http://imedi.ge/ /  03 იანვარი 2021, 12:26 / სანდო წყარო

ინდოეთში კოვიდსაწინააღმდეგო 2 ვაქცინა დაამტკიცეს

Reuters

ინდოეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ორი ვაქცინა დაამტკიცეს. ამის შესახებ მედიკამენტების ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ვენუგოპალა სომანიმ განაცხადა.

მისივე თქმით, სააგენტომ საგანგებო გამოყენებისთვის Astrazeneca-ს და ადგილობრივი კომპანიის, Bharat Biotech-ის მიერ წარმოებული ვაქცინები დაარეგისტრირა.

კოვიდინფიცირების მაჩვენებლით ინდოეთი მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებს. ქვეყანაში 10 მილიონზე მეტი დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი კი 150 000-ს უახლოვდება.

ყველა სიახლე

22 იანვარი 2021, 20:42

COVID19

ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსს 1 401 ადამიანი ემსხვერპლა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 40 261 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1 401 ადამიანი გარდაიცვალა.

გივი მიქანაძე

22 იანვარი 2021, 20:39

პოლიტიკა

გივი მიქანაძე: საქართველოში არანაირი პოლიტპატიმრები არ არსებობენ

როდესაც ჩვენი მეგობარი ქვეყანა - აზერბაიჯანი ძალიან მკაცრად იცავდა თავის ინტერესებს, ჩვენი მხრიდან ისეთი ნაბიჯები გადაიდგა, რომლებიც სახელმწიფო ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გივი მიქანაძემ განაცხადა.

თეა წულუკიანი

22 იანვარი 2021, 20:37

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: თვისობრივი განსხვავების მიუხედავად ჰააგის სასამართლო 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიებისას, სტრასბურგის გადაწყვეტილებას გაითვალისწინებს

მიუხედავად იმისა, რომ ჰააგისა და სტრასბურგის სასამართლოები თვისობრივად სხვადასხვა სამართლებრივი ინსტიტუტებია, რა თქმა უნდა ჰააგის სასამართლოში 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიებისას ეს გადაწყვეტილება იქნება გათვალისწინებული, - ამის შესახებ „ქრონიკასთან“, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

ხანძარი

22 იანვარი 2021, 20:31

საზოგადოება

ძველ თბილისში საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა

თბილისში, გერცელ ბააზოვის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძარი გავრცელებული იყო ორსართულიანი იტალიური ტიპის საცხოვრებელ სახლზე.

22 იანვარი 2021, 20:26

საზოგადოება

მიხეილ ჩხენკელმა საფრანგეთის ელჩთან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის განვითარების შესაძლებლობები განიხილა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საფრანგეთის ელჩს საქართველოში დიეგო კოლასს უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა განათლების მიმართულებით თანამშრომლობის, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის განვითარების შესაძლებლობები განიხილეს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მიხეილ ჩხენკელმა ელჩს მადლობა გადაუხადა განათლების სფეროში განხორციელებული არაერთი მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი პროექტისთვის.

ვიქტორ დოლიძე

22 იანვარი 2021, 20:17

პოლიტიკა

ვიქტორ დოლიძე: აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების ერთგული რჩება

დღეს აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ ვაშინგტონი ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების ერთგული რჩება, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი და ეს მხოლოდ ორი მხარის - საქართველოსა და ნატოს გადასაწყვეტი და ამაში მესამე მხარე არ უნდა ჩაერიოს, - ამის შესახებ ნატოში საქართველოს ელჩმა, ვიქტორ დოლიძემ განაცხადა.

22 იანვარი 2021, 20:15

პოლიტიკა

საქართველოს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვია

საქართველოს არაფორმალური ხასიათის ვიზიტით ეწვია სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არა აივაზიანი, - ამის შესახებს ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სომხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მიიღო, რომელიც კოლეგას გაცნობითი ხასიათის შეხევდრაზე წინანდალში უმასპინძლებს.

ლოიდ ოსტინი

22 იანვარი 2021, 20:13

მსოფლიო

აშშ-ის სენატმა ლოიდ ოსტინი თავდაცვის მდივნის პოსტზე დაამტკიცა

აშშ-ის სენატმა ლოიდ ოსტინი თავდაცვის მდივნის პოსტზე დაამტკიცა. ლოიდ ოსტინის კანდიდატურას მხარი 92-მა სენატორმა დაუჭირა, ხოლო ორი სენატორი წინააღმდეგ წავიდა.

სალომე ზურაბიშვილი და ურსულა ფონ დერ ლაიენი

22 იანვარი 2021, 19:51

პოლიტიკა

ევროკომისიის პრეზიდენტი: ერთად უფრო ძლიერები ვართ

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან გამართულ შეხვედრას ეხმაურება.

სალომე ზურაბიშვილი ოლივერ ვარჰელი

22 იანვარი 2021, 19:46

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰელის შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰელის შეხვდა. ამის შესახებ ევროკომისარმა Twitter-ზე დაწერა.

22 იანვარი 2021, 19:38

პოლიტიკა

ბექა ოდიშარია ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ბექა ოდიშარია საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ანდრიუს კალინდრას შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრეესამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების ფორმატში არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე, ასევე პანდემიით გამოწვეულ გამოწვევებზე.

stop covid აპლიკაცია

22 იანვარი 2021, 19:33

COVID19

Stop Covid აპლიკაცია გაუქმდა

Stop Covid აპლიკაციით სარგებლობის ვადა ამოიწურა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აპლიკაციის დეაქტივაცია 2021 წლის 20 იანვარს განხორციელდა.

ნათია თურნავა

22 იანვარი 2021, 19:33

ეკონომიკა

ნათია თურნავა: მთავრობა შემდეგ კვირას ქვეყანაში შემოსვლის წესების ლიბერალიზაციაზე იმსჯელებს

დღეს ვხედავთ შესაძლებლობას, რომ ამ ვითარებაში როდესაც ეტაპობრივად ვხსნით ბიზნესს შევძლოთ, რომ ტურისტებსაც ვუმასპინძლოთ, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

22 იანვარი 2021, 19:32

რეგიონი

წყალტუბოს მერი ლტოლვილთა დანიის საბჭოს საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორს შეხვდა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი, გრიგოლ იოსელიანი ლტოლვილთა დანიის საბჭოს საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორს, ვინსენტ დონტოს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დანიური მხარის ფინანსური ხელშეწყობით წყალტუბოში დევნილთა დასახლებაში საბავშვო ბაღი შენდება, რომელიც 2021 წლის მაისის თვეში დასრულდება.

ნენსი პელოსი

22 იანვარი 2021, 19:27

მსოფლიო

წარმომადგენელთა პალატა დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის რეზოლუციას სენატს 25 იანვარს გადასცემს

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატა დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის რეზოლუციას სენატს 25 იანვარს გადასცემს. ამის შსახებ სენატში „დემოკრატების“ ლიდერმა, ჩაკ შუმერმა განაცხადა.

22 იანვარი 2021, 19:17

რეგიონი

მალხაზ თორია: სამეგრელო-ზემო სვანეთში 9 ახალ სკოლას ვაშენებთ და 11 სკოლის სრული რეაბილიტაცია ხორციელდება

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ამ დროისთვის 9 საჯარო სკოლის მშენებლობა და 11 სკოლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. რეგიონის მასშტაბით 2020 წელს დასრულდა ორი სკოლის მშენებლობა და სამის სრული რეაბილიტაცია, - ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

თორნიკე რიჟვაძე

22 იანვარი 2021, 19:15

რეგიონი

თორნიკე რიჟვაძემ შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა

პირველი თებერვლიდან აჭარაში აღდგება სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში. კვების ობიექტებს მიეცემა საშუალება ღია სივრცეებში უმასპინძლონ სტუმრებს. განახლდება სავაჭრო ობიექტების მუშაობა და ბათუმში აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტი. შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნასთან დაკავშირებით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ შეხვედრა გამართა.

ნათია თურნავა

22 იანვარი 2021, 19:06

ეკონომიკა

ნათია თურნავამ განმარტა, აჭარის გარდა რატომ არ გაიხსნა სხვა დიდ ქალაქებში სარესტორნო ბიზნესი

მთელ მსოფლიოში, სარესტორნო ბიზნესი ინფექციის გავრცელების კუთხით სარისკოა, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა. „ელემენტარული მიზეზის გამო, კვების დროს ადამიანები იხსნიან პირბადეს“, - აღნიშნა თურნავამ.

22 იანვარი 2021, 19:01

COVID19

უნგრეთის მთავრობამ რუსეთთან „სპუტნიკი V“ ვაქცინის შეძენის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერა

უნგრეთის მთავრობამ რუსეთთან „სპუტნიკი V“ ვაქცინის შეძენის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერა. ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.

22 იანვარი 2021, 19:01

თავდაცვა

თავდაცვის მინისტრმა ლიეტუვის ელჩს უმასპინძლა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ირაკლი ღარიბაშვილმა ანდრიუს კალინდრას ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. მინისტრმა ლიეტუვას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების გზაზე მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.