imedi /  17 დეკემბერი 2020, 15:33 / სანდო წყარო

ევროკავშირის წევრი ქვეყნები ვაქცინაციის დაწყებას 27 დეკემბრიდან გეგმავენ

ვაქცინა

ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი იენს შპანი აცხადებს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები ვაქცინაციის დაწყებას 27 დეკემბრიდან გეგმავენ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

„თუ შესაბამისი ნებართვა იქნება, გერმანიაში ვაქცინაცია 27 დეკემბერს დაიწყება. ამავე დღიდან სურთ ვაქცინაციის დაწყება ევროკავშირის სხვა ქვეყნებსაც“, - განაცხადა იენს შპანმა.

როგორც ევროკავშირის წევრი, გერმანია ევროპის მედიკამენტების სააგენტოს (EMA) მიერ Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის გამოყენების ნებართვის გაცემას ელოდება. სავარაუდოდ, ამ საკითხზე გადაწყვეტილებას EMA 21 დეკებმერს მიიღებს.

8 დეკემბერს დიდი ბრიტანეთი გახდა დასავლეთის პირველი ქვეყანა, რომელმაც მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაციის პროგრამა დაიწყო.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით თავდაპირველად მოხუცთა თავშესაფრის ბინადრები და თანამშრომლები აიცრებიან. პრიორიტეტულ ჯგუფში არიან ასევე მედპერსონალი და 80 წელს გადაცილებული მოქალაქეები.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

თორნიკე რიჟვაძე

26 თებერვალი 2021, 14:24

COVID19

თორნიკე რიჟვაძე: წესების დაცვით უნდა შევინარჩუნოთ სტაბილური ეპიდვითარება, რასაც სჭირდება ჯეროვანი კონტროლი

დღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, სხდომაზე იმსჯელეს ეკონომიკისა და ტურიზმის მიმართულებით შეზღუდვების შემსუბუქებაზე და კონტროლის მექანიზმებზე.

ირაკლი ჩიქოვანი

26 თებერვალი 2021, 14:24

პოლიტიკა

ირაკლი ჩიქოვანი: ჩვენს ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება უზრუნველყოფილია და ყველას შეუძლია, დემონსტრაცია ჩაატაროს

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია სასამართლო გადაწყვეტილებას აღასრულებს, შესაძლებლობა ექნება, მოღვაწეობა ციხის გარეთ გააგრძელოს.

თინათინ ბოკუჩავა

26 თებერვალი 2021, 14:15

პოლიტიკა

თინა ბოკუჩავა: ჩვენი ქვეყანა ასე თუ გააგრძელებს სვლას, ის აუცილებლად გადაუხვევს ევროატლანტიკური გზიდან

ეს არის მარში თავისუფლებისთვის, მაგრამ არა მხოლოდ ნიკა მელიას თავისუფლებისთვის, არამედ ასევე გიორგი რურუასთვის, რომელიც არის პოლიტპატიმარი და ასევე ჩვენი ქვეყნისთვის, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინათინ ბოკუჩავამ განაცხადა. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ საქართველო ასე გააგრძელებს სვლას, ის აუცილებლად გადაუხვევს ევროატლანტიკური გზიდან.

26 თებერვალი 2021, 14:14

საზოგადოება

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაციის დაწყების თარიღი ცნობილია

აბიტურიენტების რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმეეტაპიანი იქნება: აბიტურიენტები რეგისტრაციას მხოლოდ ონლაინ რეჟიმში (ინტერნეტით) გაივლიან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის რეგისტრაციის ვებგვერდზე 1-ლი მარტის 10:00 საათიდან 31 მარტის 18:00 საათამდე (online.naec.ge).

ბადი ჯაფარიძე

26 თებერვალი 2021, 14:12

პოლიტიკა

ბადრი ჯაფარიძე: მოთხოვნები იგივე რჩება - 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულება

„8 მარტის შეთანხმება გულისხმობს: პოლიტიკური დევნის შეწყვეტას, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, 31 ოქტომბრის შემდგომ კრიზისის განმუხტვისთვის აუცილებელ პოლიტიკურ შეთანხმებას, რაც გულისხმობს ვადამდელ არჩევნებს, საარჩევნო სისტემის რეფორმირებას, საარჩევნო ადმინისტრაციის განახლებას და მართლმსაჯულების რეფორმას“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

26 თებერვალი 2021, 14:10

საზოგადოება

გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა აბიტურიენტებისთვის მომდევნო 4 თვის კალენდარი გამოაქვეყნა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა 2021 წლის ელექტრონული კრებული - „ცნობარი აბიტურიენტებისათვის“ გამოაქვეყნა. ცნობარში მოცემულია ცხრილი, რომელშიც ასახულია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემები, თითოეული გამოცდისათვის მინიჭებული კოეფიციენტები, კომპეტენციის ზღვარი, სწავლის საფასური და სხვა დეტალები.

ნიკა მელია

26 თებერვალი 2021, 14:03

პოლიტიკა

ნიკა მელია გირაოს გადახდაზე პოზიციას არ ცვლის

ნიკა მელია გირაოს გადახდაზე პოზიციას არ ცვლის - „ნაციონალური მოძრაობის“ საპატიმროში მყოფი თავმჯდომარის აზრს მედიას დღეს ისინი აცნობენ, ვინც თანაგუნდელის გათავისუფლების მოთხოვნით აქციას მართავენ. ოპოზიციაში პროკურატურის შეთავაზებას აბსურდულს უწოდებენ და ამბობენ, რომ ხელისუფლების წესებით თამაშს არ აპირებენ.

26 თებერვალი 2021, 14:00

ეკონომიკა

ნათია თურნავა სპორტული დარბაზების მფლობელი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ სპორტული დარბაზების მფლობელი კომპანიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 15 მარტიდან სპორტული დარბაზები შეძლებენ, განაახლონ ფუნქციონირება განსაზღვრული რეგულაციების დაცვით.

თენგიზ ცერცვაძე

26 თებერვალი 2021, 13:59

COVID19

გახდება თუ არა COVID-19 სეზონული ვირუსი. თენგიზ ცერცვაძის კომენტარი

არის იმის ალბათობა, რომ კოორნავირუსი შეიძლება გადაიქცეს სეზონურ ვირუსად, რადგან კოვიდი არ გამოდგა ის ინფექცია, რომელიც გაჩნდებოდა და სწრაფად მოხდებოდა მისი ლოკალიზება, როგორც ეს მოხდა მისი მონათესავე ვირუსების შემთხვევაში, - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ „იმედის დღეში“ განაცხადა.

26 თებერვალი 2021, 13:56

პოლიტიკა

ქობულეთის საკრებულოს დეპუტატებს „ნაციონალური მოძრაობიდან“ უფლებამოსილება შეუწყვიტეს

ქობულეთის საკრებულოს დეპუტატებს „ნაციონალური მოძრაობიდან“ უფლებამოსილება შეუწყვიტეს. 23 ხმით ბონდო თედორაძე და მამული სურმანიძე საკრებულოს წევრი აღარ არიან. საკითხი ურთიერთბრალდებების ფონზე განიხილეს. უფლებამოსილების შეწყვეტის მიზეზად უმრავლესობამ ბოლო 6 თვის განმავლობაში სხდომების გაცდენა დაასახელა.

კორონავირუსი

26 თებერვალი 2021, 13:55

COVID19

ირაკლი ღარიბაშვილსა და ჯანმოს გენერალურ დირექტორს შორის ვაქცინაციის თაობაზე სატელეფონო საუბარი გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სატელეფონო საუბარი გამართა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის(WHO) გენერალურ დირექტორ ტედროს ადანომ გებრეისუსთან, რათა, მსოფლიოში მიწოდების კუთხით არსებული კრიზისის მიუხედავად, საქართველოს ჰქონდეს ორგანიზაციის კიდევ უფრო აქტიური მხარდაჭერა ვაქცინის პირველი დოზების რაც შეიძლება მალე მისაღებად. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

26 თებერვალი 2021, 13:53

ეკონომიკა

27 თებერვალს, „ქართული დიასპორის ეკონომიკური ფორუმი“ გაიმართება

ხვალ, 27 თებერვალს, 15:00-დან 22:00 საათამდე, ონლაინფორმატში გაიმართება „ქართული დიასპორის ეკონომიკური ფორუმი“. ფორუმის ორგანიზატორები არიან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია და გაეროს მიგრაციის სააგენტო - მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM). ღონისძიება ევროკავშირის ხელშეწყობით ჩატარდება.

26 თებერვალი 2021, 13:45

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, ტოივო კლაარს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, ტოივო კლაარს დახურულ ფორმატში შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებთან დაკავშირებულ საკითხებზე და სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებულ მდგომარეობაზე.

26 თებერვალი 2021, 13:44

საზოგადოება

ეროვნულ გამოცდებზე, რამდენიმე საგანში გამოცდის ხანგრძლივობა და მაქსიმალური ქულა მცირდება

2021 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო პროგრამები და დავალებათა ტიპები უცვლელი რჩება. რამდენიმე საგანში მხოლოდ გამოცდის ხანგრძლივობა და მაქსიმალური ქულა მცირდება, - ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ 2021 წლის ელექტრონულ კრებულში - „ცნობარი აბიტურიენტებისათვის“ წერია.

26 თებერვალი 2021, 13:30

საზოგადოება

გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა აბიტურიენტებისთვის 2021 წლის ცნობარი გამოაქვეყნა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა 2021 წლის ელექტრონული კრებული - „ცნობარი აბიტურიენტებისათვის“ გამოაქვეყნა. ცნობარში მოცემულია ცხრილი, რომელშიც ასახულია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემები, თითოეული გამოცდისათვის მინიჭებული კოეფიციენტები, კომპეტენციის ზღვარი, სწავლის საფასური და სხვა დეტალები.

რატი იონათამიშვილი

26 თებერვალი 2021, 13:27

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: ოპოზიციამ თავი ბოლომდე გამოიაშკარავა, როცა პროკურატურის გუშინდელი განცხადების შემდეგ, კვლავ დაიწყო საუბარი, რომ გირაოს გადახდას არ აპირებენ

პროკურატურის გუშინდელი განცხადების შემდეგ, ოპოზიციამ კვლავ დაიწყო საუბარი, რომ გირაოს გადახდას არ აპირებენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

26 თებერვალი 2021, 13:20

პოლიტიკა

თბილისში ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებული აქცია-მსვლელობა იმართება

„ნაციონალური მოძრაობა“ და სხვა ოპოზიციური პარტიები თბილისში საპროტესტო აქციას მართავენ. ოპოზიციის ლიდერები და მათი მხარდამჭერები ფილარმონიასთან შეიკრიბნენ. „მსვლელობა თავისუფლებისთვის“ - ასე ჰქვია საპროტესტო მსვლელობას. აქციის მონაწილეები საქართველოს პარლამენტისკენ მიემართებიან.

26 თებერვალი 2021, 13:17

სამართალი

პროკურატურამ ე.წ. ,,ყინწვისის“ საქმეზე კიდევ 12 ყოფილი მსჯავრდებულის მიმართ განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 7 სექტემბრის განაჩენით, ზვიად კვარაცხელია ცნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის II ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, და სასჯელის სახედ და ზომად 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

გიგი უგულავა

26 თებერვალი 2021, 13:16

პოლიტიკა

გიგი უგულავა: იქნება პარლამენტის სხდომა? - მოხდება პიკეტირება, სადმე საკეკლუცოდ წავლენ ეს დეპუტატები? - იქაც დავხვდებით

„პარლამენტთან დარჩენის მსურველები დარჩებიან პარლამენტის წინ. ასევე, გრაფიკიც გამოცხადდება, იქნება პარლამენტის სხდომა? მოხდება პიკეტირება, სირცხვილის კორიდორები. მთავრობის სხდომაზე შესაბამისად მოხდება. სადმე საკეკლუცოდ წავლენ ეს დეპუტატები? იქაც დავხვდებით. უნდა იცოდნენ, რომ ქვეყნის დანგრევას, რეპუტაციის შელახვას, უკუსვლას, სტაგნაციას, გაღარიბებას, გაღატაკებას, მეორეხარისხოვან მოქალაქეებად ჩვენს გამოცხადებას, მილიონზე მეტი ადამიანი არ შეეგუება“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

26 თებერვალი 2021, 12:57

საზოგადოება

თბილისში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მიერ ორგანიზებული აქცია-მსვლელობის გამო ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ დღეს, 26 თებერვალს, თბილისში მიმდინარეობს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მიერ ორგანიზებული აქცია-მსვლელობა, რის გამოც დედაქალაქის ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია, - ამის შესახებ განცხადებას შსს ავრცელებს.