობები
„ნამახვანი ჰესის“ შემთხვევაში არ ხდება მიწის უპირობო გადაცემა: ინვესტორ კომპანიას გადაეცემა მხოლოდ ის მიწა, რომელზეც უშუალოდ განთავსდება ჰიდრონაგებობები, ამის დასაბუთების ვალდებულება და მექანიზმი მკაფიოდაა აღწერილი ხელშეკრულების დანართში და მხოლოდ გარკვეული პირობების შესრულების სანაცვლოდ, საიდანაც ყველაზე მნიშვნელოვანია ინვესტიცია და ქონების გადასახადის გადახდა, ასევე 28 კილომეტრის გზის მშენებლობა და სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადმოცემა“, - ამის შესახებ ნათია თურნავამ პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა.

09 მარტი 2021, 13:45
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი “ნამახვანჰესზე”: მშენებლობის პროცესში, შეიძლება გამოჩნდეს დამატებითი გარემოებები, რომლებიც ასევე უნდა იყოს განხილული და გათვალისწინებული
დამატებით ჩატარდა გეოლოგიური კვლევა ჰესის შენობის განთავსების ტერიტორიაზე, წყალმიმღების ტერიტორიაზე, ასევე გამოკვლეული იქნა გვირაბის განთავსების ტერიტორია და წყალსაცავის დონის ცვლილების გავლენა მეწყერსაშიშ უბნებზე, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა.

09 მარტი 2021, 13:42
პოლიტიკა
გია აბაშიძე: ოპოზიციას აქვს უნიკალური ბერკეტი პარლამენტში შესვლით ჩამოაყალიბოს დროებითი საგამოძიებო კომისია და გამოიძიოს გამოსაძიებელი
იმედისმომცემია ის ახალი ამბავიც, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა მიშელმა კრისტიან დანიელსონს საქართველოში ევროკავშირის მხარადჭერილ მედიაციის პროცესში მონაწილეობა შესთავაზა. ჩამოვა ევროპელი გამოცდილი დიპლომატი და რა პასუხს გაცემს ნაცოპოზიცია შესვლა-არშესვლასა და საპარლამენტო გამოძიებაზე, უახლოესი პერიოდი დაგვანახებს“, - წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.

09 მარტი 2021, 13:42
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: შარლ მიშელის წარმომადგენლის საქართველოში მოვლინება ნიშნავს - ჩაიშალა ოპოზიციის მცდელობა, შეექმნათ საბაბი, რაზე დაყრდნობითაც მოლაპარაკებებს ჩაშლიდნენ
„გარანტირებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში მხარეებს შორის მოლაპარაკებები გაგრძელდება და ყველა მხარეს მოლაპარაკების მაგიდასთან საკუთარი კომპრომისული წინადადებების წარმოდგენა მოუწევს. ეს ძალიან კარგია, არა ერთი რომელიმე კონკრეტული პარტიისთვის, არამედ კარგია ქვეყნისა და სახელმწიფოს ინტერესებისათვის. ჩვენ გავაგრძელებთ მოლაპარაკებებს, რისთვისაც ყოველთვის მზად ვიყავით“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

09 მარტი 2021, 13:41
პოლიტიკა
ლევან ნიკოლეიშვილი: ფარული ჩანაწერებით აღშფოთებულ-გაგიჟებულ-გადარეულ ოპოზიციას, შეუძლია შევიდეს პარლამენტში და შექმნას საგამოძიებო კომისია
ფარული ჩანაწერებით აღშფოთებულ-გაგიჟებულ-გადარეულ ოპოზიციას, შეუძლია შევიდეს პარლამენტში და შექმნას საგამოძიებო კომისია, - გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყებას სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი, ლევან ნიკოლეიშვილი გამოეხმაურა.

09 მარტი 2021, 13:38
ეკონომიკა
ნათია თურნავა: თუ ვინმე იზიარებს ანტიჰესების კამპანიას და ეთნიკური შუღლისკენ მიმართულ რიტორიკას, მაშინ ჩვენ მათთან სასაუბრო არაფერი გვაქვს
„თუ ვინმე იზიარებს ორ დისკურსს - ანტიჰესების კამპანიას და ეთნიკური შუღლისკენ მიმართულ რიტორიკას, მაშინ ჩვენ სასაუბრო არაფერი გვაქვს, იმიტომ რომ, ზოგადი მოძრაობა „არა ქართულ ჰესებს“ დამაზიანებელია ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის, ხოლო რაც შეეხება ქსენოფობიურ გამონათქვამებს და შუღლის ენას, ყველას მინდა შევახსენო, რომ ეს კანონმდებლობით დასჯადი ქმედებაა, მით უფრო მიუღებელია, როდესაც საქმე ეხება ჩვენს მეზობელს და სტრატეგიულ პარტნიორს, ევროატლანტიკური ალიანსის წევრ სახელმწიფოს თურქეთს“ - ამის შესახებ ნათია თურნავამ საქართველოს პარლამენტში განაცხადა, სადაც „ნამახვანი ჰესის“ პროექტის განხილვა მიმდინარეობს.

09 მარტი 2021, 13:31
პოლიტიკა
მიხეილ სარჯველაძე ფარულ ჩანაწერებზე: გამოძიება ნიშნავს, რომ ბევრი რამ შეიძლება მსჯელობისა და დისკუსიის საგანი იყოს
„გამოძიება უბრალოდ ნიშნავს იმას, რომ ბევრი რამ შეიძლება იყოს მსჯელობის, დისკუსიის საგანი, შესწავლის საგანი საგამოძიებო ორგანოების მხრიდან და ეს ბუნებრივია აუცილებელი პროცედურაა, უხეშად რომ ვთქვათ, როდესაც საქმე შეიძლება გვქონდეს დანაშაულის ჩადენასთან“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

09 მარტი 2021, 13:28
ეკონომიკა
ნათია თურნავა: „ნამახვანი ჰესის“ კრიტიკა სამ ძირითად ასპექტს მოიცავს - „არა ჰესებს“, „ქსენოფობიური რიტორიკა“ და „პროექტის სტრუქტურა“
„საკუთარი ენერგეტიკული რესურსის განვითარება გადის რამდენიმე მსხვილ ჰესზე, რომელსაც ექნება საშუალება, წყალსაცავების მეშვეობით შეინახოს წყალი და ენერგოსისტემაში ე.წ. მარეგულირებელი როლი შეასრულოს ანუ მიაწოდოს მომხმარებელს სიმძლავრე არა სეზონიდან და კლიმატური ფაქტორებიდან გამომდინარე, არამედ მაშინ, როდესაც ეს ყველაზე მეტად დასჭირდება ჩვენს სისტემას და დისპეტჩერს. ასეთებია - რიონის აუზში „ნამახვანი ჰესი“ და „ონი ჰესი“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინიტრმა პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე გამოსვლისას.

09 მარტი 2021, 13:27
საზოგადოება
პრეზიდენტმა თამარ მეფის ორდენით კულტურის სფეროში მოღვაწე რვა ქალი დააჯილდოვა
სიმბოლურია ისიც, რომ ჩვენ თამარ მეფის ორდენს ვაძლევთ ამ ქალბატონებს, რაც იმ წარსულის გახსენებაა, რომ საქართველოში ძლიერი ქალები სიახლე არ არის და ეს ისტორიულადაა დადასტურებული“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა დაჯილდოების ცერემონიაზე.

09 მარტი 2021, 13:18
ეკონომიკა
ნათია თურნავა: მზადდება საგნობრივი პაკეტი, რომ “ნამახვანი ჰესის” ინვესტორმა უფრო მეტი პასუხისმგებლობა აიღოს მოსახლეობის წინაშე
“ნამახვანი ჰესთან” მიმართებით კრიტიკა ჩვენ შეგვიძლია გავყოთ სამ ბლოკად, - ამის შესახებ ნათია თურნავამ პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ისაუბრა.

09 მარტი 2021, 13:18
ეკონომიკა
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ მზისა და ქარის ელექტროსადგურების რისკებს განმარტავს
მზისა და ქარის ელექტროსადგურების ძალიან დიდი სიმძლავრეების ინტეგრაციის შემთხვევაში, თუ სისტემაში არ იქნება საკმარისი რეზერვების და ინერციის წყაროები, გაიზრდება ავარიების რაოდენობა და მომხმარებლების შეზღუდვის რისკი - ამის შესახებ ინფორმაციას სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ავრცელებს

09 მარტი 2021, 13:16
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: რჩება შთაბეჭდილება, რომ საზოგადოების ნაწილს არ აქვს სრულფასოვანი ინფორმაცია, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ენერგეტიკის დარგი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისა და ტურიზმის სექტორის განვითარებისთვის
ვადევნებთ თვალყურს ნამახვანჰესის გარშემო მიმდინარე პროცესს და რჩება შთაბეჭდილება, რომ ჩვენი საზოგადოების ნაწილს ჯერ კიდევ არ აქვს სრულფასოვანი ინფორმაცია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისა და ტურიზმის სექტორის განვითარებისთვის რაოდენ მნიშვნელოვანია ენერგეტიკის დარგის განვითარება,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, მარიამ ქვრივიშვილმა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა, სადაც ნათია თურნავასა და ლევან დავითაშვილის მოხსენებას მოუსმინეს.

09 მარტი 2021, 13:14
COVID19
თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო განმარტავს, რამდენ საბავშვო ბაღშია სააღმზრდელო პროცესი შეჩერებული
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს განცხადებით, სკოლამდელი აღზრდის ყველა დაწესებულებაში ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილ რეგულაციებს მკაცრად იცავენ და აკონტროლებენ, რაც COVID-19-ზე პერსონალის ტესტირებას, ასევე, თერმო-სკრინინგსა და სანიტარიული დასუფთავების წესების შესრულებას მოიცავს.

09 მარტი 2021, 13:00
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: თუ ოპოზიციას „ქართული ოცნების“ ლიდერების შეკვეთილი ძალადობის - აი, ამ სისულელეების, ოდნავ მაინც სჯერა, არ გაუშვან კომისიის შექმნის შანსი
ახლა გავრცელებული ცრუ ნარატივის ერთი პროცენტით მაინც თუ სჯერათ, პარლამენტში შემოვიდნენ და საგამოძიებო კომისიის შექმნის ბერკეტი გამოიყენონ და თავად გამოიძიონ, რასთან გვაქვს საქმე. მოვუწოდებ ალეკო ელისაშვილს, საგამოძიებო კომისიის შექმნაზე „ქართულ ოცნებას“ კი არ მოუწოდოს, მიმართულება დააზუსტოს და ოპოზიციონერ კოლეგებს მიმართოს“, - განაცხადა მდინარაძემ.

09 მარტი 2021, 12:59
ეკონომიკა
ნათია თურნავა: “ნამახვანი ჰესის” პროექტი საფუძვლიანადაა შესწავლილი, შესაბამისი ნებართვა მხოლოდ 5 წლის შემდეგ გავეცით
საკუთარი ენერგეტიკის განვითარება გადის მსხვილ ენერგოპროექტებზე, შესაბამისად, ნამახვანი ჰესი არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამ თვალსაზრისით, - ამის შესახებ ნათია თურნავამ პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ისაუბრა.

09 მარტი 2021, 12:56
რეგიონი
დეკანოზი ანდრია მელია ეპარქიაში მომხდარ ინციდენტზე: ეს არ იყო მრევლი, ისინი იყვნენ ქუთაისიდან მოყვანილი ბიჭები
ფოთის მთავარანგელოზების სახელობის ეკლესიის დეკანოზი, ანდრია მელია, რომელიც ჭყონდიდის ეპარქიაში გუშინ გამართული დახურული სხდომის დეტალებს იხსენებს და აცხადებს, რომ გუშინ ეპარქიაში განვითარებული მოვლენები იყო კარგად დაგეგმილი პროვოკაცია. ის მომხდარზე პასუხისმგებლობას ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილ მეუფეს, პეტრე ცაავას აკისრებს და აცხადებს რომ ეპარქიის ეზოში შეკრებილი ჯგუფი, სწორედ მის მიერ იყო მართული.

09 მარტი 2021, 12:56
COVID19
ამირან გამყრელიძემ განმარტა, როდის შეიძლება მოიხსნას ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვა
დღევანდელ შეხვედრაზე იყო საუბარი საღამოს 9 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილების შეზღუდვის მოხსნაზე, თუმცა, ერთდროულად ყველა შეზღუდვის მოხსნის რეკომენდაციას ვერ ვიძლევით, - ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „1-2 კვირა მაინც უნდა დავაკვირდეთ და შემდეგ მივიღოთ შემდეგი გადაწყვეტილება. დღეს არ ჩაითვალა საჭიროდ, თუმცა თუ არსებული ვითარება შევინარჩუნეთ, ეს საკითხი დღის წესრიგში დადგება“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.