imedi /  25 დეკემბერი 2020, 13:29 / სანდო წყარო

გიორგი არსოშვილი: ბოლო მონაცემებით 112-ში არის საკმაოდ დადებითი ტენდენცია, პანდემიის პირობებში დღიური მომართვიანობა დაახლოებით 31%-ით შემცირდა

გიორგი არსოშვილი

გიორგი არსოშვილი

საქართველოს მთავრობის კანცელარიაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის დირექტორმა გიორგი არსოშვილმა, 112-ში ზარების შემცირების შესახებ ისაუბრა. როგორც არსოშვილმა აღნიშნა, პანდემიის პირობებში 112-ზე მომართვიანობის კლების ტენდენციაა, ყველაზე დაბალი მომართვიანობა დაფიქსირდა 20 დეკემბერს, დაახლოებით 10 000 ზარი, მაშინ როდესაც საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში, ცოტა ხნის წინ, 30 000-მდე ზარი შედიოდა.

„პირველ რიგში, მინდა გაგაცნოთ 112-ში არსებული მდგომარეობა მომართვიანობის თვალსაზრისით. ისევე როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა სხვა დანაყოფი, 112-იც პანდემიის პირობებში მობილიზებულია მაქსიმალურად, რომ ყველა მოქალაქემ მიიღოს შესაბამისი დახმარება. 112-მა პანდემიის ფარგლებში შეიძინა განსაკუთრებული დატვირთვა, ნებისმიერ მოქალაქეს, ან ვისაც ჰქონდა დადასტურებული შემთხვევა, შეეძლო მომართვა გაეკეთებინა 112-ში. შესაბამისად, წინა წელთან შედარებით 112-ში მომართვიანობა დაახლოებით 80% არის გაზრდილი. ამ ფაქტორმა გამოიწვია, გარკვეული დაყოვნება 112-თან დაკავშირების თვალსაზრისით, რისთვისაც თითოეულ მოქალაქეს მინდა ბოდიში მოვუხადო.

ჩვენ ყველა ღონისძიება გავატარეთ, რათა აღმოფხვრილიყო ეს მოლოდინები. პირველი რაც გაკეთდა - ჩვენ გავხსენით დამატებითი, ალტერნატიული ცენტრის გახსნა. ამ ცენტრშიც იღებდნენ ზარებს. მეორე რაც გაკეთდა - ყველა თანამშრომელი გადაყვანილ იქნა განსაკუთრებულ ცვლებში. ასევე, რაც გაკეთდა - დაემატა ოპერატორები და 200 ოპერატორი დაემატა პანდემიის ფარგლებში 112-ს. ასევე გაძლიერდა სასერვერო და ქსელური ინფრასტრუქტურა, რათა თითოეულ მოქალაქეს შეუფერხებლად შეძლებოდა დაკავშირება 112-თან.

ასევე, 112 დაიყო სამ არხად: 112, 112-1 და 112-2, რათა რაციონალურად მომხდარიყო სატელეფონო ზარების გამოყენება. მინდა აღვნიშნო, რომ მიუხედავად პანდემიური ფონისა, და მიუხედავად მაღალი მომართვიანობისა, 112 არამიზნობრივი ზარები არ შემცირებულა და ყოველდღიურად, სამწუხაროდ, მომართვიანობა 112-ში არის დაახლოებით 30%. კიდევ ერთხელ მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მოვუწოდო თითოეულ მოქალაქეს, რომ 112 გამოვიყენოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც გვესაჭიროება კონკრეტული დახმარება.

რაც შეეხება ბოლო ტენდენციებს, მინდა გითხრათ, რომ ბოლო ტენდენცია 112-ში არის საკმაოდ დადებითი. ვინაიდან შემცირებული არის მომართვიანობა, როგორც სასწრაფო სამედიცინო ხასიათის გამოძახებებზე, ასევე კოვიდ კონსულტაციებთან დაკავშირებით - მომართვიანობა შემცირებულია დაახლოებით 38%-ით. ასევე მომართვიანობა შემცირებული გვაქვს საშუალოდ, დღიური მომართვიანობა დაახლოებით 31%-ით და რაც ძალიან საინტერესოა, მინდა გითხრათ, რომ ყველაზე დაბალი მომართვიანობა დაფიქსირდა უკვე 20 დეკემბერს, დაახლოებით 10 000 ზარი იყო მხოლოდ, მაშინ როდესაც პანდემიის პირობებში, ჩვენ ვღებულობდით 27 000 და 30 000 ზარსაც. ჩვენ დარწმუნებული ვართ და გვეიმედება, რომ ეს ტენდენცია იქნება შენარჩუნებული და უფრო ნაკლებ მოქალაქეს დასჭირდება სასწრაფო-სამედიცინო დახმარება“, - განაცხადა გიორგი არსოშვილმა.

ყველა სიახლე

რატი იონათამიშვილი

07 მარტი 2021, 13:08

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: დასავლელი პარტნიორების ჩართულობით შეთანხმების კონტურები აშკარად გამოიკვეთა

„დასავლელი პარტნიორების ჩართულობით შეთანხმების კონტურები აშკარად გამოიკვეთა; ოპოზიციური პარტიები, რომლებიც აქამდე „ნაციონალური მოძრაობის“ მართვის ქვეშ იყვნენ, ალაპარაკდნენ პარლამენტში შესვლის შესაძლებლობაზე“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი Facebook-ზე წერს.

07 მარტი 2021, 12:55

მსოფლიო

სენატმა აშშ-ის ეკონომიკის დახმარების კანონპროექტი დაამტკიცა

სენატმა აშშ-ის ეკონომიკისთვის $1.9 ტრილიონიანი დახმარების კანონპროექტი დაამტკიცა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. თანხის საერთო რაოდენობიდან, დახმარება მწარმოებლებს და ვაქცინების დისტრიბუტორებს გამოეყოფათ. კანონპროექტს მხარი 100-დან 50-მა სენატორმა დაუჭირა.

07 მარტი 2021, 12:29

პოლიტიკა

საელჩო: აშშ-ის მხარდაჭერით, კრიმინალური პოლიციისთვის სექსუალური ძალადობის გამოძიების ტრენინგები დაიწყება

მოხარული ვართ განვაცხადოთ, რომ მომდევნო თვიდან კრიმინალური პოლიციისთვის აშშ-ის მხარდაჭერით დაიწყება სექსუალური ძალადობის გამოძიების ტრენინგები, რომელიც მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება, - აღნიშნულია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ნიკოლოზ მეტრეველი

07 მარტი 2021, 12:27

პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი მამუკა ხაზარაძეს: რომელ არაბულ თუ ახალტეკინურ ცხენსაც არ უნდა შემოახტე, ყველამ იცის რა არაკაციც იყავი და ხარ

„სულ თავს ვიკავებდი, „ლელოზე“ ძალიან კრიტიკულად დამეწერა, რადგან ამ პარტიას ჩემი ზოგიერთი წესიერი ნაცნობიც უჭერდა მხარს, მაგრამ ყველაფერს აქვს ზღვარი. ამ ცნობილ მევახშეს ხმა არ ამოუღია, როდესაც ვალერი გელაშვილს სასიკვდილოდ იმეტებდნენ“.

07 მარტი 2021, 12:18

რეგიონი

ზუგდიდში, კედიას ქუჩაზე მდებარე სუპერმარკეტი დააყაჩაღეს

ზუგდიდში, კედიას ქუჩაზე მდებარე სუპერმარკეტი "ლიბრე" დააყაჩაღეს. წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევა დილის 4 საათზე მოხდა, რა დროსაც უცნობი პირი მარკეტში შეიჭრა და გარკვეული რაოდენობის სიგარეტი გაიტაცა.

07 მარტი 2021, 12:06

რეგიონი

ქარელში, დევნილთა დასახლებაში საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო

გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, გარდა ქარელისა, მთელი საქართველოს მასშტაბით, დევნილთა დასახლებებში 6 ახალი საბავშვო ბაღი შენდება და დამატებით, ერთ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებას რეაბილიტაცია უტარდება. საბავშვო ბაღების სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოები 2021 წელს დასრულდება.

გიორგი ჩაკვეტაძე

07 მარტი 2021, 12:03

სპორტი

გიორგი ჩაკვეტაძის კიდევ ერთი ტრავმა, ბელგიური მედიის ცნობით, ფეხბურთელისთვის სეზონი დასრულებულია

გიორგი ჩაკვეტაძის კიდევ ერთი ტრავმა, ბელგიური მედიის ცნობით ქართველი ფეხბურთელისთვის სეზონი დასრულებულია. აღნიშნულ ინფორმაციას ბელგიური მედია პორტალი Voetbalnieuws-ი ავრცელებს.

07 მარტი 2021, 12:02

რეგიონი

კახეთში ქვემო ალაზნის სარწყავი სისტემის მაგისტრალურ არხს წმენდენ

კახეთში, ქვემო ალაზნის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგ გურჯაანის, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში 3500 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება.

07 მარტი 2021, 11:52

სპორტი

ისრაელ ადესანია UFC-ში პირველად დამარცხდა

ისრაელ ადესანია UFC-ში პირველად დამარცხდა. UFS-259-ის საშუალო წონით კატეგორიაში საჩემპიონო ქამრისთვის გამართულ ბრძოლაში, ისრაელ ადესანია პოლონელ იან ბლაჰოვიჩს „ლას ვეგასში“ დაუპირისპირდა და 5 რაუნდიანი ბრძოლის შემდეგ, მსაჯების გადაწყვეტილებით UFC-ში პირველად ხოლო კარიერაში მეორედ დამარცხდა.

07 მარტი 2021, 11:43

მსოფლიო

რომის პაპი ერაყში, ისლამური სახელმწიფოს მიერ განადგურებული სამლოცველოს ნანგრევებთან ილოცებს

რომის პაპი ფრანცისკე ჩრდილეთ ერაყში, ქალაქ მოსულში ჩავიდა. 84 წლის პაპი ერაყის სიდიდით მეორე ქალაქში, იმ სამლოცველოს ნანგრევებთან ილოცებს, რომელიც 2017 წელს ისლამური სახელმწიფოს წარმომადგენლებმა გაანადგურეს.

07 მარტი 2021, 11:33

COVID19

უკრაინაში კორონავირუსის 7,167 შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსი კიდევ 7,167 ადამიანს დაუდასტურდა, 103 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 1,401,228 ადამიანს დაუდგინდა. COVID-19-ს სულ 27,022 პაციენტი ემსხვერპლა, 1,196,520 ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.

გოგი წულაია

07 მარტი 2021, 11:33

პოლიტიკა

გოგი წულაიამ „თავისუფალი საქართველო“ დატოვა

წულაია არ გამორიცხავს სხვა პარტიის რიგებში შევიდეს, ან თავად შექმნას პარტია. განცხადება „თავისუფალი საქართველოს“ დატოვების შესახებ გოგი წულაიამ ქუთაისში, პარლამენტის ყოფილი შენობის წინ გამართა. მისი განცხადებით ამით, აფიქსირებს, რომ ქუთაისს საპარლამენტო ქალაქის სტატუსი უნდა დაუბრუნდეს.

07 მარტი 2021, 11:26

COVID19

სომხეთში კორონავირუსის 422 შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში კორონავირუსი კიდევ 422 ადამიანს დაუდასტურდა, 3 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება. სულ ქვეყანაში კორონავირუსის 174,679 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 3,221 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 164,784.

07 მარტი 2021, 11:19

ეკონომიკა

საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ძველ თბილისში კერძო ინვესტიციით მაღალი კლასის სასტუმრო შენდება

საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ძველ თბილისში კერძო ინვესტიციით მაღალი კლასის სასტუმრო შენდება. მიუხედავად მსოფლიოში პანდემიით გამოწვეული არაორდინარული ვითარებისა, საქართველოში მოქმედმა საინვესტიციო კომპანია MCI PROJECT-სა და საერთაშორისო სასტუმროების ქსელ Wyndham-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, კომპანია MCI PROJECT გახდა უმაღლესი კლასის სასტუმრო ბრენდის REGISTRY COLLECTION-ის ოფიციალური წარმომადგენელი და ექსკლუზიური მფლობელი. აღნიშნული სტატუსის მიღება კომპანიის მენეჯმენტმა საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის შუამდგომლობით, ორწლიანი დეტალური და პროფესიონალური მოლაპარაკების შედეგად მოახერხა, ვინაიდან ბრენდი არაერთი მკაცრი კრიტერიუმის დაკმაყოფილებას ითხოვს. მათ შორისაა ინვესტიციის მოცულობა და მართვა.

07 მარტი 2021, 11:11

პოლიტიკა

ლაშა ნაცვლიშვილი სააკაშვილს: გინდა, დამარცვლით აგიხსნა, რატომ არ გამოგივა არაფერი და რატომ გაასხამს მორიგ ჯერზე ყალბ ამბავზე დაშენებული ტელე-ბაბლი

ლაშა ნაცვლიშვილი, ტელეკომპანია POSTV-ის დამფუძნებელი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც მიხეილ სააკაშვილს მიმართავს.

07 მარტი 2021, 11:08

COVID19

საქართველოში კოვიდგატანილი ადამიანების კვლევა იწყება

კოვიდგადატანილი ადამიანების კვლევა 9 მარტიდან იწყება. კვლევის შედეგად, ჯანდაცვის სპეციალისტებს ზუსტად ეცოდინებათ, კოვიდგადატანილი პაციენტების რა ნაწილს უვითარდება პოსტკოვიდური სინდრომი. კვლევა მხოლოდ თბილისში ჩატარდება და, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, 500 მონაწილე შეირჩევა.

გელათი

07 მარტი 2021, 11:07

საზოგადოება

გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოწვევით საქართველოს პარლამენტში გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

07 მარტი 2021, 10:51

COVID19

როგორია კოვიდინფიცირების დადებითობის დღიური მაჩვენებელი საქართველოში

6 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.47 %, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 1.55 %, ხოლო 7 დღის განმავლობაში კი 1.56%.

07 მარტი 2021, 10:50

COVID19

რამდენი მძიმე პაციენტია ამ ეტაპზე საქართველოში. 7 მარტის მონაცემები

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 267 პირი, მათ შორის, თბილისში - 103, აჭარაში - 26, იმერეთში - 78. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 78 პირი, მათგან თბილისში - 49, აჭარაში- 3, იმერეთში - 11. 133 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 93 - თბილისში, 24 - აჭარაში, 9 - იმერეთში. 1 013 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

07 მარტი 2021, 10:49

COVID19

როგორია კოვიდსტატისტიკა რეგიონებში. 7 მარტის მონაცემები

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 234 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 135 შემთხვევა, აჭარა - 10, იმერეთი - 27, ქვემო ქართლი - 4, შიდა ქართლი - 23, გურია - 7, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 12, კახეთი - 12, მცხეთა-მთიანეთი - 2, სამცხე-ჯავახეთი - 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1.