imedi /  04 იანვარი 2021, 20:54 / სანდო წყარო

დიდ ბრიტანეთში ზედიზედ მე-7 დღეა კორონავირუსის 50 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა ფიქსირდება

დიდ ბრიტანეთში ზედიზედ მე-7 დღეა კორონავირუსის 50 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა ფიქსირდება.

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 58 784 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 407 ადამიანი გარდაიცვალა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 2 713 563 შემთხვევა გამოვლინდა, 75 431 ადამიანი კი გარდაიცვალა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ მიიჩნია. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

თენგიზ ცერცვაძე

24 იანვარი 2021, 12:06

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: ოფიციალურად, საქართელოში კორონავირუსი 8%-მა გადაიტანა, მაგრამ არაოფიციალურად, ეს რიცხვი დაახლოებით 15% იქნება

„1-2 თვის წინ, როცა ქვეყანაში კორონავირუსისგან განკურნებულთა ბაზაში დარეგისტრირებული იყო მოსახლეობის 5%. ჩვენ ჩავატარეთ ანტისხეულების კვლევა და მან აჩვენა, რომ 10% აჩვენა. ახლა, ტესტირებით დადგენილია, რომ 8-9% დაინფიცირდა ვირუსით. ეს ნიშნავს, რომ ერთ ამდენს კიდევ ექნება გადატანილი კორონავირუსი. როცა მეკითხებიან. მოსახლეობის რამდენ პროცენს შეიძლება ჰქონდეს ვირუსი გადატანილი, ოფიციალურად დადასტურებული რიცხვია 8%, მაგრამ დაახლოებით 15%-ს ექნება გადატანილი“ - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ეკა ხოფერია

24 იანვარი 2021, 11:53

საზოგადოება

აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი: ძალიან მინდა აფხაზური ენის პოპულარიზაცია - საქართველოს განათლების სამინისტროსგან ყველა პროექტში სრული მხარდაჭერა გვაქვს

ის, რომ ადამიანი აფხაზეთიდანაა, მინდა, წარმატებასთან, წინსვლასთან ასოცირდებოდეს. ამისთვის ძალასა და ენერგიას არ დავიშურებ, - ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა, ეკა ხოფერიამ „დილის შოუსთან“ საუბრისას განაცხადა.

24 იანვარი 2021, 11:51

COVID19

უკრაინაში კორონავირუსის 3,915 შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსი კიდევ 3,915 ადამიანს დაუდასტურდა, 83 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 1,191,812 ადამიანს დაუდგინდა. COVID-19-ს სულ 21,861 პაციენტი ემსხვერპლა, 947,514 ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.

24 იანვარი 2021, 11:37

საზოგადოება

„სილქნეტის“ აბონენტებს ინტერნეტის მიწოდება სრულად აღუდგათ

„სილქნეტის“ აბონენტებს ინტერნეტი სრული დატვირთვით მიეწოდებათ და ამ დროისთვის, რაიმე ხარვეზი აღარ ფიქსირდება, - ამის შესახებ „იმედინიუსს“ კომპანიაში განუცხადეს. 23 იანვარს, ტექნიკური სამუშაოების გამო, კომპანიის აბონენტებს ინტერნეტის მიწოდება ხარვეზით მიეწოდებოდათ.

ლევან დავითაშვილი

24 იანვარი 2021, 11:33

საზოგადოება

ლევან დავითაშვილმა ბერლინის სოფლის მეურნეობის ონლაინ მინისტერიალში მონაწილეობა მიიღო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ბერლინის სოფლის მეურნეობის ონლაინ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მინისტერიალს, რომელიც სურსათისა და სოფლის მეურნეობის მე-13 გლობალური ფორუმის (GFFA) ფარგლებში გაიმართა, მსოფლიოს 70-ზე მეტი ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საფრანგეთი

24 იანვარი 2021, 11:21

COVID19

ჩეხეთში ძაღლებს კოვიდინფიცირებულის ყნოსვით ამოცნობისთვის წვრთნიან

ჩეხეთში ძაღლებს კოვიდინფიცირებულის ყნოსვით ამოცნობას ასწავლიან. ტრენინგებს ერთ-ერთ სოფელში, საწვრთნელ ცენტრში ატარებენ. „კვლევა მიზნად ისახავს ძაღლების შესაძლებლობის გამოვლენას, რაც Covid-19-ის ამოცნობისა და მასთან ბრძოლის შესაძლებლობას მოგვცემს“, - აცხადებს პროექტის ხელმძღვანელი გუსტავ ჰოტოვი, რომელიც პროექტის 95%-ით ეფექტურობაზე მიუთითებს.

24 იანვარი 2021, 11:08

პოლიტიკა

EURACTIV: ევროკავშირი საქართველოს აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრად განიხილავს, თუმცა, ეს თბილისს ხელს არ უშლის, მიზნად დაისახოს სრული წევრობა

„საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 21-22 იანვარს ეწვია სამივე ევროპულ ინსტიტუტს იმისთვის, რომ განამტკიცოს 2024 წელს, ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის წარდგენა. მისი ვიზიტი მოჰყვა ქვეყნის ახალი მთავრობის მიერ კიდევ ერთხელ იმის დადასტურებას, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაცია თბილისის მთავარი პრიორიტეტია“.

24 იანვარი 2021, 11:02

COVID19

ამ ეტაპზე საქართველოში 697 მძიმე პაციენტია

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 697 პირი, მათ შორის, თბილისში - 309, აჭარაში - 49, იმერეთში - 177. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

24 იანვარი 2021, 11:00

COVID19

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 285 თბილისში, 80 იმერეთში, 30 კი აჭარაში გამოვლინდა

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 285 თბილისში, 80 იმერეთში, 30 კი აჭარაში გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

24 იანვარი 2021, 10:55

COVID19

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 546 ადამიანს დაუდასტურდა, 1 456 კი გამოჯანმრთელდა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 546 ადამიანს დაუდასტურდა, 1 456 კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის 253 518 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 456, გარდაიცვალა კი 3 055 პაციენტი.

24 იანვარი 2021, 10:54

COVID19

ბოლო 24 საათში საქართველოში 17 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში საქართველოში 17 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 253 518 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 242 085-ს შეადგენს. გარდაიცვალა 3 055 მოქალაქე.

24 იანვარი 2021, 10:40

სამართალი

შსს-მ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 764 ფაქტი გამოავლინა

სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 764 ფაქტი გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 100 ფიზიკური პირი დააჯარიმა.

24 იანვარი 2021, 10:22

მსოფლიო

ორი კვირის შემდეგ, ჩინეთში, შახტაში ჩარჩენილი პირველი მუშა ზედაპირზე ამოიყვანეს

აღმოსავლეთ ჩინეთში, შანდუნის პროვინციაში, მეშახტე, რომელმაც ბოლო ორი კვირა 600-მდე მეტრის სიღრმეში გაატარა, მაშველებმა მიწის ზედაპირზე ამოიყვანეს. ჯერ კიდევ მიწის ქვეშ რჩება ათამდე მუშა. ისინი შახტიდან ამოსვლას აფეთქებისას ჩაკეტილი შესასვლელის გამო ვერ ახერხებენ. ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია დაუგეგმავი აფეთქება.

24 იანვარი 2021, 10:16

თავდაცვა

თურქეთის მთავრობამ თავდაცვის ძალებს გრანტის სახით ტექნიკური ხელსაწყოები გადასცა

საქართველოს თავდაცვის ძალებს თურქეთის რესპუბლიკის მთავრობამ ლაზერული მანძილმზომები და საინჟინრო ხელსაწყოების ნაკრები გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საინჟინრო აღჭურვილობისა და ტექნიკური საშუალებების გადაცემის ოფიციალური ღონისძიება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ გაიმართა.

24 იანვარი 2021, 10:08

COVID19

გერმანიაში კორონავირუსის12,257 შემთხვევა გამოვლინდა

გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 12,257 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 349 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გერმანიაში კორონავირუსის 2,134,936 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 51,870 ადამიანი გარდაიცვალა.

24 იანვარი 2021, 09:59

COVID19

დღე-ღამეში ბრაზილიაში კოვიდინფიცირების 62 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა და 1 202 ადამიანი გარდაიცვალა

ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსის 62 334 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 1 202 ადამიანი კი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ბრაზილიაში კორონავირუსის 8 816 254 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 216 445 ადამიანი გარდაიცვალა.

24 იანვარი 2021, 09:46

COVID19

დღე-ღამეში თურქეთში 144 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათის განმავლობაში თურქეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 5 856 შემთხვევა გამოვლინდა, 144 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა, 5 811 კი გამოჯანმრთელდა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების 2 424 328 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაიცვალა 24 933 ადამიანი, 2 301 861-მა კი ვირუსის დამარცხება შეძლო.

24 იანვარი 2021, 09:40

მსოფლიო

ისლამური სახელმწიფოს თავდასხმას 10-ზე მეტი ერაყელი მებრძოლი ემსხვერპლა

ერაყში, სალაჰ-ედ-დინის პროვინციაში, აღმოსავლეთ თიქრითში, ალ-შააბის თავდასხმას, სულ მცირე, 11 ერაყელის, ოფიციალური ბაღდადის მიერ მხარდაჭერილი გაერთიანების, ალ-შააბის მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა. ჯიჰადისტების მოკლულ მებრძოლთა შორის ბრიგადის მეთაურიცაა.

24 იანვარი 2021, 09:28

თავდაცვა

თავდაცვის სამინისტრო: ბრალდებები სამხედროების უხარისხო კვებით მომარაგებასა თუ მომწოდებელ კომპანიებთან საეჭვო გარიგებებზე, არის სრულიად აბსურდული

ტელეკომპანია „ტვ პირველი“ განაგრძობს ცილისმწამებლური და ცრუ ინფორმაციის გავრცელებას, რომლის რეალური მიზანია, ჩრდილი მიაყენოს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, თავდაცვის უწყებაში გატარებულ ღონისძიებებს სამხედროებისათვის საუკეთესო კვებითი პირობების უზრუნველყოფის მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

24 იანვარი 2021, 09:11

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

სინოპტიკოსები 24 იანვარს ქუთაისში ცვალებად მოღრუბლულობასა და +11 გრადუსს პროგნოზირებენ. ღამით კი +4 გრადუსი იქნება. ოზურგეთში +9 გრადუსი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი, ღამით კი +4 გრადუსი იქნება. ბათუმში +11 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. ფოთში +11, ღამით კი +7 გრადუსია მოსალოდნელი.