http://imedi.ge/ /  21 დეკემბერი 2020, 22:03 / სანდო წყარო

საბინე სტრაუსი: ეს არის მეცნიერების ისტორიული მიღწევა

„ეს არის მეცნიერების ისტორიული მიღწევა. ვაქცინის შეფასების პროცესში მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს წარმომადგენელმა. ჩვენ გვაქვს კარგად გაანალიზებული, თუ რა პასუხიმგებლობა გვაკისრია ევროკავშირის მოქალაქეების წინაშე“, - ამის შესახებ ევროპის წამლების სააგენტოს რისკის შეფასების კომიტეტის თავმჯდომარემ, საბინე სტრაუსმა განაცხადა.

ჩვენი მოვალეობა და ამოცანა იყო ინფორმაციის დეტალური ანალიზი და ვაქცინის უსაფრთხოებაზე ყველა მონაცემის შესწავლა. პრინციპია ერთია - ვაქცინა უნდა იყოს უსაფრთხო და ეფექტიანი.

ყველა მედიკამენტს და მათ შორის ვაქცინებს აქვთ გვერდითი მოვლენები. ევროკავშირში სამეთვალყურეო სისტემა საშუალებას მოგვცემს, ჩვენი ყურადღების მიღმა არ დარჩეს არც ერთი ნიუანსი.

ეს სისტემა დაგვეხმარება და უზრუნველყოფს არამარტო ინფორმაციის მიღებას, არამედ სწრაფად შეფასებას და დროულ რეაგირებას. გეტყვით დაწვრილებით იმას, რაც ამ ეტაპზე ვიცით. კლინიკურ კვლევებში მონაწილეობდა 40-ათასზე მეტი ადამიანი.

Pfizer/Biontech-ის ვაქცინას კლინიკურ კვლევებში ძირითადად ისეთივე გვერდითი მოვლენები აქვს, როგორც ამ დრომდე არსებულ ვაქცინებს.

მოხალისეების უმრავლესობას აღენიშნა ნანემსარის ტკივილი, სიწითლე, ტემპერატურა და სისუსტე. ამ გვერდითმა მოვლენებმა 2 დღეში გაიარა. ძალიან მნიშვნელოვანია დაკვირვება და მუდმივი მონიტორინგი.

თუ ადგილი ექნება დამატებით გვერდით მოვლენებს, მაშინ დროული რეაგირებისთვის მზად ვართ. რაც შეეხება ალერგიას, მონაცემების დამუშავების პროცესში ჩვენ მივიღეთ მცირე ინფორმაცია ალერგიულ გართულებებზე.

ჩვენ სიღრმისეულად შევაფასეთ თითოეული შემთხვევა და გვაქვს შესაძლებლობა, ვურჩიოთ სავაქცინაციო ცენტრებს, აცრის შემდეგ 15 წუთის განმავლობაში მოხდეს ადგილზე დაკვირვება“, - განაცხადა საბინე სტრაუსმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

ირაკლი ღარიბაშვილი

01 მარტი 2021, 20:12

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: მადლობას ვუხდი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს პირადი ძალისხმევისთვის საქართველო-ევროკავშირის სტრატეგიული პარტნიორობის განსამტკიცებლად

მადლობას ვუხდი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს პირადი ძალისხმევისთვის საქართველო-ევროკავშირის სტრატეგიული პარტნიორობის განსამტკიცებლად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

ივანე მაჭავარიანი

01 მარტი 2021, 20:00

ეკონომიკა

ივანე მაჭავარიანი: ევროპის საინვესტიციო ბანკი პოსტპანდემიურ პერიოდში აქტიურ მონაწილეობას მიიღებს ჩვენი ქვეყნის აღდგენის პროცესში

„საქართველოში ევროპის საინვესტიციო ბანკს უკვე ინვესტირებული აქვს 2 მილიარდ ევრომდე. აქედან, 1,5 მილიარდი ევრო საჯარო, ხოლო, ნახევარ მილიარდ ევრომდე - კერძო სექტორში. ბანკის მონაწილეობა ჩვენი ქვეყნის განვითარების პროცესში უმნიშვნელოვანესია. შეგახსენებთ სფეროებს, სადაც ჩვენ ვთანამშრომლობთ. ესაა: აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული გზის მონაკვეთები, ასევე, ენერგოსექტორი, საშუალო და მცირე ბიზნესის მხარდამჭერი ღონისძიებები და პროგრამები“.

ნათია თურნავა

01 მარტი 2021, 19:58

პოლიტიკა

ნათია თურნავა: მნიშვნელოვანია, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი მზადყოფნას გამოხატავს, პირადად ჩაერთოს სხვადასხვა საკითხის დარეგულირებაში, მათ შორის პოლიტიკური დიალოგის წარმართვაში

ეს ვიზიტი შედგა საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს დროს, ეს არის ის პერიოდი, როდესაც მსოფლიო ებრძვის პანდემიას, ასევე ეს არის პერიოდი, როდესაც ჩვენ დღის წესრიგში გვაქვს COVID 19-ით გამოწვეული ეკონომიკური პრობლემების დაძლევა და ეს არის კიდევ ერთხელ დასტური იმისა, რომ ევროკავშირი, დღეს, ისე როგორც არასდროს არის ჩვენს გვერდში, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათი თურნავამ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ერთობლივი პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ნიკოლოზ სამხარაძე

01 მარტი 2021, 19:51

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: პოლარიზაცია ქვეყნის განვითარებას ხელს არ უწყობს

„არ ვიცი ამ შეხვედრას მეხუთე რაუნდი უნდა ვუწოდოთ თუ არა, მაგრამ ბატონმა მიშელმა განაცხადა, რომ ვიდრე ის საქართველოში იგი შეეცდება ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ერთმანეთს შეხვდნენ“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

სალომე ზურაბიშვილი

01 მარტი 2021, 19:48

პოლიტიკა

ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართება

ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღეს გაიმართება. ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა.შეხვედრა 20:00 საათისთვის არის დაგეგმილი.

მამუკა ხაზარაძე

01 მარტი 2021, 19:45

პოლიტიკა

მამუკა ხაზარაძე: შარლ მიშელმა შეხვედრაზე დააანონსა, რომ აპირებდა პრემიერ-მინისტრისა და ოპოზიციის შეხვედრის დაორგანიზებას, როცა დაინახა ჩვენი მზაობა შემდეგ გააკეთა განცხადება

ჩვენთვის არ უთქვამს ბატონ შარლ მიშელს, რომ ოპოზიციასთან შეხვედრაზე ჰქონდა მოლაპარაკება პრემიერ-მინისტრთან. მან გვითხრა, რომ მზადაა ასეთი შეხვედრის ორგანიზება დააანონსოს და ამის შესახებ ეტყვის პრემიერს. როცა დაინახა ჩვენი მზაობა, ამის შესახებ მას უნდა განეცხადებინა და ამიტომ არაფერი ვთქვით ჩვენს ინტერვიუებში. სწორედ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დღეს საღამოს ჩაინიშნა შეხვედრა, - ეს განცხადება „ლელო-საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ „ტვ.პირველის“ ეთერში განაცხადა.

პენიტენციური სამსახური

01 მარტი 2021, 19:37

სამართალი

პენიტენციური სამსახური: ბრალდებულის გადაყვანისას ესკოტირების მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ესკორტის ოფიცრებს N10 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაჰყავდათ ბრალდებული პირი, რა დროსაც დაბა ქსნის ტერიტორიაზე ესკოტირების მანქანის მძღოლმა ვერ დაიმორჩილა საჭე, გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან და შეეჯახა ხეს.

ნიკოლა სარკოზი

01 მარტი 2021, 19:28

მსოფლიო

ნიკოლა სარკოზი თავისუფლების აღკვეთის ერთ წელს შინაპატიმრობაში, ელექტრონული სამაჯურით გაატარებს

სასამართლოს გადაწყვეტილებით, საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი, ნიკოლა სარკოზი თავისუფლების აღკვეთის ერთ წელს შინაპატიმრობაში, ელექტრონული სამაჯურით გაატარებს.

უჩა სეთური

01 მარტი 2021, 19:27

საზოგადოება

უჩა სეთური: კომუნიკაციების კომისიის რეგულაციებით სატელეკომუნიკაციო ბაზარი გადარჩა მონოპოლისტების ხელში მომხმარებლების ჩაგდებას, აი ეს არ მოსწონთ დიდ კომპანიებს და ამას აკრიტიკებენ

„კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებები მომხმარებლებს, მცირე და საშუალო ტელეკომ ბიზნესის ინტერესებს იცავს, რაც მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორებს არ მოსწონთ, ვინაიდან ისინი ვეღარ იქნებიან ამ ბაზარზე მონოპოლისტები“,- ასე შეაფასა დღეს დარგობრივი კომიტეტის სხდომაზე კომუნიკაციების კომისიის კანდიდატების არჩევის დროს სატელეკომუნიკაციო დიდი ოპერატორების მიერ გამოთქმული კრიტიკა და შეფასებები მცირე და საშუალო ტელეკომ ოპერატორების ასოციაციის თავმჯდომარემ უჩა სეთურმა.

თამარ გაბუნია

01 მარტი 2021, 19:24

COVID19

თამარ გაბუნია: ჩვენ მოლაპარაკებები გვაქვს Moderna-სთანაც

„ჩვენ მოლაპარაკებები გვაქვს Moderna-სთანაც“, - ამის შესახებ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიამ განაცხადა. რაც შეეხება Novavax-ს ამასთან დაკავშირებით თავად Covax-მა დაიწყო კომუნიკაცია.

ალეკო ელისაშვილი

01 მარტი 2021, 19:23

პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი: ძალიან მოულოდნელი იყო, როცა შარლ მიშელმა გვითხრა, დღეს თქვენ „ქართულ ოცნებას“ უნდა შეხვდეთო, მაგრამ თითქმის ყველა მხარისგან იყო მზაობა

„თითქმის ყველა მხარისგან ამ ინიციატივას მზაობა ჰქონდა. აგაშენებს ღმერთი-თქო, კინაღამ ხმამაღლა დავიძახე. კომპრომისები და დიალოგი ქვეყანას სჭირდება, დიალოგს ალტერნატივას არ აქვს. ძალიან მოულოდნელი იყო, რომ შეხვედრის დასასრულს გვითხრა - დღეს თქვენ „ქართულ ოცნებას“ უნდა შეხვდეთო, ცოტა დამაბნეველიც იყო, მაგრამ თითქმის ყველა მხარისგან იყო მზაობა, აგაშენებს ღმერთი-თქო, კინაღამ ხმამაღლა დავიძახე“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ურსულა ფონ დერ ლაიენი

01 მარტი 2021, 19:08

COVID19

ევროკომისია ვაქცინაციის ციფრული სერთიფიკატების შესახებ საკანონმდებლო წინადადებას მარტში წარადგენს

ევროკომისია ვაქცინაციის ციფრული სერთიფიკატების შესახებ საკანონმდებლო წინადადებას მიმდინარე თვეს წარადგენს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა განაცხადა.

შარლ მიშელი და ირაკლი ღარიბაშვილი

01 მარტი 2021, 19:02

პოლიტიკა

შარლ მიშელი: ბრიუსელში ორ კვირაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მასპინძლობის სიამოვნება გვექნება

„ბრიუსელში ორ კვირაში გვექნება საქართველოს პრემიერ-მინისტრის მასპინძლობის სიამოვნება. ასოცირების საბჭოს შეხვედრაა ჩანიშნული. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ფორმატია ჩვენი ურთიერთობის“, - განაცხადა მიშელმა.

ალეკო ელისაშვილი

01 მარტი 2021, 18:54

პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი: არ ესმით ევროპელებს ოპოზიცია პარლამენტში რატომ არ შედის

„ასეთი მეგობრები ჩვენს ქვეყანას 90-ანების დასაწყისში რომ ჰყოლოდა, როგორი კარგი ქვეყანა ვიქნებოდით და ჩვენ არ დაგვატყდებოდა თავს ის, რაც ქართველმა პოლიტიკოსებმა ერთმანეთს უკომპრომისობით დაატეხეს. შეხვედრაზე ძალიან გულახდილი ლაპარაკი იყო და პირდაპირ იყო დაუფარავად მოწოდება, რომ ორივე მხარე კომპრომისზე უნდა წავიდეს“.

შარლ მიშელი

01 მარტი 2021, 18:51

პოლიტიკა

შარლ მიშელი: შესაძლოა, დღეს ყველაფერი ვერ გადავჭრათ და ვერ მოვაგვაროთ, მაგრამ დილოგისთვის ჩარჩო შეიქმნება

შესაძლოა, დღეს ყველაფერი ვერ გადავჭრათ და ვერ მოვაგვაროთ, მაგრამ დღეს შეიქმნება ჩარჩო სისტემა დილოგისთვის და სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხი განიხილება, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა. კითხვაზე, ​როგორი იქნება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ჩართულობა დღევანდელი შეხვედრის დროს და რა როლი შეუძლია მას ითამაშოს საქართველოში პოლიტიკური პროცესების დეესკალაციაში, მიშელმა განაცხადა, რომ დღეს საღამოს იქნება შანსი, რომ საკითხში წინსვლას მიაღწიონ.

01 მარტი 2021, 18:50

რეგიონი

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნული ახალგაზრდობის სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნულმა, მამუკა საღარეიშვილმა ახალგაზრდობის სააგენტოს წარმომადგენლებს უმასპინძლა, - ამის შესახებ ინფორმაციას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნულის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა მუნიციპალური ახალგაზრდული სფეროს ეკოსისტემის მშენებლობის პროცესი და მიღწეული შედეგები განიხილეს.

შარლ მიშელი

01 მარტი 2021, 18:50

პოლიტიკა

შარლ მიშელი: ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, ბორდერიზაცია და ადამიანების უკანონო დაკავება მიუღებელია

მქონდა საშუალება მივსულიყავი ადმინისტრაციულ ხაზთან და შევხვედროდი ქართულ თემს. მე ვხედავ რომ ეს კონფლიქტი აისახება ადგილობრივ მოსახლეობაზე. ბორდერიზაცია და უკანონო დაკავება აბსოლუტურად მიუღებელია, - ეს განცხადება ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთა.

ირაკლი ღარიბაშვილი

01 მარტი 2021, 18:47

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ყოველგვარი პირობების გარეშე უნდა დავიწყოთ დიალოგი

დიალოგი უნდა იყოს მხოლოდ ერთია საერთო მიზნისთვის, რომ ჩვენ გამოვნახოთ ისეთი შესაძლებლობა, რომელიც ჩვენს საზოგადოებას გააერთიანებს და არა დაყოფს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ყოველგვარი პირობების გარეშე უნდა დავიწყოთ საუბარი, სხვა შემთხვევაში კონსტრუქციული დიალოგი არ შედგება.

შარლ მიშელი და არჩილ თალაკვაძე

01 მარტი 2021, 18:46

პოლიტიკა

შარლ მიშელი არჩილ თალაკვაძეს ხვდება

პარლამენტის თავმჯდომარის გარდა მას დეპუტატები: მაკა ბოჭორიშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე და ლევან იოსელიანი ესწრებიან.

თამარ გაბუნია

01 მარტი 2021, 18:42

COVID19

თამარ გაბუნია: ვაქცინების სამართლიანი გადანაწილების პრობლემა დღეს თვალსაჩინოა

„იმედის მომცემია, რომ გარკვეული ვაქცინები უკვე დაწინაურების პოზიციაშია და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას ელოდებიან“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა და აღნიშნა, რომ ეს გარემოება ვაქცინებზე ხელმისაწვდომობას გააუმჯობესებს.