სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 64 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ფოტო: Shutterstock.com
ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 64 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
216 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა ერთი კოვიდინფიცირებული. აბაშის მკვიდრი, 73 წლის ქალი ქუთაისის რეგიონალურ ცენტრში მკურნალობდა. მას თანმხლები დაავადებები ჰქონდა.
რეგიონში მოქმედ კოვიდკლინიკებში 194 პაციენტი მკურნალობს, მათგან 13-ის მდგომარეობა მძიმეა.
რეგიონში არსებულ საკარანტინო სივრცეში კი 93 მოქალაქეა მოთავსებულია.
ამასთან, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 594 ადამიანს დაუდასტურდა, 1 963 კი გამოჯანმრთელდა. ჩატარდა 3 845 კვლევა ტესტით, მათ შორის 2 199 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 646 PCR-ტესტით.
საქართველოში სულ კორონავირუსის 229 763 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 222 405. გარდაიცვალა 2 628 პაციენტი.
კარანტინის რეჟიმშია 386, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 4 209. კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 840 მოქალაქე.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
ყველა სიახლე

16 იანვარი 2021, 13:08
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ყრილობაზე პოლიტსაბჭოს წევრების რაოდენობა 15-დან 21-მდე გაიზრდება
„ქართული ოცნების“ ყრილობაზე მოხდება წესდების განახლებაც და პოლიტსაბჭოს წევრების რაოდენობა 15-დან 21 -მდე გაიზრდება. რაც შეეხება ყველა სხვა საკადრო გადაწყვეტას თუ სტრუქტურას ამას ყველაფერს გაიგებთ დღეს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრის შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

16 იანვარი 2021, 13:04
საზოგადოება
სამოქალაქო აქტივისტები „ქართული ოცნების“ ყრილობის პარალელურად საპროტესტო აქციას მართავენ
საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიასთან“, სადაც „ქართული ოცნების“ ყრილობა გაიმართება, სამოქალაქო აქტივისტები საპროტესტო აქციას მართავენ.

16 იანვარი 2021, 12:29
პოლიტიკა
ირაკლი ზარქუა: როგორც არასოდეს ისე ვართ მობილიზებულები, რომ გამოწვევებს ღირსეულად ვუპასუხოთ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებაში“ დაპირისპირება არ არის.

16 იანვარი 2021, 12:27
COVID19
რუსეთში კორონავირუსის 24,092 შემთხვევა გამოვლინდა
რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 24,092 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 590 პაციენტი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, რუსეთში კორონავირუსის 3,544,623 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 65,058 ადამიანი გარდაიცვალა.

16 იანვარი 2021, 12:19
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ანგარიში ჩვენს განწყობებს ემთხვევა - შენიშვნების ნაწილში კი ვაცნობებთ, რომ 8%-იან დისბალანსზე არასამთავრობო ორგანიზაციების ციტირება მცდარია
„ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მისიის ანგარიში ჩვენს განწყობებს ემთხვევა. იცით, რომ ჩვენ რამდენიმე დღის წინაც ვთქვით, რომ ყველამ პარტიამ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მედიამ, რაღაც დასკვნები უნდა გამოიტანონ 31 ოქტომბრის არჩევნებიდან. ჩვენ გამოვიტანეთ ჩვენი დასკვნა და იცით, რომ ვაპირებთ მნიშვნელოვანი საარჩევნო რეფორმა გავატაროთ პროცედურებთან დაკავშირებით, შემოვიღოთ ელექტრონული სისტემა, რომ საბოლოოდ გამოირიცხოს ადამიანური ფაქტორები და შეცდომები“.

16 იანვარი 2021, 11:59
COVID19
დღე-ღამეში, სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 122 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, კორონავირუსის 122 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. რეგიონის მასშტაბით, გამოჯანმრთელდა 72 კოვიდპაციენტი. რეგიონის მოქმედ კლინიკებში 222 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის 7-ის მდგომარეობა მძიმეა. რეგიონის მასშტაბით, საკარანტინო სივრცეში 30 ადამიანია მოთავსებული.

16 იანვარი 2021, 11:57
მსოფლიო
ყირგიზეთის პრეზიდენტი სადირ ჟაპაროვი გახდა
ყირგიზეთის პრეზიდენტის არჩევნებში სადირ ჟაპაროვმა გაიმარჯვა. ამის შესახებ ბიულეტენების 100%-ის დათვლის შემდეგ ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისია იუწყება.

16 იანვარი 2021, 11:46
COVID19
კახეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 10 046-მდე გაიზარდა
კახეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 10 046-მდე გაიზარდა. imedinews- ის ინფორმაციით, რეგიონში COVID-19-ის 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ეპიდემიოლოგების შეფასებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ამიტომ ისინი ბინაზე მკურნალობენ. მათთან კონტაქტში მყოფი ადამიანები კი თვითიზოლაციაში გადავიდნე

16 იანვარი 2021, 11:36
COVID19
სომხეთში კორონავირუსის 263 შემთხვევა გამოვლინდა
სომხეთში კორონავირუსი კიდევ 263 ადამიანს დაუდასტურდა, 13 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება. სულ ქვეყანაში კორონავირუსის 164,235 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 2,987 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 152,615.

16 იანვარი 2021, 11:32
სპორტი
მერაბ დვალიშვილის ბრძოლა ამერიკელ კოდი სტამანთან კიდევ ერთხელ გაუქმდა
ქართველი მებრძოლის მერაბ დვალიშვილის ბრძოლა, ამერიკელ კოდი სტამანთან კიდევ ერთხელ გაუქმდა. დვალიშვილი-სტამანის ორთაბრძოლა 6 თებერვალს უნდა შემდგარიყო. ბრძოლის გაუქმების მიზეზი როგორც ჩანს მერაბ დვალიშვილის COVID 19-ზე ჩატარებული ტესტის დადებითი პასუხია. ქართველმა სპორტსმენმა ბრძოლის გადადება ითხოვა, თუმცა კოდი სტამანმა შეთავაზებაზე უარი თქვა, რადგან მას შეხვედრის გამართვა 6 თებერვალს სურს. ამერიკელი ოქტაგონზე დვალიშვილის ნაცვლად თავის თანამემამულე ამერიკელ ანდრე იუელს შეხვდება. ეს ბრძოლა ლას ვეგასში, არენა UFC Apex-ზე ჩატარდება.

16 იანვარი 2021, 11:28
რეგიონი
ნაქერალას უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ნაქერალას უღელტეხილზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

16 იანვარი 2021, 11:28
COVID19
დღე-ღამეში უკრაინაში 166 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში კორონავირუსის 1.14 მილიონზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, 847 391 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 20 542 ადამიანი გარდაიცვალა. უკრაინაში კოვიდინფიცირების პირველი შემთხვევა 3 მარტს გამოვლინდა. ამ დრომდე, ტესტი 5.9 მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა.

16 იანვარი 2021, 11:13
მსოფლიო
გერმანიაში კარანტინის რეჟიმის დამრღვევებისთვის ციხეს გახსნიან
დრეზდენში კარანტინის რეჟიმის დამრღვევებისთვის ციხე გაიხსნება. გადაწყვეტილება საქსონიის ფედერალური მიწის მთავრობამ მიიღო. გამოცემა Bild-ის ინფორმაციით, სასჯელაღსრულების დაწესებულებას ლტოლვილთა მიმღები ცენტრის ბაზაზე გახსნიან, რომელიც დრეზდენში 2027 წელს აშენდა.

16 იანვარი 2021, 11:12
საზოგადოება
უფროსი და წამყვანი სპეციალური მასწავლებლები 2021 წლიდან სტატუსის შესაბამის დანამატს აიღებენ
საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, საჯარო სკოლების უფროსი და წამყვანი სტატუსის მქონე სპეციალური მასწავლებლები სქემით განსაზღვრული სტატუსის შესაბამის დანამატის ოდენობას 2021 წლიდან მიიღებენ. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საჯარო სკოლებს იანვრიდან ყოველთვიურად დამატებითი დაფინანსება გამოეყოფა უფროსი და წამყვანი სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მქონე მასწავლებლის დანამატისთვის.

16 იანვარი 2021, 11:06
მსოფლიო
პალესტინაში ბოლო 15 წლის განმავლობაში პირველად საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება
პალესტინაში ბოლო 15 წლის განმავლობაში პირველად საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. შესაბამის ბრძანებას პრეზიდენტმა, მაჰმუდ აბასმა მოაწერა ხელი.

16 იანვარი 2021, 10:56
COVID19
ამ ეტაპზე საქართველოში 770 მძიმე პაციენტია
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 770 პირი, მათ შორის, თბილისში - 360, აჭარაში - 62, იმერეთში - 189. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

16 იანვარი 2021, 10:55
COVID19
კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 485 თბილისში, ხოლო 219 კი იმერეთში გამოვლინდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 236 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 485 შემთხვევა, აჭარა - 84, იმერეთი - 219. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

16 იანვარი 2021, 10:55
COVID19
საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1236 ადამიანს დაუდასტურდა, 2189 კი გამოჯანმრთელდა
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1236 ადამიანს დაუდასტურდა, 2189 კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

16 იანვარი 2021, 10:54
COVID19
ბოლო 24 საათში საქართველოში 23 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 23 ადამიანი გარდაიცვალა . პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 916 პირი ემსხვერპლა. ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 15 152 კვლევა ტესტით, მათ შორის 9 208 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 944 PCR ტესტით.

16 იანვარი 2021, 10:53
სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტრომ COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 815 ფაქტი გამოავლინა
შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 815 ფაქტი გამოვლინდა.