http://imedi.ge/ /  03 იანვარი 2021, 10:57 / სანდო წყარო

დღეიდან 15 იანვრის ჩათვლით უქმე დღეები გამოცხადდა

პანდემია

3 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით საქართველოში უქმეები გამოცხადდა. საჯარო სექტორში დასაქმებულთათვის ეს პერიოდი დასვენების დღეებად გამოცხადდება, ხოლო კერძო სექტორისთვის 3-დან 15 იანვრამდე უქმეების გამოცხადება ნებაყოფლობითია.

ამასთან, სავაჭრო მოლებმა და სხვა ობიექტებმა მუშაობა 19:00 საათიდან უკვე შეაჩერეს.

კოვიდსტატისტიკაში სტაბილიზაციის ტენდენციის მიუხედავად, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, იანვრის მეორე ნახევარში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდოს.

სპეციალისტები ამის მიზეზად ახალი წლის დღეებში მობილობის გაზრდას ასახელებენ.

დღეს, 19:00 საათიდან დაიკეტა სავაჭრო ცენტრები და ეს შეზღუდვა იანვრის ბოლომდე გაგრძელდება. გაიხსნება თუ არა სავაჭრო ცენტრები და სხვა ობიექტები თებერვლიდან, დამოკიდებული იქნება ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე.

ყველა სიახლე

23 იანვარი 2021, 11:36

COVID19

უკრაინაში კორონავირუსის 4,928 შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსი კიდევ 4,928 ადამიანს დაუდასტურდა, 116 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 1,187,897 ადამიანს დაუდგინდა. COVID-19-ს სულ 21,778 პაციენტი ემსხვერპლა, 942,107 ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.

23 იანვარი 2021, 11:29

COVID19

სომხეთში კორონავირუსის 198 შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში კორონავირუსი კიდევ 198 ადამიანს დაუდასტურდა, 4 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება. სულ ქვეყანაში კორონავირუსის 165,909 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 3,034 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 154,535.

23 იანვარი 2021, 11:25

მსოფლიო

რუსეთში ნავალნის მომხრეებს აკავებენ

რუსეთში ალექსეი ნავალნის მხარდამჭერებს აკავებენ. ხელისუფლებამ ოპოზიციას მიტინგების ჩატარების უფლება არ მისცა. პოლიციამ ხაბაროვსკსა და ვლადივასტოკში არასანქცირებული აქციების მონაწილეები უკვე დააპატიმრა. ნავალნის მხარდამჭერებს აქციის ჩატარების საშუალებას არ აძლევენ მოსკოვშიც, რასაც დედაქალაქის მერი სერგეი სობიანინი კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებით ხსნის.

23 იანვარი 2021, 11:12

მსოფლიო

ამერიკის პირველი ლედი ჯარისკაცებს ორცხობილებით გაუმასპინძლდა

ამერიკის პირველმა ლედიმ ეროვნული გვარდიის ჯარისკაცებს მადლობა გადაუხადა. ჯილ ბაიდენი თეთრი სახლის პერიმეტრზე მყოფ სამხედრო მოსამსახურეებს ორცხობილებით გაუმასპინძლდა. „ვერ გეტყვით, რომ ყველა ჩემი გამომცხვარია, მაგრამ მინდა მადლობა გადაგიხადოთ გაწეული სამსახურისთვის,“-განაცხადა პირველმა ლედიმ. ინაუგურაციის დღეს ვაშინგტონის უსაფრთხოებას 25 ათასი სამხედრო მოსამსახურე იცავდა.

23 იანვარი 2021, 11:07

მსოფლიო

ინგლისში, სატვირთო ავტომობილში ნაპოვნი 40-მდე ცხედრის საქმეზე ოთხი პირი გაასამართლეს

ბრიტანეთში დააკავეს ოთხი ადამიანი, რომლთაც 39 ვიეტნამელი მიგრანტის მკვლელობა ედებათ ბრალად. გამოძიების ინფორმაციით, მომხდარში მთავარ როლს ორი პირი, 41 წლის რონან ჰიუზი და 43 წლის გიორგე ნიქა ასრულებდნენ, მათ 20-დან 27 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

23 იანვარი 2021, 10:58

სპორტი

იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატის დეკემბრის თვის საუკეთესო მოთამაშედ ტეო ერნანდესი დასახელდა

იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატის დეკემბრის თვის საუკეთესო მოთამაშედ ტეო ერნანდესი დასახელდა. ამის შესახებ ინფორმაციას Sempre Milan-ი ავრცელებს. „მილანის“ მარცხენა მცველმა პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში გაიმარჯვა და ეს პრიზი კარიერაში პირველად მიიღო.

23 იანვარი 2021, 10:48

COVID19

ამ ეტაპზე საქართველოში 694 მძიმე პაციენტია

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 694 პირი, მათ შორის, თბილისში - 302, აჭარაში - 47, იმერეთში - 183. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

23 იანვარი 2021, 10:46

სამართალი

შსს-მ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 849 ფაქტი გამოავლინა

სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 849 ფაქტი გამოვლინდა, - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 111 ფიზიკური პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.

23 იანვარი 2021, 10:45

COVID19

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 448 თბილისში, 170 იმერეთში, 31 კი აჭარაში გამოვლინდა

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 448 თბილისში, 170 იმერეთში, 31 კი აჭარაში გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

დავით ზალკალიანი

23 იანვარი 2021, 10:44

პოლიტიკა

წმინდა საყდრის სადესპანოს დუაენი ჟოზე აველინო ბეტანკური, დავით ზალკალიანს თანამდებობებზე დანიშვნას ულოცავს

წმინდა საყდრის სადესპანოს დუაენი ჟოზე აველინო ბეტანკური, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის სახელით, დავით ზალკალიანს საქართველოს ვიცე პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიციაზე დანიშვნას ულოცავს. „მინდა პატივისცემა დავადასტური თქვენი იმ დაუღალავი შრომის მიმართ, რომელსაც თქვენ გასწევთ როგორც თქვენი ერისთვის, ასევე საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებთან პოზიტიური ურთიერთობებისა და პარტნიორობის გაძლიერების მიმართულებით“, - აღნიშნულია დიპლომატის მისალოც წერილში, სადაც ის მოლოდინს გამოთქვამს, რომ წმინდა საყდრის დიპლომატიური წარმომადგენლობა გააგრძელებს საქართველოს საგარეო უწყებასთან მჭიდრო თანამშრომლობას.

კორონავირუსი

23 იანვარი 2021, 10:38

COVID19

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 998 ადამიანს დაუდასტურდა, 1 892 კი გამოჯანმრთელდა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 998 ადამიანს დაუდასტურდა, 1 892 კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კორონავირუსი

23 იანვარი 2021, 10:37

COVID19

ბოლო 24 საათში საქართველოში 16 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში საქართველოში 16 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 252 972 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 240 629-ს შეადგენს. გარდაიცვალა 3 038 მოქალაქე.

23 იანვარი 2021, 10:15

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 98 მილიონს გადააჭარბა

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 98 174 074 შემთხვევა გამოვლინდა, 2 107 281 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 54 115 919 - გამოჯანმრთელდა. ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით, აშშ კვლავ პირველ ადგილზეა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების 24 818 779 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 414 004 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

23 იანვარი 2021, 10:13

რეგიონი

სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, ქვემო ქართლში მესაქონლეობის ახალი ფერმა ამოქმედდა

სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, ქვემო ქართლის რეგიონში მესაქონლეობის ახალი ფერმა ამოქმედდა. მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დამია გეურარხში, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, ანარ სადიკოვმა თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი მესაქონლეობის ფერმა ააშენა.

23 იანვარი 2021, 10:07

სამართალი

პოლიციამ ქვემო ქართლში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „ჰეროინი“ ამოიღო - დაკავებულია 2 პირი

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ორი პირი: 1975 წელს დაბადებული მ.ა. და 1983 წელს დაბადებული მ.მ. დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამშვიდობო მისია

23 იანვარი 2021, 10:06

თავდაცვა

მე-13 ბატალიონის მეორე ნაკადი ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა

საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონმა ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საერთაშორისო სამშვიდობო მისია დაასრულა.

23 იანვარი 2021, 10:03

სამართალი

თბილისში კიბერდანაშაულისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

თბილისში, 1996 წელს დაბადებული, ინდოეთის მოქალაქე - შ.ს. დააკავეს. მას ბრალად ედება კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა, კომპიუტერული მონაცემების უნებართვო მოპოვება და უკანონოდ გამოყენება, ასევე, ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.

თორნიკე შენგელია

23 იანვარი 2021, 09:57

სპორტი

„ფენერბახჩესთან“ შეხვედრაში თორნიკე შენგელია მოსკოვის „ცსკას“ რიგებში საუკეთესო იყო

საკალათბურთო „ევროლიგის“ მორიგი ტურის შეხვედრაში თორნიკე შენგელია მოსკოვის „ცსკას“ შემადგენლობაში საუკეთესო იყო, თუმცა მიუხედავად ამის მოსკოვის გუნდი სტამბოლის „ფენერბახჩესთან“ 83:89 დამარცხდა.

Johnson&Johnson-ის ვაქცინა

23 იანვარი 2021, 09:51

COVID19

ენტონი ფაუჩი: Johnson&Johnson-ის ვაქცინასთან დაკავშირებით სიახლეები უახლოეს ორ კვირაში გვექნება

Johnson&Johnson-ის ვაქცინის საკითხზე სიახლეები უახლოეს ორ კვირაში გვექნება, - ამის შესახებ აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა.

23 იანვარი 2021, 09:32

მსოფლიო

პეკინში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელმა ჯანმოს ნორმას 8-ჯერ გადააჭარბა

პეკინში მცირე მყარი ნაწილაკების PM 2,5 საშუალო დღიურმა კონცენტრაციამ, რაც სმოგის ძირითად მიზეზს წარმოადგენს, პეკინში 1 კუბურ მეტრზე 190 მიკროგრამი შეადგინა, მაშინ როდესაც ჯანმოს დადგენილი ნორმის მაქსიმალური მაჩვენებელი 25 მიკროგრამს შეადგენს. ინფორმაციას ამის შესახებ პეკინის გარემოს დაცვის მონიტორინგის ცენტრი ავრცელებს.