19 დეკემბერი 2020, 17:02 / სანდო წყარო

25 დეკემბრიდან, ბელგიის საზღვრის გადასაკვეთად, კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის ნეგატიური პასუხი იქნება საჭირო

25 დეკემბრიდან, ბელგიის საზღვრის გადასაკვეთად, კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის ნეგატიური პასუხია საჭირო. გადაწყვეტილება ბელგიის ხელისუფლებამ მიიღო და მიზანი კორონავირუსის მესამე ტალღისგან ქვეყნის დაცვაა.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ტესტის გარეშე, ბელგიაში სხვა ქვეყნის მოქალაქეები ვერ შეძლებენ შესვლას და ამ ნაბიჯის გადადგმა პანდემიის გადამწყვეტ ფაზაში ვირუსის შესაჩერებლად გარდაუვალია. ტესტის გარდა, სავალდებულოა სპეციალური ფორმის შევსებაც, სადაც პირადი მონაცემების და ბელგიაში ყოფნის პერიოდი იქნება დაფიქსირებული.

„არ იმოგზაუროთ - ეს არ არის თხოვნა. ეს არის მოწოდება. გაითვალისწინეთ, რომ ბევრ ქვეყანაში ბელგიაზე გაცილებით მძიმე კრიზისია. ჩვენ არ გვსურს დავკარგოთ ის, რაც ლოკდაუნმა და კომენდანტის საათმა მოგვიტანა. რამდენიმე კვირა დაგვჭირდა ჯანდაცვის სისტემის გადასარჩენად, სრული კოლაფსის თავიდან ასაცილებლად და ეს შეიძლება, რამდენიმე დღეში დავკარგოთ,”- განაცხადა ბელგიის მთავრობის მეთაურმა.

კრიზისის ცენტრის წარმომადგენლები ამბობენ, რომ სადღესასწაულო პერიოდი ყველაზე კრიზისული პერიოდია და შეზღუდვების მიმართ პასუხისმგებლობის გამოჩენაზე იქნება დამოკიდებული იანვარში ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება.

„მინდა, ყველა გავაფრთხილო, მითითება მიიღეს ავიაკომპანიებმა და ტესტის გარეშე არც ერთ მგზავრს თვითმფრინავზე არ დაუშვებენ. რეისიდან მოიხსნებიან მგზავრები, რომლებსაც არ ექნებათ ტესტის ნეგატიური პასუხი. სავალდებულო ტესტის წარდგენა არ ვრცელდება მხოლოდ ბელგიის მოქალაქეებზე და რეზიდენტებზე. მათ მოუწევთ 10-დღიანი კარანტინი და მეშვიდე დღეს ტესტი კოვიდზე. თუ პასუხი უარყოფითი იქნება, მათ შეეძლებათ სახლის დატოვება. ვინც 48 საათზე მეტს გაატარებს ბელგიის გარეთ, ყველა მაღალი რისკის შემცველია,”- განაცხადა ბელგიის ჯანდაცვის მინისტრმა ფრანკ ვანდენბროუკმა.

დღეიდან ბელგიის საზღვრებზე პოლიცია მონიტორინგს ამკაცრებს, რათა მეზობელი ნიდერლანდებიდან და გერმანიიდან მოქალაქეებმა მაღაზიებში სავაჭროდ გადასვლა ვერ შეძლონ. ნიდერლანდებისგან განსხვავებით, ბელგიაში მაღაზიები ღიაა. 18 დეკემბრიდან წითელი ზონიდან ბელგიაში შესულ მგზავრებზე ვრცელდება სავალდებულო 10 დღიანი კარანტინი.

„დისტანციური მუშაობა არ არის რეკომენდაცია. ეს სავალდებულოა და ყველამ უნდა დაიცვას წესები. იმ კომპანიების წინაღმდეგ, რომლებიც ამ ახალ ნორმას არ გაითვალისწინებენ უმკაცრეს ზომებს მივიღებთ. ყველა დაჯარიმდება და გამონაკლისის დაშვება არ მოხდება. მოქალაქეებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ქვეყანაში არის სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური საგანგებო მდგომარეობა და ვირუსზე კონტროლის დამყარება ადვილი არ არის,”-განაცხადა ბელგიის პრემიერმა ალექსადრე დე კრომ.

დღეისთვის, 2 618 ინფიცირებული იმყოფება საავადყოფოში. კრიტიკულია 546 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა. 335 პაციენტია ხელოვნური სუნთქვის აპარატზე. ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, განსაკუთრებით მძიმე პაციენტებისთვის ბელგიაშია 2000 საწოლი. პანდემიის დაწყებიდან ბელგიაში COVID 19-ზე 6 მილიონი ტესტი ჩატარდა. მეორე ტალღის შემდეგ, დღეში საშუალოდ 35 100 ნიმუში იგზავნება ლაბორატორიებში. დღეს ბელგიაში კორონავირუსის 2 835 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 84 ადამიანი. ბოლო 10 თვეში კორონავირუსით გარდაიცვალა 18 455 პაციენტი. ქვეყანაში აღრიცხულია კოვიდ19 -ის 621 039 შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 42 646 ადამიანი.

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

01 მარტი 2021, 02:51

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ჯო ბაიდენს პრეზიდენტობის ყველაზე კატასტროფული პირველი თვე ჰქონდა

თანამედროვე ისტორიაში, ჯო ბაიდენს პრეზიდენტობის ყველაზე კატასტროფული პირველი თვე ჰქონდა, - განაცხადა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კონსერვატიული პოლიტიკური ქმედებებების კონფერენციაზე (CPAC) სიტყვით გამოსვლისას.

დონალდ ტრამპი

01 მარტი 2021, 02:25

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა არ გამორიცხა

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა არ გამორიცხა. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა დონალდ ტრამპმა კონსერვატიული პოლიტიკური ქმედებებების კონფერენციაზე (CPAC) სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

დონალდ ტრამპი

01 მარტი 2021, 01:56

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: წარმოუდგენელი მოგზაურობა, რომელიც ოთხი წლის წინ ერთად დავიწყეთ, შორსაა დასრულებისგან

ჯო ბაიდენს თანამედროვე ისტორიაში პრეზიდენტობის ყველაზე კატასტროფული პირველი თვე ჰქონდა, - განაცხადა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კონსერვატიული პოლიტიკური ქმედებებების კონფერენციაზე (CPAC) სიტყვით გამოსვლისას.

ფოტო

01 მარტი 2021, 00:51

ტექნოლოგიები

ვებგვერდს MyHeritage ფოტოების „გაცოცხლების“ ფუნქცია დაემატ​​ა

ფუნქციის გამოსაყენებლად ვებგვერდზე რეგისტრაციის გავლა და ფოტოს ატვირთვა არის საჭირო. დამუშავების შემდეგ ფოტო 15-წამიან ვიდეოდ გარდაიქმნება, რომელზეც ადამიანი იღიმის, თავს ატრიალებს, სხვადასხვა მხარეს იყურება. მომხმარებლებს ვიდეოს ჩამოტვირთვაც შეუძლიათ. Deep Nostalgia სრულიად უფასოა. ის ასევე ფოტოს ხარისხს აუმჯობესებს - ეს ფუნქცია მათთვის არის, ვინც ძველ ფოტოებს ატვირთავს.

01 მარტი 2021, 00:42

რეგიონი

გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლისა და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

01 მარტი 2021, 00:36

კულტურა

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა

კომიტეტმა მის მიერ იანვარში გამოცემული რეკომენდაციების შესრულების ანგარიში ძეგლთა დაცვის სააგენტოსა და მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებისაგან მოისმინა.

01 მარტი 2021, 00:23

COVID19

ფლორიდელმა ქალმა 150-დღიანი ბრძოლის შემდეგ კორონავირუსი დაამარცხა

ფლორიდელმა კოვიდინფიცირებულმა ქალმა 150-დღიანი ბრძოლის შემდეგ ვირუსი დაამარცხა. ამის შესახებ ინფორმაციას CBS News-ი ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ექიმები დარწმუნებულები იყვნენ, რომ 55 წლის ქალი ვერ გადარჩებოდა, რადგან ის სიკვდილის პირას იყო.

პატარძალი

28 თებერვალი 2021, 23:55

ტაბლოიდი

ქართველი პატარძალი მაგისტრატურის გამოცდას პირდაპირ ქორწილიდან ონლაინ აბარებს 👰🎓ვიდეო

როგორც წყვილი განმარტავს, მათ ჯერ ქორწილის თარიღი დაგეგმეს, შემდეგ კი შეიტყვეს, რომ პატარძალს ამ დღეს გამოცდა დაუნიშნეს, თუმცა არც ქორწილის და არც გამოცდის გადატანა არ ისურვეს.

შარლ მიშელი დავით ზალკალიანი

28 თებერვალი 2021, 23:19

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: შარლ მიშელის ვიზიტი კიდევ ერთხელ გამოხატავს ევროკავშირის მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნის ევროპული მისწრაფებისადმი

„სიხარულით მივესალმები ევროპული კომისიის პრეზიდენტს საქართველოში, რაც კიდევ ერთხელ გამოხატავს ევროკავშირის მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნის ევროპული მისწრაფებისადმი. ვიზიტი ითვალისწინებს შეხვედრებს მთავრობის წევრებთან, COVID-19-ის, აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი სამიტისა და რეგიონში უსაფრთხოების საკითხების განხილვას“, - წერს ზალკალიანი.

იაგო ხვიჩია

28 თებერვალი 2021, 22:58

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: შარლ მიშელის ვიზიტი კონფლიქტის განსამუხტად მნიშვნელოვანია

„თავისთავად მნიშვნელოვანია, რომ ასეთი რანგის სტუმარი ჩამოდის ქვეყანაში კრიზის დროს. წინასწარვე არსებობს მოლოდინები, რომ საუბარი შეეხება იმ მთავარ კრიზისს, რომელიც ქართულ პოლიტიკაში ახლა არსებობს, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

დავით ზალკალიანი და შარლ მიშელი

28 თებერვალი 2021, 22:53

პოლიტიკა

დავით ზალკალიანმა და შარლ მიშელმა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობა, რეგიონში არსებული ვითარება და პანდემიასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს

აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, მსოფლიოსა და რეგიონში როგორც პანდემიასთან დაკავშირებული რთული გარემოს, ასევე უსაფრთხოების მიმართულებით არსებული გამოწვევების ფონზე, მხარეებმა მიმართონ ძალისხმევას საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების კონსტრუქციულ, დიალოგის რეჟიმში წარმართვისთვის. რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით, ხაზი გაესვა ევროკავშირის აქტიური და ქმედითი ჩართულობის მნიშვნელობას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების და ადგილზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში.

დავით ზალკალიანი

28 თებერვალი 2021, 22:50

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: შარლ მიშელს ექნება შესაძლებლობა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდეს, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა ამ ვითარებიდან გამოსავალი მოიძებნოს

საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტი მნიშვნელოვანია რეგიონში განვითარებული მოვლენების ფონზე, განსაკუთრებით გეოპოლიტიკური სიტუაციის შეფასების თვალსაზრისით, ასევე მჭიდრო კოორდინაციის მიმართულებით,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.

28 თებერვალი 2021, 22:38

საზოგადოება

შატილის ტრაგედიის საქმე - რას ჰყვებიან გადარჩენილები და დაღუპულთა ახლობლები

23 აგვისტოს ჟინვალი-ბარისახო- შატილის საავმტომობილო გზის 64-ე კილომეტრი საბედისწერო აღმოჩნდა. 20 მგზავრიდან -17 ადგილზე დაიღუპა. მათ შორის, ასაკით ყველაზე ახალგაზრდა 19-ის, ყველაზე უფროსი კი 68 წლის იყო. მომხდარს სასწაულებრივად გადაურჩა 3 ტურისტი.

რუსთაველი

28 თებერვალი 2021, 22:29

პოლიტიკა

რატომ ვერ ახერხებს ოპოზიცია ხალხმრავალი საპროტესტო აქციების მოწყობას - ექსპერტების შეფასება

„საზოგადოებას არ აქვს საპროტესტო მუხტი, რაც დასტურდება იმით, რომ საზოგადოება არ იღებს იმ შინაარსს, რასაც ოპოზიციონერი ლიდერები აანონსებენ ტრიბუნებიდან, თორემ საქმე იმაში არ არის, რომ საზოგადოებას გარეთ გამოსვლა ეზარება, ან ეშინია, ან არ უნდა. საქმე იმაშია, რომ უბრალოდ არ იზიარებენ იმ შინაარსს, რასაც ოპოზიციის ლიდერები სთავაზობენ, თორემ იყო დრო, როდესაც საპროტესტო მუხტი ქვეყანაში მართლა არსებობდა და მილიონი ქართველი ახსოვს რუსთაველის გამზირს“, - აღნიშნავს გვიდიანი.

რამაზ საყვარელიძე

28 თებერვალი 2021, 22:16

პოლიტიკა

რამაზ საყვარელიძე: შვილებზე, ცოლებზე, ნათესავებზე ნადირობა სტალინის დროს ჰქონდათ გამოცხადებული

პოლიტოლოგი ივანიშვილისა და მისი ოჯახის წევრებისთვის სანქციების შესაძლო დაწესების თემის მედიაში წამოწევას ოპოზიციას უკავშირებს. „სანქციების თემის წამოწევა ასევე გვაგონებს ტერორისტების პრინციპს, როცა ანგარიშსწორება სხვასთან უნდათ და მისთვის საყვარელ არსებაზე აკეთებენ დარტყმას. აირჩიონ ამ იდეის ავტორებმა, სტალინის დროინდელ საბჭოთა რეჟიმთან ურჩევნიათ მათი დაკავშირება თუ ტერორისტებთან“, - აცხადებს საყვარელიძე.

 ნაციონალური მოძრაობა

28 თებერვალი 2021, 22:01

პოლიტიკა

ვინ ამაგრებდა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს ნიკა მელიას დაკავებამდე

„იმედის კვირამ“ გაარკვია ვინ არიან ადამიანები, რომლებიც ნიკა მელიას დაკავებამდე ოფისს ამაგრებდნენ და როგორია მათი პოლიტიკური წარსული.

გიორგი ხელაშვილი

28 თებერვალი 2021, 21:55

პოლიტიკა

გიორგი ხელაშვილი: ისტორიულად, დაპირისპირების შედეგზე პასუხისმგებლობას ხალხი ორივე მხარეს აკისრებს, რადგან მათ ვერ მიაღწიეს შეთანხმებას

„თუკი ვინმეს აქვს ილუზია, რომ საქართველოში რამე ცუდი მოხდება და მერე მთავრობას გადააყენებენ, ეს ასე არ არის. ჩვენ ამას [პასუხისმგებლობას] ვინაწილებთ. რომ გადავხედოთ საქართველოს ისტორიას, ყველა ეტაპზე, როდესაც ხდებოდა დაპირისპირება და ის ცუდად მთავრდებოდა, დღევანდელი გადასახედიდან, ხალხი არ აბრალებს რომელიმე მხარეს. ხალხი ყოველთვის ამბობს, რომ ორივე მხარე იყო დამნაშავე, რადგან მათ ვერ მიაღწიეს შეთანხმებას“, - განაცხადა ხელაშვილმა.

ნიკოლოზ სამხარაძე

28 თებერვალი 2021, 21:50

პოლიტიკა

​ნიკოლოზ სამხარაძე: როდესაც მოლაპარაკებებზე ულტიმატუმებით მოდიხარ, ეს ნიშნავს რომ არ გინდა მოლაპარაკება, სიმშვიდე და სიწყნარე

დეპუტატის თქმით, ნიკა მელიას დაკავების ფაქტზე საერთაშორისო პარტნიორების შეფასებებში არსადაა საუბარი იმის შესახებ, რომ „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე არ უნდა დაეჭირათ ან ეს ძალის გადამეტებით განხორცილდა. „მთავარია, რომ ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორის განცხადება არა მხოლოდ ჩვენ, ოპოზიციამაც უნდა გაიაზროს, რადგან ძალიან ბევრ განცხადებაში ოპოზიციაზეც არის აპელირება, რომ ისინი უნდა შეეშვან პროვოკაციებს და დაუბრუნდნენ სამართლებრივ ჩარჩოს, რადგან ეს არის ერთადერთი, რამაც შეიძლება პოლარიზაცია განმუხტოს“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

კახა კუჭავა

28 თებერვალი 2021, 21:38

პოლიტიკა

კახა კუჭავა: ჩვენ მზად ვართ დავსხდეთ დიალოგზე, ჩვენ მზად ვართ ვიპოვოთ გამოსავალი

„არ შეიძლება კონსენსუსი მიღწეული იქნას ერთი მხრის მიერ გარკვეული ნაბიჯების გადადგმით. აუცილებელია ორივე მხარემ გადადგას ეს ნაბიჯები. როდის ამბობ, რომ დიალოგისთვის მზად ხარ და შენი ულტიმატუმი არის ეს, უკვე შეუძლებელია ალბათ დიალოგს წარმატებული ვუწოდოთ ან იმედი გქონდეს რომ წარმატებული იქნება. ჩვენ მზად ვართ დავსხდეთ დიალოგზე, ჩვენ მზად ვართ ვიპოვოთ გამოსავალი“, - განაცხადა კუჭავამ.

28 თებერვალი 2021, 21:36

პოლიტიკა

შარლ მიშელი პირველ შეხვედრას ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტთან გამართავს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, პირველ შეხვედრას ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტთან გამართავს. სალომე ზურაბიშვილთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი მედიისათვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. ასევე, დაგეგმილია შეხვედრები პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან.