imedi /  31 დეკემბერი 2020, 19:18 / სანდო წყარო

პაატა იმნაძე: იმედი მაქვს, 2021 წელი დედამიწაზე პანდემიის ბოგინის ბოლო წელი იქნება

პაატა იმნაძე

პაატა იმნაძე

იმედი მაქვს, რომ გაზაფხულზე საქართველოში ვაქცინაციის პროცესი აუცილებლად დაიწყება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„ვაქცინაცია პირველ ეტაპზე არ იქნება ის ღონისძიება, რომლითაც შევძლებთ მაქსიმალურად ჩქარა დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს, ვაქცინაციას დრო სჭირდება, რადგან მან მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი უნდა მოიცვას.

ვაქცინის იმედი უნდა გვქონდეს, მაგრამ პირბადე და დისტანცია ჯერ კიდევ დიდი ხნის განმავლობაში, ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იქნება.

იმედი მაქვს, მომავალი წელი პანდემიის დედამიწაზე ბოგინის ბოლო წელი იქნება და კაცობრიობა შეძლებს, პანდემია დაამარცხოს და ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდეთ“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

საქართველოში კორონავირუსის 227 420 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 211 727. გარდაიცვალა 2 505 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმშია 401, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 5 480. კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 287 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

ყველა სიახლე

გიგი უგულავა

02 მარტი 2021, 17:02

პოლიტიკა

გიგი უგულავა: ჩვენ ვიყავით და ვართ კონსტრუქციულები

„ახლა ემოციები, ნერვები გადადოს ყველამ გვერდზე, ერთმანეთის მოწონება-არმოწონება ასევე უნდა გადაიდოს გვერდზე და უნდა გვეყოს შინაგანი ძალა რეალურ საკითხებზე სასაუბროდ. რეალური საკითხები არის საერთაშორისოდ განსაზღვრული დღის წესრიგით და ამ დღის წესრიგში შედის 6 საკითხი. აქედან ყველაზე საკამათო, სადავო და სადისკუსიო არის სწორედ პოლიტპატიმრების და რიგგარეშე არჩევნების საკითხი“, - აღნიშნა უგულავამ.

დავით სონღულაშვილი

02 მარტი 2021, 17:00

პოლიტიკა

დავით სონღულაშვილი: მზად ვართ ინოვაციების სააგენტოს მაქსიმალურად მხარდაჭერისთვის

ჩვენი კომიტეტი მზად არის, მაქსიმალურად მხარი დაუჭიროს ინოვაციების სააგენტოს, მაქსიმალურად ვიყოთ ჩართულები პროცესში, რომ როცა დაგჭირდებათ, თქვენ გვერდით ვიყოთ და გქონდეთ მხარდაჭერა საკანონმდებლო ორგანოდან იმისათვის, რომ თითოეულ სტარტაპერს მიეცეს განვითარების მაქსიმალური შესაძლებლობა, - განაცხადა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში საკომიტეტო მოსმენისას.

გიგა ბოკერია

02 მარტი 2021, 16:59

პოლიტიკა

გიგა ბოკერია: დაგეგმილ აქციებს დღევანდელი აქციის ფორმა არ ექნება

გუშინდელი დღის შემდეგ, როდესაც ძალიან მნიშვნელოვანი ზღვრები დაადგინა და საკითხების ნუსხა შემოგვთავაზა შარლ მიშელმა, დღეს უკვე ვხედავთ პირველი მცდელობებს საბაბების პოვნის, რომ ამ შანსებს პრობლემები შეუქმნან, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ოპოზიციიური პარტოების წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

თაკო ჩარკვიანი

02 მარტი 2021, 16:51

პოლიტიკა

თაკო ჩარკვიანი: მეკითხებიან, ხომ არ არის პრობლემა ჩარკვიანსა და ბურჯანაძეს შორის - რას ბრძანებთ, პრობლემა არის საქართველოსა და რუსეთს შორის

სულ მეკითხებიან, რამე პრობლემა ხომ არ არის ჩარკვიანსა და ბურჯანაძეს შორის. არა, რას ბრძანებთ, საქართველოსა და რუსეთს შორის არის პრობლემა. ამ მოლაპარაკებაში ვადამდელი არჩევნების მოთხოვნის საკითხში ჩვენ ყველანი, ეკლექტური ნაკრები ერთად ვსხედვართ, – ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა განაცხადა.

ნინო ბურჯანაძე

02 მარტი 2021, 16:50

პოლიტიკა

ნინო ბურჯანაძე: თუ ხელისუფლების მხრიდან გადმოიდგმება ნაბიჯები, ევროპელი მეგობრების თხოვნას გავითვალისწინებთ

ვიმსჯელეთ შემდეგ გემებზე, როგორ უნდა წარმართოს ოპოზიციამ შემდეგი აქტივობა იმისთვის, რომ შედეგი მივაღწიოთ, - ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

ალეკო ელისაშვილი

02 მარტი 2021, 16:49

პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი: შარლ მიშელი ყველა ნიუანსში ჩახედული იყო, ერთადერთი თხოვნა იყო - დასხედით, ტონს დაუწიეთ

ვადამდელი არჩევნები უნდა დაინიშნოს თუ არა, ეს, რა თქმა უნდა, ევროპელი პოლიტიკოსის გადასაწყვეტი არ არის, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

ზაალ უდუმაშვილი

02 მარტი 2021, 16:47

პოლიტიკა

ზაალ უდუმაშვილი: ველოდებით კონკრეტულ გზავნილს ხელისუფლებისგან და ამის შემდეგ გვექნება ჩვენი პოზიცია

არც ოპტიმიზმი და არც პესიმიზმი არ გამაჩნია, რადგან ველოდებით კონკრეტულ გზავნილს ხელისუფლებისგან და ამის შემდეგ გვექნება ჩვენ ჩვენი პოზიცია, - ამის შსახებ „ლეინორისტულ პარტიის“ ოფისში გამართული ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

სალომე სამადაშვილი

02 მარტი 2021, 16:45

პოლიტიკა

სალომე სამადაშვილი: მზად ვართ დიალოგისთვის, მაგრამ უნდა გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები, რაც მხოლოდ ხელისუფლებას შეუძლია

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიცია მზად არის მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ საჭიროა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა და ამის გაკეთება მხოლოდ ხელისუფლებას შეუძლია.

მიხეილ სარჯველაძე

02 მარტი 2021, 16:39

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობისთვის, მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამშრომლობა

საქართველო ჩართულია გლობალურ ქსელში, რომლის მთავარი მიზანი გახლავთ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობა. ამ მიმართულებით, არაერთი ფორმატი ფუნქციონირებს. ამ გლობალურ საფრთხეებთან გამკლავებაში, მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამშრომლობა, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების წარდგენისას.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

02 მარტი 2021, 16:27

სამართალი

სუს-ი: ოკუპირებული ცხინვალის ე.წ-მა სასამართლომ გენადი ბესტაევს სამი წლით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 2019 წლის 21 ნოემბერს უკანონოდ დაკავებულ გენადი ბესტაევს, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ-მა სასამართლომ, 3 წლით ოკანონო პატიმრობა მიუსაჯა, - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უკანონო დაკავებები არის რუსული ოკუპაციის მძიმე შედეგი, რაც მიზნად ისახავს ცენტრალურ ხელისუფლებაზე ზეწოლას და მოსახლეობაში შიშისა და დაუცველობის განცდის გაჩენას.

ვოლოდიმირ ზელენსკი

02 მარტი 2021, 16:09

COVID19

ვოლოდიმირ ზელენსკიმ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა.

02 მარტი 2021, 16:06

საზოგადოება

გაგრძელდება თუ არა სკოლებში დისტანციური სწავლება საგაზაფხულო არდადეგების შემდეგ

„როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლებთან მიმართებაში სამინისტროდან ასეთი მითითება არ არის. გავრცელებული ინფორმაცია არასწორია“, - განაცხადეს უწყებაში.

02 მარტი 2021, 16:03

COVID19

თურქეთში კორონავირუსის შეზღუდვების შემსუბუქების პროცესი დაიწყო

თურქეთში კორონავირუსის შეზღუდვების შემსუბუქების პროცესი დაიწყო. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

02 მარტი 2021, 15:59

COVID19

​სერუმ ინსტიტუტში, რომელიც AstraZeneca ვაქცინას აწარმოებს, ევროკავშირი აუდიტს ახორციელებს

ევროპის წამლის მარეგულირებელი ინდოეთის სერუმ ინსტიტუტს (SII) ამოწმებს. მსოფლიოში ვაქცინების უდიდესი მწარმოებელი SII აწარმოებს AstraZeneca ვაქცინას, რომელიც ოქსფორდის უნივერსიტეტთან ერთად ათობით ღარიბი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნისთვის შეიქმნა. SII– ს მიერ წარმოების პროცესებისა და ობიექტების აუდიტის ზუსტი მიზეზი უცნობია. გავრცელებული ინფორმაციით, აუდიტი მარტის ბოლოს დასრულდება.SII გეგმავს უფრო დიდი დოზით AstraZeneca​-ს წარმოებას.

ნეიმარი

02 მარტი 2021, 15:51

სპორტი

ნეიმარი სავარაუდოდ ბარსელონასთან მატჩს გამოტოვებს

ბრაზილიელი ფორვარდი ნეიმარი „პარი სენ-ჟერმენს“ „ბარსელონასთან“ შეხვედრაში სავარაუდოდ ვერ დაეხმარება. ამის შესახებ გამოცემა Foot Mercato წერს.

ფრიდონ ინჯია

02 მარტი 2021, 15:37

პოლიტიკა

ფრიდონ ინჯია: ოპოზიციას დიალოგი არ აინტერესებს, ძალის გამოყენებითა და ქვეყნის არეულობით უნდა ხელისუფლების გადაბარება

ოპოზიციას დიალოგი არ აინტერესებს, ძალის გამოყენებითა და ქვეყნის არეულობით უნდა ხელისუფლების გადაბარება, - ამის შესახებ „ევროპელი სოციალისტების“ წევრმა, ფრიდონ ინჯიამ განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლება რომ თავის ადგილზე იყოს, ასეთი არეულობა არ მოხდებოდა.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი

02 მარტი 2021, 15:31

სპორტი

ზლატან იბრაჰიმოვიჩი და სინისა მიხაილოვიჩი სანრემოს ფესტივალზე იმღერებენ

„მილანის“ ფეხბურთელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი და „ბოლონიის“ მთავარი მწვრთნელი სინიშა მიხაილოვიჩი სანრემოს ფესტივალზე იმღერებენ. ამის შესახებ გამოცემა SuperSport იტყობინება.

02 მარტი 2021, 15:30

COVID19

მედია: გერმანიის მთავრობა ლოკდაუნის რეჟიმის 28 მარტამდე გახანგრძლივებას გეგმავს

გერმანიის მთავრობა ლოკდაუნის რეჟიმის 28 მარტამდე გახანგრძლივებას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული გამოცემა Focus Online ავრცელებს.

02 მარტი 2021, 15:21

ეკონომიკა

საერთაშორისო სპეციალისტები საქართველოს ტურიზმის აღდგენის გეგმაში ჩაერთვებიან

ტურიზმის აღდგენის გეგმასთან დაკავშირებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრა გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ტურიზმის აღდგენის გეგმა USAID -ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის დახმარებით შემუშავდება.

ხატია დეკანოიძე

02 მარტი 2021, 15:15

პოლიტიკა

ხატია დეკანოიძე: „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი გზავნილია ნიკა მელიას უპირობო გათავისუფლება და ჩართვა მოლაპარაკების პროცესში

გუშინდელ შეხვედრაზე, მედიაციის უმაღლესმა დონემ, ევროკავშირის ჩართულობით დაამტკიცა ის რომ ჩვენი საერთაშორიო პარტნიორები ელოდებიან კონკრეტულ შედეგებს პირველ რიგში საქართველოს ხელისუფლებისგან, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ, დღეს „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისთან ოპოზიციის შეხვედრის დაწყებამდე მედიას განუცხადა.