http://imedi.ge/ /  26 დეკემბერი 2020, 22:06 / სანდო წყარო

თენგიზ ცერცვაძე: ანეკდოტია, როცა ექიმები, რომელთაც COVID-19-ის კუთხით ჯერ არაფერი გაუკეთებიათ, ითხოვენ ჯანდაცვის მინისტრის, კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელის და სხვების გადადგომას

თენგიზ ცერცვაძე

თენგიზ ცერცვაძე

COVID-19-ის კლინიკური მართვა საქართველოში, წარუმატებლობა, თუ სერიოზული წარმატება, - ამ სათაურით, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს.

„მთელი პანდემიის მანძილზე პოლიტიკურად ანგაჟირებული ტელევიზიები და რამოდენიმე პოლიტიკურად ანგაჟირებული ან ამბიცია დაუკმაყოფილებელი ექიმი სისტემატურად ცდილობენ COVID-19-ის პანდემიის მართვასთან მიმართებაში ქვეყნის ხელმძღვანელობის, ჯანდაცვის სამინისტროს და ექიმების ნებისმიერი გზით დისკრედიტაციას და ქვეყანაში აპოკალიფსის სურათის დახატვას.

ისინი ხელმძღვანელობენ პრინციპით „თუ იტყვი დიდ ტყუილს და ხშირად გაიმეორებ, ბოლოს და ბოლოს ხალხი მას დაიჯერებს“.

ტყუილი 1: ანგაჟირებული ტელევიზიები ჩვენს ოპონენტ ექიმებს (ამ შემთხვევაში უცხოეთში დასაქმებულ ექიმებს არ ვეხები) წარმოაჩენენ, როგორც „COVID-19-ის პანდემიის პირველივე დღეებიდან ბრძოლის წინა ხაზზე მყოფებს“.

სინამდვილეში არც ერთ მათგანს არა ჰყავს გატარებული არც ერთი სერიოზული ჰოსპიტალიზებული COVID-19-ით ავადმყოფი და თვალითაც კი არ უნახავთ ისინი. ეს იგივეა, ომის დროს საკუთარ სახლში ბუხართან მოკალათებულმა პიროვნებამ ფრონტის წინა ხაზზე მებრძოლ ჯარისკაცებს თოფის დაჭერა ასწავლოს.

ქვეყანაში ამჟამად 100-მდე COVID კლინიკაა და სურვილის შემთხვევაში ყველას შეუძლია თავისი თავის და თავისი ცოდნის რეალიზება ნებისმიერ მათგანში მოახდინოს, მაგრამ ამას არცერთი მათგანი არ აკეთებს.

ხომ არ იცით რატომ? ანეგდოტია, როდესაც ასეთი ექიმები, რომელთაც COVID-19-ს კუთხით ჯერ არაფერი გაუკეთებიათ, არც მეტი, არც ნაკლები ითხოვენ ჯანდაცვის მინისტრის, კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელის და სხვების გადადგომას, რომლებიც მთელი წლის მანძილზე 7/24 რეჟიმში მუშაობენ, ხშირად საკუთარი ჯანმრთელობის და სიცოცხლის რისკის ფასად და შექმნეს და მართავენ ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ COVID-19-ის საწინააღმდეგო სამსახურს.

აღნიშნული ექიმების ასოციაციის პრეზენტაციაზე არაერთჯერ გაიჟღერა, რომ ისინი საქართველოს მედიცინის საუკეთესო ნაწილია?! და სხვა ექიმების და მოსახლეობის 90%-ის ნდობა აქვთ?!. საიდან ეს თვითაღიარება? საინტერესოა, რატომ თვლიან ეს ექიმები, რომ უკეთესები და უფრო კომპეტენტურები არიან და მეტი ნდობა აქვთ, ვიდრე თუნდაც 100-მდე COVID კლინიკაში მომუშავე სხვა ექიმებს?

რა აქვთ სხვაზე მეტი გაკეთებული და რა დამსახურება აქვთ? ან თუნდაც რატომ უნდა მივიჩნიოთ უცხოეთში მომუშავე ქართველი ექიმები (რომელთა შორის უდავოდ არიან გამორჩეულები და მათ ძალიან ვაფასებთ) a priori ჩვენს ექიმებზე მეტ ავტორიტეტებად COVID-ის საკითხებში, მაშინ როცა საქართველოს COVID-19-ის გამოსავლების მხრივ (როგორც ჰოსპიტალში, ისე ჰოსპიტალს გარეთ) გაცილებით უკეთესი შედეგები აქვს, ვიდრე ყველა იმ ქვეყანას, სადაც ისინი მუშაობენ.

ტყუილი 2: აღნიშნული ექიმები აცხადებენ, რომ მათ არ უსმენენ და მათ რჩევებს არ ითვალისწინებენ.

სინამდვილეში არც სამინისტროს და არც კლინიკურ ჯგუფს მათგან არც ერთხელ არანაირი კონკრეტული წინადადება და რეკომენდაცია არ მიუღია. კონტაქტშიც კი არ შემოსულან. მხოლოდ ყველაფრის, აბსოლუტურად ყველაფრის დაწუნება, დისკრედიტაცია, ბრალდებები, მათ შორის კორუფციაშიც კი?! და იმაში, რომ ასობით ავადმყოფს უკვე ვავნეთ?! (ბ-ნი კანდელაკი), ციხეში ჩასმის მუქარა?! (ბ-ნი ჩალაძე), ბოლშევიკური პლაკატები (ბ-ნი კანდელაკი) და ქართული რეალობისთვისაც კი უჩვეულო არაკორექტული მიმართვები და პირადი შეურაცხყოფები (ბ-ნი კამკამიძე და სხვები), რომელთა აქ გამეორება უბრალოდ უხერხულია.

თანამშრომლობა ასე არ ხდება. ჩვენი ოპონენტები კმაყოფილებით და ნიშნის მოგებით აღნიშნავენ, თუ სადმე რაიმე ისე არ მიდის და აღიზიანებთ და ცდილობენ არ შეიმჩნიონ, თუ რაიმე კარგი კეთდება და წარმატებები გვაქვს.

აგალითად, ჰოსპიტლებში და ჰოსპიტალს გარეთ ავადმყოფთა გარდაცვალების ძალიან დაბალი მაჩვენებელი, COVID სასტუმროები, ონლაინ-კლინიკები და სხვ. მახსოვს, როგორი კმაყოფილებით და ზარზეიმით შეხვდნენ ჩვენი ოპონენტები ცნობას, რომ რემდესივირმა ერთ-ერთ კვლევაში სათანადო ეფექტი ვერ უჩვენა.

შე კარგო ადამიანო, რა გიხარია, რა არის აქ სასიხარულო? რემდესივირს ხომ მთელი მსოფლიო იმედის თვალით შეჰყურებდა და ჯერაც შეჰყურებს და რა არის კარგი იმაში, თუ ეს იმედი დასამარდება. ჩვენი ოპონენტების უკიდურესად დესტრუქციული და სინამდვილეს აცდენილი ინსინუაციები და ტყუილები სამწუხაროდ სრულიადაც არ არის უწყინარი. მას სერიოზული ზიანი მოაქვს ავადმყოფებისთვის და მოსახლეობისთვის. ეს ადამიანები მოსახლეობას ამყოფებენ მუდმივ სტრესში, უნერგავენ უნდობლობას ქვეყნის ხელმძღვანელობისა და ექიმების მიმართ და უბიძგებენ მათ მცდარი, ხშირად მათივე ჯანმრთელობისთვის და სიცოცხლისთვის უკიდურესად საზიანო ქმედებებისკენ. მაგალითად, ქილიკი COVID-19-ით პაციენტებში თრომბოემბოლიზმის რისკების შეფასების და პრევენციის საჭიროებაზე; ის, რომ COVID-19-ით პაციენტებმა არ უნდა მიიღონ რემდესივირი, კონვალესცენტის პლაზმა და სხვ. ახლა უკვე ვაქცინაც.

ბ-ნი გიორგი კანდელაკი იმასაც კი გვსაყვედურობდა, რატომ არ შევუწყვეთ ხელი გაზაფხულზე COVID-19-ს „დოზირებულ“?! გავრცელებას, რაც სრული ნონსენსია. ის ცინიკურად აპროტესტებდა ქვეყნის ხელისუფლების მიერ პირბადეების ღია სივრცეში გამოყენების რეკომენდაციას, რომელსაც მთელი მსოფლიო COVID პანდემიასთნ ბრძოლის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტიან საშუალებად მიიჩნევს.

სიტყვა-სიტყვით მოგვყავს მისი ციტატა „თქვენო მაღალყოვლადუგამარჯვებულესობავ, საერთოდ სუნთქვაც ხომ არ შევწყვიტოთ და კორონავირუსიც შეწყვეტდა გავრცელებას? ჰა??“ ექიმისგან, რომელიც ასეთ რაღაცეებს ამბობს, რას უნდა ელოდე.

ტყუილი 3: ჩვენი ოპონენტები უაპელაციოდ აცხადებენ, რომ ქვეყნის ხელმძღვანელობამ პანდემიის მართვა ვერ შესძლო და ამიტომ თავის გადასარჩენად lockdown-ს მიმართა და ამით საკუთარი მოსახლეობა შიმშილისთვის და სასიკვდილოდ გაწირა. ამით ცდილობენ მოსახლეობაში ქვეყნის ხელმძღვანელობისადმი უკმაყოფილება გააღვივონ.

მკრეხელობაა. სინამდვილეში მათ შესანიშნავად იციან, რომ ევროპის პრაქტიკულად ყველა ქვეყანა იძულებული იყო, მიემართა lockdown-ისთვის და თანაც გაცილებით, შეუდარებლად უფრო მკაცრი პირობებით. ქვეყნის ხელმძღვანელობა საქართველოსნაირი შეზღუდული რესურსების მქონე ქვეყნის პირობაზე, მაქსიმუმს აკეთებს, რათა მოსახლეობისთვის lockdown და ზოგადად პანდემია ნეკლებად მტკივნეული იყოს.

ტყუილი 4: ქვეყნის ხელმძღვანელობა ვერაფერს აკეთებს?! ჯანდაცვის სისტემა ჩამოშლილია?! პაციენტების ნაკადების მართვა, მათ შორის კლინიკური მართვა, არაფრად არ ვარგა?! მართვის პროტოკოლი ცუდია?! COVID-19-ით ავადობის და გარდაცვალების შემთხვევები კატასტროფულად იმატებს?! და ა.შ.

უპირველეს ყოვლისა, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყანაში COVID-19-ის შემთხვევების მკვეთრი მატება განპირობებულია სულ სხვა მიზეზებით და ავადმყოფების კლინიკურ მართვის ხარისხთან მას არავითარი კავშირი არა აქვს.

სინამდვილეში, ასეთ სიტუაციაშიც კი ქვეყანამ და ჯანდაცვის სამინისტრომ მოახერხა მატერიალური და ინტელექტუალური რესურსის ეფექტიანი მობილიზება და ცალკეული სერიოზული შეფერხებების და ხარვეზების მიუხედავად (რასაც ვერცერთი ქვეყანა ვერ აცდა) უზრუნველყო პაციენტთა უპრეცედენტოდ გაზრდილი ნაკადების (დღეში 30 ათასი აქტიური ავადმყოფი) ეფექტიანი მართვა, რისი უპირობო დადასტურებაა ევროპისა და ამერიკის ქვეყნებს შორის გარდაცვალების ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი (1%-ის ფარგლებში), მათ შორის ბოლო ერთი თვის მანძილზეც და ჰოსპიტალს გარეთ (ბინაზე და კოვიდ-სასტუმროებში) გარდაცვალების ძალიან დაბალი მაჩვენებელი – სულ 33 შემთხვევა, მაშინ, როცა ქვეყნებში ჰოსპიტალს გარეთ გარდაცვლილია ასობით, ათასობით და ათეულ ათასობით COVID ავადმყოფი. მაგალითად, ინგლისში ჰოსპიტალს გარეთ გარდაცვლილია 6 000-ზე მეტი ავადმყოფი. ასეა სხვა ქვეყნებშიც. საქართველოში შედარებით ნაკლებია ახალგაზრდა ასაკში გარდაცვალების შემთხვევებიც.

კიდევ ერთი სერიოზული ფაქტი, რომელიც უჩვენებს, რომ საქართველოში COVID-19-ის კლინიკური მართვა მაღალ დონეზეა: საქართველო ყოველ 1 მილიონ მოსახლეზე COVID შემთხვევების რაოდენობით მე-7 ადგილზეა ევროპაში, მაგრამ იგივე 1 მილიონ მოსახლეზე გარდაცვლილთა რაოდენობით – 27 ადგილზე და ამ მაჩვენებლით სჯობნის ევროპის პრაქტიკულად ყველა წამყვან ქვეყანას (ბევრად მეტი ავადმყოფი, ბევრად ნაკლები გარდაცვლილი), რაც ცალსახად ადასტურებს, რომ ჩვენთან COVID-19-ს უკეთესად მკურნალობენ, ვიდრე ამ ქვეყნებში. ჩვენს ოპონენტებს ძალიან უყვართ მტკიცებულებებზე ლაპარაკი. ამაზე მეტი მტკიცებულება რა გინდათ? იქნებ ვინმემ ამიხსნას, ჩამოშლილი ჯანდაცვის სისტემით და ცუდი პროტოკოლით როგორ შეიძლებოდა ისეთი შედეგების დადება, რაც ვერ გააკეთა საფრანგეთმა, ესპანეთმა, იტალიამ, ამერიკამ, ინგლისმა, ბელგიამ, ავსტრიამ, რუსეთმა, სომხეთმა, უკრაინამ, მოლდოვამ და კიდევ ბევრმა სხვა ქვეყანამ. ვერ გააკეთა თვით გერმანიამაც კი, რომელიც COVID-19-თან ბრძოლაში ყველაზე წარმატებულ ქვეყნად ითვლება. სინამდვილეში ჩვენი პროტოკოლები უზრუნველყოფს ავადმყოფების მკურნალობას და მოვლას უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. მე არაერთგზის გამოვიწვიე ტელედებატებში ბ-ნი კანდელაკი და ბ-ნი კამკამიძე, რათა განემარტათ, რას უწუნებენ ჩვენს პროტოკოლებს, მაგრამ მათ ტელედებატებს თავი აარიდეს. საქართველომ პანდემიის დასაწყისშივე ერთ-ერთმა პირველმა აუღო ალღო იმას, რომ COVID-19 სხვა რესპირაციული ინფექციებისგან განსხვავებით აზიანებს პრაქტიკულად ყველა ორგანოს და სისტემას და დანერგა COVID-19-ით ავადმყოფების მართვის მულტიდისციპლინური მიდგომა, რაც გულისხმობს მართვაში სხვადასხვა დარგის სპეციალისტების ჩართვას და COVID-19-ის ძირითადი გართულებების დროულად გამოვლენას, პრევენციას და მკურნალობას.

საქართველომ ერთ-ერთმა პირველმა მსოფლიოში გაამახვილა ყურადღება თრომბოემბოლიზმის მნიშვნელობაზე COVID-19-ით ავადმყოფებში და დანერგა მისი რისკების შეფასების, პრევენციისა და მკურნალობის პრინციპები. ასევე ერთ-ერთმა პირველმა გააცნობიერა, რომ COVID-19-ით ავადმყოფებში ადგილი შეიძლება ჰქონდეს ფილტვის L ან H ტიპის დაზიანებას და მინიმუმამდე შეამცირა არასაჭირო ინტუბაციების რაოდენობა და გაზარდა ე.წ. „high flow” მეთოდიკის გამოყენება. ასევე ერთ-ერთმა პირველმა დანერგა ე.წ. „ციტოკინური შტორმის“ დიაგნოსტიკის და მართვის პრინციპები, რისი გამოცდილებაც მანამდეც ქვეყანაში საერთოდ არ იყო და სხვ.

მე ვთავაზობ ექიმთა ახლადშექმნილ ასოციაციას, შეარჩიოს ორი ექიმი, ერთი – უცხოეთში მცხოვრები, ხოლო მეორე – საქართველოში მცხოვრები და მზად ვარ შევხვდე მათ ტელედებატებში, ნებისმიერ ნეიტრალურ ტელევიზიაში, COVID-19-ის კლინიკური მართვის საკითხებზე.

საქართველოს მიღწევები COVID პანდემიის მართვაში ცალსახად აღიარებულია მსოფლიოს ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუციებისა და ექსპერტების მიერ და ამ მიღწევებს მხოლოდ ჩვენი ოპონენტები არ ცნობენ. სულ ახლახანს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიუროს დირექტორმა ბ-ნმა ჰანს კლუგემ, რომელიც პროფესიით ინფექციონისტია და ხუთი დღით სტუმრობდა საქართველოს, არა უბრალოდ დადებითი, არამედ აღმატებული შეფასება მისცა ქვეყნის ხელმძღვანელობის, ჯანდაცვის სამინისტროს და ექიმების მიერ ქვეყანაში პანდემიის მართვას, ინოვაციურ მიდგომებს, რაც ფართოდ გაშუქდა. ერთ-ერთი თავისი გამოსვლა მან დაასრულა სიტყვებით „მართლაც, რომ ბრავო, კარგად მუშაობენ“.

ალბათ, დაგვეთანხმებით, რომ ამ რანგის ხელმძღვანელისგან ასეთი ემოციური შეფასება ძალიან იშვიათია. ასეა, ჩვენი ოპონენტები და დანარჩენი მსოფლიო, როგორც ჩანს სხვადასხვა რეალობაში იმყოფებიან.

ტყუილი 5: საქართველომ არ გამოიყენა ეპიდემიისგან თავისუფალი პერიოდი, რომელიც მას „ღმერთმა აჩუქა“ და არაფერი გააკეთა შემოდგომის პიკისთვის სათანადოდ მოსამზადებლად.

ისევ იმის მცდელობა, რომ რაღაც დაგვიწუნონ. სხვანაირად არ შეუძლიათ. სინამდვილეში პანდემიის პირველი რვა თვის მანძილზე ეპიდემიისგან თავისუფალი პერიოდი „ღმერთმა კი არ გვაჩუქა“, არამედ ქვეყნის ხელმძღვანელობამ და პირადად პრემიერ-მინისტრმა თავისი გუნდით და NCDC-იმ დროული, ეფექტიანი და წინმსწრები საპასუხო ღონისძიებებით უზრუნველყო COVID-19-ით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა ევროპასა და ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი რიცხვი და სხვა ქვეყნებთან შედარებით ნაკლები ეკონომიკური დანაკარგები.

სინამდვილეში ბოლო ექვს თვეში იმდენი რამ გაკეთდა, რასაც სხვა დროს ექვსი წელი არ ეყოფოდა. ასე რომ არ იყოს, ჩვენნაირი პატარა და შეზღუდული რესურსების ქვეყანა ვერანაირად ვერ მოახერხებდა ემართა ერთდროულად 30 ათასი აქტიური COVID-19-ით პაციენტი, რაც ევროპის და ამერიკის ქვეყნებმა ვერ მოახერხეს.

სახელმწიფომ ქმედითი ნაბიჯები გადადგა, რათა საქართველო იყოს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც შესძლებს მოსახლეობის ვაქცინაციის დაწყებას, რისი მიღწევაც ჩვენი რესურსების მქონე ქვეყნისთვის ადვილი არ იყო.

ყველაფერი ის, რაც უკვე გაკეთდა, ან კეთდება, იძლევა იმედს, რომ საქართველო შესაძლოდ მოკლე დროში და მინიმალური ადამიანური დანაკარგებით გაუმკლავდება საუკუნის უდიდეს გამოწვევას – COVID-19-ის პანდემიას.

ტყუილი 6: ჩვენი ოპონენტები ყოვლად მანკიერ პრაქტიკად და ძალიან ცუდ მოდელად და ნონსენსად მოიხსენიებენ საქართველოში COVID სასტუმროების ფართოდ გამოყენებას.

სინამდვილეში ეს არის საქართველოს „ნოუ ჰაუ“, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ინოვაცია და წარმატებული პროექტი. კერძოდ, პაციენტის COVID სასტუმროში განთასვებას უზარმაზარი უპირატესობა აქვს, მის ბინაზე დატოვებასთან დაკავშირებით – გაცილებით ეფექტიანი იზოლაცია, სამედიცინო მეთვალყურეობა, მარტივი გამოკვლევების ჩატარების შესაძლებლობა, პულსოქსიმეტრებით უზრულვეყოფა, ჟანგბადის კონცენტრატორებით და ჟანგბადის მიწოდებით უზრუნველყოფა, კომფორტი, სამჯერადი ხარისხიანი უფასო კვება, საჭიროების შემთხვევაში ჰოსპიტალში სწრაფად გადაყვანის შესაძლებლობა და ბევრი სხვ. COVID სასტუმროები ნამდვილი ქართული „ნოუ ჰაუ“-ა.

ის ევროპის და ამერიკის არცერთ ქვეყანაში არ გამოიყენება და იგივე ჯანმოს ევროპის ბიუროს დირექტორმა ბ-ნმა ჰანს კლუგემ, რომელიც პირადად გაეცნო COVID სასტუმროების საქმიანობას, სიტყვა-სიტყვით განაცხადა „ვნახე არაერთი რეალური ინოვაცია, მაგალითად კოვიდ სასტუმროში. ეს ისეთი რამაა, რასაც ნამდვილად რეკომენდაციას ვუწევ ყველა ქვეყნისთვის, რადგან პანდემიაზე გამარჯვება არ მიიღწევა ყურადღების მხოლოდ საავადმყოფოებზე გამახვილებით“. ვის დავუჯეროთ – ჩვენს ოპონენტებს, თუ დანარჩენ მსოფლიოს?

ტყუილი 7: ბოლო პერიოდში ჩვენი ოპონენტების სამიზნე გახდა ქვეყანაში COVID-19-ის სამკურნალოდ ანტივირუსული მედიკამენტის რემდესივირის შემოტანა.

ჩვენმა ოპონენტებმა შესანიშნავად იციან, რომ ჯანმო-ს კვლევის ნეგატიური შედეგების მიუხედავად, რემდესივირს დღეს მსოფლიოს ყველა ქვეყნის ყველა წამყვანი კლინიკა იყენებს და თან ფართედ (რა თქმა უნდა, კონკრეტული ჩვენებებით პაციენტებში), მაგრამ მაინც ურცხვად ამბობენ, რომ ამ მედიკამენტზე მთელმა მსოფლიომ უარი თქვა და მხოლოდ საქართველო აპირებს რემდესივირით COVID-19-ით ავადმყოფების მკურნალობას, რაც თითქოს სერიოზული დანაშაულის ტოლფასია.

ტყუილი, დიდი ტყუილი. იქნებ სთხოვოთ ამერიკაში მომუშავე ექიმს ქ-ნ ნანა გეგეჭკორს, რომელმაც მთელი წიაღსვლები გააკეთა რემდესივირზე კვლევებში, უპასუხოს მარტივ, ძალიან მარტივ კითხვას – ამერიკაში წამყვანი კლინიკები რეალურად იყენებენ რემდესივირს, თუ არა. პირადად მე ვთხოვ ქ-ნ ნანას პირდაპირ გვიპასუხოს ამ კითხვაზე.

ჩვენმა ოპონენტებმა ასევე შესანიშნავად იციან, რომ სახელმწიფომ რემდესივირი შემოიტანა ჩვეულებრივი წესით, COVID პაციენტების მკურნალობისთვის და იგი არ არის განკუთვნილი არანაირი კლინიკური კვლევების და მითუმეტეს, საკუთარ მოქალაქეებზე რაღაც ფარული ექსპერტიმენტების მოსაწყობად, მაგრამ უაპელაციოდ აცხადებენ, რომ ეს მედიკამენტი სწორედ საკუთარ მოქალაქეებზე დანაშაულებრივი ექსპერიმენტისთვის არის შემოტანილი?! და რომ ჩვენ ამის ინიციატორები აუცილებლად ციხეში მოვხვდებით?!

მათ შესანიშნავად იციან, რომ რემდესივირი სწორად გამოყენების შემთხვევაში ეფექტიანია, მაგრამ ხალხს ატყუებენ, რომ ეს ასე არ არის. მათ კატეგორიულად არ უნდათ, რომ საქართველოში რაიმე კარგი გაკეთდეს სხვისი ხელით. თვითონ კი არაფრის გაკეთება არ უნდათ, ან არ შეუძლიათ.

აი, ასეთია სამწუხაროდ, ქართული რეალობა“, - წერს თენგიზ ცერცვაძე „ფეისბუქში“.

ყველა სიახლე

ლიონელ მესი

07 მარტი 2021, 15:57

სპორტი

მესიმ „ბარსელონას“ საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი ხმა დააფიქსირა

მესიმ „ბარსელონას“ საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი ხმა დააფიქსირა. კატალონიის „ბარსელონას“ საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს, ლიონელ მესიმ საკუთარი ხმა დააფიქსირა, არგენტინელი სუპერ ვარსკვლავი არჩევნებზე ხმის მისაცემად ვაჟთან, ტიაგო მესისთან ერთად მივიდა. აღნიშნულის ამსახველ ფოტო და ვიდეო მასალას გავლენიანი მედია სააგენტო ESPN-ი ავრცელებს.

07 მარტი 2021, 15:57

რეგიონი

საქართველოს ქალაქები, სადაც 8 მარტს საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქალებს უფასოდ მოემსახურება

ხვალ, 8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქალებს უფასოდ მოემსახურება ბათუმსა და ქუთაისში. თელავში, სადაც მუნიციპალური ტრანსპორტი სატესტო რეჟიმში მუშაობს, მგზავრობა არა მხოლოდ ქალებისთვის და არა მხოლოდ ხვალ, არამედ კიდევ რამდენიმე თვე უფასო იქნება ყველა მგზავრისთვის.

07 მარტი 2021, 15:49

სპორტი

მარადონას გარდაცვალებიდან 100 დღე გავიდა

ლეგენდარული დიეგო არმანდო მარადონას გარდაცვალებიდან 100 დღე გავიდა. სამხრეთამერიკელი ფეხბურთელი 2020 წლის 25 ნოემბერს დაიღუპა. არგენტინის შემდეგ ყველაზე მეტად ეს ამბავი ნეაპოლში განიცადეს, სადაც, დღემდე „ნაპოლის“ საშინაო სტადიონის მიმდებარე ტერიტორიასთან უამრავი ადამიანი მიდის და მის ხსოვნას პატივს მიაგებს.

ლაშა ნაცვლიშვილი

07 მარტი 2021, 15:35

პოლიტიკა

ლაშა ნაცვლიშვილი: ბერა ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი, თავმდაბალი და პატიოსანი ახალგაზრდაა, ვისაც ოდესმე შევხვედრივარ

როგორი უზნეო და ვერაგი უნდა იყოს ადამიანი, რომ მამას და მის მემკვიდრეობას ვერ ერეოდა და ამით გამწარებული უტევდე მის არასრულწლოვან შვილს, - ამის შესახებ POSTV-ის ხელმძღვანელი ლაშა ნაცვლიშვილი „ფეისბუქზე“ წერს.

07 მარტი 2021, 15:22

მსოფლიო

უნდა აიკრძალოს თუ არა საზოგადოებაში სახის სრულად დაფარვა - შვეიცარიაში რეფერენდუმი ტარდება

დღეს შვეიცარიის მოსახლეობა რეფერენდუმშია ჩართული - მათ უნდა გამოხატონ საკუთარი პოზიცია იმის შესახებ, უნდა იყოს თუ არა აკრძალული სახის დაფარვა. არაა გამორიცხული, ხელისუფლებამ რეფერენდუმის შედეგების მიხედვით იხელმძღვანელოს და საზოგადოებაში ისეთი სამოსით გამოჩენა აკრძალოს, როგორიცაა ტრადიციული მუსლიმური ბურკა.

თამთა მეგრელიშვილი

07 მარტი 2021, 14:58

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: ფეიკ-გასროლისას სამიზნე, დაწყებული კონსტრუქციული მოლაპარაკებების ჩაშლა იყო, პლებისციტის მოთხოვნაც უკან წაიღეს

ირაკლი კობახიძის მიერ სწორედ მაშინ გაჟღერებული ინფორმაციით - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" სპეციალური პროგრამის საშუალებით გეგმავდა აუდიო - ვიდეო მასალების გაყალბებას, და აი, პოლიტიკურმა ლუზერმა სააკაშვილმა თავი მოხადა შავ არქივს, - ასე ეხმაურება იურისტი თამთა მეგრელიშვილი Facebook-ზე გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს.

ზურაბ ქადაგიძე

07 მარტი 2021, 14:44

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: ირაკლი კობახიძე არჩევნებამდე ამბობდა, რომ „ნაცმოძრაობა“ ე.წ. Deepfake-ის გამოგდებას აპირებდა, ასეც მოხდა

ირაკლი კობახიძე ამბობდა თვეების წინ, არჩევნებამდე, რომ Deepfake გამოგდებას აპირებდა „ნაცმოძრაობა“ სიტუაციის არევისთვის და ასეც მოხდა. არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ ეპოქაში, სადაც ტექნოლოგიური მიღწევები ყველანაირ საშუალებას იძლევა, - ასე ეხმაურება ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს.

ზაალ უდუმაშვილი, ლაშა დამენია, სერგო ჩიხლაძე და ლანა გალდავა

07 მარტი 2021, 14:36

პოლიტიკა

ოპოზიცია კვლავ ვადამდელ არჩევნებს ითხოვს. რას ამბობენ პარტიების წარმომადგენლები

როდის შედგება დიალოგი მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის, ამ ეტაპზე უცნობია. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ დიალოგს პერსპექტივა არ აქვს, თუ ირაკლი ღარიბაშვილი იქნება მთავარი მომლაპარაკებელი. ოპოზიციის მოთხოვნები ისევ უცვლელია.

07 მარტი 2021, 14:04

საზოგადოება

სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულმა ჟიული შარტავას ბიუსტი გვირგვინით შეამკო

„ჟიული შარტავა არის ჩვენი დროის გმირი, მან თავისი სამაგალითო საქციელით, აჩვენა ყველას, თუ როგორ უნდა ვიბრძოლოთ სამშობლოსთვის და როგორ უნდა გიყვარდეს საქართველო. ჟიული შარტავას გმირობა მისაბაძია დღეს და ასე იქნება საუკუნეების შემდეგაც, მის გმირობაზე თაობები აღიზრდებიან, მადლობა მას ამ თავდადებისთვის“ - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.

გურამ მაჭარაშვილი

07 მარტი 2021, 13:59

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: მაქსიმუმის მაქსიმუმი გავაკეთეთ და მომავალშიც, გავაკეთებთ იმისათვის, რომ პოლიტიკური პროცესები სტაბილური იყოს

ეუთო/ოდირის გუშინდელმა დასკვნამ საბოლოოდ დაადასტურა ის, რასაც ჩვენ ბოლო ორი-სამი თვის განმავლობაში ვამბობთ - არჩევნები იყო კონკურენტუნარიანი. ამავდროულად იქ არსებული ხარვეზები, ჩვენი მხრიდან, უკვე დაინიცირებულია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

07 მარტი 2021, 13:55

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ქვეყანა აგრძელებს სტაბილურ განვითარებას და ამას წინ ვერანაირი „კარგად გადაფუთული“ ტყუილები ვერ დაუდგება

„ოპოზიციამ ბუნებრივია იცოდა, რომ გუშინ ქვეყნდებოდა ეუთო/ოდირის საბოლოო და ძალიან პოზიტიური დასკვნა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ Facebooko-ზე დაწერა.

რუსლან აბაშიძე

07 მარტი 2021, 13:50

საზოგადოება

რუსლან აბაშიძე: ჟიული შარტავა გმირობის, გაუტეხლობისა და სამშობლოსათვის თავდადების მაგალითია

დღეს, საქართველოს პირველ ეროვნულ გმირს, ჟიული შარტავას 77 წელი შეუსრულდებოდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, რუსლან აბაშიძემ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორ კობა კობალაძესთან და აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად, ვაკის პანთეონში, ჟიული შარტავას საფლავი ყვავილებით შეამკო და პატივი მიაგო მის ხსოვნას.

07 მარტი 2021, 13:46

COVID19

რუსეთში კორონავირუსის 10,595 შემთხვევა გამოვლინდა

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 10,595 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 368 პაციენტი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, რუსეთში კორონავირუსის 4,322,776 შემთხვევა გამოვლინდა, 89,004 ადამიანი კი გარდაიცვალა.

მეუფე სტეფანე

07 მარტი 2021, 13:40

საზოგადოება

მეუფე სტეფანემ, ჭყონდიდის ეპარქიაში მოღვაწე 2 დიაკვანს მღვდელმსახურების უფლება შეუჩერა

ჭყონდიდის ეპარქიის ახალმა მიტროპოლიმმა მეუფე სტეფანემ, ეპარქიაში მოღვაწე დიაკვნებს კონსტანტინე გაბისონიას და პეტრე ღუდუშაურს მღვდელმსახურების უფლება შეუჩერა. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ მიტროპოლიტმა საკვირაო ქადაგებისას ისაუბრა და განაცხადა, რომ დიაკვნებმა არ გაითვალისწინეს მისი გაფრთხილება დასწრებოდნენ წირვა-ლოცვებს და ბოლო პერიოდში მათი ქმედებები ეწინააღმდეგებოდა ეპარქიის წესებს, რადგან დიაკვნები პეტრე ცაავას გარდა სხვა მეუფეს არ აღიარებენ. მამა კაონსტანტინე გაბისონიას კი კონფლიქტი აქვს ეპარქიის სხვა სასულიერო პირთან.

07 მარტი 2021, 13:38

რეგიონი

გორში, დევნილთა დასახლებაში ბავშვთა გასართობი სივრცე მოეწყო

გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, გორში, დევნილთა დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე, ბავშვთა გასართობი მოედანი და დასასვენებელი სკვერი მოეწყო. ამავე პროექტის ფარგლებში, ქარელში 50 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.

07 მარტი 2021, 13:20

რეგიონი

8 მარტს ბათუმში ქალები მუნიციპალური ავტობუსით უფასოდ იმგზავრებენ

ხვალ, ქალთა დღეს, ქალები ბათუმში მუნიციპალური ავტობუსით უფასოდ იმგზავრებენ, - ინფორმაციას „ბათუმის ავტოტრანსპორტი“ ავრცელებს. „ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 8 მარტს, მუნიციპალური ტრანსპორტი მთელი დღის განმავლობაში ქალბატონებს უფასოდ მოემსახურება“ - აღნიშნულია განცხადებაში.

რატი იონათამიშვილი

07 მარტი 2021, 13:08

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: დასავლელი პარტნიორების ჩართულობით შეთანხმების კონტურები აშკარად გამოიკვეთა

„დასავლელი პარტნიორების ჩართულობით შეთანხმების კონტურები აშკარად გამოიკვეთა; ოპოზიციური პარტიები, რომლებიც აქამდე „ნაციონალური მოძრაობის“ მართვის ქვეშ იყვნენ, ალაპარაკდნენ პარლამენტში შესვლის შესაძლებლობაზე“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი Facebook-ზე წერს.

07 მარტი 2021, 12:55

მსოფლიო

სენატმა აშშ-ის ეკონომიკის დახმარების კანონპროექტი დაამტკიცა

სენატმა აშშ-ის ეკონომიკისთვის $1.9 ტრილიონიანი დახმარების კანონპროექტი დაამტკიცა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. თანხის საერთო რაოდენობიდან, დახმარება მწარმოებლებს და ვაქცინების დისტრიბუტორებს გამოეყოფათ. კანონპროექტს მხარი 100-დან 50-მა სენატორმა დაუჭირა.

07 მარტი 2021, 12:29

პოლიტიკა

საელჩო: აშშ-ის მხარდაჭერით, კრიმინალური პოლიციისთვის სექსუალური ძალადობის გამოძიების ტრენინგები დაიწყება

მოხარული ვართ განვაცხადოთ, რომ მომდევნო თვიდან კრიმინალური პოლიციისთვის აშშ-ის მხარდაჭერით დაიწყება სექსუალური ძალადობის გამოძიების ტრენინგები, რომელიც მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება, - აღნიშნულია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ნიკოლოზ მეტრეველი

07 მარტი 2021, 12:27

პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი მამუკა ხაზარაძეს: რომელ არაბულ თუ ახალტეკინურ ცხენსაც არ უნდა შემოახტე, ყველამ იცის რა არაკაციც იყავი და ხარ

„სულ თავს ვიკავებდი, „ლელოზე“ ძალიან კრიტიკულად დამეწერა, რადგან ამ პარტიას ჩემი ზოგიერთი წესიერი ნაცნობიც უჭერდა მხარს, მაგრამ ყველაფერს აქვს ზღვარი. ამ ცნობილ მევახშეს ხმა არ ამოუღია, როდესაც ვალერი გელაშვილს სასიკვდილოდ იმეტებდნენ“.