http://imedi.ge/ /  03 იანვარი 2021, 12:14 / სანდო წყარო

რა წესები უნდა დავიცვათ ჟანგბადის სატურაციის გაზომვისას სახლის პირობებში?

პულს ოქსიმეტრი

რა წესები უნდა დავიცვათ ჟანგბადის სატურაციის გაზომვისას ბინის პირობებში? ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მოსახლეობას ამის შესახებ რჩევებს Facebook-დან აძლევს.

პულს ოქსიმეტრი კოვიდის პანდემიის დროს ძალიან აქტიურად გამოყენებადი ხელსაწყო გახდა და მისი მნიშვნელობა მართლაც დიდია, რადგან სახლში მყოფი პაციენტის სუნთქვის უკმარისობის შეფასების ერთ-ერთი რეალური საშუალებაა.

ზოგჯერ ჰოსპიტალიზაციის საჭიროება ამით განისაზღვრება ხოლმე, რადგან სატურაციის დაბალი ციფრები ჟანგბადის მიწოდების აუცილებლობას გვიჩვენებს.

ხშირად პაციენტებს აქვთ „ჰაერის უკმარისობის“ შეგრძნება, თუმცა რეალურად სატურაცია ნორმაში აქვთ. ასევე პირიქით, ზოგიერთ ადამიანს შეიძლება სატურაცია მკვეთრად ჰქონდეს შემცირებული, მაგრამ ამას საერთოდ ვერ გრძნობდეს.

რადგან სატურაციის მაჩვენებელი ასეთ მნიშვნელობას იძენს (კიდევ ვიმეორებ, ხშირად ჰოსპიტალიზაციის საკითხი ამით წყდება ხოლმე), მნიშვნელოვანია, გაზომვა სწორად მოხდეს.

კვლევებმა გამოავლინა ის ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ სატურაციის გაზომვის სიზუსტეზე:

გაზომვა უნდა მოხდეს მოსვენებულ მდგომარეობაში. პაციენტი მშვიდად უნდა სუნთქავდეს გაზომვამდე რამდენიმე წუთის განმავლობაში და გაზომვისას არ მოძრაობდეს. ნუ დავეყრდნობით პირველივე ციფრს, რომელიც გამოისახება მონიტორზე. ზოგჯერ ეს ციფრი იცვლება, ამიტომ შედეგის წაკითხვამდე დავიცადოთ 30-60 წამი და ეს ციფრი მივიღოთ მაჩვენებლად.

ერთჯერადად გაზომილ სატურაციის მაჩვენებელს დიდი მნიშვნელობა არ აქვს. გაზომვა უნდა მოხდეს დღეში რამდენჯერზე და ყურადღება გამახვილდეს კლებად დინამიკაზე. ამიტომ სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ ერთჯერადად გაზომილი მაჩვენებლით არ უნდა წყდებოდეს ჰოსპიტალიზაციის საკითხი.

სატურაციის გაზომვისას ფრჩხილის ლაკი მოცილებული უნდა იყოს, რადგან ლაკი სინათლის შთანთქმას იწვევს და შეიძლება არასწორი მაჩვენებელი მივიღოთ.

ხელსაწყოს მოთავსება შეიძლება საჩვენებელ, შუა და არა-თითებზე, ასევე ფეხის ცერა თითზე და ყურის ბიბილოზე, თუმცა ეს უკანასკნელი ნაკლებად ზუსტ მაჩვენებელს იძლევა. გამომვისას თითი უნდა იყოს თბილი. კანის მომატებული პიგმენტაციის დროს მაჩვენებელი შეიძლება იყოს არაზუსტი“, - წერს მაია ბუწაშვილი.

ყველა სიახლე

სალომე ზურაბიშვილი

22 იანვარი 2021, 08:06

პოლიტიკა

დღეს საქართველოს პრეზიდენტი ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდება

წელს, ნატო-საქართველოს პირველ სხდომაზე გასული წლის ეროვნულ პროგრამას შეაფასებენ. ნატო-საქართველოს ერთობლივი გეგმები, განახლებული არსებითი პაკეტის იმპლემენტაცია, საქართველოს მომავალი წევრობა ნატოში, ალიანსის 2030 წლის კონცეფცია, ოკუპირებული ტერიტორიები და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფა - ეს არასრული ჩამონათვალია იმ თემების, რომლებსაც სალომე ზურაბიშვილი იენს სტოლტენბერგთან ნატოს შტაბბინაში განიხილავს.

ჯეისონ მილერი

22 იანვარი 2021, 04:05

მსოფლიო

დონალდ ტრამპის უფროსმა მრჩეველმა 45-ე პრეზიდენტის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის უფროსმა მრჩეველმა, ჯეისონ მილერმა 45-ე პრეზიდენტის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

22 იანვარი 2021, 03:41

მსოფლიო

კორონავირუსის საწინააღმდეგო ზომების დარღვევის გამო, ალბანეთმა რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

კორონავირუსის საწინააღმდეგო ზომების დარღვევის გამო, ალბანეთის მთავრობამ რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.

22 იანვარი 2021, 03:16

COVID19

ბოლო 24 საათში ბრაზილიაში კორონავირუსის 59 946 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 59 946 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1 335 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

22 იანვარი 2021, 02:47

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 22 848 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 22 848 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 358 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

ჯენ ფსაკი

22 იანვარი 2021, 02:43

მსოფლიო

თეთრი სახლი: ჯო ბაიდენსა და დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბრის გამართვა დაგეგმილი არ არის

თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა, რომ ჯო ბაიდენსა და დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბრის გამართვა დაგეგმილი არ არის.

ენტონი ფაუჩი

22 იანვარი 2021, 02:26

COVID19

ენტონი ფაუჩი: ვგრძნობ, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში პანდემიასა და მეცნიერებაზე თავისუფლად საუბარს შევძლებ

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში კორონავირუსის პანდემიასა და მეცნიერებაზე თავისუფლად საუბარს შეძლებს.

22 იანვარი 2021, 01:42

COVID19

ნიდერლანდების პარლამენტმა ქვეყანაში კომენდანტის საათის დაწესებას მხარი დაუჭირა

ნიდერლანდების პარლამენტმა ქვეყანაში კომენდანტის საათის დაწესებას მხარი დაუჭირა.

22 იანვარი 2021, 00:58

COVID19

ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 610 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 610 413 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 14 569 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

აკაკი ზოიძე

22 იანვარი 2021, 00:47

COVID19

აკაკი ზოიძე: ყოველდღიურად ბავშვი თუ ზრდასრული ადამიანი საკვების სახით გაცილებით უფრო მეტ ანტიგენს იღებს, ვიდრე იმ ერთი ვაქცინით

„ბევრი ადამიანია, რომელიც ყოყმანობს, ლეგიტიმური კითხვები აქვს. უნდა უთხრა, რომ ყოველდღიურად ბავშვი, თუ ზრდასრული ადამიანი საკვების სახით გაცილებით უფრო მეტ ანტიგენს იღებს მისთვის, ორგანიზმისთვის უცხო ანტიგენს, ვიდრე იმ ერთი ვაქცინით, მათ შორის მძიმე მეტალებსაც, რომელიც არის საკვებში, ვიდრე ერთჯერადი ვაქცინაციით, ამით ოდნავ მაინც ზოგიერთებს შეუმსუბუქდება მდგომარეობა. ყველა ადამიანთან ახსნა-განმარტებითი საქმიანობა არის ჩასატარებელი“.

ჯო ბაიდენი

22 იანვარი 2021, 00:43

COVID19

აშშ-ში ჩასულ პირებს კარანტინის გავლა მოუწევთ

აშშ-ში ჩასულ პირებს კორონავირუსზე ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენის გარდა კარანტინის გავლაც მოუწევთ. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის სტრატეგიის წარდგენისას განაცხადა.

ალექსანდრე გოგინავა

22 იანვარი 2021, 00:03

COVID19

ალექსანდრე გოგინავა: იმედი მაქვს, 2021 წლის შემდეგ კორონავირუსი მწარე მოგონებად დარჩება

რესპირაციული ვირუსია, ამიტომ წინასწარ პროგნოზირება რთულია, შეიძლება კორონავირუსი სეზონური გახდეს და როგორც გრიპს ახასიათებს, მასაც პერიოდული ეპიდაფეთქება ჰქონდეს, - ამის შესახებ ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.

22 იანვარი 2021, 00:00

COVID19

რიო დე ჟანეიროში ტრადიციული კარნავალი აღარ გაიმართება

რიო დე ჟანეიროს მერმა, ედუარდუ პაესმა განაცხადა, რომ მიმდინარე წელს ქალაქში ტრადიციული კარნავალის გამართვა შეუძლებელი იქნება.

21 იანვარი 2021, 23:39

COVID19

ჩეხეთის პარლამენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 14 თებერვლამდე გაახანგრძლივა

ჩეხეთის პარლამენტმა ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული საგანგებო მდგომარეობა 14 თებერვლამდე გაახანგრძლივა.

მაია ცქიტიშვილი

21 იანვარი 2021, 23:02

პოლიტიკა

მაია ცქიტიშვილი: სტრასბურგის ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია მთლიანად ჩვენი საგარეო პოლიტიკისა და დეოკუპაციის პროცესის უფრო ეფექტიანად წარმართვისთვის

ესაა ისტორიული გადაწყვეტილება და ახლა უკვე სტრასბურგის სასამართლოს მიერაა დადასტურებული ის სიმართლე, რაც 2008 წლის მოვლენების შესახებ ყველამ ვიცოდით, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრამა, მაია ცქიტიშვილმა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს დასკვნის შეფასებისას განაცხადა.

21 იანვარი 2021, 22:51

COVID19

ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსის 44 357 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 44 357 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 404 ადამიანი გარდაიცვალა.

კრისტოფერ რეი

21 იანვარი 2021, 22:41

მსოფლიო

ჯო ბაიდენი გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორს, კრისტოფერ რეის თანამდებობაზე დატოვებს

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) დირექტორს, კრისტოფერ რეის თანამდებობაზე დატოვებს. ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა.

21 იანვარი 2021, 22:40

პოლიტიკა

პროკურატურა: სტრასბურგის სასამართლოში სახელმწიფო პოზიციების შემუშავების პროცესში გენერალურ პროკურატურას სხვა უწყებებთან ერთად მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის

სტრასბურგის სასამართლოში გამოძიებით მოპოვებული ასეულობით სხვადასხვა მტკიცებულება გაიგზავნა, რის საფუძველზეც ქართული მხარე, სასამართლოს წინაშე, ძლიერი სამართლებრივი არგუმენტებით და მყარი მტკიცებულებებით წარსდგა, ხსენებული მტკიცებულებების შეგროვებისა და სახელმწიფო პოზიციების შემუშავების პროცესში კი საქართველოს გენერალურ პროკურატურას სხვა უწყებებთან ერთად მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის, - ამის შესახებ საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

ალექსანდრე დე კრო

21 იანვარი 2021, 22:35

მსოფლიო

ბელგიის პრემიერი: გახსოვდეთ, მოგზაურობის დროს ვირუსს ჩემოდნით დაატარებთ

ბელგიის პრემიერი კორონავირუსის გავრცელების შემცირების მიზნით არააუცილებელ მოგზაურობაზე აკრძალვის დაწესების ინიციატივით გამოდის. ბელგიის მთავრობის თავმჯდომარე ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებს ინიციტივას ამ კვირაში წარუდგენს. ლიდერებმა დისტანციურ რეჟიმში პანდემიაზე უნდა იმსჯელონ.

ამირან გულუაშვილი

21 იანვარი 2021, 22:27

სამართალი

ამირან გულუაშვილი: ჩანაწერში ბრალდებული ფაქტობრივად ამბობს, რომ ჩიჩხიტურის მიმდებარედ მოხდა საზღვრის ხაზის გავლება, აზერბაიჯანული მხარის პოზიციის შესაბამისად

ნატალია ილიჩოვამ და ივერი მელაშვილმა ზემდგომების დავალების შესაბამისად, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, იმის მიუხედავად, როგორც ერთ-ერთი ბრალდებული ამბობს, რომ მას ამის გაკეთება არ სურდა, საზღვრის ხაზი საქართველოს ინტერესების საზიანოდ გაავლეს და ასე შეათანხმეს ის კომისიების მუშაობის ფორმატში, - ამის შესახებ პროკურორმა, ამირან გულუაშვილმა „პალიტრა ნიუსის“ ეთერში განაცხადა