imedi  /  18 დეკემბერი 2020, 16:54 / სანდო წყარო

გერმანიაში ვაქცინაციას პირველ რიგში 80 წელს გადაცილებული მოქალაქეები და მოხუცებულთა სახლებში მყოფი პირები გაივლიან

იენს შპანი

იენს შპანი

გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა, იენს შპანმა განაცხადა, რომ ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას პირველ რიგში 80 წელს გადაცილებული მოქალაქეები და მოხუცებულთა სახლებში მყოფი პირები გაივლიან.

გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილი ყოველი მეორე პირი 80 წელს გადაცილებულია.

„ვაქცინაციის პირველი ტალღის დასრულებას დაახლოებით ორი თვე დასჭირდება. ზამთარი ძალიან მძიმე იქნება“, - განაცხადა იენს შპანმა.

იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინას დაამტკიცებს, გერმანიაში ვაქცინაციის პროგრამა 27 დეკემბერს დაიწყება.

ყველა სიახლე

„პერსევერანსი“

03 მარტი 2021, 18:33

ტექნოლოგიები

NASA-მ „პერსევერანსის“ მიერ გადაღებული მარსის ფოტოები გამოაქვეყნა

აპარატი „პერსევერანსი“ მარსზე 18 თებერვალს დაჯდა და დედამიწაზე წითელი პლანეტის ახალი ფოტოების გადმოგზავნა უკვე დაიწყო. სურათები კრატერ ეზეროს მიდამოებშია გადაღებული. NASA-ს სპეციალისტებს იმედი აქვთ, რომ სწორედ აქ შეძლებენ ბაქტერიული ცხოვრების კვალის აღმოჩენას.

გიორგი ჩიქოვანი

03 მარტი 2021, 18:33

ეკონომიკა

გიორგი ჩიქოვანი: არ შეიძლება ელექტროენერგეტიკას შევხედოთ როგორც კიტრისა და პომიდვრის ვაჭრობას

ელექტროენერგეტიკა არის საკმაოდ რთული დარგი და ის ასპექტები, რაც ამ ხელშეკრულებაში არის გათვალისწინებული მოიცავს მრავალმხრივ და კომპლექსურ მიდგომას. პირველ რიგში არ შეიძლება ელექტროენერგეტიკას შევხედოთ, როგორც კიტრისა და პომიდვრის ვაჭრობას, - ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორმა, გიორგი ჩიქოვანმა „დღის ქრონიკაში განაცხადა.

გიორგი ჩიქოვანი

03 მარტი 2021, 18:31

ეკონომიკა

გიორგი ჩიქოვანი: ის განცხადებები და დასკვნები, რომლებიც გავრცელდა ნამახვანჰესთან დაკავშირებით, საკმაოდ ზედაპირულია და რეალობასთან ახლოს არ არის

დღეს გავეცანით EMC-ის განცხადებას ნამახვანჰესის შესახებ. ჩვენ ექსპერტებთან ერთად ვმუშაობთ და სულ მალე გვექნება საკმაოდ დეტალური და კომპენტენტური პასუხები ამ განცხადებაზე, - ამის შესახებ ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორმა, გიორგი ჩიქოვანმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

დავით ზალკალიანი

03 მარტი 2021, 18:24

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: საქართველო, როგორც რეგიონის ერთ-ერთი მთავარი ქვეყანა, რეგიონული თანამშრომლობის ფორმატებისა და პროექტების მიღმა არ უნდა დარჩეს

მიგვაჩნია, რომ საქართველო, როგორც რეგიონის ერთ-ერთი მთავარი ქვეყანა, არ უნდა დარჩეს რეგიონული თანამშრომლობის ფორმატებისა და პროექტების მიღმა. ამის ბევრი კარგი მაგალითია, როგორც ჩვენი სამმხრივი ფორმატი, ასევე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი, ბაქო-თბილისი-ყარსი, ერზერუმი, სწორედ ეს არის ის, სადაც ბევრი წარმატებული მაგალითი გვაქვს. საქართველოს ხელისუფლების წინადადებაა, რომ თბილისი იქცეს ერთგვარ პლატფორმად აზერბაიჯანს და სომხეთს შორის საუბრის კონკრეტულ თემებზე – ეკონომიკური ხასიათის თემებზე, ბიზნესთან დაკავშირებულ თემებზე, იგივე ხალხთაშორის ურთიერთობის თვალსაზრისით. ეს არის ჩვენი პოზიცია და ვფიქრობ, ამ მიმართულებით გავაგრძელებთ ჩვენ სვლას“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

დავით ზალკალიანი

03 მარტი 2021, 18:20

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: თურქეთის მადლიერები ვართ იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ყოველთვის ვგრძნობთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან და სუვერენიტეტთან დაკავშირებით

„ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა უაღრესად დინამიკურად ვითარდება ყველა სპექტრზე, პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურულ-ჰუმანიტარული თვალსაზრისით, მაგრამ არსებობს უფრო მეტი შესაძლებლობა და არის ორმხრივად მზაობა, რომ ეს თანამშრომლობა ავიყვანოთ თვისობრივად ახალ დონეზე ისე, როგორც შეეფერებათ ნამდვილ, სტრატეგიულ პარტნიორებს“, - განაცხადა ზალკალიანმა.

03 მარტი 2021, 18:16

საზოგადოება

ნინო ლაცაბიძე: საწარმო ვალდებული იქნება, რომ ზიანი, რასაც გარემოს მიაყენებს, თავადვე გამოასწოროს

საწარმო ვალდებული იქნება, რომ ზიანი, რასაც გარემოს მიაყენებს, თავადვე გამოასწოროს. შეთანხმებული წინასწარი გრაფიკითა და ღონისძიებებით თვითონვე განახორციელოს გარემოს აღდგენა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რუსთავის და გარდაბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ნინო ლაცაბიძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

დავით ზილფიმიანი

03 მარტი 2021, 18:14

პოლიტიკა

დავით ზილფიმიანი: „ევროპელი სოციალისტები“ „ნაცმოძრაობას“ არჩევნებში დღესაც კი მოვუგებთ, იმდენი ბოროტება ჩაიდინეს

საუბარი როდესაც არის სამი ათას ადამიანზე, ვინც ხმებს ითვლის, დოკუმენტს ხელს აწერს და ზოგიერთ პარტიას ასეთი წარმომადგენლები არ ჰყავს, ეჭვის ელემენტი ყოველთვის არსებობს. კომისიაში შესვლა სწორედ იმიტომ გადავწყვიტე, რომ იქნებ, რამენაირად მივაკვლიოთ კიდევ ერთი გაყალბების რაღაც ფორმას, - ამის შესახებ „ევროპელი სოციალისტების“ წევრმა, დავით ზილფიმიანმა არჩევნებთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

ნინო ლაცაბიძე

03 მარტი 2021, 18:07

საზოგადოება

ნინო ლაცაბიძე: ახალი კანონით ჯარიმა იმდენად გაიზარდა, რომ საწარმოებს ურჩევნიათ მტვერდამჭერი ფილტრაციის სისტემა დააყენონ

ახალი კანონით შემოდის თვითმონიტორინგის ცვლილება, რომელსაც აუცილებლად უნდა გავუსვათ ხაზი. ჩვენ არ გვქონდა ერთიანი სურათი მდგომარეობაზე. თვითმონიტორინგის სისტემა არის აპარატი, რომელიც მონტაჟდება საწარმოების მილში და გვაძლევს შეტყობინებას ემისიებთან დაკავშირებით და ჩვენ გვექნება რეალური სურათი, - გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ კანონპროექტზე რუსთავისა და გარდაბნის მაჟორიტარმა ნინო ლაცაბიძემ „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა.

ნინო ლაცაბიძე

03 მარტი 2021, 17:59

საზოგადოება

ნინო ლაცაბიძე: ატმოსფერული ჰაერი გარემოს ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია, რომლის ხარისხის დაცვა და გაუმჯობესება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია

„არავის გვაქვს ილუზია, რომ კანონის მიღებით ხვალიდან ყველაფერი გამოსწორდება და ატმოსფერული ჰაერის იდეალურ ხარისხს მივიღებთ. ახლა მთავარი აღსრულებისა და კანონის ეფექტიანი იმლემენტაციის ნაწილი, რაშიც აუცილებლად ვიქნებით ჩართულები“, - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

ირაკლი ქადაგიშვილი

03 მარტი 2021, 17:38

ეკონომიკა

ირაკლი ქადაგიშვილი ნამახვანჰესზე: მოსახლეობას უნდა ჰქონდეს მაქსიმალური ინფორმაცია თუ რა პროექტია, რა პირობებით კეთდება, რა ზემოქმედება ხდება ბუნებაზე, არის თუ არა ეს სიცოცხლისთვის საშიში და ა.შ.

მოსახლეობას უნდა ჰქონდეს მაქსიმალური ინფორმაცია, ასევე უნდა შედგეს მოსახლეობასთან დიალოგი, მაქსიმალური ინფორმირება თუ რა პროექტია, რა პირობებით კეთდება, რა ზემოქმედება ხდება ბუნებაზე, არის თუ არა ეს სიცოცხლისთვის საშიში და ა.შ., - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ნამახვანჰესზე კომენტირებისას განაცხადა.

მაია ბითაძე

03 მარტი 2021, 17:29

ეკონომიკა

მაია ბითაძის თქმით, „ნამახვაჰესის“ მშენებლობა საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობაში დიდ როლს ითამაშებს

​„თუმცა გარემოს დაცვის კუთხით კვლავ რჩება კითხვები, რომელიც საზოგადოებას აწუხებს. ვფიქრობ ამ კითხვებზე ინფორმაცია ჯერ კიდევ არ არის კარგად მიწოდებული როგორც საზოგადოებისთვის, ასევე გვრჩება ჩვენც - გარემოს დაცვის კომიტეტს და ზოგადად საპარლამენტო გუნდს“, - განაცხადა ბითაძემ.

დავით ზალკალიანი და მევლუთ ჩავუშოღლუ

03 მარტი 2021, 17:13

პოლიტიკა

დავით ზალკალიანმა მევლუთ ჩავუშოღლუსთან სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო და ენერგეტიკულ სფეროებში თანამშრომლობის საკითხები განიხილა

მხარეები მიესალმნენ რეგიონში არსებულ სამმხრივ აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის თანამშრომლობის ფორმატს, რომელსაც გააჩნია განვითარების პერსპექტივები. მხარეები შეთანხმდნენ ხელი შეუწყონ ფორმატის გაღრმავებას რეგიონალური თანამშრომლობის განვითარების კუთხით.

გიტანას ნაუსედა

03 მარტი 2021, 17:11

პოლიტიკა

ლიეტუვის პრეზიდენტი: პავილიონისის ვიზიტმა ჩვენი ქვეყნის იმიჯი დააზარალა

ლიეტუვის პრეზიდენტი ქვეყნის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავჯდომარის, ჟიგიმანტის პავილიონისის თბილისში ვიზიტს ეხმაურება და აცხადებს, რომ ამ ვიზიტით ლიეტუვის იმიჯი დაზარალდა.

03 მარტი 2021, 17:08

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსის 319 შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 319 ადამიანს გამოუვლინდა, 5 ადამიანი კი გარდაცვლილა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 235,333 შეადგინა. ჯამში გარდაიცვალა 3,230 ადამიანი. ვირუსისგან 229,143 პაციენტი განიკურნა.

03 მარტი 2021, 17:01

საზოგადოება

რიმა ბერაძემ დამსახურებულ პედაგოგებსა და ექიმებს დედის დღე მიულოცა

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, რიმა ბერაძე წარმატებული პედაგოგებისა და ექიმების ოჯახებში იმყოფებოდა და მათ დედის დღე მიულოცა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პარლამენტის წევრმა წარმატებულ ქალებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

კორონავირუსი ჩეხეთი

03 მარტი 2021, 16:56

COVID19

გერმანია და შვეიცარია ჩეხეთიდან მძიმე მდგომარეობაში მყოფ პაციენტთა ნაწილს უმკურნალებენ

გერმანია და შვეიცარია მზად არიან, ჩეხეთიდან მძიმე მდგომარეობაში მყოფ კოვიდინფიცირებულთა ნაწილს უმკურნალონ. ამის შესახებ ჩეხეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, იან ჰამაჩეკმა განაცხადა.

ილონ მასკი

03 მარტი 2021, 16:55

ეკონომიკა

რამდენი მილიარდერია მსოფლიოში

15 იანვრის მონაცემებით, პლანეტის უმდიდრესი ადამიანების ქონება 3,5 ტრილიონი დოლარიდან 14,7 ტრილიონამდე გაიზარდა. მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი SpaceX-ისა დაTesla-ს დამაარსებელი ილონ მასკია. მისი ქონება 197 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

მევლუთ ჩავუშოღლუ

03 მარტი 2021, 16:47

პოლიტიკა

მევლუთ ჩავუშოღლუ: ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებას

ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებას, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ დავით ზალკალიანთან ერთად მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მევლუთ ჩავუშოღლუ

03 მარტი 2021, 16:45

პოლიტიკა

მევლუთ ჩავუშოღლუ ფორმატზე 3+3: ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ამ საკითხში საქართველოს გადაწყვეტილებას და უფრო რბილი პოზიცია გამოვხატოთ

„ჩვენი მიზანია რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის საბოლოოდ დამყარება. ეკონომიკურ ლოჯისტიკურ საკითხებში უნდა გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, რომლებიც ნდობას გაზრდის. გვესმის ამ თემების მიმართ საქართველოს ფრთხილი მიდგომა. როდესაც ასეთი რთული ვითარებაა, ვგულისხმობ აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს, შეიძლება ორმხრივ ფორმატში საუბრის დაწყება ქვეყნებს შორის უფრო რთული იყოს, მაგრამ მრავალმხრივ ფორმატში შედარებით ადვილი აღმოჩნდეს. თუმცა, ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ამ საკითხში საქართველოს გადაწყვეტილებას და უფრო რბილი პოზიცია უნდა გამოვხატოთ“, - განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

03 მარტი 2021, 16:28

სპორტი

ბაკურიანი FIS-ის ეგიდით გამართულ მსოფლიო თასის ეტაპებს მასპინძლობს

ეს შეჯიბრებები სატესტო ღონისძიებაა მსოფლიო ჩემპიონატისთვის, რომელიც 2023 წელს თხილამურით და სნოუბორდით თავისუფალი სტილით სრიალში გაიმართება. მსოფლიო თასის ეტაპების წარმატებით ჩატარება მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა, რადგან საქართველომ მსოფლიო რუკაზე საპატიო ადგილი უნდა დაიკავოს ზამთრის ტურიზმის მიმართულებით.